პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა ვიყიდოთ ქართული პროდუქტი? - როგორია "ლიდერფუდის" საწარმო და სტანდარტები
რატომ უნდა ვიყიდოთ ქართული პროდუქტი? - როგორია "ლიდერფუდის" საწარმო და სტანდარტები

”ლი­დერ­ფუ­დის” სა­წარ­მო­ში მე­დი­ა­ტუ­რი გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად, ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა ეტა­პი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და სა­წარ­მოო პრო­ცე­სი­სა და ხორც-პრო­დუქ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღეს.

კომ­პა­ნი­ა­ში სა­წარ­მოო პრო­ცესს სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­უ­ლი გერ­მა­ნე­ლი ტექ­ნო­ლოგ-კონ­სულ­ტან­ტი მარ­სელ ზა­ბერ­ნი­გი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც პა­რა­ლე­ლუ­რად ევ­რო­პის არა­ერთ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მოს უწევს კო­ნულ­ტა­ცი­ას და მათ ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მნა­ში ეხ­მა­რე­ბა.

”ლი­დერ­ფუ­დი” არის ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია, რომ­ლის სა­წარ­მოო პრო­ცე­სი და სტან­დარ­ტე­ბი ევ­რო­პულს უტოლ­დე­ბა. ჩვენ პრო­დუქ­ცი­ას ვა­წარ­მო­ებთ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე გერ­მა­ნი­ი­დან, ევ­რო­პის ერთ-ერთი უდი­დე­სი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მო­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ით. მხო­ლოდ ასე იქ­მნე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ხა­რის­ხი, რო­მე­ლიც ჩვენ გვჭირ­დე­ბა. ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი მა­ღა­ლი ხა­რის­ხია, რაც პრო­დუქ­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ ყვე­ლა­ფერ­ში კი მე ვეხ­მა­რე­ბი კომ­პა­ნი­ას. ჩვენ ერ­თობ­ლი­ვად ვა­კე­თებთ კვლე­ვას, რომ­ლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვი­თაც ახალ პრო­დუქ­ტებს ვქმნით. სწო­რედ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბას. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი ად­გი­ლობ­რი­ვი კო­ლე­გე­ბი მყავს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი. ჩვენ ერ­თად ბევ­რი ახა­ლი პრო­დუქ­ტის შექ­მნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას ვა­პი­რებთ,” - გან­მარ­ტავს ”ლი­დერ­ფუ­დის” ტექ­ნო­ლოგ-კონ­სულ­ტან­ტი მარ­სელ ზა­ბერ­ნი­გი.

მე­დი­ა­ტუ­რის ფარ­გლებ­ში მიწ­ვე­ულ­მა სტუმ­რე­ბა წარ­მო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პი დე­ტა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და გა­იც­ნეს. ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ყვე­ლა­ზე დიდ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მო­ში წარ­მო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პი ცალ­კე ოთახ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყვე­ლა მათ­გან­ში სა­წარ­მოო პრო­ცე­სის­თვის სა­ჭი­რო ტემ­პე­რა­ტუ­რაა და­ცუ­ლი. მა­გა­ლი­თად, სა­მა­ცივ­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც ხორცს ინა­ხა­ვენ, ძა­ლი­ან ცივა. ასე­ვე, საკ­მა­ოდ და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა სა­წყო­ბებ­ში, სა­დაც უკვე მზა პრო­დუქ­ცია ინა­ხე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე მა­დო­ნა კო­ი­ძე სა­წარ­მო არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით მე­ტად კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა.

”სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი სა­წარ­მო არ­სე­ბობს და მე ამით ამა­ყი ვარ. ”ლი­დერ­ფუდ­ში” სა­ნი­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი სრუ­ლად და­ცუ­ლია. აქ ყვე­ლა­ფე­რია იმის­თვის, რომ მწარ­მო­ე­ბელ­მა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი შექ­მნას. ზო­გა­დად, ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა და ის კარ­გად ერ­კვე­ვა ხა­რის­ხი­სა და უვ­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­წარ­მოს პო­ზი­ტი­ურ შე­ფა­სე­ბას მის­ცე­მენ. მე პი­რა­დად კი ვი­სურ­ვებ­დი, რომ ”ლი­დერ­ფუ­დის” სა­წარ­მო­დან ბევ­რმა კომ­პა­ნი­ამ აი­ღოს მა­გა­ლი­თი და მსგავ­სი დო­ნის ბევ­რი ქარ­ხა­ნა გა­იხ­სნას სა­ქარ­თვე­ლო­ში,” - გან­მარ­ტავს მა­დო­ნა კო­ი­ძე.

„ლი­დერ­ფუ­დის“ ახა­ლი სა­წარ­მო, რო­მე­ლიც 2017 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­იხ­სნა, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ა­გენ­ტოს „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით ამოქ­მედ­და. პრო­ექ­ტში 22 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ეს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც თა­ვად კომ­პა­ნი­ის­თვის, ისე ქვეყ­ნის­თვის.

ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტი გოგა ჩა­ნა­დი­რი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, ”ლი­დერ­ფუ­დის” სა­წარ­მოს გაზ­რდილ მას­შტა­ბებს მე­ტად და­დე­ბი­თად აფა­სებს.

”რაც უფრო მეტი სა­წარ­მო შე­იქ­მნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქვეყ­ნის სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბა მით უფრო გა­მოს­წორ­დე­ბა, და­ბა­ლანსდე­ბა ზღვა­რი ექ­სპორ­ტსა და იმ­პორ­ტს შო­რის, ნაკ­ლე­ბი ვა­ლუ­ტა გა­ე­დი­ნე­ბა უცხო­ეთ­ში, რაც ეკო­ნო­მი­კა­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. მეტი ადა­მი­ა­ნი და­საქმდე­ბა. მას­შტა­ბუ­რია იმის გა­აზ­რე­ბა, თუ რა­ტომ უნდა ვი­ყი­დოთ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა კარ­გად გა­ი­აზ­როს. რაც შე­ე­ხე­ბა ”ლი­დერ­ფუდს”, ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ მას, რად­გან აქ იქ­მნე­ბა კარ­გი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი, კარ­გი სა­მუ­შაო გა­რე­მოა შექ­მნი­ლი და ბევ­რი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. ”ლი­დერ­ფუ­დის” პრო­დუქ­ცი­ის ყიდ­ვით ჩვენ მათ ოჯა­ხებს გა­ვაძ­ლი­ე­რებთ, შემ­დეგ კი ისი­ნი სხვებს გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ. ეს სა­ბო­ლო­ოდ საკ­მა­ოდ დიდ ჯაჭ­ვად იქ­ცე­ვა, რაც სა­ბო­ლო­ოდ ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა,” - გან­მარ­ტავს გოგო ჩა­ნა­დი­რი.

”ლი­დერ­ფუ­დის” სა­წარ­მოს ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ბა­ზარ­ზე ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია. ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც 5 600 კვად­რა­ტულ მეტრ ფარ­თობ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, უახ­ლე­სი ევ­რო­პუ­ლი აპა­რა­ტუ­რი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი. სა­წარ­მო პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბი­სას ქარ­თულ და ევ­რო­პულ ნედ­ლე­ულს იყე­ნებს. კომ­პა­ნი­ას ნედ­ლე­უ­ლით გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია Tönnies ამა­რა­გებს, რო­მე­ლიც ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ერთ-ერთ უდი­დეს მომ­წო­დებ­ლად ით­ვლე­ბა. უშუ­ა­ლოდ წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში 520 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნია დის­ტრი­ბუ­ცი­ას უახ­ლე­სი მან­ქა­ნა-მა­ცივ­რე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს.

”ლი­დერ­ფუ­დის” მარ­კე­ტინ­გის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ირი­ნა კე­ი­დი­ას გან­მარ­ტე­ბით, კომ­პა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ბაზ­რის 35-40% უკა­ვია.

”ჩვე­ნი დღი­უ­რი წარ­მო­ე­ბა 30 ტო­ნაა. მომ­ხმა­რე­ბელს 100-მდე სა­ხე­ო­ბის პრო­დუქტს ვთა­ვა­ზობთ. რო­გორც წარ­მო­ე­ბის, ისე დის­ტრი­ბუ­ცი­ის პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ცავთ სტან­დარ­ტებს, რო­მე­ლიც ევ­რო­პულ დო­ნეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ზო­გა­დად კი, ახა­ლი სა­წარ­მო უამ­რავ შე­საძ­ლე­ბო­ბას გვთა­ვა­ზობს. შე­სა­ბა­მი­სად, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია ჩვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი. დღეს მე­დი­ა­ტუ­რის ფარ­გლებ­ში წარ­ვად­გენთ სპე­ცი­ა­ლუ­რად გრი­ლის­თვის შექ­მნილ პრო­დუქტს, რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის­თვის მო­ვუმ­ზა­დეთ მომ­ხმა­რე­ბელს,” - გან­მარ­ტავს ირი­ნა კე­ი­დია.

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ”ლი­დერ­ფუ­დი” ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­საც და­ი­წყებს.

ბადრი
0

შევიძინე სალიამი. ამ სახელწოდების ძეხვს მრავალი ქვეანა უშვებს ბაგრამ ეს განსხვავებულია, ქათმის ხორცი+ღორის ცხიმი+ მემდელეევის ელემენტთა ცხრილი. ფასი?-მოგეცათ ლხენა. მყიდველი შეცდომაში ნუ შეგყავთ-სახელი შეუცვალეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რატომ უნდა ვიყიდოთ ქართული პროდუქტი? - როგორია "ლიდერფუდის" საწარმო და სტანდარტები

რატომ უნდა ვიყიდოთ ქართული პროდუქტი? - როგორია "ლიდერფუდის" საწარმო და სტანდარტები

”ლიდერფუდის” საწარმოში მედიატური გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ჟურნალისტებთან ერთად, ხარისხის კონტროლის სფეროს წარმომადგენლებმა წარმოების ყველა ეტაპი დაათვალიერეს და საწარმოო პროცესისა და ხორც-პროდუქტების რეალიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

კომპანიაში საწარმოო პროცესს სპეციალურად მოწვეული გერმანელი ტექნოლოგ-კონსულტანტი მარსელ ზაბერნიგი ხელმძღვანელობს, რომელიც პარალელურად ევროპის არაერთ ხორცპროდუქტების საწარმოს უწევს კონულტაციას და მათ ახალი პროდუქტების შექმნაში ეხმარება.

”ლიდერფუდი” არის ქართული კომპანია, რომლის საწარმოო პროცესი და სტანდარტები ევროპულს უტოლდება. ჩვენ პროდუქციას ვაწარმოებთ როგორც ადგილობრივი, ისე გერმანიიდან, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ხორცპროდუქტების საწარმოდან იმპორტირებული პროდუქციით. მხოლოდ ასე იქმნება გარანტირებული ხარისხი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მაღალი ხარისხია, რაც პროდუქციის უსაფრთხოებას გულისხმობს. ამ ყველაფერში კი მე ვეხმარები კომპანიას. ჩვენ ერთობლივად ვაკეთებთ კვლევას, რომლის შედეგების მიხედვითაც ახალ პროდუქტებს ვქმნით. სწორედ თანამშრომლები განაპირობებენ კომპანიის წარმატებას. მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგი ადგილობრივი კოლეგები მყავს, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში არიან ჩართული. ჩვენ ერთად ბევრი ახალი პროდუქტის შექმნასა და განვითარებას ვაპირებთ,” - განმარტავს ”ლიდერფუდის” ტექნოლოგ-კონსულტანტი მარსელ ზაბერნიგი.

მედიატურის ფარგლებში მიწვეულმა სტუმრება წარმოების თითოეული ეტაპი დეტალურად დაათვალიერეს და გაიცნეს. ამიერკავკასიის ყველაზე დიდ ხორცპროდუქტების საწარმოში წარმოების თითოეული ეტაპი ცალკე ოთახში მიმდინარეობს. ყველა მათგანში საწარმოო პროცესისთვის საჭირო ტემპერატურაა დაცული. მაგალითად, სამაცივრე განყოფილებაში, სადაც ხორცს ინახავენ, ძალიან ცივა. ასევე, საკმაოდ დაბალი ტემპერატურაა საწყობებში, სადაც უკვე მზა პროდუქცია ინახება.

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე საწარმო არსებული სიტუაციით მეტად კმაყოფილი დარჩა.

”საბედნიეროდ, საქართველოში ასეთი საწარმო არსებობს და მე ამით ამაყი ვარ. ”ლიდერფუდში” სანიტარული პირობები სრულად დაცულია. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ მწარმოებელმა მაღალი ხარისხის პროდუქტი შექმნას. ზოგადად, ქართველი მომხმარებელი ძალიან მგრძნობიარეა და ის კარგად ერკვევა ხარისხისა და უვნებლობის საკითხებში. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, საწარმოს პოზიტიურ შეფასებას მისცემენ. მე პირადად კი ვისურვებდი, რომ ”ლიდერფუდის” საწარმოდან ბევრმა კომპანიამ აიღოს მაგალითი და მსგავსი დონის ბევრი ქარხანა გაიხსნას საქართველოში,” - განმარტავს მადონა კოიძე.

„ლიდერფუდის“ ახალი საწარმო, რომელიც 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით ამოქმედდა. პროექტში 22 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული წარმოების განვითარება მეტად მნიშვნელოვანია როგორც თავად კომპანიისთვის, ისე ქვეყნისთვის.

ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი, რომელიც ქართული წარმოების განსაკუთრებული გულშემატკივარია, ”ლიდერფუდის” საწარმოს გაზრდილ მასშტაბებს მეტად დადებითად აფასებს.

”რაც უფრო მეტი საწარმო შეიქმნება საქართველოში, ქვეყნის საერთო მდგომარეობა მით უფრო გამოსწორდება, დაბალანსდება ზღვარი ექსპორტსა და იმპორტს შორის, ნაკლები ვალუტა გაედინება უცხოეთში, რაც ეკონომიკაზე დადებითად აისახება. მეტი ადამიანი დასაქმდება. მასშტაბურია იმის გააზრება, თუ რატომ უნდა ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და აუცილებელია, რომ თითოეულმა ადამიანმა კარგად გაიაზროს. რაც შეეხება ”ლიდერფუდს”, ძალიან ვგულშემატკივრობ მას, რადგან აქ იქმნება კარგი ქართული პროდუქტი, კარგი სამუშაო გარემოა შექმნილი და ბევრი ადამიანია დასაქმებული. ”ლიდერფუდის” პროდუქციის ყიდვით ჩვენ მათ ოჯახებს გავაძლიერებთ, შემდეგ კი ისინი სხვებს გააძლიერებენ. ეს საბოლოოდ საკმაოდ დიდ ჯაჭვად იქცევა, რაც საბოლოოდ ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება,” - განმარტავს გოგო ჩანადირი.

”ლიდერფუდის” საწარმოს ამიერკავკასიის ბაზარზე ანალოგი არ გააჩნია. ქარხანა, რომელიც 5 600 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული, უახლესი ევროპული აპარატურითაა აღჭურვილი. საწარმო პროდუქციის წარმოებისას ქართულ და ევროპულ ნედლეულს იყენებს. კომპანიას ნედლეულით გერმანული კომპანია Tönnies ამარაგებს, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ერთ-ერთ უდიდეს მომწოდებლად ითვლება. უშუალოდ წარმოების პროცესში 520 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, კომპანია დისტრიბუციას უახლესი მანქანა-მაცივრებით ახორციელებს.

”ლიდერფუდის” მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის ირინა კეიდიას განმარტებით, კომპანიას საქართველოს ხორცპროდუქტების ბაზრის 35-40% უკავია.

”ჩვენი დღიური წარმოება 30 ტონაა. მომხმარებელს 100-მდე სახეობის პროდუქტს ვთავაზობთ. როგორც წარმოების, ისე დისტრიბუციის პროცესში მაქსიმალურად ვიცავთ სტანდარტებს, რომელიც ევროპულ დონეს შეესაბამება. ზოგადად კი, ახალი საწარმო უამრავ შესაძლებობას გვთავაზობს. შესაბამისად, მრავალფეროვანია ჩვენი სამომავლო გეგმები. დღეს მედიატურის ფარგლებში წარვადგენთ სპეციალურად გრილისთვის შექმნილ პროდუქტს, რომელიც ზაფხულის სეზონისთვის მოვუმზადეთ მომხმარებელს,” - განმარტავს ირინა კეიდია.

უახლოეს მომავალში ”ლიდერფუდი” ნახევარფაბრიკატების წარმოებასაც დაიწყებს.

„ჩემი ახლობელი ფიქრობს, რომ ბილ გეიტსი კაცობრიობას დაჩიპავს“. როგორ მოვიქცე?

გლობალური სტარტაპ ფონდის ინვესტორებთან შეხვედრისთვის, სტარტაპების რეგისტრაცია დაიწყო

რა არის და როგორ უწყობს ხელს საკონკურსო პროექტი "დიდგორელი" განათლებას?