მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხოლოდ ქართულის" 18 წლის კონკურსანტი, რომელმაც ფურორი მოახდინა - "ადრე მეგონა, რომ ქართული სიმღერა ცუდია..."
"მხოლოდ ქართულის" 18 წლის კონკურსანტი, რომელმაც ფურორი მოახდინა - "ადრე მეგონა, რომ ქართული სიმღერა ცუდია..."

ამ გო­გო­ნას 3 წლის წინ შევ­ხვდი, მა­შინ 15 წლის იყო და სხვა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­დაც არ გა­უ­მარ­თლა... ახლა 18 წლის არის, სტუ­დენ­ტია და ერთ დღეს მხო­ლოდ ქარ­თუ­ლად სიმ­ღე­რა გა­და­წყვი­ტა.

სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლი პრო­ექტ "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" ერთ-ერთი კონ­კურ­სან­ტია, რო­მელ­მაც პირ­ველ კონ­ცერ­ტზე მა­ყუ­რე­ბელ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი გა­მო­ავ­ლი­ნა და ჟი­უ­რის­გან უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა (იხი­ლეთ სო­ფოს გა­მოს­ვლის ვი­დეო).

AMBEBI.GE დღეს სწო­რედ სო­ფოს გა­გაც­ნობთ:

"პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ რა­საც ვგრძნობ, იმას ვი­ტყვი, ამა­ყი ვარ ჩემი მე­გობ­რე­ბით, ბავ­შვე­ბით - ცხრა­ვე მო­ნა­წი­ლით. მი­მაჩ­ნია, რომ თი­თო­ე­ულ მათ­განს კი­დევ მეტი შე­უძ­ლია და მეტი ფერი აქვს. მი­ხა­რია, რომ პრო­ექ­ტი­დან პირ­ველ კონ­ცერ­ტზე არა­ვინ წა­ვი­და. მე­ო­რე "ლა­ივ­ზე~ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რად უკე­თე­სი კონ­ცერ­ტი იქ­ნე­ბა. ჩემი ნამ­ღე­რით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი არ ვარ. სცე­ნი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, ვი­ფიქ­რე, რომ მეტი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ალ­ბათ ვღე­ლავ­დი და ამის ბრა­ლია. თუმ­ცა სცე­ნა­ზე ყოფ­ნით და სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბით ვი­სი­ა­მოვ­ნე და ბედ­ნი­ე­რი ვარ. სა­ერ­თოდ, სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან ყო­ველ­თვის მე­ტის მო­ლო­დი­ნი მაქვს. მოკ­ლედ, ისე­თი გრძნო­ბა და­მი­ტო­ვა, რომ თით­ქოს მე­ტად შე­მეძ­ლო, რომ მოვ­შვე­ბუ­ლი­ყა­ვი".

ასევე დაგაინტერესებთ
17:06 / 19-04-2018

"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომელიც ტაძარში გალობს და რესტორანში მღერის - "ჩემი მიზანი არ არის, ვინმეს ვაჯობო"

12:33 / 23-04-2018

"მანქანა გავყიდე, რომ ნიუ იორკში ბინის და საჭმლის ფული მქონოდა..." - 28 წლის ბათუმელი მომღერალი, რომელმაც ამერიკაში დაბრუნება სიმღერის გამო გადაიფიქრა

18:05 / 04-05-2018

რას პასუხობს გიორგი გაბუნიას "მხოლოდ ქართულის" მონაწილე, რომელიც ჟიურის წევრმა "ასაკოვან ადამიანს" შეადარა

14:47 / 12-05-2018

"ჩემი მთავარი გულშემატკივრები ბებია და დედა არიან..." - "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომელიც მაყურებელმა გამოჩენისთანავე შეიყვარა

15:05 / 21-05-2018

"მუსიკოსი ადამიანი, ნაგიჟარ-დაცენტრილების მხედართმთავარი..." - რას რჩევებს აძლევს სოფო ბათილაშვილი კონსტანტინე კარანაძეს

- ვიცი, რომ ბავ­შვო­ბი­დან მღე­რი...

- რო­გორც დედა ამ­ბობს, თვე­ე­ბის ვი­ყა­ვი, რომ რა­ღაც გაბ­მულ ბგე­რებს გა­მოვ­ცემ­დი, ღრმა ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი. დედა ვო­კა­ლის­ტია და პა­ტა­რა ასა­კი­დან მა­ს­მე­ნი­ნებ­და მუ­სი­კას, პი­ა­ნი­ნო­ზე მიკ­რავ­და და ვმღე­რო­დი. მა­ს­მე­ნი­ნებ­და კლა­სი­კა­საც. მერე ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე შე­მიყ­ვა­ნეს, ექ­ვსწლე­დი და­ვამ­თავ­რე. მუდ­მი­ვად სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა­ში ვი­ყა­ვი. ხან ფოლკ­ლორს ვმღე­რო­დი, ხან - ვგა­ლობ­დი გუნდში, მაგ­რამ რა­ღაც პე­რი­ოდ­ში გა­დავ­წყვი­ტე, რომ ქარ­თუ­ლად სიმ­ღე­რა არ მომ­წონ­და. ისე­თი მო­საზ­რე­ბე­ბი იყო გარ­შე­მო, რომ "ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ტე­ხავს~. მარ­თლა მე­გო­ნა, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ცუ­დია, რად­გა­ნაც არ მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია ხა­რის­ხი­ა­ნი ქარ­თუ­ლის შე­სა­ხებ. ეს ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ბრა­ლი იყო, მაგ­რამ ახლა ვმო­ნა­წი­ლე­ობ ამ სტე­რე­ო­ტი­პის დამ­სხვრე­ვა­ში. რაც პირ­ველ კონ­ცერ­ტზე ვიგ­რძე­ნი, ასე­თი რამ არას­დროს მიგ­რძვნია, აუ­დი­ტო­რი­ას ვე­სა­უბ­რე­ბო­დი იმ ენა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლას კარ­გად გვეს­მო­და. მუ­სი­კაც იყო და ტექ­სტიც, რაც ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს და მივ­ხვდი, რომ "ქარ­თუ­ლი~ ჩემ­თან უფრო ახ­ლოს არის!

- და­გე­თან­ხმე­ბი, რო­გორც მა­ყუ­რე­ბელ­მა მეც ვიგ­რძე­ნი, რომ მე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი და ვფიქ­რობ, რომ არ­ტის­ტუ­ლიც ხარ.

- მუ­სი­კის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს და ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან მო­დის.

- ე.ი. მოგ­წონს ზვი­ად ბოლ­ქვა­ძის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი და ძვე­ლი სიმ­ღე­რე­ბის ახ­ლე­ბუ­რი ვერ­სი­ე­ბი?

- ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე არის გე­ნი­ო­სი. იღ­ბლი­ა­ნი ვარ, რომ მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პა­ტი­ვი მერ­გო. რამ­დე­ნი­მე დღეა კონ­ცერ­ტი­დან გა­სუ­ლი და კარ­გად ვერც ვხვდე­ბი, ეს რამ­ხე­ლა რამ არის. წლე­ბი რომ გავა, ამ ყვე­ლა­ფერს მერე შე­ვა­ფა­სებ, მაგ­რამ ეს ემო­ცია მგო­ნი, შე­უ­ფა­სე­ბე­ლია.

- რო­გორ გა­და­წყვი­ტე პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- ტე­ლე­ვი­ზორს სა­ერ­თოდ არ ვუ­ყუ­რებ, ჩემ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ანა ჭუმ­ბუ­რი­ძემ მი­თხრა, ასე­თი პრო­ექ­ტი იწყე­ბო­და და მოდი, ვცა­დოთ, ჩემი აზ­რით, შეძ­ლებ, მო­ნა­ცე­მე­ბი ამის­თვის გაქ­ვსო. არა­და, რო­გორც ვთქვი, უცხო­ურს ვმღე­რო­დი. და­ვინ­ტე­რეს­დი იმი­თაც, ვინ იყო პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი, ვინ მუ­შა­ობ­და მას­ზე: ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე, მა­რი­ნა ბე­რი­ძე, გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი, სოფო ნი­ჟა­რა­ძე - ეს შე­მად­გენ­ლო­ბა საკ­მა­რი­სი იყო, მივმხვდა­რი­ყა­ვი, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ღირ­და. სულ რომ არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­დეს, რა­ღა­ცას ვის­წავ­ლი და ამ მხრივ გა­მოც­დი­ლე­ბა მექ­ნე­ბა-მეთ­ქი. სა­ბო­ლო­ოდ ამან გა­და­მაწ­ვე­ტი­ნა, ეს ნა­ბი­ჯი გა­და­მედ­გა. მაგ­რამ არ მჯე­რო­და, რომ შევ­ძლებ­დი ქარ­თუ­ლად სიმ­ღე­რას, დაბ­ნე­უ­ლი ვი­ყა­ვი და წინა ღა­მით, 11 სა­ათ­ზე სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტე. მერე ჩე­მებს ვუ­თხა­რი, ხვალ კას­ტინგზე მივ­დი­ვარ-მეთ­ქი. ამ­დე­ნი ყოყ­მა­ნის შე­დე­გად სა­კუ­თარ თავ­ში ძალა მა­ინც ვი­პო­ვე - გა­მე­რის­კა და მე­ცა­და.

ამ­ბო­ბენ, რომ უჟ­მუ­რი ვარ, ვი­ტყო­დი, რომ უფრო ცვა­ლე­ბა­დი ვარ, ხან­და­ხან პე­დან­ტი. შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი კა­რა­და თავ­ზე მე­ყა­როს, ყუ­რა­დღე­ბა არც მი­ვაქ­ციო, არ მა­ინ­ტე­რე­სებ­დეს, მაგ­რამ ხან­და­ხან ერთი ზედ­მე­ტი ფურ­ცე­ლიც თუ გდია, იმა­ზე გა­და­ვი­რიო. ჰო­როს­კო­პით "ტყუ­პე­ბი~ ვარ, ძა­ლი­ან ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი მაქვს... მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი, მიყ­ვარს ბუ­ნე­ბა, მე­სა­მე წე­ლია, ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ, სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ასე ჯო­ბია, ვცდი­ლობ, დავ­ტკბე მო­მენ­ტე­ბით. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩემ­თვის მა­ინც ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მიყ­ვარს, ალ­ბათ ჩემს ცხო­რე­ბა­ში უპირ­ვე­ლე­სე­ბი არი­ან".

სოფო ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს ხე­ლოვ­ნე­ბა, წერს ლექ­სებს და სიმ­ღე­ბის­თვის ინ­გლი­სურ ტექ­სტებს. ასე­ვე აკე­თებს ჩა­ნა­ხა­ტებს, ხა­ტავს, თუმ­ცა ესეც მის ხა­სი­ათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - ხან წერს და ხან ხა­ტავს. მისი საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზაა:

"ეს ფრა­ზაც სულ იც­ვლე­ბა. ახლა ჩემს ოთახ­ში გა­მოკ­რუ­ლი მაქვს მა­ჰად­მა გან­დის სი­ტყვე­ბი - ადა­მი­ა­ნი თა­ვის ფიქ­რე­ბის ნა­ყო­ფია. დიახ, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი ფიქ­რე­ბის ნა­ყო­ფე­ბი ვართ და რა­საც ვფიქ­რობთ, იმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შეგ­ვიძ­ლია. ამის გარ­და, ხში­რად ვფიქ­რობ ფრა­ზა­ზე - ვინ ვარ? რა­ზეც პა­სუ­ხი არ მაქვს.

მა­ყუ­რე­ბელს კი მივ­მარ­თავ, მოგ­ვის­მი­ნონ იმი­ტომ, რომ მათ­თვის ვმღე­რით, ბევ­რი ემო­ცია მაქვს, რო­მე­ლიც მინ­და, გა­ვუ­ზი­ა­რო. მათ­გა­ნაც მინ­და, ემო­ცი­ე­ბი ავი­ღო, იმის­თვის, რომ კი­დევ ვიმ­ღე­რო. ფაქ­ტია, რომ მად­ლი­ე­რე­ბას ვგრძნობ და ეს სით­ბო მათ­გან მო­დის, რაც უდი­დე­სი რამ არის. რა შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა პრო­ექ­ტი, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის, უკვე გა­ვი­მარ­ჯვე. მო­გე­ბის მი­მართ ცოტა სკეპ­ტი­კუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი, რად­გა­ნაც რო­დე­საც რა­ღაც დავ­გეგ­მე, არ გა­მო­დის, ამი­ტომ, ჯო­ბია, მა­გა­ზე არ იფიქ­რო. მთა­ვა­რია, თუ გავ­ვარ­დე­ბი, პრო­ექ­ტი ისე დავ­ტო­ვო, რომ რისი თქმაც მინ­დო­და, ვთქვა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"მხოლოდ ქართულის" 18 წლის კონკურსანტი, რომელმაც ფურორი მოახდინა - "ადრე მეგონა, რომ ქართული სიმღერა ცუდია..."

"მხოლოდ ქართულის" 18 წლის კონკურსანტი, რომელმაც ფურორი მოახდინა - "ადრე მეგონა, რომ ქართული სიმღერა ცუდია..."

ამ გოგონას 3 წლის წინ შევხვდი, მაშინ 15 წლის იყო და სხვა კონკურსში მონაწილეობდა, სადაც არ გაუმართლა... ახლა 18 წლის არის, სტუდენტია და ერთ დღეს მხოლოდ ქართულად სიმღერა გადაწყვიტა.

სოფო ბათილაშვილი პროექტ "მხოლოდ ქართულის" ერთ-ერთი კონკურსანტია, რომელმაც პირველ კონცერტზე მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, საკუთარი ინდივიდუალიზმი გამოავლინა და ჟიურისგან უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა (იხილეთ სოფოს გამოსვლის ვიდეო).

AMBEBI.GE დღეს სწორედ სოფოს გაგაცნობთ:

"პირველი კონცერტის შემდეგ რასაც ვგრძნობ, იმას ვიტყვი, ამაყი ვარ ჩემი მეგობრებით, ბავშვებით - ცხრავე მონაწილით. მიმაჩნია, რომ თითოეულ მათგანს კიდევ მეტი შეუძლია და მეტი ფერი აქვს. მიხარია, რომ პროექტიდან პირველ კონცერტზე არავინ წავიდა. მეორე `ლაივზე~ დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთესი კონცერტი იქნება. ჩემი ნამღერით ძალიან კმაყოფილი არ ვარ. სცენიდან რომ ჩამოვედი, ვიფიქრე, რომ მეტი უნდა გამეკეთებინა. ალბათ ვღელავდი და ამის ბრალია. თუმცა სცენაზე ყოფნით და სიმღერის შესრულებით ვისიამოვნე და ბედნიერი ვარ. საერთოდ, საკუთარი თავისგან ყოველთვის მეტის მოლოდინი მაქვს. მოკლედ, ისეთი გრძნობა დამიტოვა, რომ თითქოს მეტად შემეძლო, რომ მოვშვებულიყავი".

- ვიცი, რომ ბავშვობიდან მღერი...

- როგორც დედა ამბობს, თვეების ვიყავი, რომ რაღაც გაბმულ ბგერებს გამოვცემდი, ღრმა ბავშვობიდან ვმღერი. დედა ვოკალისტია და პატარა ასაკიდან მასმენინებდა მუსიკას, პიანინოზე მიკრავდა და ვმღეროდი. მასმენინებდა კლასიკასაც. მერე ფორტეპიანოზე შემიყვანეს, ექვსწლედი დავამთავრე. მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი. ხან ფოლკლორს ვმღეროდი, ხან - ვგალობდი გუნდში, მაგრამ რაღაც პერიოდში გადავწყვიტე, რომ ქართულად სიმღერა არ მომწონდა. ისეთი მოსაზრებები იყო გარშემო, რომ `ქართული სიმღერა ტეხავს~. მართლა მეგონა, რომ ქართული სიმღერა ცუდია, რადგანაც არ მქონდა ინფორმაცია ხარისხიანი ქართულის შესახებ. ეს ნაკლები ინფორმირებულობის ბრალი იყო, მაგრამ ახლა ვმონაწილეობ ამ სტერეოტიპის დამსხვრევაში. რაც პირველ კონცერტზე ვიგრძენი, ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია, აუდიტორიას ვესაუბრებოდი იმ ენაზე, რომელიც ყველას კარგად გვესმოდა. მუსიკაც იყო და ტექსტიც, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს და მივხვდი, რომ `ქართული~ ჩემთან უფრო ახლოს არის!

- დაგეთანხმები, როგორც მაყურებელმა მეც ვიგრძენი, რომ მე მელაპარაკებოდი და ვფიქრობ, რომ არტისტულიც ხარ.

- მუსიკის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მაქვს და ალბათ ყველაფერი აქედან მოდის.

- ე.ი. მოგწონს ზვიად ბოლქვაძის ინტერპრეტაციები და ძველი სიმღერების ახლებური ვერსიები?

- ზვიად ბოლქვაძე არის გენიოსი. იღბლიანი ვარ, რომ მასთან თანამშრომლობის პატივი მერგო. რამდენიმე დღეა კონცერტიდან გასული და კარგად ვერც ვხვდები, ეს რამხელა რამ არის. წლები რომ გავა, ამ ყველაფერს მერე შევაფასებ, მაგრამ ეს ემოცია მგონი, შეუფასებელია.

- როგორ გადაწყვიტე პროექტში მონაწილეობა?

- ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ, ჩემმა მასწავლებელმა, ანა ჭუმბურიძემ მითხრა, ასეთი პროექტი იწყებოდა და მოდი, ვცადოთ, ჩემი აზრით, შეძლებ, მონაცემები ამისთვის გაქვსო. არადა, როგორც ვთქვი, უცხოურს ვმღეროდი. დავინტერესდი იმითაც, ვინ იყო პროექტში ჩართული, ვინ მუშაობდა მასზე: ზვიად ბოლქვაძე, მარინა ბერიძე, გიორგი უშიკიშვილი, სოფო ნიჟარაძე - ეს შემადგენლობა საკმარისი იყო, მივმხვდარიყავი, რომ მონაწილეობა ღირდა. სულ რომ არაფერი გამომივიდეს, რაღაცას ვისწავლი და ამ მხრივ გამოცდილება მექნება-მეთქი. საბოლოოდ ამან გადამაწვეტინა, ეს ნაბიჯი გადამედგა. მაგრამ არ მჯეროდა, რომ შევძლებდი ქართულად სიმღერას, დაბნეული ვიყავი და წინა ღამით, 11 საათზე საბოლოოდ გადავწყვიტე. მერე ჩემებს ვუთხარი, ხვალ კასტინგზე მივდივარ-მეთქი. ამდენი ყოყმანის შედეგად საკუთარ თავში ძალა მაინც ვიპოვე - გამერისკა და მეცადა.

ამბობენ, რომ უჟმური ვარ, ვიტყოდი, რომ უფრო ცვალებადი ვარ, ხანდახან პედანტი. შეიძლება მთელი კარადა თავზე მეყაროს, ყურადღება არც მივაქციო, არ მაინტერესებდეს, მაგრამ ხანდახან ერთი ზედმეტი ფურცელიც თუ გდია, იმაზე გადავირიო. ჰოროსკოპით `ტყუპები~ ვარ, ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს... მიყვარს ადამიანები, მიყვარს ბუნება, მესამე წელია, ვეგეტარიანელი ვარ, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ასე ჯობია, ვცდილობ, დავტკბე მომენტებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ადამიანური ურთიერთობებია. ადამიანები, რომლებიც მიყვარს, ალბათ ჩემს ცხორებაში უპირველესები არიან".

სოფო ამბობს, რომ ძალიან უყვარს ხელოვნება, წერს ლექსებს და სიმღებისთვის ინგლისურ ტექსტებს. ასევე აკეთებს ჩანახატებს, ხატავს, თუმცა ესეც მის ხასიათზეა დამოკიდებული - ხან წერს და ხან ხატავს. მისი საყვარელი ფრაზაა:

"ეს ფრაზაც სულ იცვლება. ახლა ჩემს ოთახში გამოკრული მაქვს მაჰადმა განდის სიტყვები - ადამიანი თავის ფიქრების ნაყოფია. დიახ, ადამიანები საკუთარი ფიქრების ნაყოფები ვართ და რასაც ვფიქრობთ, იმის განხორციელება შეგვიძლია. ამის გარდა, ხშირად ვფიქრობ ფრაზაზე - ვინ ვარ? რაზეც პასუხი არ მაქვს.

მაყურებელს კი მივმართავ, მოგვისმინონ იმიტომ, რომ მათთვის ვმღერით, ბევრი ემოცია მაქვს, რომელიც მინდა, გავუზიარო. მათგანაც მინდა, ემოციები ავიღო, იმისთვის, რომ კიდევ ვიმღერო. ფაქტია, რომ მადლიერებას ვგრძნობ და ეს სითბო მათგან მოდის, რაც უდიდესი რამ არის. რა შედეგით დასრულდება პროექტი, ეს მნიშვნელოვანი არ არის, უკვე გავიმარჯვე. მოგების მიმართ ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგანაც როდესაც რაღაც დავგეგმე, არ გამოდის, ამიტომ, ჯობია, მაგაზე არ იფიქრო. მთავარია, თუ გავვარდები, პროექტი ისე დავტოვო, რომ რისი თქმაც მინდოდა, ვთქვა".

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს