Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 3 წლის წინ პოლიტიკაში დაბრუნებაზე
რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 3 წლის წინ პოლიტიკაში დაბრუნებაზე

2015 წელს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან 1 წლის წა­სულ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, მისი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა "მე­ო­რედ მოს­ვლას" შე­ა­და­რა. მა­შინ, უკვე მო­ქა­ლა­ქე ივა­ნიშ­ვი­ლი, კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავ­და პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ამ 20 წლის მან­ძილ­ზე გა­ი­გო, რა არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დეს კონ­ტროლს. თუ არ აკონ­ტრო­ლე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ჩვენ გვქონ­და, ამის მაქ­სი­მუ­მი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­ექ­ცე სა­კუ­თარ ხელს - ეს გახ­ლდათ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, თუ აირ­ჩიე და ვერ აკონ­ტრო­ლე, მი­ი­ღებ იმას რაც მი­ი­ღო ჩვენ­მა ხალ­ხმა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლა­დობ­და ხალ­ხზე.

მთა­ვა­რი ბერ­კე­ტი რომ გყავ­დეს კარ­გი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ა­ხერ­ხებს მარ­თვას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ის იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც სურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ამ ჩვე­ვის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა და­ი­წყო ხალ­ხში. ის ჭარ­ბი ნდო­ბა, რაც მე გა­მაჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და რის სა­ფუძ­ველ­ზეც მო­ვე­დით მთავ­რო­ბა­ში, ამით სარ­გებ­ლო­ბა - რაც მეტს დავ­რჩე­ბო­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მე­ტად სა­ზი­ა­ნო იქ­ნე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რა­მე­თუ კარ­გი მმარ­თვე­ლი იქ­ნე­ბა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­უ­თი­თებს რა უნდა და უნდა იცო­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც, რომ მას ხალ­ხი არ აპა­ტი­ებს შეც­დო­მებს და გა­დახ­ვე­ვებს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დე­ნი ხნით მეტს დავ­რჩე­ბო­დი პო­ლი­ტი­კა­ში, მით უა­რე­სი იქ­ნე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ნდო­ბა რაც მე გა­მაჩ­ნდა, არ უნდა და­ხარ­ჯუ­ლი­ყო მხო­ლოდ პრე­მი­ე­რის პოსტზე, ან მთავ­რო­ბა­ზე. ჭარ­ბი ნდო­ბა მო­ა­დუ­ნებ­და და შე­ა­ნე­ლებ­და იმ მუხტს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ეც­ნო­მი­ე­რე­ბი­ნა, რომ პატ­რო­ნი ამ ქვეყ­ნის თვი­თო­ნაა და არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, პრე­მი­ე­რი, ან პრე­ზი­დენ­ტი.

ჩემი წა­მოს­ვლით, ეს ჭარ­ბი ნდო­ბა, რაც დათ­ვურ სამ­სა­ხურს უწევ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მო­ვა­შო­რე, დავ­ბრუნ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და აქე­დან გა­ვა­კე­თებ საქ­მეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვავ­სებ მათ­გან მი­ღე­ბუ­ლი ნდო­ბით... ჩემი დაბ­რუ­ნე­ბა რა თქმა უნდა, არ იქ­ნე­ბა სწო­რი... ღმერ­თმა ნუ ქნას, ჩემი დაბ­რუ­ნე­ბა. მე­ო­რედ მოს­ვლას ვა­და­რებ ამას..." - თქვა ივა­ნიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში 2015 წლის იან­ვარ­ში.

დღეს კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს“ უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და:

„პი­რა­დად, ჩემი და მთე­ლი გუნ­დის სა­ხე­ლით შევ­თა­ვა­ზე და ვთხო­ვე ჩვე­ნი პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელს, რომ სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გეს პარ­ტი­ას. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

დღეს დი­ლი­დან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­ში პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რე­ბის შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შეხ­ვედ­რას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რას ასე­ვე და­ეს­წრო ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

შეხ­ვედ­რა­ში პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის სპი­კე­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ფრაქ­ცი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი და კო­მი­ტე­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 3 წლის წინ პოლიტიკაში დაბრუნებაზე

რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 3 წლის წინ პოლიტიკაში დაბრუნებაზე

2015 წელს, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 1 წლის წასულმა ბიძინა ივანიშვილმა, მისი პოლიტიკაში დაბრუნება "მეორედ მოსვლას" შეადარა. მაშინ, უკვე მოქალაქე ივანიშვილი, კატეგორიულად გამორიცხავდა პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობას.

"საზოგადოებამ ამ 20 წლის მანძილზე გაიგო, რა არის ხელისუფლება და რომ ხელისუფლება უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს. თუ არ აკონტროლე ხელისუფლება, ჩვენ გვქონდა, ამის მაქსიმუმი გამოვლინება, როგორ შეიძლება მოექცე საკუთარ ხელს - ეს გახლდათ "ნაციონალური მოძრაობა". საზოგადოებამ გააცნობიერა, თუ აირჩიე და ვერ აკონტროლე, მიიღებ იმას რაც მიიღო ჩვენმა ხალხმა, ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა ხალხზე.

მთავარი ბერკეტი რომ გყავდეს კარგი ხელისუფლება, არის საზოგადოება, თუ საზოგადოება მოახერხებს მართვას ხელისუფლების, ის იქნება ისეთი, როგორიც სურს საზოგადოებას. ამ ჩვევის გამომუშავება დაიწყო ხალხში. ის ჭარბი ნდობა, რაც მე გამაჩნდა საზოგადოებისგან და რის საფუძველზეც მოვედით მთავრობაში, ამით სარგებლობა - რაც მეტს დავრჩებოდი ხელისუფლებაში, მეტად საზიანო იქნებოდა საზოგადოებისთვის, რამეთუ კარგი მმართველი იქნება იმდენად, რამდენადაც მას საზოგადოება მიუთითებს რა უნდა და უნდა იცოდეს ხელისუფლებამაც, რომ მას ხალხი არ აპატიებს შეცდომებს და გადახვევებს.

აქედან გამომდინარე, რამდენი ხნით მეტს დავრჩებოდი პოლიტიკაში, მით უარესი იქნებოდა საზოგადოების განვითარებისთვის. ნდობა რაც მე გამაჩნდა, არ უნდა დახარჯულიყო მხოლოდ პრემიერის პოსტზე, ან მთავრობაზე. ჭარბი ნდობა მოადუნებდა და შეანელებდა იმ მუხტს, რომ საზოგადოებას გაეცნომიერებინა, რომ პატრონი ამ ქვეყნის თვითონაა და არა ხელისუფლება, პრემიერი, ან პრეზიდენტი.

ჩემი წამოსვლით, ეს ჭარბი ნდობა, რაც დათვურ სამსახურს უწევდა საზოგადოებას, მოვაშორე, დავბრუნდი საზოგადოებაში და აქედან გავაკეთებ საქმეს. საზოგადოებას ვავსებ მათგან მიღებული ნდობით... ჩემი დაბრუნება რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი... ღმერთმა ნუ ქნას, ჩემი დაბრუნება. მეორედ მოსვლას ვადარებ ამას..." - თქვა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 2015 წლის იანვარში.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა:

„პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, - განაცხადა პრემიერმა.

დღეს დილიდან "ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

შეხვედრაში პარლამენტის უმრავლესობის სპიკერატის წარმომადგენლები, ფრაქციების თავმჯდომარეები და კომიტეტების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები