პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრისტი ყიფშიძე - "ქსენოფობიური დამოკიდებულება საკუთარ თავზეც გამომიცდია... წარმოშობით სომეხი ვარ"
კრისტი ყიფშიძე - "ქსენოფობიური დამოკიდებულება საკუთარ თავზეც გამომიცდია... წარმოშობით სომეხი ვარ"

ბოლო დროს საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რია შე­კი­თხვა - ახა­სი­ა­თებთ თუ არა ქარ­თვე­ლებს ქსე­ნო­ფო­ბია... ამ სა­კი­თხზე პო­პუ­ლა­რულ ადა­მი­ა­ნებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ "გზა­ში" და­ი­ბეჭ­და:

კრის­ტი ყიფ­ში­ძე, მო­დე­ლი: "ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა ერე­ბის მი­მართ ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აშ­კა­რაა და ეს სა­კუ­თარ თავ­ზეც გა­მო­მიც­დია: წარ­მო­შო­ბით სო­მე­ხი ვარ. ჩემი გვა­რი დიდი ხა­ნია, აქ ცხოვ­რობს, უკვე მე­ხუ­თე თა­ო­ბა თბი­ლის­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი. ჩემს თავს ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის მქო­ნედ მი­ვიჩ­ნევ, ქარ­თუ­ლად უკე­თე­სად ვფიქ­რობ და ვლა­პა­რა­კობ, მაგ­რამ ჩემი წარ­მო­შო­ბის გამო მა­ინც მქო­ნია უსი­ა­მოვ­ნო შემ­თხვე­ვე­ბი, თუნ­დაც, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში..."

ზაალ სუ­ლა­კა­უ­რი, მხატ­ვა­რი: "რა­სიზ­მი­სა და ქსე­ნო­ფო­ბი­ის გა­მოვ­ლი­ნე­ბას ყველ­გან შეხ­ვდე­ბით, მათ შო­რის, მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც. ვე­რა­ვინ და­მა­ჯე­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სია. ვფიქ­რობ, რა­სიზ­მი და სხვა ერე­ბის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაჩ­ვენ­თა­ნაც შე­იმ­ჩნე­ვა, მაგ­რამ ადა­მი­ან­საც გა­აჩ­ნია, ყვე­ლას თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს. მო­ვიყ­ვან­დი თუ არა ცო­ლად შავ­კა­ნი­ანს? - რა­ტო­მაც, არა! ზო­გი­ერ­თი შავ­კა­ნი­ა­ნი ისე მომ­წო­ნე­ბია, რომ ეს ჩემი მე­უღ­ლის გა­სა­გო­ნა­დაც მით­ქვამს..."

გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე, მწე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი: "საფ­რან­გეთ­ში ვცხოვ­რობ­დი და ვიცი, იქ უამ­რა­ვი შავ­კა­ნი­ა­ნი ცხოვ­რობს. პა­რიზ­ში რომ გა­ივ­ლი და ერთ ნაღდ ფრანგს ვერ შეხ­ვდე­ბი, ის ქვე­ყა­ნა და­ღუ­პუ­ლია. ჩვენც ამ გზას ვად­გა­ვართ. ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ დავ­კარ­გეთ - ღმერ­თს და­ვემ­შვი­დო­ბეთ და სა­ტა­ნას ჩა­მო­ვარ­თვით ხელი. ჩვე­ნი გე­ნო­ფონ­დი დიდი ხა­ნია შეც­ვლი­ლია და სულ ტყუ­ი­ლად ვფხა­კუ­რობთ ქარ­თვე­ლე­ბი..."

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტერ­ვი­უ­ებს ვრცლად ჟურ­ნალ "გზის" 26 აპ­რი­ლის ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ჰო რა , თავქარიანი სომეხი სადაცაა გაქართველდება და ჭკვიანმა ქართველებმა სომხურად გადაიკეთეს გვარები და ისე გახდნენ სოვდაგრები ! ვხუმრობ, ისე სოლოლაკისწორედ გასომხებული სოვდაგრების იპოთეკითაა ნაშენი , სხვათაშორის პირველი საუკუნის ქრისტიანული ტაძარია ირანში , სომხური ნაშენი, შავი თათეოსი უნდა ერქვას, თავრიზის ჩდილო დასავლეთით უნდა იყოს , აი მეღრისაკენ !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

კრისტი ყიფშიძე - "ქსენოფობიური დამოკიდებულება საკუთარ თავზეც გამომიცდია... წარმოშობით სომეხი ვარ"

კრისტი ყიფშიძე - "ქსენოფობიური დამოკიდებულება საკუთარ თავზეც გამომიცდია... წარმოშობით სომეხი ვარ"

ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია შეკითხვა - ახასიათებთ თუ არა ქართველებს ქსენოფობია... ამ საკითხზე პოპულარულ ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

კრისტი ყიფშიძე, მოდელი: "ვფიქრობ, საქართველოში სხვა ერების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულება აშკარაა და ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია: წარმოშობით სომეხი ვარ. ჩემი გვარი დიდი ხანია, აქ ცხოვრობს, უკვე მეხუთე თაობა თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. ჩემს თავს ქართული მენტალიტეტის მქონედ მივიჩნევ, ქართულად უკეთესად ვფიქრობ და ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი წარმოშობის გამო მაინც მქონია უსიამოვნო შემთხვევები, თუნდაც, სოციალურ ქსელში..."

ზაალ სულაკაური, მხატვარი: "რასიზმისა და ქსენოფობიის გამოვლინებას ყველგან შეხვდებით, მათ შორის, მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც. ვერავინ დამაჯერებს, რომ საქართველო ამ მხრივ გამონაკლისია. ვფიქრობ, რასიზმი და სხვა ერების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაჩვენთანაც შეიმჩნევა, მაგრამ ადამიანსაც გააჩნია, ყველას თავისი შეხედულება აქვს. მოვიყვანდი თუ არა ცოლად შავკანიანს? - რატომაც, არა! ზოგიერთი შავკანიანი ისე მომწონებია, რომ ეს ჩემი მეუღლის გასაგონადაც მითქვამს..."

გივი სიხარულიძე, მწერალი, მსახიობი: "საფრანგეთში ვცხოვრობდი და ვიცი, იქ უამრავი შავკანიანი ცხოვრობს. პარიზში რომ გაივლი და ერთ ნაღდ ფრანგს ვერ შეხვდები, ის ქვეყანა დაღუპულია. ჩვენც ამ გზას ვადგავართ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი რამ დავკარგეთ - ღმერთს დავემშვიდობეთ და სატანას ჩამოვართვით ხელი. ჩვენი გენოფონდი დიდი ხანია შეცვლილია და სულ ტყუილად ვფხაკურობთ ქართველები..."

ცნობილი ადამიანების ინტერვიუებს ვრცლად ჟურნალ "გზის" 26 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.