პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის მდივანი - საპატრიარქო მხარს დაუჭერს კანონპროექტის მიღებას, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება
პატრიარქის მდივანი - საპატრიარქო მხარს დაუჭერს კანონპროექტის მიღებას, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო მხარს და­უ­ჭერს კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბას, რომ­ლი­თაც რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით დას­ჯა­დი გახ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა, დე­კა­ნოზ­მა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა გა­ნუ­ცხა­და.

„ჩვენ მხარს და­ვუ­ჭერთ კა­ნონპ­რო­ექტს, რომ­ლი­თაც რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა დას­ჯა­დი გახ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, შევ­ხვდე­ბით იდე­ის ავ­ტო­რებს და დე­ტა­ლებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ. გვაქვს ზო­გა­დი წარ­მოდ­გე­ნა, რომ ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი კა­ნო­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა და­ნერ­გი­ლია“, – გა­ნა­ცხა­და მამა მი­ქა­ელ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო თვლის, რომ და­უშ­ვე­ვე­ლია რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა არა მხო­ლოდ მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ­მა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო არ თვლის და მას ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია არ გა­ნუ­ცხა­დე­ბია, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბა რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წი­ნა­შე სა­კი­თხი ასე არ დგას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყო­ველ­თვის ზედ­მი­წევ­ნით სი­ზუს­ტით გა­მო­იკ­ვე­თოს სა­პატ­რი­არ­ქოს პო­ზი­ცია. ეს არ არის სა­პატ­რი­არ­ქოს ინი­ცი­ა­ტი­ვა, ეს არ არის სა­პატ­რი­არ­ქოს კა­ნონპ­რო­ექ­ტი. სა­პატ­რი­არ­ქოს ყო­ველ­გვა­რი ჩარ­თუ­ლო­ბა, მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ერ­თო სი­კე­თეს და არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლად იმას, რაც უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას. როცა სა­უ­ბა­რია რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო თვლის, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა არა მხო­ლოდ მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის, არა მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მრევლს შე­ად­გენს - იქ­ნე­ბა ეს იუ­და­უ­რი თემი, მუს­ლი­მუ­რი თემი, სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია, იქ­ნე­ბა ბაპ­ტის­ტუ­რი თემი თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს აქვს ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ზი­ცია, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია სხვი­სი რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო არ თვლის და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია არ გა­ნუ­ცხა­დე­ბია, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს აქვს ასე­თი პო­ზი­ცია, რომ სა­ჭი­როა ამ სა­კი­თხზე ფიქ­რი, სა­ჭი­როა ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მამა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბი არის უაღ­რე­სად სა­თუ­თი სა­კი­თხი.

„სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ძა­ლი­ან დიდ როლს თა­მა­შობს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ში და ეს ბუ­ნებ­რი­ვია. ამ­დე­ნად ვფიქ­რობთ, რომ სა­ჭი­როა გარ­კვე­ულ მიზ­ნამ­დე მის­ვლა და მსჯე­ლო­ბა. სა­ჭი­როა შე­მუ­შავ­დეს პრინ­ცი­პე­ბი და გარ­კვე­უ­ლი ორი­ენ­ტი­რე­ბი, რომ ერ­თის მხრივ და­ცუ­ლი იყოს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ამას არა­ვი­თა­რი გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვა არ და­ე­მუქ­როს. ეს არის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყოს და­ცუ­ლი, მაგ­რამ ამა­ვე დროს ძა­ლი­ან მკა­ფიო და მკვეთ­რი ზღვა­რი გა­ევ­ლოს იმას, თუ რა არის ეს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და რა არის რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა. რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა ყო­ველ­თვის იწ­ვევს და­პი­რის­პი­რე­ბას. ეს და­პი­რის­პი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან გაღ­რმავ­დეს, რაც უაღ­რე­სად სა­ზი­ა­ნო იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცია სწო­რედ ამას გუ­ლის­ხმობს, რომ რო­გორ­ღაც ოქ­როს შუ­ა­ლე­დი უნდა იყოს და­ცუ­ლი. და­უშ­ვე­ბე­ლია რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა, მაგ­რამ ამა­ვე დროს რა თქმა უნდა და­ცუ­ლი უნდა იყოს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ზვი­ა­და­ძემ.

ამას­თან, პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერს არ მი­აჩ­ნია, რომ სა­სუ­ლი­ე­რი პირს არ უნდა შე­ე­ხოს რა­ი­მე კა­ნო­ნი.

„ვფიქ­რობთ, რომ კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რია და ასე­თი კა­ნო­ნის შე­მუ­შა­ვე­ბას ყო­ველ­თვის თა­ვი­სი რის­კე­ბი ახ­ლავს. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს გა­მო­რი­ცხუ­ლი ყვე­ლა რის­კი“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ.

ფრაქ­ცია „სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტე­ბის“ წევ­რის, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა ხდე­ბა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტეტ­მა პრო­ექტს იდე­ის დო­ნე­ზე მხა­რი და­უ­ჭი­რა. გა­და­წყდა, რომ შე­იქ­მნე­ბა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში პრო­ექ­ტი გა­და­მუ­შავ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

პატრიარქის მდივანი - საპატრიარქო მხარს დაუჭერს კანონპროექტის მიღებას, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება

პატრიარქის მდივანი - საპატრიარქო მხარს დაუჭერს კანონპროექტის მიღებას, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება

საქართველოს საპატრიარქო მხარს დაუჭერს კანონპროექტის მიღებას, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ კანონპროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება. სავარაუდოდ, შევხვდებით იდეის ავტორებს და დეტალებზე ვისაუბრებთ. გვაქვს ზოგადი წარმოდგენა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ასეთი კანონის პრაქტიკაში გამოყენება დანერგილია“, – განაცხადა მამა მიქაელმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს საპატრიარქო თვლის, რომ დაუშვეველია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არა მხოლოდ მართლმადიდებლების, არამედ ნებისმიერი სხვა რელიგიური აღმსარებლობის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქო არ თვლის და მას ოფიციალური პოზიცია არ განუცხადებია, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.

„საქართველოს საპატრიარქოს წინაშე საკითხი ასე არ დგას. აუცილებელია ყოველთვის ზედმიწევნით სიზუსტით გამოიკვეთოს საპატრიარქოს პოზიცია. ეს არ არის საპატრიარქოს ინიციატივა, ეს არ არის საპატრიარქოს კანონპროექტი. საპატრიარქოს ყოველგვარი ჩართულობა, მისი დამოკიდებულება ითვალისწინებს საერთო სიკეთეს და არა მხოლოდ კონკრეტულად იმას, რაც უკავშირდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. როცა საუბარია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს საპატრიარქო თვლის, რომ დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არა მხოლოდ მართლმადიდებლების, არა მხოლოდ იმ ადამიანების, რომლებიც საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მრევლს შეადგენს - იქნება ეს იუდაური თემი, მუსლიმური თემი, სომხური სამოციქულო ეკლესია, იქნება ბაპტისტური თემი თუ ნებისმიერი სხვა რელიგიური აღმსარებლობა. საქართველოს საპატრიარქოს აქვს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ დაუშვებელია სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. საქართველოს საპატრიარქო არ თვლის და ოფიციალური პოზიცია არ განუცხადებია, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება ამასთან დაკავშირებით. საქართველოს საპატრიარქოს აქვს ასეთი პოზიცია, რომ საჭიროა ამ საკითხზე ფიქრი, საჭიროა ამ საკითხზე მსჯელობა“, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მისივე თქმით, რელიგიური გრძნობები არის უაღრესად სათუთი საკითხი.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებასა და სტაბილურობაში და ეს ბუნებრივია. ამდენად ვფიქრობთ, რომ საჭიროა გარკვეულ მიზნამდე მისვლა და მსჯელობა. საჭიროა შემუშავდეს პრინციპები და გარკვეული ორიენტირები, რომ ერთის მხრივ დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება და ამას არავითარი გარკვეული შეზღუდვა არ დაემუქროს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს ძალიან მკაფიო და მკვეთრი ზღვარი გაევლოს იმას, თუ რა არის ეს გამოხატვის თავისუფლება და რა არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოველთვის იწვევს დაპირისპირებას. ეს დაპირისპირება შეიძლება ძალიან გაღრმავდეს, რაც უაღრესად საზიანო იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და საქართველოს ეკლესიის პოზიცია სწორედ ამას გულისხმობს, რომ როგორღაც ოქროს შუალედი უნდა იყოს დაცული. დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება“, - აღნიშნა ზვიადაძემ.

ამასთან, პროტოპრესვიტერს არ მიაჩნია, რომ სასულიერი პირს არ უნდა შეეხოს რაიმე კანონი.

„ვფიქრობთ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ასეთი კანონის შემუშავებას ყოველთვის თავისი რისკები ახლავს. მაქსიმალურად უნდა იყოს გამორიცხული ყველა რისკი“, - აღნიშნა გიორგი ზვიადაძემ.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პროექტს იდეის დონეზე მხარი დაუჭირა. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში პროექტი გადამუშავდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ