პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურაში მურთაზ ზოდელავა დაკითხეს - რა განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა უწყების დატოვების შემდეგ
პროკურატურაში მურთაზ ზოდელავა დაკითხეს - რა განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა უწყების დატოვების შემდეგ

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მე­უბ­ნე­ბა, შენ ხარ პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რი­ის მტე­რი და დაგსჯით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მისი გა­მო­კი­თხვი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ის დღეს "ტე­ლე­ი­მე­დის" დარ­ბე­ვის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოწ­მის სტა­ტუ­სით და­ი­კი­თხა.

რო­გორც მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და, „იმე­დის“ დარ­ბე­ვის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის მი­მარ­თაც "საქ­მე შე­კე­რი­ლია" და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­საც მი­მარ­თავს, რომ ამ ბრალ­დე­ბულ­თა რი­გებ­ში თვი­თო­ნაც ჩად­გე­ბა.

ამას­თან, ზო­დე­ლა­ვას თქმით, დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა „ტე­ლე­ი­მე­დის“ დარ­ბე­ვის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მის­თვის არ წა­რუდ­გე­ნი­ათ და მხო­ლოდ მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხა.

"ამ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი. საქ­მე არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­კე­რი­ლი. არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არც ერთ ამ ადა­მი­ანს, რა თქმა უნდა, არ ჩა­უ­დე­ნია. უბ­რა­ლოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მე მე­უბ­ნე­ბა, რომ შენც ჩად­გე­ბი მათ რიგ­ში, შენ ხარ პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რი­ის მტე­რი და შენ დაგსჯით. ეს არის კონ­კრე­ტუ­ლი მე­სი­ჯი, რო­მე­ლიც მე მი­ვი­ღე დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან. ეს არ არის მხო­ლოდ პრო­კუ­რა­ტუ­რა, ვი­ცით, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა იგი­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უდ­რის.

არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა ამ საქ­მე­ზე არ მქო­ნია და ასე­თი პირ­და­პი­რი, უტი­ფა­რი მე­სი­ჯე­ბი ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია", - გა­ნა­ცხა­და ზო­დე­ლა­ვამ.

ამას­თან, ზო­დე­ლა­ვამ არ და­ა­კონ­კრე­ტა რა კი­თხვე­ბი და­უს­ვეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში და აღ­ნიშ­ნა, რომ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბა სა­მეგ­რე­ლო­ში მის პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­უ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

„ჩემი მო­ლო­დი­ნი ბო­ლომ­დე და­დას­ტურ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნას დუ­მი­ლის რე­ჟი­მი. მე არ ვა­პი­რებ და­დუ­მე­ბას, მე მაქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ზე, გვყავს ბევ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში, რომ­ლე­ბიც უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ უნდა რომ ვი­ლა­პა­რა­კოთ, მაგ­რამ ჩვენ ვი­ლა­პა­რა­კებთ", - გა­ნა­ცხა­და ზო­დე­ლა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

პროკურატურაში მურთაზ ზოდელავა დაკითხეს - რა განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა უწყების დატოვების შემდეგ

პროკურატურაში მურთაზ ზოდელავა დაკითხეს - რა განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა უწყების დატოვების შემდეგ

ხელისუფლება მეუბნება, შენ ხარ პირველი კატეგორიის მტერი და დაგსჯით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ ჟურნალისტებს პროკურატურაში მისი გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც ის დღეს "ტელეიმედის" დარბევის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხა.

როგორც მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, „იმედის“ დარბევის საქმეზე ბრალდებული პირების მიმართაც "საქმე შეკერილია" და ხელისუფლება მასაც მიმართავს, რომ ამ ბრალდებულთა რიგებში თვითონაც ჩადგება.

ამასთან, ზოდელავას თქმით, დღეს პროკურატურაში არანაირი მტკიცებულება „ტელეიმედის“ დარბევის საქმესთან დაკავშირებით მისთვის არ წარუდგენიათ და მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხა.

"ამ საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი. საქმე არის აბსოლუტურად შეკერილი. არანაირი დანაშაული არც ერთ ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, არ ჩაუდენია. უბრალოდ, ხელისუფლება მე მეუბნება, რომ შენც ჩადგები მათ რიგში, შენ ხარ პირველი კატეგორიის მტერი და შენ დაგსჯით. ეს არის კონკრეტული მესიჯი, რომელიც მე მივიღე დღეს ხელისუფლებიდან. ეს არ არის მხოლოდ პროკურატურა, ვიცით, რომ პროკურატურა იგივე ხელისუფლებას უდრის.

არანაირი შემხებლობა ამ საქმეზე არ მქონია და ასეთი პირდაპირი, უტიფარი მესიჯები ჩემთვის წარმოუდგენელია", - განაცხადა ზოდელავამ.

ამასთან, ზოდელავამ არ დააკონკრეტა რა კითხვები დაუსვეს საგამოძიებო უწყებაში და აღნიშნა, რომ მთავარ პროკურატურაში დაბარება სამეგრელოში მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.

„ჩემი მოლოდინი ბოლომდე დადასტურდა. ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში შექმნას დუმილის რეჟიმი. მე არ ვაპირებ დადუმებას, მე მაქვს პასუხისმგებლობა სამეგრელოს რეგიონზე, გვყავს ბევრი ამომრჩეველი სამეგრელოს რეგიონში, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ხელისუფლებას არ უნდა რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ ჩვენ ვილაპარაკებთ", - განაცხადა ზოდელავამ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"