ქეით მიდლტონის "მშობიარობის სასწაულმა" მსოფლიო აალაპარაკა. ხალხი დღემდე ბჭობს, როგორ მოახერხა პრინცესამ მშობიარობიდან რამდენიმე სააათში ქუჩაში ბავშვით ხელში გამოსულიყო და ასეთ შესანიშნავ ფორმაში, სრულიად დაწყნარებულს და ხალისიანს საჯარო ფოტოსესიაში მიეღო მონაწილეობა. ამ საოცრების მიზეზად მშობიარობის ახლებული მეთოდი - ჰიპნომშობიარობა დასახელდა, რომელსაც რა ხანია, ცნობილი ადამიანები ირჩევენ, მაგალითად, ანჯელინა ჯოლი, ჟიზელ ბუნდჰენი. ამ მეთოდით მშობიარეები ბოლომდე მშვიდები და დასვენებულები არიან.
როგორ აფასებენ პროფესიონალი გინეკოლოგები მიდლტონის მშობიარობის "სასწაულს" და მუშაობს თუ არა ჰიპნომშობიარობის მეთოდი საქართველოში? ამის შესახებ გინეკოლოგ ზაზა სინაურიძეს გავესაუბრეთ:
- ჰიპნომშობიარობა მოიცავს ორ ასპექტს. მთავარი არის პაციენტის ფსიქოლოგიური მომზადება, ჰიპნოზამდე მიჰყავთ... პირველი მშობიარობისას ანესთეზია 90 პროცენტს სჭირდება. განმეორებითი მშობიარობის დროს ხან ჭირდება მშობიარეს, ხან - არა. მესამე მშობიარობისას თითქმის აღარავის ჭირდება. ამ ანესთეზიის სპეციალისტები საქართველოში ნაკლებად არიან, თუმცა პირადად მე ორი თანამშრომელი გოგო მყავს, რომლებსაც ავსტრიაში და გერმანიაში აქვთ ნასწავლი.
ჩვენთან სამშობიაროში 60 პროცენტი უცხოელი მშობიარეა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან განსხვავდებიან ქართველებისგან. უცხოელები კარგად მომზადებულები არიან და მათი მიყვანა ჰიპნომშობიარობამდე ფსიქოლოგიურად ძალიან ადვილია. ქართველებიდან ოცი წლის გოგოები მოდიან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა არის მშობიარობა დაყველაფერი ძალიან რთულია...განაგრძეთ კითხვა