ხელისუფლების მაღალჩინოსნების ქონება ყოველთვის ინტერესს იწვევს და ხშირად კრიტიკის ობიექტიც ხდება ხოლმე. საინტერესოა, რა მარკისა და ღირებულების ავტომობილებს ფლობენ თავად ისინი და მათი ოჯახები? - მინისტრების ოჯახების კუთვნილი ავტომობილებით Allnews.ge დაინტერესდა.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის კუთვნილი ავტომობილი 2006 წელს გამოშვებული "მერსედეს-ბენცია", რომელიც მესაკუთრემ 2012 წელს 10 000$-ად შეიძინა.
2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მეუღლე, მარიკა ფანცულაია "ტოიოტა რავ 4"-ს ფლობს, რომელიც 22 000$-ად აქვს შეძენილი.
დეკლარაციის მიხედვით, ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ოჯახს ერთი ავტომობილი ჰყავს. მინისტრის მეუღლე ნინო ეგრისელაშვილი Toyota Avensis 2011-ის მფლობელია, რომელიც ჩუქებით აქვს მიღებული.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკოს 2014 წელს აქვს შეძენელი Toyota Prado. სერგეენკომ ავტომობილი 39 200$-ად იყიდა.
ლევან დავითაშვილს, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრია, დეკლარაციაში მეუღლის, თეა ფარქოსაძის ავტომობილი აქვს მითითებული. დეკლარაციის მიხედვით, "მერსედეს-ბენცის" მარკის ავტომობილი, 2016 წელს 19 000$-ადაა შეძენილი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი Mitsubishi Pajero 2009-ს ფლობს, რომელიც 2014 წელს, ჩუქებით აქვს მიღებული განაგრძეთ კითხვა