პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდაურში დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმე - ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანს სააპელაციომ 3 წელი შეუფარდა
გუდაურში დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმე - ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანს სააპელაციომ 3 წელი შეუფარდა

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გუ­და­ურ­ში სრი­ა­ლის დროს შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად 12 წლის სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­ა­უქ­მა და 12 წლის გო­გო­ნას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ანს 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სრი­ა­ლებ­და, რა­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მო­იწ­ვია.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას ბრალ­დე­ბუ­ლი არ ეს­წრე­ბო­და, რად­გან ოჯა­ხის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სა­ზღვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად იმ­ყო­ფე­ბა. დაც­ვის მხა­რე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­უ­სა­ბუ­თე­ბელს უწო­დებს და მის გა­სა­ჩივ­რე­ბას გეგ­მავს.

„ვე­ლო­დე­ბით გა­ნა­ჩე­ნის სა­მო­ტი­ვა­ციო ნა­წილს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რით და­ა­სა­ბუ­თებს სა­სა­მარ­თლო ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ბრა­ლე­უ­ლო­ბას. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკა­ნო­ნო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია, ამი­ტომ მას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა თენ­გიზ ხა­რე­ბა­ვამ.

12 წლის სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლის დე­დის ნინო ჟვა­ნი­ას თქმით, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მის­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

„გარ­და იმი­სა, რომ სა­მარ­თა­ლი აღ­სრულ­და, ეს არის გარ­დამ­ტე­ხი, ჩვენს სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბის ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით, მათი უსაფრ­თხო­ე­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის და გაფრ­თხი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რულ­დეს ნას­ვა­მი ადა­მი­ა­ნე­ბის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­ცი­ე­ლი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სებ­ზე, რო­მელ­საც ეწი­რე­ბა უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხი“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ჟვა­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ყოფ­ნას, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დე­დას იმე­დი აქვს, რომ გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვად დაბ­რუნ­დე­ბა და სას­ჯელს მო­იხ­დის.

„ბრალ­დე­ბულ­მა უნდა მო­ი­ხა­დოს სას­ჯე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად და ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი დათ­ვურ სამ­სა­ხურს არ გა­უ­წე­ვენ ამ ადა­მი­ანს და კი­დევ უფრო არ და­უმ­ძი­მე­ბენ ბრალს. დიდი იმე­დი მაქვს ჩა­მო­ვა და მო­იხ­დის სას­ჯელს“, - გა­ნა­ცხა­და ჟვა­ნი­ამ.

იხი­ლეთ ვი­დეო: ხმა­უ­რი სა­სა­მარ­თლო­ში - 20 წლის ბიჭს, რო­მე­ლიც 12 წლის გო­გო­ნას და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი გახ­და, 3 წლით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და

გუდაურში დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმე - ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანს სააპელაციომ 3 წელი შეუფარდა

გუდაურში დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმე - ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანს სააპელაციომ 3 წელი შეუფარდა

სააპელაციო სასამართლომ გუდაურში სრიალის დროს შეჯახების შედეგად 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო.

მეორე ინსტანციის სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და 12 წლის გოგონას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურის მტკიცებით, ლიპარტელიანი სათხილამურო ტრასაზე ნასვამ მდგომარეობაში სრიალებდა, რამაც აღნიშნული შემთხვევა გამოიწვია.

განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა, რადგან ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის საზღვარგარეთ სასწავლებლად იმყოფება. დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს და მის გასაჩივრებას გეგმავს.

„ველოდებით განაჩენის სამოტივაციო ნაწილს. საინტერესოა, რით დაასაბუთებს სასამართლო ლიპარტელიანის ბრალეულობას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ამიტომ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - განაცხადა ლიპარტელიანის ადვოკატმა თენგიზ ხარებავამ.

12 წლის სალომე ტატიშვილის დედის ნინო ჟვანიას თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოსალოდნელი იყო.

„გარდა იმისა, რომ სამართალი აღსრულდა, ეს არის გარდამტეხი, ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ადამიანების და განსაკუთრების ბავშვების სიცოცხლის დაცვის თვალსაზრისით, მათი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის და გაფრთხილების თვალსაზრისით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ნასვამი ადამიანების უპასუხისმგებლო საქციელი სათხილამურო ტრასებზე, რომელსაც ეწირება უდანაშაულო ხალხი“, - განაცხადა ნინო ჟვანიამ.

რაც შეეხება ბრალდებულის საქართველოში არ ყოფნას, გარდაცვლილი გოგონას დედას იმედი აქვს, რომ გიორგი ლიპარტელიანი საქართველოში თავად დაბრუნდება და სასჯელს მოიხდის.

„ბრალდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი აუცილებლად და ძალიან დიდი იმედი მაქვს, მისი ოჯახის წევრები დათვურ სამსახურს არ გაუწევენ ამ ადამიანს და კიდევ უფრო არ დაუმძიმებენ ბრალს. დიდი იმედი მაქვს ჩამოვა და მოიხდის სასჯელს“, - განაცხადა ჟვანიამ.

იხილეთ ვიდეო: ხმაური სასამართლოში - 20 წლის ბიჭს, რომელიც 12 წლის გოგონას დაღუპვის მიზეზი გახდა, 3 წლით პატიმრობა შეეფარდა

ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

"გოგონას კორპუსთან დახვდა და კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა..." - პროკურატურა ვახო ჭუმბურიძის შვილის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს

გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმე - ბრალდებულის ექსტრადირება 4 წლის შემდეგ განხორციელდა