მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითობა კრის რის სახელით - დაკავებულია პირი, რომელმაც 152 850 ლარის ბილეთების თანხა მიითვისა
თაღლითობა კრის რის სახელით - დაკავებულია პირი, რომელმაც 152 850 ლარის ბილეთების თანხა მიითვისა

ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სის კრის რის სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით დიდი ოდე­ნო­ბის ფუ­ლის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ერთი პირი და­ა­კა­ვა.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა, სხვი­სი ქო­ნე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, შე­ი­მუ­შა­ვა გეგ­მა, რომ­ლის თა­ნახ­მად, თით­ქოს­და მისი კომ­პა­ნი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, 2017 წლის 30 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში კონ­ცერტს გა­მარ­თავ­და კრის რი. სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვით, რე­ა­ლი­ზე­ბულ იქნა 2 727 ბი­ლე­თი, რო­მელ­თა ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 152 850 ლარს შე­ად­გენს.

„სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე, ერთი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად, სხვი­სი ქო­ნე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, შე­ი­მუ­შა­ვა გეგ­მა, რომ­ლის თა­ნახ­მად, თით­ქოს­და მისი კომ­პა­ნი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ქა­ლაქ თბი­ლის­ში, მსოფ­ლიო ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში, კონ­ცერტს გა­მარ­თავ­და ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი კრის რი.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, ბრალ­დე­ბულ­მა, ფორ­მა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი ერთ-ერთ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­თან და ბი­ლე­თე­ბით ონ­ლა­ინ მო­ვაჭ­რე კომ­პა­ნი­ას­თან. მო­ქა­ლა­ქე­თა მო­ზიდ­ვის მიზ­ნით, მან ჩა­ა­ტა­რა აქ­ტი­უ­რი პი­არ­კამ­პა­ნია კრის რის 2017 წლის 30 დე­კემ­ბერს ვი­თომ­და და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვით, რე­ა­ლი­ზე­ბულ იქნა 2 727 ბი­ლე­თი, რო­მელ­თა ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 152 850 ლარს შე­ად­გენს. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ კრის რის მსოფ­ლიო ტურ­ნე 2017 წლის 12 დე­კემ­ბერს, ინ­გლის­ში დას­რულ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა და­გეგ­მი­ლი არ იყო.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით. ამ ეტაპ­ზე, ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა-მხი­ლე­ბის მიზ­ნით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

თაღლითობა კრის რის სახელით - დაკავებულია პირი, რომელმაც 152 850 ლარის ბილეთების თანხა მიითვისა

თაღლითობა კრის რის სახელით - დაკავებულია პირი, რომელმაც 152 850 ლარის ბილეთების თანხა მიითვისა

ცნობილი მუსიკოსის კრის რის სახელის გამოყენებით დიდი ოდენობის ფულის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმად, თითქოსდა მისი კომპანიის ორგანიზებით, 2017 წლის 30 დეკემბერს თბილისში კონცერტს გამართავდა კრის რი. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, რეალიზებულ იქნა 2 727 ბილეთი, რომელთა ჯამური ღირებულება 152 850 ლარს შეადგენს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმად, თითქოსდა მისი კომპანიის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, კონცერტს გამართავდა ცნობილი მუსიკოსი კრის რი.

დანაშაულებრივი გეგმის განხორციელებისას, ბრალდებულმა, ფორმალურად გააფორმა ხელშეკრულებები ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზთან და ბილეთებით ონლაინ მოვაჭრე კომპანიასთან. მოქალაქეთა მოზიდვის მიზნით, მან ჩაატარა აქტიური პიარკამპანია კრის რის 2017 წლის 30 დეკემბერს ვითომდა დაგეგმილი კონცერტისთვის. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, რეალიზებულ იქნა 2 727 ბილეთი, რომელთა ჯამური ღირებულება 152 850 ლარს შეადგენს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კრის რის მსოფლიო ტურნე 2017 წლის 12 დეკემბერს, ინგლისში დასრულდა და საქართველოში კონცერტის გამართვა დაგეგმილი არ იყო.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით“, - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს