Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექსპერტიზით ვერ დგინდება, საქმეში არსებული დანებიდან არის თუ არა ჩემს შვილზე მომაკვდინებელი ჭრილობა მიყენებული"
"ექსპერტიზით ვერ დგინდება, საქმეში არსებული დანებიდან არის თუ არა ჩემს შვილზე მომაკვდინებელი ჭრილობა მიყენებული"

ექ­სპერ­ტი­ზით ვერ დგინ­დე­ბა, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი და­ნე­ბი­დან არის თუ არა ჩემს შვილ­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის დროს ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლის მა­მამ ზაზა სა­რა­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე ელო­დე­ბა დაც­ვის მხა­რის მიერ მოწ­ვე­ულ ექ­სპერ­ტებს უცხო­ე­თი­დან, რომ­ლებ­მაც უნდა გა­არ­კვი­ონ მო­ნა­წი­ლე­ობ­და თუ არა მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ორი და­ნის გარ­და სხვა და­ნე­ბი.

„ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში და­ზუს­ტე­ბით დად­გე­ნი­ლი არ არის, რო­მე­ლი ია­რა­ღი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ექ­სპერ­ტე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ ამ და­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას დაჭ­რა­ში, მაგ­რამ არც ზუს­ტად ადას­ტუ­რე­ბენ, თუ რო­მელ ჭრი­ლო­ბა­ზე რო­მე­ლი და­ნაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. გარ­კვე­ულ ჭრი­ლო­ბებ­ზე საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი და­ნე­ბია მორ­გე­ბუ­ლი, მაგ­რამ არის ისე­თი ჭრი­ლო­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, ჩემს შვილ­ზე, რო­მე­ლიც მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი იყო, რო­მელ­თა მი­მარ­თე­ბა­ში ვერ დგინ­დე­ბა ამ და­ნე­ბი­დან არის თუ არა რო­მე­ლი­მე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, რომ ექ­სპერ­ტი ზუსტ დე­ბუ­ლე­ბას ვერ და­დებს. თუ დე­ბუ­ლე­ბა ვერ დადო, ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა რა სა­ჭი­რო იყო“, - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

დღეს ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის მო­რი­გი სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ცეს­ზე ირი­ბი მოწ­მე­ე­ბი იკი­თხე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის უშუ­ა­ლო თვითმხილ­ვე­ლე­ბი არ არი­ან და აღ­წე­რენ საქ­მის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტებს, რომ­ლებ­მაც კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტა­რეს, ისი­ნი 28 აპ­რილს და­ი­კი­თხე­ბი­ან.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ერთი მო­ზარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე კი ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 დე­კემ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"ექსპერტიზით ვერ დგინდება, საქმეში არსებული დანებიდან არის თუ არა ჩემს შვილზე მომაკვდინებელი ჭრილობა მიყენებული"

"ექსპერტიზით ვერ დგინდება, საქმეში არსებული დანებიდან არის თუ არა ჩემს შვილზე მომაკვდინებელი ჭრილობა მიყენებული"

ექსპერტიზით ვერ დგინდება, საქმეში არსებული დანებიდან არის თუ არა ჩემს შვილზე მომაკვდინებელი ჭრილობა მიყენებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ელოდება დაცვის მხარის მიერ მოწვეულ ექსპერტებს უცხოეთიდან, რომლებმაც უნდა გაარკვიონ მონაწილეობდა თუ არა მომხდარ მკვლელობაში საქმეში არსებული ორი დანის გარდა სხვა დანები.

„ექსპერტიზის დასკვნაში დაზუსტებით დადგენილი არ არის, რომელი იარაღი იყო გამოყენებული. ექსპერტები არ გამორიცხავენ ამ დანების მონაწილეობას დაჭრაში, მაგრამ არც ზუსტად ადასტურებენ, თუ რომელ ჭრილობაზე რომელი დანაა გამოყენებული. გარკვეულ ჭრილობებზე საქმეში არსებული დანებია მორგებული, მაგრამ არის ისეთი ჭრილობები, მაგალითად, ჩემს შვილზე, რომელიც მომაკვდინებელი იყო, რომელთა მიმართებაში ვერ დგინდება ამ დანებიდან არის თუ არა რომელიმე გამოყენებული. პროკურორმა განმარტა, რომ ექსპერტი ზუსტ დებულებას ვერ დადებს. თუ დებულება ვერ დადო, ექსპერტიზის ჩატარება რა საჭირო იყო“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე ირიბი მოწმეები იკითხებიან, რომლებიც მომხდარი შემთხვევის უშუალო თვითმხილველები არ არიან და აღწერენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტებს, რომლებმაც კომპლექსური ექსპერტიზა ჩატარეს, ისინი 28 აპრილს დაიკითხებიან.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს