პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ უხელმძღვანელებს შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს
ვინ უხელმძღვანელებს შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რად ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძე და­ნიშ­ნა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძე 2006-2018 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის სის­ტე­მა­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და.

2016-2018 წლებ­ში იგი სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­ში, დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო საქ­ვე­უ­წყე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ძი­ე­ბის საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტმენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

2013 წლი­დან 2016 წლამ­დე ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. 2012-2013 წლებ­ში ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რო­რი იყო, ხოლო 2009-2012 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­თა გა­მომ­ძი­ებ­ლად მუ­შა­ობ­და. 2007 - 2009 წლებ­ში შიდა ქარ­თლი­სა და მცხე­თა მთი­ა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის უფ­როს გა­მომ­ძი­ებ­ლად მუ­შა­ობ­და, ხოლო 2006 წლი­დან 2007 წლამ­დე მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრო­კუ­რო­რი იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ვინ უხელმძღვანელებს შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს

ვინ უხელმძღვანელებს შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ ბორცვაძე დანიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ვლადიმერ ბორცვაძე 2006-2018 წლებში საქართველოს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

2016-2018 წლებში იგი საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტმენტს ხელმძღვანელობდა.

2013 წლიდან 2016 წლამდე ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2012-2013 წლებში ხაშურის რაიონული პროკურორი იყო, ხოლო 2009-2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა. 2007 - 2009 წლებში შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად მუშაობდა, ხოლო 2006 წლიდან 2007 წლამდე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები