Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი კორპუსი თბილისში, სადაც ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყეს
პირველი კორპუსი თბილისში, სადაც ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყეს

დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა, თით­ქმის ყვე­ლა გა­მო­კი­თხვა­ში ერთ-ერთ მთა­ვარ პრობ­ლე­მად და­ბინ­ძუ­რე­ბულ ჰა­ერ­სა და ქა­ლაქ­ში გამ­წვა­ნე­ბის პრობ­ლე­მას ასა­ხე­ლებს. ახლა უკვე მე­რის, კახა კა­ლა­ძის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ ამ სა­კი­თხებს ეთ­მო­ბო­და და სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბის ზრდა­საც მო­ი­ცავ­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლი­სის მერი გა­მო­ვი­და ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ ძვე­ლი ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბის ად­გილ­ზე სკვე­რე­ბი მო­ე­წყოს.

ინი­ცი­ა­ტი­ვა მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა და მას პირ­ვე­ლი მიმ­დე­ვა­რიც გა­მო­უჩ­ნდა. წე­რეთ­ლის #93-ში მცხოვ­რებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­თა და შე­თან­ხმე­ბით გა­და­წყვი­ტა, რომ მე­რი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვა რე­ა­ლო­ბად, სწო­რედ, მათ ეზო­ში ექ­ცი­ათ.

წე­რეთ­ლის #93-ის ამ­ხა­ნა­გო­ბა "დი­დუ­ბე­ლე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ეთერ გა­გუა Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ სკვე­რის მო­წყო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა ახალ­გაზ­რდო­ბას ეკუთ­ვნის.

"7 ავ­ტო­ფა­რე­ხი ყო­ველ­გვა­რი კომ­პენ­სა­ცი­ის გა­რე­შე და­ინ­გრა. ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ თუ ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბი და­ინ­გრე­ო­და, აქ ბავ­შვე­ბის­თვის ლა­მა­ზი პარ­კი გა­კეთ­დე­ბო­და. მე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ, რომ გა­ვი­გეთ პრო­ცე­სი და­ვაჩ­ქა­რეთ. გამ­წვა­ნე­ბაც იქ­ნე­ბა, და­ირ­გვე­ბა ხე­ე­ბი, საჩ­ვე­ნე­ბე­ლი პარ­კი იქ­ნე­ბაო და ვნა­ხოთ. სა­ში­ნე­ლი და­სა­ნა­ხია, როცა ფან­ჯრი­დან სხვა­დას­ხვა ფორ­მი­სა და ზო­მის სა­ხუ­რა­ვებს უყუ­რებ" - ამ­ბობს ეთერ გა­გუა.

ნა­ხეთ ვი­დეო

ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თსუ­ლო­ვა­ნი იყო და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ­ცერთ მო­სახ­ლეს არ ჰქო­ნია.

"ექ­ვსმა ადა­მი­ან­მა ჩვე­ნი პრინ­ცი­პე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი უკან გა­დავ­დეთ, რად­გან გვქონ­და ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც არ გვჭირ­დე­ბო­და. ყვე­ლა მი­ვე­დით იმ აზ­რამ­დე, რომ მოგ­ვე­შო­რე­ბი­ნა და ლა­მა­ზი ეზო გვქო­ნო­და" -აღ­ნიშ­ნა, ერთ-ერ­თმა მცხოვ­რებ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

რო­გორც ად­გილ­ზე გვი­თხრეს, მო­სახ­ლე­ო­ბა ავ­ტო­ფა­რე­ხებს მან­ქა­ნე­ბის გა­სა­ჩე­რებ­ლად მა­ინც არ იყე­ნებ­და და რაც შე­ე­ხე­ბა პარ­კი­რე­ბას, მათი თქმით, ამის­თვის საკ­მა­რი­სი ად­გი­ლე­ბია.

ად­გილ­ზე დი­დუ­ბის გამ­გე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხის მოჭ­რის სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებ­დნენ. რო­გორც გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­შრო­მელ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, ხე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო და ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბის გამო მისი მოჭ­რა ვერ ხერ­ხდე­ბო­და. იგი სხვა­დას­ხვა ჯი­შის ხე-მცე­ნა­რე­ე­ბით ჩა­ნაც­ვლდე­ბა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

პირველი კორპუსი თბილისში, სადაც ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყეს

პირველი კორპუსი თბილისში, სადაც ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყეს

დედაქალაქის მოსახლეობა, თითქმის ყველა გამოკითხვაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაბინძურებულ ჰაერსა და ქალაქში გამწვანების პრობლემას ასახელებს. ახლა უკვე მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიის დიდი ნაწილი სწორედ ამ საკითხებს ეთმობოდა და სარეკრეაციო ზონების რიცხოვნობის ზრდასაც მოიცავდა. რამდენიმე დღის წინ თბილისის მერი გამოვიდა ინიციატივით, რომ ძველი ავტოფარეხების ადგილზე სკვერები მოეწყოს.

ინიციატივა მოსახლეობის ნაწილისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა და მას პირველი მიმდევარიც გამოუჩნდა. წერეთლის #93-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ საკუთარი სურვილითა და შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ მერიის ინიციატივა რეალობად, სწორედ, მათ ეზოში ექციათ.

წერეთლის #93-ის ამხანაგობა "დიდუბელების" თავმჯდომარე ეთერ გაგუა Ambebi.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ სკვერის მოწყობის ინიციატივა ახალგაზრდობას ეკუთვნის.

"7 ავტოფარეხი ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დაინგრა. ჩვენ შევთანხმდით, რომ თუ ავტოფარეხები დაინგრეოდა, აქ ბავშვებისთვის ლამაზი პარკი გაკეთდებოდა. მერის ინიციატივის შესახებ, რომ გავიგეთ პროცესი დავაჩქარეთ. გამწვანებაც იქნება, დაირგვება ხეები, საჩვენებელი პარკი იქნებაო და ვნახოთ. საშინელი დასანახია, როცა ფანჯრიდან სხვადასხვა ფორმისა და ზომის სახურავებს უყურებ" - ამბობს ეთერ გაგუა.

ნახეთ ვიდეო

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო და წინააღმდეგობა არცერთ მოსახლეს არ ჰქონია.

"ექვსმა ადამიანმა ჩვენი პრინციპები და ინტერესები უკან გადავდეთ, რადგან გვქონდა ავტოფარეხები, რომლებიც არ გვჭირდებოდა. ყველა მივედით იმ აზრამდე, რომ მოგვეშორებინა და ლამაზი ეზო გვქონოდა" -აღნიშნა, ერთ-ერთმა მცხოვრებმა ჩვენთან საუბარში.

როგორც ადგილზე გვითხრეს, მოსახლეობა ავტოფარეხებს მანქანების გასაჩერებლად მაინც არ იყენებდა და რაც შეეხება პარკირებას, მათი თქმით, ამისთვის საკმარისი ადგილებია.

ადგილზე დიდუბის გამგეობის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომლებიც დაზიანებული ხის მოჭრის სამუშაოებს აწარმოებდნენ. როგორც გამგეობის თანამშრომელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ხე დაზიანებული იყო და ავტოფარეხების გამო მისი მოჭრა ვერ ხერხდებოდა. იგი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეებით ჩანაცვლდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ