სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი რჩეული მსოფლიოს" ფარგლებში მიგელ დე უნამუნოს ორტომეული გამოდის
"ჩემი რჩეული მსოფლიოს" ფარგლებში მიგელ დე უნამუნოს ორტომეული გამოდის

გა­მო­ჩე­ნი­ლი ეს­პა­ნე­ლი ავ­ტო­რი, მი­გელ დე უნა­მუ­ნო, ფე­ლიქს დე უნა­მუ­ნო­სა და სა­ლო­მე იუ­გოს ვაჟი ბილ­ბა­ოს შუ­ა­სა­უ­კუ­ნო­ვან ცენ­ტრში, ბას­კეთ­ში 1864 წელს და­ი­ბა­და. წე­რის ორ­გი­ნა­ლუ­რი სტი­ლით, ფორ­მით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბით უნა­მუ­ნომ სა­პა­ტიო და გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა ლი­ტე­რა­ტუ­რულ სამ­ყა­რო­ში. მისი პერ­სო­ნა­ჟე­ბი თით­ქოს გრო­ტეს­კუ­ლე­ბი არი­ან, თით­ქოს არ არი­ან ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. რო­გორც ფი­ლო­სო­ფო­სი ხოსე ორ­ტე­გა ი გა­სე­ტი უნა­მო­ნო­ზე ამ­ბობს, მას ეტყო­ბა, რომ ეს­პა­ნუ­რი ენა აქვს ნას­წავ­ლი და ბას­კია თვი­თონ წარ­მო­შო­ბით, ე.ი. ბას­კუ­რად აზ­როვ­ნებს და წერს ეს­პა­ნუ­რა­დო.

პრო­ექ­ტი "ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლი­ოს" ფარ­გლებ­ში ამ­ჯე­რად, სწო­რედ მი­გელ დე უნა­მუ­ნოს ორ­ტო­მე­უ­ლი გა­მო­დის და ქარ­თველ მკი­თხველს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა. პირ­ველ ტომ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია მწერ­ლის ორი რო­მა­ნი „ სიყ­ვა­რუ­ლი და პე­და­გო­გი­კა“ და „ბუ­რუ­სი“, მე­ო­რე ტომ­ში კი,“დე­ი­და ტულა“ და მო­თხრო­ბე­ბი.

თა­ვად მწერ­ლი­სა და მისი ნა­წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ მთარ­გმნე­ლი, მერი ტიტ­ვი­ნი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

უნა­მუ­ნო არ ეკუთ­ვნის არ­ცერთ მი­მარ­თუ­ლე­ბას, ვერ­ცერთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ მი­მარ­თუ­ლე­ბას ვერ დავ­წა­მებთ. თა­ვი­სი ორი­გი­ნა­ლუ­რი სტი­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი ფორ­მა აქვს მის ნა­წარ­მო­ებს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბით გვა­მახ­სოვ­რებს თავს, რომ­ლებ­საც ვერ შევხდე­ბით ალ­ბათ ვერ­სად. „სიყ­ვა­რუ­ლი და პე­და­გო­გი­კის“ მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი, მა­რი­ო­ნეტს უფრო ჰგავს, ვიდ­რე ცო­ცხალ ადა­მი­ანს. იგი თა­ვი­სი წე­სე­ბით მოქ­მე­დებს და ზრდის შვილს, რო­მე­ლიც უნდა იყოს აუ­ცი­ლებ­ლად გე­ნი­ო­სი და აი, ამ თა­ვი­სი ჩა­ნა­ფიქ­რით ბავ­შვზე ძა­ლა­დობს. თვი­თონ მწე­რალს ეკუთ­ვნის ასე­თი სი­ტყვე­ბი:“ერ­თნი წიგ­ნებს წა­სა­კი­თხად ყი­დუ­ლო­ბენ, მე­ო­რე­ნი კი ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­სად­გე­ნა­დო“... თუ წა­სა­კი­თხად იყი­დი­ან ამ წიგნს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან რთულ პრობ­ლე­მას შე­ე­ჭი­დე­ბა ყვე­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით რო­მა­ნით პე­და­გო­გი­კა და სიყ­ვა­რუ­ლი. „პე­და­გო­გი­კა და სიყ­ვა­რუ­ლი“ არის ერ­თგვა­რი პა­რო­დია აღ­ზრდა­ზე. გარ­და ამი­სა უნა­მუ­ნოს აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტი­ლი, ფორ­მა და ში­ნა­არ­სი, თით­ქოს ცოტა ცი­ნი­კუ­რიც არის ზოგ­ჯერ, ენამ­წა­რეა რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მაგ­რამ ბევრ რა­მე­ზე და­ა­ფიქ­რებს მკი­თხველს. მწე­რა­ლი ცდი­ლობს გა­აღ­ვი­ძოს ადა­მი­ან­ში ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი, და არა ის, რა­საც გა­რე­მო და ის ვი­თა­რე­ბა ახ­ვევს თავს, რო­მელ­შიც ცხოვ­რობს.

ჩემი სტუ­დენ­ტი ცხოვ­რობს ეს­პა­ნეთ­ში და მე­უბ­ნე­ბა, რომ დღეს ეს­პა­ნეთ­ში, თუ ვინ­მეს ახ­სე­ნე­ბენ, პრო­ზა­ი­კო­სე­ბი­დან, ეს არის მი­გელ დე უნა­მუ­ნო და გარ­სია ლორ­კაო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს ორი მწე­რა­ლი უკ­ვდავ­ყო ქვე­ყა­ნამ. ერთ-ერთი ინ­გლი­სე­ლი მთარ­გმნე­ლი წერ­და, „დიდი და­ნა­შა­უ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, რომ არ იც­ნობ­დე უნა­მუ­ნო­სო“.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, მი­გელ დე უნა­მუ­ნოს პირ­ვე­ლი ტომი უკვე გა­მო­ვი­და, მე­ო­რე ტომი კი 3 მა­ისს გა­მო­ვა. წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა მომ­ხმა­რე­ბელს ჟურ­ნალ " გზას­თან“ ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად შე­ეძ­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"ჩემი რჩეული მსოფლიოს" ფარგლებში მიგელ დე უნამუნოს ორტომეული გამოდის

"ჩემი რჩეული მსოფლიოს" ფარგლებში მიგელ დე უნამუნოს ორტომეული გამოდის

გამოჩენილი ესპანელი ავტორი, მიგელ დე უნამუნო, ფელიქს დე უნამუნოსა და სალომე იუგოს ვაჟი ბილბაოს შუასაუკუნოვან ცენტრში, ბასკეთში 1864 წელს დაიბადა. წერის ორგინალური სტილით, ფორმით, აბსოლუტურად განსხვავებული პერსონაჟებით უნამუნომ საპატიო და გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ლიტერატურულ სამყაროში. მისი პერსონაჟები თითქოს გროტესკულები არიან, თითქოს არ არიან ცოცხალი ადამიანები. როგორც ფილოსოფოსი ხოსე ორტეგა ი გასეტი უნამონოზე ამბობს, მას ეტყობა, რომ ესპანური ენა აქვს ნასწავლი და ბასკია თვითონ წარმოშობით, ე.ი. ბასკურად აზროვნებს და წერს ესპანურადო.

პროექტი "ჩემი რჩეული მსოფლიოს" ფარგლებში ამჯერად, სწორედ მიგელ დე უნამუნოს ორტომეული გამოდის და ქართველ მკითხველს ერთ-ერთი საუკეთესო ავტორის ნაწარმოებების გაცნობის საშუალება ეძლევა. პირველ ტომში წარმოდგენილია მწერლის ორი რომანი „ სიყვარული და პედაგოგიკა“ და „ბურუსი“, მეორე ტომში კი,“დეიდა ტულა“ და მოთხრობები.

თავად მწერლისა და მისი ნაწარმოების შესახებ მთარგმნელი, მერი ტიტვინიძე გვესაუბრება:

უნამუნო არ ეკუთვნის არცერთ მიმართულებას, ვერცერთ ლიტერატურულ მიმართულებას ვერ დავწამებთ. თავისი ორიგინალური სტილი და ორიგინალური ფორმა აქვს მის ნაწარმოებს და აბსოლუტურად განსხვავებული პერსონაჟებით გვამახსოვრებს თავს, რომლებსაც ვერ შევხდებით ალბათ ვერსად. „სიყვარული და პედაგოგიკის“ მთავარი პერსონაჟი, მარიონეტს უფრო ჰგავს, ვიდრე ცოცხალ ადამიანს. იგი თავისი წესებით მოქმედებს და ზრდის შვილს, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად გენიოსი და აი, ამ თავისი ჩანაფიქრით ბავშვზე ძალადობს. თვითონ მწერალს ეკუთვნის ასეთი სიტყვები:“ერთნი წიგნებს წასაკითხად ყიდულობენ, მეორენი კი ბიბლიოთეკის შესადგენადო“... თუ წასაკითხად იყიდიან ამ წიგნს, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან რთულ პრობლემას შეეჭიდება ყველა, განსაკუთრებით რომანით პედაგოგიკა და სიყვარული. „პედაგოგიკა და სიყვარული“ არის ერთგვარი პაროდია აღზრდაზე. გარდა ამისა უნამუნოს აქვს, განსაკუთრებული სტილი, ფორმა და შინაარსი, თითქოს ცოტა ცინიკურიც არის ზოგჯერ, ენამწარეა რასაკვირველია, მაგრამ ბევრ რამეზე დააფიქრებს მკითხველს. მწერალი ცდილობს გააღვიძოს ადამიანში ადამიანური თვისებები, და არა ის, რასაც გარემო და ის ვითარება ახვევს თავს, რომელშიც ცხოვრობს.

ჩემი სტუდენტი ცხოვრობს ესპანეთში და მეუბნება, რომ დღეს ესპანეთში, თუ ვინმეს ახსენებენ, პროზაიკოსებიდან, ეს არის მიგელ დე უნამუნო და გარსია ლორკაო. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი მწერალი უკვდავყო ქვეყანამ. ერთ-ერთი ინგლისელი მთარგმნელი წერდა, „დიდი დანაშაულია საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე, რომ არ იცნობდე უნამუნოსო“.

ინფორმაციისთვის, მიგელ დე უნამუნოს პირველი ტომი უკვე გამოვიდა, მეორე ტომი კი 3 მაისს გამოვა. წიგნების შეძენა მომხმარებელს ჟურნალ " გზასთან“ ერთად სპეციალურ ფასად შეეძლება.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა