პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინააღმდეგობრივი ფიგურა ამერიკის მთავარ დიპლომატად - ვინ არის მაიკ პომპეო, რომელმაც სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ტილერსონი შეცვალა
წინააღმდეგობრივი ფიგურა ამერიკის მთავარ დიპლომატად - ვინ არის მაიკ პომპეო, რომელმაც სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ტილერსონი შეცვალა

ამე­რი­კის სე­ნატ­მა მაიკ პომ­პეო სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ამ­ტკი­ცა. მა­ნამ­დე კი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის კან­დი­და­ტუ­რას სე­ნა­ტის სა­გა­რეო სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე მხა­რი და­უ­ჭი­რეს.

სე­ნა­ტის მიერ დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ, პომ­პე­ომ ფიცი უნდა და­დოს და სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის რან­გში მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას შე­უდ­გეს.

მაიკ პომ­პე­ომ ამ პოსტზე რექს ტი­ლერ­სო­ნი შეც­ვა­ლა. რო­გორც "ამე­რი­კის ხმა" წერს, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტმა ტი­ლერ­სონ­თან ბევრ სა­კი­თხზე უთან­ხმო­ე­ბით ახ­სნა და იქვე დას­ძი­ნა, რომ პომ­პე­ოს­თან „ყო­ველ­თვის ერთ ტალ­ღა­ზეა“.

„მე მი­მუ­შა­ვია პომ­პე­ოს­თან უკვე საკ­მა­ოდ დიდი ხა­ნია, უზარ­მა­ზა­რი ენერ­გია, უდი­დე­სი ინ­ტე­ლექ­ტი“, - უთხრა პრე­ზი­დენ­ტმა ჟურ­ნა­ლის­ტებს. „ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს და ეს არის ის, რაც სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის­გან მჭირ­დე­ბა“.

მას შემ­დეგ, რაც დაზ­ვერ­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი გახ­და, პომ­პე­ომ მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა რე­პუ­ტა­ცია - რო­გორც ძლი­ერ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, მკაც­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით ტე­რო­რიზ­მის, წა­მე­ბი­სა და ირა­ნის სა­კი­თხე­ბის მი­მართ. ის პრე­ზი­დენ­ტის ერთ-ერთი ყველ­ზე ერ­თგუ­ლი მო­კავ­ში­რეა.

53 წლის პომ­პეო სამი ვა­დით იყო არ­ჩე­უ­ლი კონ­გრეს­ში კან­ზა­სის შტა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლად. სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ა­გენ­ტოს მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ ყო­ველ­დღი­ურ ან­გა­რიშს პრე­ზი­დენტს თეთრ სახ­ლში ის მუ­დამ თა­ვად აბა­რებ­და.

„სა­ჯა­შუ­შო სა­ა­გენ­ტოს“ ხელ­მძღვა­ნე­ლის ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხუ­რის სა­თა­ვე­ში გა­და­ნაც­ვლე­ბა პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის მა­ინც უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნაა.

„არც ერთი სხვა სა­ჯა­რო მო­ხე­ლის მსგავ­სი ტრან­ზი­ცია აქამ­დე არ მომ­ხდა­რა, თუმ­ცა CIA-ის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რე­ბი ნამ­დვი­ლად გამ­ხდა­რან თავ­დაც­ვის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნე­ბი“, - ამ­ბობს, პოლ პი­ლა­რი, სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ოფი­ცე­რი და ახლა ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი „ამე­რი­კის ხმას­თან“ სა­უ­ბარ­ში.

ამე­რი­კის დაზ­ვერ­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პომ­პე­ოს თა­ვი­დან იმის­თვის აქებ­დნენ, რომ ის მხარს უჭერ­და სა­ა­გენ­ტო­ე­ბის დას­კვნებს „ვი­კი­ლიქ­სის“ და მოს­კოვ­თან მისი კავ­ში­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ შემ­დეგ მისი მმარ­თვე­ლო­ბის დროს ზო­გი­ერთს ეს მო­საზ­რე­ბა შე­ეც­ვა­ლა.

პომ­პე­ოს აკ­რი­ტი­კებ­დნენ იმის­თვის, რომ გა­მოთ­ქვამ­და მო­საზ­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც თეთ­რი სახ­ლის პო­ზი­ცი­ებ­თან უფრო ახ­ლოს იყო, ვიდ­რე თა­ვად მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი სა­ა­გენ­ტოს დას­კვნებ­თან.

„რუ­სე­თის ჩა­რე­ვას გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე“, - ამ­ბობ­და პომ­პეო გა­სულ ოქ­ტომ­ბერ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსგავ­სი დას­კვნა CIA-ის ოფი­ცი­ა­ლურ ღია ან­გა­რიშ­ში არ იყო მო­ცე­მუ­ლი.

„ჩვენ არ გაგ­ვი­კე­თე­ბია იმის შე­ფა­სე­ბა, თუ რამ­დე­ნად იმოქ­მე­და რუ­სე­თის ჩა­რე­ვამ 2016 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე“, - ამ­ბობს ან­გა­რი­ში.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დაზ­ვერ­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს მო­უხ­და პომ­პე­ოს კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ნე­მარ­ტა.

„დაზ­ვერ­ვის შე­ფა­სე­ბე­ბი რუ­სე­თის ჩა­რე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ შეც­ვლი­ლა, და დი­რექ­ტო­რი არ გუ­ლის­ხმობ­და იმას, რაც ან­გა­რიშ­ში წე­რია“, - თქვა სა­ა­გენ­ტოს პრესს­პი­კერ­მა.

პომ­პეო სა­ჯა­როდ აცხა­დებ­და, რომ თუკი რუ­სეთს ექ­ნე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ამე­რი­კას და­ეხ­მა­რე­ბა ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში მსოფ­ლი­ო­ში, მა­შინ ეს მისი მო­ვა­ლე­ო­ბა და სწო­რი გა­და­წყვე­იტ­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და, რომ მათ­თან ითა­ნამ­შრომ­ლოს.

პომ­პეო ასე­ვე გა­აკ­რი­ტი­კეს იმ მა­სა­ლის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მი იყო, რომ პრე­ზი­დენ­ტის თხოვ­ნით, ის შეხ­ვდა დაზ­ვერ­ვის ყო­ფილ ოფი­ცერს, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ დაზ­ვერ­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უსა­მარ­თლოდ ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ რუ­სეთს ეროვ­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის ელექტრო­ნუ­ლი მი­მო­წე­რის გამ­ჟღავ­ნე­ბა­ში.

„პომ­პეო პრე­ზი­დენ­ტი­სა და მისი პო­ლი­ტი­კის ად­ვო­კა­ტი და დამ­ცვე­ლი იმა­ზე მე­ტად იყო, ვიდ­რე ეს დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნელს შე­ე­ფე­რე­ბა", - ამ­ბობს ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პოლ პი­ლა­რი.

„ამ ვი­თა­რე­ბა­ში, შე­საძ­ლოა სჯობ­დეს კი­დეც, რომ ის პო­ლი­ტი­კის შემ­ქმნელ პო­ზი­ცი­ა­ზე იყოს, და არა დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე", - გან­მარ­ტავს ის.

ზო­გი­ერ­თი ეს ტენ­დენ­ცია გა­მო­იკ­ვე­თა გა­სულ კვი­რას, რო­დე­საც პომ­პეო რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კურ შო­უ­ში გა­მოჩ­ნდა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას­თან შე­საძ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე სა­სა­უბ­როდ. „პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი არ აკე­თებს ამას წარ­მოდ­გე­ნის და სა­ნა­ხა­ო­ბის გამო, ის პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტას აპი­რებს“, - უთრხა პომ­პე­ომ "ფოქს ნი­უსს" კვი­რას.

„კიმ ჩენ უნი, ახლა არის მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი, რომ შე­ა­ჩე­როს ბირ­თვუ­ლი რა­კე­ტე­ბის გა­მოც­და, სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ხელს არ უშ­ლის, რაც ძა­ლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი სა­კი­თხი იყო წარ­სულ­ში“, - თქვა მან და ფხე­ნი­ა­ნის მონ­დო­მე­ბას უწო­და „რე­ა­ლუ­რი მიღ­წე­ვე­ბი“.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან მაიკ პომ­პე­ოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში მან სე­ნა­ტის­თვის წარ­სად­გენ მი­მარ­თვა­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა. პომ­პეო წერ­და, რომ რუ­სეთ­თან ამე­რი­კის რბი­ლი პო­ლი­ტი­კა დას­რულ­და. ამე­რი­კამ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბა და­ი­წყო, რუ­სეთს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა და გა­ნაგ­რძობს იმ მა­მა­ცი ქა­ლე­ბი­სა და კა­ცე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბას, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ექ­სპან­სი­ას ებ­რძვი­ან.

მი­მარ­თვა­ში პომ­პეო სა­უბ­რობ­და რუ­სეთ­ზე, რო­გორც საფრ­თხე­ზე აშშ-თვის. „რუ­სე­თი გა­ნაგ­რძობს აგ­რე­სი­ულ მოქ­მე­დე­ბებს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბაც ამ აგ­რე­სი­ი­სად­მი რბილ­მა მიდ­გო­მამ მის­ცა. ახლა ეს დას­რულ­და“, - წერ­და პომ­პეო. რო­გორც იგი დას­ძენ­და, ტრამ­პის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო საფრ­თხედ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მათ მო­მა­ვალ დიპ­ლო­მა­ტი­ურ პო­ლი­ტი­კას გან­სა­ზღვრავს.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია "ამე­რი­კის ხმის" მა­სა­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

წინააღმდეგობრივი ფიგურა ამერიკის მთავარ დიპლომატად - ვინ არის მაიკ პომპეო, რომელმაც სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ტილერსონი შეცვალა

წინააღმდეგობრივი ფიგურა ამერიკის მთავარ დიპლომატად - ვინ არის მაიკ პომპეო, რომელმაც სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ტილერსონი შეცვალა

ამერიკის სენატმა მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. მანამდე კი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორის კანდიდატურას სენატის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ, პომპეომ ფიცი უნდა დადოს და სახელმწიფო მდივნის რანგში მოვალეობების შესრულებას შეუდგეს.

მაიკ პომპეომ ამ პოსტზე რექს ტილერსონი შეცვალა. როგორც "ამერიკის ხმა" წერს, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტილერსონთან ბევრ საკითხზე უთანხმოებით ახსნა და იქვე დასძინა, რომ პომპეოსთან „ყოველთვის ერთ ტალღაზეა“.

„მე მიმუშავია პომპეოსთან უკვე საკმაოდ დიდი ხანია, უზარმაზარი ენერგია, უდიდესი ინტელექტი“, - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. „ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ეს არის ის, რაც სახელმწიფო მდივნისგან მჭირდება“.

მას შემდეგ, რაც დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი გახდა, პომპეომ მალევე მოიპოვა რეპუტაცია - როგორც ძლიერმა ხელმძღვანელმა, მკაცრი შეხედულებებით ტერორიზმის, წამებისა და ირანის საკითხების მიმართ. ის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველზე ერთგული მოკავშირეა.

53 წლის პომპეო სამი ვადით იყო არჩეული კონგრესში კანზასის შტატის წარმომადგენლად. სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის განმავლობაში, სააგენტოს მუშაობის შესახებ ყოველდღიურ ანგარიშს პრეზიდენტს თეთრ სახლში ის მუდამ თავად აბარებდა.

„საჯაშუშო სააგენტოს“ ხელმძღვანელის ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურის სათავეში გადანაცვლება პოლიტიკის ანალიტიკოსებისთვის მაინც უჩვეულო მოვლენაა.

„არც ერთი სხვა საჯარო მოხელის მსგავსი ტრანზიცია აქამდე არ მომხდარა, თუმცა CIA-ის ყოფილი დირექტორები ნამდვილად გამხდარან თავდაცვის სახელმწიფო მდივნები“, - ამბობს, პოლ პილარი, სააგენტოს ყოფილი უფროსი ოფიცერი და ახლა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

ამერიკის დაზვერვის წარმომადგენლები პომპეოს თავიდან იმისთვის აქებდნენ, რომ ის მხარს უჭერდა სააგენტოების დასკვნებს „ვიკილიქსის“ და მოსკოვთან მისი კავშირების წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ მისი მმართველობის დროს ზოგიერთს ეს მოსაზრება შეეცვალა.

პომპეოს აკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ გამოთქვამდა მოსაზრებებს, რომლებიც თეთრი სახლის პოზიციებთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე თავად მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოს დასკვნებთან.

„რუსეთის ჩარევას გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე“, - ამბობდა პომპეო გასულ ოქტომბერში, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დასკვნა CIA-ის ოფიციალურ ღია ანგარიშში არ იყო მოცემული.

„ჩვენ არ გაგვიკეთებია იმის შეფასება, თუ რამდენად იმოქმედა რუსეთის ჩარევამ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე“, - ამბობს ანგარიში.

მოგვიანებით, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მოუხდა პომპეოს კომენტარები განემარტა.

„დაზვერვის შეფასებები რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით არ შეცვლილა, და დირექტორი არ გულისხმობდა იმას, რაც ანგარიშში წერია“, - თქვა სააგენტოს პრესსპიკერმა.

პომპეო საჯაროდ აცხადებდა, რომ თუკი რუსეთს ექნებოდა ინფორმაცია, რომელიც ამერიკას დაეხმარება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოში, მაშინ ეს მისი მოვალეობა და სწორი გადაწყვეიტლება იქნებოდა, რომ მათთან ითანამშრომლოს.

პომპეო ასევე გააკრიტიკეს იმ მასალის გამოსვლის შემდეგ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტის თხოვნით, ის შეხვდა დაზვერვის ყოფილ ოფიცერს, რომელიც ამბობდა, რომ დაზვერვის წარმომადგენლები უსამართლოდ ადანაშაულებენ რუსეთს ეროვნული დემოკრატიული კომიტეტის ელექტრონული მიმოწერის გამჟღავნებაში.

„პომპეო პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკის ადვოკატი და დამცველი იმაზე მეტად იყო, ვიდრე ეს დაზვერვის ხელმძღვანელს შეეფერება", - ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის წარმომადგენელი პოლ პილარი.

„ამ ვითარებაში, შესაძლოა სჯობდეს კიდეც, რომ ის პოლიტიკის შემქმნელ პოზიციაზე იყოს, და არა დაზვერვის ხელმძღვანელის პოსტზე", - განმარტავს ის.

ზოგიერთი ეს ტენდენცია გამოიკვეთა გასულ კვირას, როდესაც პომპეო რამდენიმე პოლიტიკურ შოუში გამოჩნდა ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებზე სასაუბროდ. „პრეზიდენტი ტრამპი არ აკეთებს ამას წარმოდგენის და სანახაობის გამო, ის პრობლემის გადაწყვეტას აპირებს“, - უთრხა პომპეომ "ფოქს ნიუსს" კვირას.

„კიმ ჩენ უნი, ახლა არის მოწადინებული, რომ შეაჩეროს ბირთვული რაკეტების გამოცდა, სამხედრო წვრთნების გაგრძელებას ხელს არ უშლის, რაც ძალიან წინააღმდეგობრივი საკითხი იყო წარსულში“, - თქვა მან და ფხენიანის მონდომებას უწოდა „რეალური მიღწევები“.

რაც შეეხება საქართველოსთან მაიკ პომპეოს დამოკიდებულებას, აპრილის დასაწყისში მან სენატისთვის წარსადგენ მიმართვაში საქართველოსა და უკრაინას შესახებაც ისაუბრა. პომპეო წერდა, რომ რუსეთთან ამერიკის რბილი პოლიტიკა დასრულდა. ამერიკამ შეიარაღებული ძალების განახლება დაიწყო, რუსეთს სანქციები დაუწესა და განაგრძობს იმ მამაცი ქალებისა და კაცების შეიარაღებას, რომლებიც საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ექსპანსიას ებრძვიან.

მიმართვაში პომპეო საუბრობდა რუსეთზე, როგორც საფრთხეზე აშშ-თვის. „რუსეთი განაგრძობს აგრესიულ მოქმედებებს, რომლის საშუალებაც ამ აგრესიისადმი რბილმა მიდგომამ მისცა. ახლა ეს დასრულდა“, - წერდა პომპეო. როგორც იგი დასძენდა, ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში რუსეთის საგარეო საფრთხედ იდენტიფიცირება მათ მომავალ დიპლომატიურ პოლიტიკას განსაზღვრავს.

გამოყენებულია "ამერიკის ხმის" მასალები