მოჭადრაკეები ცნობილნი არიან შესანიშნავი ლოგიკითა და სტრატეგიული აზროვნებით. ეს თვისებები ცხოვრებისეულ წარმატებებშიც ძალიან ეხმარება ადამიანებს. ამ თემაზე ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ჭადრაკში ნანა ძაგნიძე გვესაუბრება და საინტერესო რჩევებსაც გვაძლევს.
- ცნობილია რომ მოჭადრაკეები გამოირჩევიან აზროვნებით, ლოგიკით... რამდენად ეხმარება ადამიანს ჭადრაკის ცოდნა სხვა პროფესიაში წარმატების მისაღწევად?
- რა თქმა უნდა ძალიან ეხმარება... უამრავი მაგალითი არსებობს, როდესაც მოჭადრაკეებმა ჭადრაკს თავი დაანებეს, სხვა პროფესიაში სცადს ბედი და დიდ წარმატებებს მიაღწიეს... საკმაოდ დიდ პოზიციებზე მუშაობენ. არიან ბანკის მმართველები, ცნობილი იურისტები და ასე შემდეგ...
- თქვენში როდის აღმოაჩინეს მოჭადრაკის ნიჭი?
- ოჯახში თავიდანვე სურდათ მოჭადრაკე გავმხდარიყავი. მამაჩემი ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო. წლების წინ მოგეხსენებათ თუ რა წარმატებული მოჭადრაკე ქალბატონები იყვნენ საქართველოში, რაც მამას ძალიან ხიბლავდა. ასე რომ, მე არ გამიკეთებია არჩევანი მოჭადრაკე გავმხდარიყავი, ეს თავიდანვე ჩემმა მშობლებმა განსაზღვრეს. სახელი – ნანა მამაჩემმა ნანა ალექსანდრიას საპატივცემულოდ დამარქვა. სასურველია ჭადრაკი ყველა ბავშვმა იცოდეს. ვაპირებ ჩემს უფროს შვილს, 5 წლის არის, უკვე დავაწყებინო შესწავლა. რაც უფრო ადრე დაიწყებს სწავლას, მით უკეთესი იქნება...განაგრძეთ კითხვა