კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორში მცხოვრები ქართველი ფერმერებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს"
"ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორში მცხოვრები ქართველი ფერმერებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს"

ახალ­გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის, ნუგ­ზარ თი­ნი­კაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახალ­გორ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას გეგ­მავს.

მი­სი­ვე თქმით, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, დე ფაქ­ტო რე­ჟი­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ოკუ­პი­რე­ბულ ახალ­გორ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნებ­ში გა­მო­სა­ზამ­თრებ­ლად გაყ­ვა­ნილ ცხვარს და მსხვილ­ფე­ხა რქო­სან პი­რუ­ტყვს ახალ­გო­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვე­ღარ შე­იყ­ვა­ნენ, რის შე­სა­ხე­ბაც ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას გუ­შინ აც­ნო­ბა, ხოლო ამის მი­ზე­ზად და­ა­სა­ხე­ლა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პი­რუ­ტყვის არა­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­და­ტა­ნის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით მი­ი­ღეს ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ნუგ­ზარ თი­ნი­კაშ­ვი­ლი ამ მო­ტივს სრუ­ლი­ად აბ­სურ­დულს უწო­დებს.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ზე­ზის და­სა­ხე­ლე­ბა სრუ­ლი­ად არა­რე­ა­ლუ­რია. სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნი­ტო­რინ­გი და ინ­ტენ­სი­უ­რად ტარ­დე­ბა პი­რუ­ტყვის შე­სა­ბა­მი­სი აც­რე­ბი. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფერ­მერ­თა დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი გახ­ლავთ, ახალ­გორ­ში რთუ­ლია ცხვრის და მსხვილ­ფე­ხა სა­ქონ­ლის გა­მო­ზამ­თრე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლას სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში გაჰ­ყავს პი­რუ­ტყვი (კა­ხეთ­ში, კასპსა და გო­რის რა­ი­ო­ნებ­ში). ვფიქ­რობ, თუ დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ შეც­ვლის, ოკუ­პი­რე­ბულ და­ბა­სა თუ ცხინ­ვალ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მნე­ბა. ჩვენ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს უკვე ვე­ძებთ, რომ ფერ­მე­რებს პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნათ და სხვა სა­ძოვ­რე­ბი მოვ­ნა­ხოთ“, - გა­ნა­ცხა­და თი­ნი­კაშ­ვილ­მა.

ამ დრო­ის­თვის, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­სა­ქონ­ლე­ო­ბას 25-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რი ეწე­ვა. მთლი­ა­ნო­ბა­ში კი, ახალ­გო­რი­დან გა­მო­სა­ზამ­თრებ­ლად, და­ახ­ლო­ე­ბით, 1000 სული მსხვილ­ფე­ხა რქო­სა­ნი პი­რუ­ტყვი და 8000-მდე ცხვა­რია გა­მოყ­ვა­ნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორში მცხოვრები ქართველი ფერმერებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს"

"ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორში მცხოვრები ქართველი ფერმერებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს"

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორში მცხოვრები ქართველი ფერმერებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.

მისივე თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვით, დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ქართველი ფერმერები, საქართველოს სხვა რეგიონებში გამოსაზამთრებლად გაყვანილ ცხვარს და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ახალგორის ტერიტორიაზე ვეღარ შეიყვანენ, რის შესახებაც ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საზოგადოებას გუშინ აცნობა, ხოლო ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე პირუტყვის არაერთი დაავადებაა გავრცელებული და ამ დაავადებების გადატანის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს ამგვარი გადაწყვეტილება.

ნუგზარ თინიკაშვილი ამ მოტივს სრულიად აბსურდულს უწოდებს.

„აღნიშნული მიზეზის დასახელება სრულიად არარეალურია. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი და ინტენსიურად ტარდება პირუტყვის შესაბამისი აცრები. ოკუპირებული დაბის ტერიტორიაზე ფერმერთა დიდი უმრავლესობა ეთნიკურად ქართველი გახლავთ, ახალგორში რთულია ცხვრის და მსხვილფეხა საქონლის გამოზამთრება, შესაბამისად, ყველას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჰყავს პირუტყვი (კახეთში, კასპსა და გორის რაიონებში). ვფიქრობ, თუ დე ფაქტო ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ოკუპირებულ დაბასა თუ ცხინვალში მცხოვრები მოსახლეობა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ხორცპროდუქტების დეფიციტი შეიქმნება. ჩვენ ალტერნატიულ გზებს უკვე ვეძებთ, რომ ფერმერებს პრობლემები არ შეექმნათ და სხვა საძოვრები მოვნახოთ“, - განაცხადა თინიკაშვილმა.

ამ დროისთვის, ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე მესაქონლეობას 25-მდე ადგილობრივი ქართველი ფერმერი ეწევა. მთლიანობაში კი, ახალგორიდან გამოსაზამთრებლად, დაახლოებით, 1000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და 8000-მდე ცხვარია გამოყვანილი.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?