თურქეთში მოკლულის შვილის კომენტარი - "მამაჩემის ცხედარს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება"

თურქეთში მოკლულის შვილის კომენტარი - "მამაჩემის ცხედარს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება"

მამაჩემი თურქეთში მოკლეს, ცხედარს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, - ეს განცხადება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ლუხუმ ჯანჯარიას შვილმა ლევან ჯანჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, რის გამოც ცხედრის ამოცნობა გაუჭირდა. ლუხუმ ჯანჯარიას ოჯახის წევრები მკვლელობაში ქართველებს ადანაშაულებენ, თუმცა კონკრეტულად ვის გულისხმობენ, ჟურნალისტებს არ განუმარტეს.

ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი საქართველოში დღეს დილით გადმოასვენეს. 47 წლის ლუხუმ ჯანჯარია სტამბოლის სკვერში ყელის არეში მიყენებული ჭრილობებით მოკლული იპოვეს. იგი სამუშაოდ თურქეთში რამდენიმე დღის წინ წავიდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს