სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 ქართველი ლამაზმანი, რომლებიც "ინსტაგრამში" სუპერ-პოპულარულები არიან
7 ქართველი ლამაზმანი, რომლებიც "ინსტაგრამში" სუპერ-პოპულარულები არიან

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბა მარ­ტი­ვია. ერთი პოს­ტი ან ერთი ფოტო, შე­საძ­ლოა ათი ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა ნა­ხოს, მო­ი­წო­ნოს და გა­ა­ზი­ა­როს. ბოლო პე­რი­ოდ­ში, ქარ­თველ­მა "სე­ლებ­რი­თებ­მა" ფე­ის­ბუ­ქი­დან "ინ­სტაგ­რამ­ში" გა­და­ი­ნაც­ვლეს აქ­ტი­უ­რად და ათა­სო­ბით გა­მომ­წერს აგ­რო­ვე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში

წარ­მო­გიდ­გენთ ცნო­ბილ ქარ­თველ ლა­მაზ­მა­ნებს, რომ­ლე­ბიც რე­კორ­დუ­ლად მცი­რე დრო­ში ინ­სტაგ­რა­მის ვარ­სკვლა­ვე­ბი გახ­დნენ და ასი ათას­ზე მეტი "ფო­ლო­ვე­რი" და­აგ­რო­ვეს. უფრო მე­ტიც, ბევ­რი მათ­გა­ნის­თვის "ინ­სტაგ­რა­მი" შე­მო­სავ­ლის წყა­რო­დაც კი იქცა...

ქეთა თო­ფუ­რია

"ინ­სტაგ­რამ­ში" ქარ­თველ ვარ­სკვლა­ვებს შო­რის რე­კორდსმე­ნი А Студио-ს სო­ლის­ტია - ქე­თას 1 900 000 მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აზი­ა­რებს ფო­ტო­ებს მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პე­ბის გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან, ასე­ვე ოჯა­ხურ ვი­დე­ო­ებს, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რი, მისი პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი ოლი­ვია გე­იხ­მა­ნია. ქეთა თო­ფუ­რი­ას ხში­რად აქვს ლაივ-ჩარ­თვე­ბიც, სა­დაც მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­თა­მა­მით პა­სუ­ხობს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის შე­კი­თხვებს.

მი­რან­და შე­ლია

ფო­ტო­მო­დე­ლი მიმი შე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რაც ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას­თან იქორ­წი­ნა. წყვი­ლის ოჯა­ხი მალე და­ინ­გრა და რუ­სეთ­ში გაზ­რდი­ლი მიმი სა­ცხოვ­რებ­ლად კვლავ მოს­კოვ­ში დაბ­რუნ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად "ინ­სტაგ­რამ­ზე" ისე და­რე­გის­ტრირ­და, ალ­ბათ ვერც იფიქ­რებ­და რომ ეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი დიდ წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტან­და, მაგ­რამ მის­მა გა­რეგ­ნო­ბამ ინ­ტერ­ნეტ-სამ­ყა­რო მო­ხიბ­ლა და ნამ­დვილ ვარ­სკვლა­ვად იქცა. მი­რან­დას ინ­სტაგ­რამ­ზე ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. ჰყავს პი­რა­დი აგენ­ტი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს და ქარ­თვე­ლი ლა­მაზ­მა­ნი თვის მან­ძილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 20 სა­რეკ­ლა­მო პოსტს აზი­ა­რებს.

თამ­თა გო­დუ­ა­ძე

მომ­ღე­რა­ლი თამ­თა გო­დუ­ა­ძე წლე­ბის წინ ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და და ახლა სა­ბერ­ძნეთ­ში ნო­მერ პირ­ვე­ლი მომ­ღე­რა­ლია. გო­დუ­ა­ძე ინ­სტაგ­რამ­ზე დიდი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და შე­სა­ბა­მი­სად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 168 000 "ფო­ლო­უ­ე­რი" ჰყავს. მომ­ღე­რა­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ხში­რად ანე­ბივ­რებს ლა­მა­ზი ფო­ტო­ე­ბით, ხოლო ინ­სტაგ­რამ-სთო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მისი პრო­ექ­ტე­ბის კუ­ლი­სე­ბი­დან ლა­ი­ვებს ხში­რად რთავს.

თა­მუ­ნა წიკ­ლა­უ­რი

რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ დი­ზა­ი­ნერს თა­მუ­ნა წიკ­ლა­ურს, რო­მე­ლიც მო­დუ­რი ბრენ­დის Simplify-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბად იც­ნო­ბენ. თუმ­ცა ის ინ­სტაგ­რა­მის ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვია და არა­ერ­თხელ მოხ­ვდა ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ცე­მის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში რო­გო­რიც არის "Vogue". ლა­მაზ­მა­ნი, ჭკვი­ა­ნი, დედა, დი­ზა­ი­ნე­რი - ასე აფა­სე­ბენ მას მო­დუ­რი რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი. თა­მუ­ნა წარ­მა­ტე­ბით უთავ­სებს ერ­თმა­ნეთს ოჯახს და­კა­რი­ე­რას - ჰყავს მე­უღ­ლე და ვა­ჟიშ­ვი­ლი. დი­ზა­ი­ნერს ინ­სტაგ­რამ­ზე 254 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს, რო­მელ­თაც მო­დის თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებ­ზე უზი­ა­რებს ფო­ტო­ებს.

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი

სექ­სუ­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნო­მერ პირ­ვე­ლი "ინ­სტაგ­რამ-ვარ­სკვლა­ვია". მარ­თა­ლია შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­შია პო­პუ­ლა­რუ­ლი, თუმ­ცა უკვე და­აგ­რო­ვა 203 000 გა­მომ­წე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ინ­სტაგ­რა­მი მის­თვის­კარ­გი შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ცაა- შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღის მან­ძილ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­რეკ­ლა­მო პოსტს აზი­ა­რებს.

ანუ­კი არე­ში­ძე

დი­ზა­ი­ნე­რი და თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი ლედი ანუ­კი არე­ში ინ­სტაგ­რა­მის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია. ის ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სა­ინ­ტე­რე­სო "სთო­რებს", სა­ი­და­ნაც შეგ­ვიძ­ლია შე­ვი­ტყოთ რო­გო­რია მისი და ქა­ლა­ქის მე­რის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა, სად მოგ­ზა­უ­რობს დი­ზა­ი­ნე­რი, რო­გო­რე­ბი არი­ან მისი შვი­ლე­ბი და ა.შ. არე­ში­ძეს ინ­სტაგ­რამ­ზე 210 000 გა­მომ­წე­რი ჰყავს, ხოლო ბრენ­დის ANOUKI-ს გვერ­დზე 119 ათა­სი. დი­ზა­ი­ნე­რი ინ­სტაგ­რამ­ზე ხში­რად აზი­ა­რებს სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, მა­გა­ლი­თად მისი სა­ხის მოვ­ლის ნი­ღაბს უდი­დე­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ის ფა­ნე­ბის­გა­ნაც იღებს რჩე­ვებს, რის­თვი­საც ინ­სტაგ­რა­მი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი

ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი "ინ­სტაგ­რამ­ზეც" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლია, მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 109 000 მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. ნინი სა­კუ­თარ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ხში­რად ანე­ბივ­რებს ლა­მა­ზი ფო­ტო­ე­ბით და იშ­ვი­ა­თად სა­რეკ­ლა­მო პოს­ტებ­საც აზი­ა­რებს. ფო­ტო­ებ­ში ხში­რად ნა­ხავთ გა­და­ცე­მა "პრა­იმ შოუს" თა­ნა­წამ­ყვა­ნებ­თან და ქა­ლიშ­ვილ­თან, ელე­ნეს­თან ერ­თად.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქალი
1

ანუკი არეშიძე.ჯერ ერთი საიდან არის პირველი ლედი? მეორე რა ლამაზია?ყინულის ქალი და უემოციო. გამომწერები ყავსო? ფული და მდგომარეობა აქვს და მაგიტომ.სხვებზე კი გეთანხმენით ლამაზებია....

gio
0

რაც არ უნდა იძახოთ ეხლა შორენა ვულგალურია ასეა ისეა, შორენა არი შორენა და მორჩა, მანახეთ ერთი კაცი ვისაც არ დაევასება. მაგარი ქალია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

7 ქართველი ლამაზმანი, რომლებიც "ინსტაგრამში" სუპერ-პოპულარულები არიან

7 ქართველი ლამაზმანი, რომლებიც "ინსტაგრამში" სუპერ-პოპულარულები არიან

სოციალურ ქსელებში პოპულარობის მოპოვება მარტივია. ერთი პოსტი ან ერთი ფოტო, შესაძლოა ათი ათასობით ადამიანმა ნახოს, მოიწონოს და გააზიაროს. ბოლო პერიოდში, ქართველმა "სელებრითებმა" ფეისბუქიდან "ინსტაგრამში" გადაინაცვლეს აქტიურად და ათასობით გამომწერს აგროვებენ სოციალურ ქსელში

წარმოგიდგენთ ცნობილ ქართველ ლამაზმანებს, რომლებიც რეკორდულად მცირე დროში ინსტაგრამის ვარსკვლავები გახდნენ და ასი ათასზე მეტი "ფოლოვერი" დააგროვეს. უფრო მეტიც, ბევრი მათგანისთვის "ინსტაგრამი" შემოსავლის წყაროდაც კი იქცა...

ქეთა თოფურია

"ინსტაგრამში" ქართველ ვარსკვლავებს შორის რეკორდსმენი А Студио-ს სოლისტია - ქეთას 1 900 000 მიმდევარი ჰყავს. მომღერალი სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს ფოტოებს მუსიკალური კლიპების გადასაღები მოედნიდან, ასევე ოჯახურ ვიდეოებს, რომლის მთავარი გმირი, მისი პატარა ქალიშვილი ოლივია გეიხმანია. ქეთა თოფურიას ხშირად აქვს ლაივ-ჩართვებიც, სადაც მისთვის დამახასიათებელი სითამამით პასუხობს თაყვანისმცემლების შეკითხვებს.

მირანდა შელია

ფოტომოდელი მიმი შელია საქართველოში პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიასთან იქორწინა. წყვილის ოჯახი მალე დაინგრა და რუსეთში გაზრდილი მიმი საცხოვრებლად კვლავ მოსკოვში დაბრუნდა. თავდაპირველად "ინსტაგრამზე" ისე დარეგისტრირდა, ალბათ ვერც იფიქრებდა რომ ეს სოციალური ქსელი დიდ წარმატებას მოუტანდა, მაგრამ მისმა გარეგნობამ ინტერნეტ-სამყარო მოხიბლა და ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. მირანდას ინსტაგრამზე ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ჰყავს პირადი აგენტი, რომელიც კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ქართველი ლამაზმანი თვის მანძილზე დაახლოებით 20 სარეკლამო პოსტს აზიარებს.

თამთა გოდუაძე

მომღერალი თამთა გოდუაძე წლების წინ ემიგრაციაში წავიდა და ახლა საბერძნეთში ნომერ პირველი მომღერალია. გოდუაძე ინსტაგრამზე დიდი აქტიურობით გამოირჩევა და შესაბამისად სოციალურ ქსელში 168 000 "ფოლოუერი" ჰყავს. მომღერალი თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს ლამაზი ფოტოებით, ხოლო ინსტაგრამ-სთორების საშუალებით, მისი პროექტების კულისებიდან ლაივებს ხშირად რთავს.

თამუნა წიკლაური

რუსეთში მცხოვრებ ქართველ დიზაინერს თამუნა წიკლაურს, რომელიც მოდური ბრენდის Simplify-ის დამფუძნებელია, საქართველოში ნაკლებად იცნობენ. თუმცა ის ინსტაგრამის ნამდვილი ვარსკვლავია და არაერთხელ მოხვდა ისეთი პოპულარული გამოცემის ყურადღების ცენტრში როგორიც არის "Vogue". ლამაზმანი, ჭკვიანი, დედა, დიზაინერი - ასე აფასებენ მას მოდური რუსული გამოცემები. თამუნა წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ოჯახს დაკარიერას - ჰყავს მეუღლე და ვაჟიშვილი. დიზაინერს ინსტაგრამზე 254 ათასი გამომწერი ჰყავს, რომელთაც მოდის თანამედროვე ტენდენციებზე უზიარებს ფოტოებს.

შორენა ბეგაშვილი

სექსუალური მსახიობი საქართველოში ნომერ პირველი "ინსტაგრამ-ვარსკვლავია". მართალია შორენა ბეგაშვილი მხოლოდ საქართველოს ფარგლებშია პოპულარული, თუმცა უკვე დააგროვა 203 000 გამომწერი სოციალურ ქსელში. ინსტაგრამი მისთვისკარგი შემოსავლის წყაროცაა- შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში დღის მანძილზე რამდენიმე სარეკლამო პოსტს აზიარებს.

ანუკი არეშიძე

დიზაინერი და თბილისის პირველი ლედი ანუკი არეში ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელია. ის ხშირად აქვეყნებს საინტერესო "სთორებს", საიდანაც შეგვიძლია შევიტყოთ როგორია მისი და ქალაქის მერის ოჯახური ცხოვრება, სად მოგზაურობს დიზაინერი, როგორები არიან მისი შვილები და ა.შ. არეშიძეს ინსტაგრამზე 210 000 გამომწერი ჰყავს, ხოლო ბრენდის ANOUKI-ს გვერდზე 119 ათასი. დიზაინერი ინსტაგრამზე ხშირად აზიარებს სასარგებლო რჩევებს პირადი გამოცდილებიდან, მაგალითად მისი სახის მოვლის ნიღაბს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ის ფანებისგანაც იღებს რჩევებს, რისთვისაც ინსტაგრამი საუკეთესო საშუალებაა.

ნინი ბადურაშვილი

ცნობილი მომღერალი "ინსტაგრამზეც" განსაკუთრებულად პოპულარულია, მას სოციალურ ქსელში 109 000 მიმდევარი ჰყავს. ნინი საკუთარ თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს ლამაზი ფოტოებით და იშვიათად სარეკლამო პოსტებსაც აზიარებს. ფოტოებში ხშირად ნახავთ გადაცემა "პრაიმ შოუს" თანაწამყვანებთან და ქალიშვილთან, ელენესთან ერთად.