საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია დაიწყო
„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია დაიწყო

სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო „მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ში“ რე­გის­ტრა­ცი­ას აცხა­დებს. რე­გის­ტრა­ცია სა­ა­გენ­ტოს ვებ-გვერ­დზე www.acda.gov.ge 23 აპ­რი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე წლის 11 მა­ი­სის 18:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბის­თვის ყუ­რძნის პირ­ვე­ლა­დი გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო სა­წარ­მოო და­ნად­გა­რე­ბის გა­და­ე­ცე­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე კო­ო­პე­რა­ტი­ვის წევ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ სარ­გე­ბე­ლი ყუ­რძნის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გარ­და, უკვე ღვი­ნის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან მი­ი­ღონ.

პროგ­რა­მით დად­გე­ნი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კო­ო­პე­რა­ტი­ვის არა­ნაკ­ლებ 20 მე­პა­ი­ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, თი­თო­ე­ულს სა­კუთ­რე­ბა­ში უნდა გა­აჩ­ნდეს ან/და სა­პა­იო შე­ნა­ტა­ნის სა­ხით კო­ო­პე­რა­ტივ­ში შე­ტა­ნი­ლი უნდა ქონ­დეს მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­ში 0,1 ჰა, ხოლო და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 0,3 ჰა ფარ­თო­ბი ვე­ნა­ხი, რო­მელ­შიც გა­შე­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს ვა­ზის ნე­ბა­დარ­თუ­ლი ჯი­შე­ბი.

კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კო­ო­პე­რა­ტივს 100 ტონა ყუ­რძნის პირ­ვე­ლა­დი გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გა­და­ე­ცე­მა, ხოლო კო­ო­პე­რა­ტივ­მა - გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მოს შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის მო­წყო­ბა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს.

გა­სულ წელს კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, თე­ლა­ვი­სა და ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ყუ­რძნის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი 3 კო­ო­პე­რა­ცი­უ­ლი სა­წარ­მო გა­იხ­სნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია დაიწყო

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია დაიწყო

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაციას აცხადებს. რეგისტრაცია სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge 23 აპრილიდან მიმდინარე წლის 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

სახელმწიფო პროგრამა კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაეცემას ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი ყურძნის რეალიზაციის გარდა, უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.

პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 20 მეპაიეს ინდივიდუალურად, თითოეულს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ქონდეს მაღალმთიან რეგიონში 0,1 ჰა, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე 0,3 ჰა ფართობი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს ვაზის ნებადართული ჯიშები.

კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა - გადამამუშავებელი საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა უნდა უზრუნველყოს.

გასულ წელს კახეთის რეგიონში, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ