პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრიული კომპანია “როზენბაუერი” საქართველოში სახანძრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებს
ავსტრიული კომპანია “როზენბაუერი” საქართველოში სახანძრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებს

ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნია “რო­ზენ­ბა­უ­ე­რი” სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხან­ძრო ტექ­ნი­კის წარ­მო­ე­ბას და­ი­წყებს, - რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ავ­სტრი­ა­ში კომ­პა­ნია “რო­ზენ­ბა­უ­ე­რის” სა­თაო ოფის­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი­სა და კომ­პა­ნია “რო­ზენ­ბა­უ­ე­რის” აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორ, დი­ტერ სი­გე­ლის შეხ­ვედ­რა­ზე იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ “რო­ზენ­ბა­ი­ე­რი” ტექ­ნი­კის წარ­მო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კურ ცენტს “დელ­ტას” ბა­ზა­ზე და­ი­წყებს. სსმს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი სრუ­ლად გა­ნა­ახ­ლოს სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კა და ამის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბი იქ­ნე­ბა გა­მო­ყო­ფი­ლი.

“ჩვენ გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დავ­დი­ვართ. დად­გა დრო, რო­დე­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­დეს სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კის სრუ­ლი გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა. ჩვენ შე­ვარ­ჩი­ეთ კომ­პა­ნია “რო­ზენ­ბა­უ­ე­რი”, რო­მელ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თაც მო­ვა­ხერ­ხებთ და­სა­ხუ­ლი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. დიდი მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იქ­ნე­ბა ნა­ყო­ფი­ე­რი. სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ვი­ხი­ლავთ ამ პრო­ექტს და ეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დონ­ზე წყდე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და შეხ­ვედ­რა­ზე გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა.

“რო­ზენ­ბა­უ­ე­რის” აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თქმით, კომ­პა­ნია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ პირ­ვე­ლი ქარ­თულ-ავ­სტრი­უ­ლი სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა უმოკ­ლეს დრო­ში აე­წყოს.

“მი­ხა­რია რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხან­ძრო ტექ­ნი­კის შე­ძე­ნის კუ­თხით დიდი გეგ­მე­ბი აქვს. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ყვე­ლა ფორ­მის­თვის მზად ვართ. ჩვე­ნი სა­ხან­ძრო მან­ქა­ნე­ბის ბოლო მო­დე­ლე­ბი ისეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ მარ­ტი­ვად მოხ­დეს მისი აწყო­ბა სხვა ქვე­ყა­ნა­შიც. ჩვენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ ხა­რისხსა და სან­დო­ო­ბა­ზე. “რო­ზენ­ბა­უ­ე­რის” სა­ხან­ძრო მან­ქა­ნებს 25-წლი­ა­ნი გა­რან­ტია აქვს”, - აღ­ნიშ­ნა დი­ტერ სი­გელ­მა.

რო­გორც უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, შეხ­ვედ­რა­ზე მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კომ­პა­ნია “რო­ზენ­ბა­უ­ე­რი”, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი და სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კუ­რი ცენ­ტრი “დელ­ტა” სამმხრივ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გა­ა­ფორ­მე­ბენ.

გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა კომ­პა­ნია “რო­ზენ­ბა­უ­ე­რის” აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­იწ­ვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ავსტრიული კომპანია “როზენბაუერი” საქართველოში სახანძრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებს

ავსტრიული კომპანია “როზენბაუერი” საქართველოში სახანძრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებს

ავსტრიული კომპანია “როზენბაუერი” საქართველოში სახანძრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებს, - როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, გადაწყვეტილება ავსტრიაში კომპანია “როზენბაუერის” სათაო ოფისში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, გიორგი მღებრიშვილისა და კომპანია “როზენბაუერის” აღმასრულებელ დირექტორ, დიტერ სიგელის შეხვედრაზე იქნა მიღებული.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ “როზენბაიერი” ტექნიკის წარმოებას საქართველოში სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტს “დელტას” ბაზაზე დაიწყებს. სსმს-ის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები სრულად განაახლოს სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ამისთვის მნიშვნელოვანი რესურსები იქნება გამოყოფილი.

“ჩვენ განვითარების ახალ ეტაპზე გადავდივართ. დადგა დრო, როდესაც აუცილებელია საქართველოში მოხდეს სახანძრო-სამაშველო ტექნიკის სრული გადაიარაღება. ჩვენ შევარჩიეთ კომპანია “როზენბაუერი”, რომელთან თანამშრომლობითაც მოვახერხებთ დასახული გეგმების განხორციელებას. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი. სერიოზულად განვიხილავთ ამ პროექტს და ეს პრემიერ-მინისტრის დონზე წყდება”, - განაცხადა შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა.

“როზენბაუერის” აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანია დაინტერესებულია, რომ პირველი ქართულ-ავსტრიული სახანძრო მანქანა უმოკლეს დროში აეწყოს.

“მიხარია რომ საქართველოს სახანძრო ტექნიკის შეძენის კუთხით დიდი გეგმები აქვს. თანამშრომლობის ყველა ფორმისთვის მზად ვართ. ჩვენი სახანძრო მანქანების ბოლო მოდელები ისეა დამზადებული, რომ მარტივად მოხდეს მისი აწყობა სხვა ქვეყანაშიც. ჩვენ ორიენტირებულები ვართ ხარისხსა და სანდოობაზე. “როზენბაუერის” სახანძრო მანქანებს 25-წლიანი გარანტია აქვს”, - აღნიშნა დიტერ სიგელმა.

როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უახლოეს მომავალში კომპანია “როზენბაუერი”, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” სამმხრივ ხელშეკრულებას გააფორმებენ.

გიორგი მღებრიშვილმა კომპანია “როზენბაუერის” აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში მოიწვია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები