პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც სომხეთის რეალობას ცვლის?
ვინ არის ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც სომხეთის რეალობას ცვლის?

სულ რა­ღაც ორი კვი­რის წინ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის ხმა­უ­რი­ა­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. ახლა ის სომ­ხე­თის "ხა­ვერ­დო­ვა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ის" სა­ხეა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან პო­ლი­ტი­კოსს და­უ­პი­რის­პირ­და და მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით რამ­დე­ნი­მე დღე­ში მისი დაძ­ლე­ვაც შეძ­ლო.

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი­სა და ამ­ჟა­მად უკვე ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სერჟ სარ­გსი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­დად­გო­მით დაგ­ვირ­გვინ­და.

ფა­ში­ნი­ა­ნი ამ მიზ­ნის­კენ უკვე 12 წე­ლია მი­დის, თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვას კი­დევ ბევ­რი აშო­რებს, რად­გან მისი თქმით, ნამ­დვი­ლი რე­ვო­ლუ­ცია ახლა იწყე­ბა - "სერჟ სარ­გსი­ა­ნის მმარ­თვე­ლო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა რთუ­ლი არ იყო, გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი იქ­ნე­ბა საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კურ მსვლე­ლო­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სის­ტე­მის დამ­სხვრე­ვა"- გან­მარ­ტა ფა­ში­ნი­ან­მა.

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ფიქ­რო­ბენ, მსგავ­სი სტარ­ტის შემ­დეგ ფა­ში­ნი­ა­ნი მო­ა­ხერ­ხებს და სომ­ხე­თის პო­ლი­ტი­კის ავან­სცე­ნა­ზე დარ­ჩე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა ვინ არის სომ­ხე­თის "ხა­ვერ­დო­ვა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ის" ლი­დე­რი?

თა­ვი­სი ზრდას­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი 42 წლის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა ბა­რი­კა­დებ­თან გა­ა­ტა­რა და, რო­გორც წესი, სომ­ხე­თის პო­ლი­ტი­კის კუ­ლი­სებ­ში უფრო იყო ვიდ­რე სცე­ნა­ზე. თუმ­ცა თა­ვი­სი საპ­რო­ტეს­ტო ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ის პრო­პა­გა­ნა­დას ყო­ველ­თვის მშვი­დო­ბი­ან მსვლე­ლო­ბებს უწევ­და. 2007 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, მჯდო­მა­რე აქ­ცია მო­ა­წყო. 2 წლის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვად ჩა­ბარ­და და თით­ქმის 2 წელი ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რა, მაგ­რამ არას­დროს უღი­ა­რე­ბია 2008 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და ამ პრო­ცეს­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ვინ არის ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც სომხეთის რეალობას ცვლის?

ვინ არის ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც სომხეთის რეალობას ცვლის?

სულ რაღაც ორი კვირის წინ ნიკოლ ფაშინიანი მცირერიცხოვანი ოპოზიციური ძალის ხმაურიანი წარმომადგენელი იყო. ახლა ის სომხეთის "ხავერდოვანი რევოლუციის" სახეა. ადამიანი, რომელიც ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს დაუპირისპირდა და მშვიდობიანი გზით რამდენიმე დღეში მისი დაძლევაც შეძლო.

ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს ჩაუდგა სათავეში. მრავალათასიანი მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა, საბოლოო ჯამში, მთავრობის მეთაურის ნებაყოფლობით გადადგომით დაგვირგვინდა.

ფაშინიანი ამ მიზნისკენ უკვე 12 წელია მიდის, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სასურველი შედეგის მიღწევას კიდევ ბევრი აშორებს, რადგან მისი თქმით, ნამდვილი რევოლუცია ახლა იწყება - "სერჟ სარგსიანის მმართველობით უკმაყოფილო ადამიანების მობილიზება რთული არ იყო, გაცილებით რთული იქნება საპროტესტო მსვლელობის პოლიტიკურ მსვლელობად ჩამოყალიბება და ათწლეულების განმავლობაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის დამსხვრევა"- განმარტა ფაშინიანმა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, მსგავსი სტარტის შემდეგ ფაშინიანი მოახერხებს და სომხეთის პოლიტიკის ავანსცენაზე დარჩება.

საინტერესოა ვინ არის სომხეთის "ხავერდოვანი რევოლუციის" ლიდერი?

თავისი ზრდასრული ცხოვრების დიდი ნაწილი 42 წლის ოპოზიციონერმა ბარიკადებთან გაატარა და, როგორც წესი, სომხეთის პოლიტიკის კულისებში უფრო იყო ვიდრე სცენაზე. თუმცა თავისი საპროტესტო ისტორიის განმავლობაში ის პროპაგანადას ყოველთვის მშვიდობიან მსვლელობებს უწევდა. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მჯდომარე აქცია მოაწყო. 2 წლის შემდეგ ხელისუფლებას თავად ჩაბარდა და თითქმის 2 წელი ციხეში გაატარა, მაგრამ არასდროს უღიარებია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მასობრივი არეულობის ორგანიზება და ამ პროცესში თანამონაწილეობა წაიკითხეთ ვრცლად

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე