სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერენ რუსი ექსპერტები და მედია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
რას წერენ რუსი ექსპერტები და მედია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

"ჩემი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ იქ­ნე­ბა სწო­რი, თუ ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ დად­გა და ღმერ­თმა ნუ ქნას დად­გეს, მე­ო­რედ მოს­ვლას ვა­და­რებ ჩემს მოს­ვლას. რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა უნდა მოხ­დეს ამის­თვის" - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა 2015 წელს. რო­გორც ჩანს, სხვა მი­ზე­ზებ­თან ერ­თად "მე­ო­რედ მოს­ვლის" დად­გო­მის ერთ-ერთი წი­ნა­პი­რო­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა­ში" გა­ჩე­ნი­ლი ბზა­რე­ბიც გახ­და...

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­ჯდო­მა­რედ დაბ­რუ­ნე­ბა ბოლო დროს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბაა.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა მის აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ ნიშ­ნავს, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პარ­ტი­ი­დან, შე­მოდ­გო­მა­ზე და­ნიშ­ნულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, კენ­ჭი სწო­რედ მან იყა­როს..." - წერს ekhokavkaza.com.

"ოლი­გარ­ქი წა­ვი­და - ოლი­გარ­ქი დაბ­რუნ­და" - ასე აფა­სე­ბენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას რუსი ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს თვალს აქ­ტი­უ­რად ადევ­ნე­ბენ.

"ნას­წავ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის" აისი - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ის კლუ­ბის დი­რექ­ტო­რი ფე­ო­დორ ლუ­კი­ა­ნო­ვი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. მისი თქმით, ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა და თუ ერთ დროს, ქვე­ყა­ნა­ში ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი მო­და­ში იყო - ახლა პრინ­ცი­პე­ბი თან­და­თან იც­ვლე­ბა.

"გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა თა­ვი­დან აქ­ტუ­ა­ლუ­რია, შემ­დეგ კი ბეზ­რდე­ბათ... ერ­თის მხრივ, ეს მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან სის­ტე­მის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბით უნდა ავ­ხსნათ, რაც ოპო­ზი­ცი­ის სი­სუს­ტი­თაც არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბის საპ­რო­ტეს­ტო გან­წყო­ბა მა­ტუ­ლობს და რა­დი­კა­ლუ­რი ხდე­ბა. ამ ფონ­ზე კი, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი უფრო ძლი­ერ­დე­ბა...

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უფრო მყა­რად არი­ან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მათი ძა­ლა­უფ­ლე­ბა და ლი­დე­რი შე­უც­ვლე­ლია და ამას ღი­ა­დაც აცხა­დე­ბენ. ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად და გა­საგ­რძე­ლებ­ლად კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­და­წე­რა ხდე­ბა. სხვა­დას­ხვა დრო­ში ასე მოხ­და სომ­ხეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და თურ­ქეთ­ში...

თუმ­ცა, ჩვენ ახლა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებ­ზე ვსა­უბ­რობთ - 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ, უამ­რა­ვი შეც­დო­მის გამო უამ­რა­ვი რე­ფორ­მე­ბის ავ­ტო­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­ირ­ჩია და სა­თა­ვე­ში ოლი­გარ­ქი მო­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ ჩრდი­ლო­ვან პო­ლი­ტი­კას აწარ­მო­ებ­და, ზოგ­ჯერ კი - სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ბა­მისს... ფაქ­ტია, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მოვ­ლე­ნე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოდ ვი­თარ­დე­ბა. სომ­ხეთ­ში ოლი­გარ­ქი გა­უშ­ვეს - სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და..." - წერს ფე­ო­დორ ლუ­კი­ა­ნო­ვი.

EADaily-სთან სა­უ­ბარ­ში პო­ლი­ტო­ლო­გი, კავ­კა­სი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე ის­კან­დე­რი­ა­ნი აცხა­დებს, რომ ასე­თი არას­ტა­ბი­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის მი­ზე­ზი "მე­ნე­ჯმენ­ტის ღრმა კრი­ზი­სია".

"პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით იქ, სა­დაც სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კაა, მა­გა­ლი­თად, სომ­ხეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და ყირ­გი­ზეთ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო სრულ­ფა­სო­ვან მმარ­თვე­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლა რთუ­ლი პრო­ცე­სე­ბის თან­ხლე­ბით ხდე­ბა.

ბოლო დროს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ვი­თა­რე­ბა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ქვე­ყა­ნას მარ­თავ­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ფორ­მა­ლუ­რად არ იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და თბი­ლის­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე მთის წვერ­ზე, თა­ვის­თვის ცხოვ­რობ­და... ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზეა სა­უ­ბა­რი... იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა მოლ­დო­ვა­ში, სა­დაც ქვე­ყა­ნას ასე­ვე ოლი­გარ­ქი - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რი და ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, ვლა­დი­მირ პლა­ხოტ­ნი­უ­კი მარ­თავს" - აცხა­დებს ის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რას წერენ რუსი ექსპერტები და მედია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

რას წერენ რუსი ექსპერტები და მედია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

"ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება არ იქნება სწორი, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას დადგეს, მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის" - განაცხადა ივანიშვილმა 2015 წელს. როგორც ჩანს, სხვა მიზეზებთან ერთად "მეორედ მოსვლის" დადგომის ერთ-ერთი წინაპირობა "ქართული ოცნებაში" გაჩენილი ბზარებიც გახდა...

რუსული მედია წერს, რომ ივანიშვილის "ქართული ოცნების" თავჯდომარედ დაბრუნება ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ლოგიკური გაგრძელებაა.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის წევრები ირწმუნებიან, რომ ივანიშვილის დაბრუნება მის აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ ნიშნავს, არ არის გამორიცხული, რომ მის მიერ დაფუძნებული პარტიიდან, შემოდგომაზე დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, კენჭი სწორედ მან იყაროს..." - წერს ekhokavkaza.com.

"ოლიგარქი წავიდა - ოლიგარქი დაბრუნდა" - ასე აფასებენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას რუსი ექსპერტები, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს თვალს აქტიურად ადევნებენ.

"ნასწავლი დემოკრატიის" აისი - ასე ეხმაურება საერთაშორისო დისკუსიის კლუბის დირექტორი ფეოდორ ლუკიანოვი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, ყველაფერი იცვლება და თუ ერთ დროს, ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობა და თანამედროვეობის გამოწვევები მოდაში იყო - ახლა პრინციპები თანდათან იცვლება.

"განვითარებად ქვეყნებში ეს შეხედულება თავიდან აქტუალურია, შემდეგ კი ბეზრდებათ... ერთის მხრივ, ეს მოსახლეობის მხრიდან სისტემის მიმართ უნდობლობით უნდა ავხსნათ, რაც ოპოზიციის სისუსტითაც არის გამოწვეული. მოსახლეობის საპროტესტო განწყობა მატულობს და რადიკალური ხდება. ამ ფონზე კი, ავტორიტარული ტენდენციები უფრო ძლიერდება...

ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო მყარად არიან დარწმუნებული, რომ მათი ძალაუფლება და ლიდერი შეუცვლელია და ამას ღიადაც აცხადებენ. ძალაუფლების გასამყარებლად და გასაგრძელებლად კონსტიტუციის გადაწერა ხდება. სხვადასხვა დროში ასე მოხდა სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში...

თუმცა, ჩვენ ახლა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე ვსაუბრობთ - 2012 წელს საქართველოს მოსახლეობამ, უამრავი შეცდომის გამო უამრავი რეფორმების ავტორი ხელისუფლება გადაირჩია და სათავეში ოლიგარქი მოიყვანა, რომელიც ზოგჯერ ჩრდილოვან პოლიტიკას აწარმოებდა, ზოგჯერ კი - სიტუაციის შესაბამისს... ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიაში მოვლენები საინტერესოდ ვითარდება. სომხეთში ოლიგარქი გაუშვეს - საქართველოში დაბრუნდა..." - წერს ფეოდორ ლუკიანოვი.

EADaily-სთან საუბარში პოლიტოლოგი, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე ისკანდერიანი აცხადებს, რომ ასეთი არასტაბილური პროცესების მიზეზი "მენეჯმენტის ღრმა კრიზისია".

"პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, განსაკუთრებით იქ, სადაც საჯარო პოლიტიკაა, მაგალითად, სომხეთში, საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში საპარლამენტო სრულფასოვან მმართველობაზე გადასვლა რთული პროცესების თანხლებით ხდება.

ბოლო დროს საკმაოდ საინტერესო ვითარება იყო საქართველოში, სადაც ქვეყანას მართავდა ადამიანი, რომელიც ფორმალურად არ იყო ხელისუფლებაში და თბილისთან ახლოს მდებარე მთის წვერზე, თავისთვის ცხოვრობდა... ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი... იგივე სიტუაციაა მოლდოვაში, სადაც ქვეყანას ასევე ოლიგარქი - დემოკრატიული პარტიის ლიდერი და ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ვლადიმირ პლახოტნიუკი მართავს" - აცხადებს ის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე