პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ შეიძლება, საჭმლის მომზადება არ იცოდე?" - გემრიელი კერძების რეცეპტები სოფო ხალვაშისგან
"როგორ შეიძლება, საჭმლის მომზადება არ იცოდე?" - გემრიელი კერძების რეცეპტები სოფო ხალვაშისგან

მომ­ღე­რა­ლი სოფო ხალ­ვა­ში მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში, ბა­თუმ­ში აქ­ტი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი - უქ­მე­ებ­ზე აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნია, გარ­და ამი­სა, ახალ სიმ­ღე­რებ­ზე, პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს და ბენდთან ერ­თად, მსმე­ნელს და­ხუ­რულ სა­ღა­მო­ებ­ზეც ატ­კბობს. კა­რი­ე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ცხა­დია, მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს ოჯახ­სა და შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვას უთ­მობს. სოფო ამ­ჯე­რად გან­სხვა­ვე­ბულ ამ­პლუ­ა­ზე - დი­ა­სახ­ლი­სო­ბა­ზე, შვი­ლებ­ზე, კუ­ლი­ნა­რი­ა­სა და ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

"მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ კარ­გი კუ­ლი­ნა­რი ვარ"

- კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე და­უს­რუ­ლებ­ლად შე­მიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კო, რად­გან ეს საქ­მე მარ­თლაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ყო­ველ­თვის რა­ღა­ცებს ვი­გო­ნებ, რა­ი­მე ერთ რე­ცეპტ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არას­დროს ვარ და სულ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი გა­მომ­დის. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, კარ­გი კუ­ლი­ნა­რი ხარო. ოჯახ­ში ყო­ველ­თვის მაქვს ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი და მე­გობ­რე­ბიც ხში­რად მსტუმ­რო­ბენ. "რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა არ იცო­დე?"- ოჯახ­ში, სა­დაც კერ­ძე­ბი მზად­დე­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, არ მო­გინ­დეს ამ პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თო და რა­ღაც გა­ა­კე­თო, მით უმე­ტეს, ბავ­შვებს თუ უყ­ვართ ეს. კვერ­ცხის შეწ­ვა არ ვი­ციო, რომ ამ­ბო­ბენ, ეს ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რად­გან ადა­მი­ა­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი "მი­მარ­თუ­ლე­ბა" კვე­ბაა, მის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია არ­სე­ბო­ბა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მომ­ზა­დე­ბა არ იცო­დე? ჩემი აზ­რით, ადრე უფრო იყო ეს ტენ­დენ­ცია, რომ თით­ქოს ამა­ყობ­დნენ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში არაფ­რის ცოდ­ნით, თო­რემ ახლა პი­რი­ქით, ვინც გემ­რი­ე­ლად ამ­ზა­დებს, მა­გა­რია, ვა­ფა­სებ ასეთ ხალ­ხს. ბევ­რი გა­და­ცე­მაც გაჩ­ნდა ტე­ლე­სივ­რცე­ში. ბოლო დროს ყვე­ლა ცდი­ლობს თქვას, რომ რა­ღაც შე­მიძ­ლი­აო.სულ ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ ამ­ზა­დებ­და დედა, თვი­თო­ნაც ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას მა­ვა­ლებ­და, პრო­ცეს­ში რომ ჩა­ვერ­თე და მეც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ­დი. ხში­რად, მშობ­ლე­ბი აშა­ვე­ბენ, არ უყ­ვართ, როცა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მათ­თან ერ­თად სხვაც ტრი­ა­ლებს და ბავ­შვებს უკ­რძა­ლა­ვენ, არ აკა­რე­ბენ, თა­ვი­დან იშო­რე­ბენ. ალ­ბათ, ესე­ცაა პრობ­ლე­მა, რომ მერე, ზრდას­რულ ასაკ­ში საჭ­მლის კე­თე­ბა არ იცი­ან. დედა მა­ვა­ლებ­და, მას­წავ­ლი­და, რა რო­გორ გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ასე და­მა­მახ­სოვ­რდა, ნამ­ცხვრე­ბის ცხო­ბაც ასე ვის­წავ­ლე.აღ­დგო­მი­სა და შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვხვდე­ბით. შო­ბას ყო­ველ­თვის ჩვენ­თან ვიკ­რი­ბე­ბით ოჯახ­ში - მე­გობ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი და დიდი ვახ­შა­მი იმარ­თე­ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს დღე.

"ლო­კო­კი­ნა და გვე­ლი ვე­რას­დროს გავ­სინ­ჯე..."

- ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, სა­დაც ჩავ­დი­ვარ, ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძი გავ­სინ­ჯო და იქა­უ­რი შტრი­ხე­ბი შე­ვიგ­რძნო, რო­გო­რაა მომ­ზა­დე­ბუ­ლი და ა.შ. თევ­ზე­უ­ლი მიყ­ვარს და მახ­სოვს, ის­რა­ელ­ში მო­მე­წო­ნა. ერთხანს ლატ­ვი­ა­ში ვცხოვ­რობ­დი, კარ­გი კერ­ძე­ბი ჰქონ­დათ. იქ "აკ­როშ­კას" სხვა­ნა­ი­რად აკე­თე­ბენ, აუ­ცი­ლებ­ლად ურევ­დნენ ბუ­რახს, აქ კი ამო­ღე­ბუ­ლია და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, მაწ­ვნი­თა და კე­ფი­რით მზად­დე­ბა. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ ვე­რას­დროს გავ­სინ­ჯე ლო­კო­კი­ნა... ვერც გვე­ლი. მხო­ლოდ ბა­ყა­ყი მაქვს ნა­ჭა­მი და მო­მე­წო­ნა. თუმ­ცა, ყო­ველ­დღი­უ­რად ნამ­დვი­ლად ვერ მი­ვირ­თმევ (იცი­ნის). ზო­გა­დად, კარ­გი, უცხო კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა მომ­წონს. თუმ­ცა, ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო ყვე­ლას მირ­ჩევ­ნია. ია­პო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოც მომ­წონს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, იქ ნამ­ყო­ფი არ ვარ. ასე­ვე, ჩი­ნუ­რი, ტა­ი­ლან­დუ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით - წვნი­ა­ნე­ბი. სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვა­გე­მოვ­ნებ­დი ამ ყვე­ლა­ფერს ჩი­ნეთ­ში.ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ლატ­ვი­ა­ში, ფი­ნეთ­ში ვარ ნამ­ყო­ფი და ბევ­რი ქა­ლა­ქია ისე­თი, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვი­ნა­ხუ­ლებ­დი. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს იტა­ლი­ის პა­ტარ-პა­ტა­რა სოფ­ლე­ბი ვნა­ხო, ასე­ვე ტა­ი­ლან­დი. იმე­დი მაქვს, აუ­ცი­ლებ­ლად მო­მე­ცე­მა ამი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

"ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი მარ­ცხვენს ხოლ­მე..."

- დი­ე­ტას ვე­რას­დროს ვი­ცავ­დი, იმი­ტომ რომ ჭამა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თა­ვის­თა­ვად ვხდე­ბი და ვი­მა­ტებ, არ ვიცი, ეს რო­გორ ხდე­ბა. ვი­ცით, რომ ჯან­სა­ღი კვე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ არ ვი­ცით, რამ­დე­ნად ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბე­ბით, ეს პრობ­ლე­მა მთელ მსოფ­ლი­ო­შია. დი­ე­ტა ძა­ლი­ან ცუ­დია, სტრე­სია ორ­გა­ნიზ­მის­თვის და ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებს იწ­ვევს. მკაც­რი დი­ე­ტე­ბის დაც­ვას, ჯო­ბია, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი, დო­ზი­რე­ბუ­ლად ვჭა­მოთ. ზოგ­ჯერ ბევ­რის ჭამა მიყ­ვარს და ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი ხში­რად ხუმ­რობს ხოლ­მე ჩემ­ზე, მარ­ცხვენს - ჩემი ჭა­მის ის­ტო­რი­ებს ჰყვე­ბა (იცი­ნის). გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"როგორ შეიძლება, საჭმლის მომზადება არ იცოდე?" - გემრიელი კერძების რეცეპტები სოფო ხალვაშისგან

"როგორ შეიძლება, საჭმლის მომზადება არ იცოდე?" - გემრიელი კერძების რეცეპტები სოფო ხალვაშისგან

მომღერალი სოფო ხალვაში მშობლიურ ქალაქში, ბათუმში აქტიური შემოქმედებითი საქმიანობითაა დაკავებული - უქმეებზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის წამყვანია, გარდა ამისა, ახალ სიმღერებზე, პროექტზე მუშაობს და ბენდთან ერთად, მსმენელს დახურულ საღამოებზეც ატკბობს. კარიერის პარალელურად, ცხადია, მნიშვნელოვან დროს ოჯახსა და შვილებზე ზრუნვას უთმობს. სოფო ამჯერად განსხვავებულ ამპლუაზე - დიასახლისობაზე, შვილებზე, კულინარიასა და ოჯახურ ტრადიციებზე გვესაუბრება.

"მეუბნებიან, რომ კარგი კულინარი ვარ"

- კულინარიაზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო, რადგან ეს საქმე მართლაც ძალიან მიყვარს, ყოველთვის რაღაცებს ვიგონებ, რაიმე ერთ რეცეპტზე დამოკიდებული არასდროს ვარ და სულ სხვადასხვანაირი გამომდის. ძალიან მიხარია, როცა მეუბნებიან, კარგი კულინარი ხარო. ოჯახში ყოველთვის მაქვს ჩემი მომზადებული კერძი და მეგობრებიც ხშირად მსტუმრობენ. "როგორ შეიძლება, საჭმლის მომზადება არ იცოდე?"- ოჯახში, სადაც კერძები მზადდება, წარმოუდგენელია, არ მოგინდეს ამ პროცესში ჩაერთო და რაღაც გააკეთო, მით უმეტეს, ბავშვებს თუ უყვართ ეს. კვერცხის შეწვა არ ვიციო, რომ ამბობენ, ეს ვერ წარმომიდგენია, რადგან ადამიანის ერთ-ერთი მთავარი "მიმართულება" კვებაა, მის გარეშე წარმოუდგენელია არსებობა და როგორ შეიძლება, მომზადება არ იცოდე? ჩემი აზრით, ადრე უფრო იყო ეს ტენდენცია, რომ თითქოს ამაყობდნენ კულინარიაში არაფრის ცოდნით, თორემ ახლა პირიქით, ვინც გემრიელად ამზადებს, მაგარია, ვაფასებ ასეთ ხალხს. ბევრი გადაცემაც გაჩნდა ტელესივრცეში. ბოლო დროს ყველა ცდილობს თქვას, რომ რაღაც შემიძლიაო.სულ ვუყურებდი, როგორ ამზადებდა დედა, თვითონაც ყოველთვის რაღაცას მავალებდა, პროცესში რომ ჩავერთე და მეც სიამოვნებით ვაკეთებდი. ხშირად, მშობლები აშავებენ, არ უყვართ, როცა სამზარეულოში მათთან ერთად სხვაც ტრიალებს და ბავშვებს უკრძალავენ, არ აკარებენ, თავიდან იშორებენ. ალბათ, ესეცაა პრობლემა, რომ მერე, ზრდასრულ ასაკში საჭმლის კეთება არ იციან. დედა მავალებდა, მასწავლიდა, რა როგორ გამეკეთებინა და ასე დამამახსოვრდა, ნამცხვრების ცხობაც ასე ვისწავლე.აღდგომისა და შობის დღესასწაულებს განსაკუთრებულად ვხვდებით. შობას ყოველთვის ჩვენთან ვიკრიბებით ოჯახში - მეგობრები, ნათესავები, ახლობლები და დიდი ვახშამი იმართება. ძალიან მიყვარს ეს დღე.

"ლოკოკინა და გველი ვერასდროს გავსინჯე..."

- ყოველთვის ვცდილობ, სადაც ჩავდივარ, ადგილობრივი კერძი გავსინჯო და იქაური შტრიხები შევიგრძნო, როგორაა მომზადებული და ა.შ. თევზეული მიყვარს და მახსოვს, ისრაელში მომეწონა. ერთხანს ლატვიაში ვცხოვრობდი, კარგი კერძები ჰქონდათ. იქ "აკროშკას" სხვანაირად აკეთებენ, აუცილებლად ურევდნენ ბურახს, აქ კი ამოღებულია და ჩვეულებრივად, მაწვნითა და კეფირით მზადდება. მაინტერესებდა, მაგრამ ვერასდროს გავსინჯე ლოკოკინა... ვერც გველი. მხოლოდ ბაყაყი მაქვს ნაჭამი და მომეწონა. თუმცა, ყოველდღიურად ნამდვილად ვერ მივირთმევ (იცინის). ზოგადად, კარგი, უცხო კერძების დაგემოვნება მომწონს. თუმცა, ჩვენი სამზარეულო ყველას მირჩევნია. იაპონური სამზარეულოც მომწონს, მაგრამ სამწუხაროდ, იქ ნამყოფი არ ვარ. ასევე, ჩინური, ტაილანდური, განსაკუთრებით - წვნიანები. სიამოვნებით დავაგემოვნებდი ამ ყველაფერს ჩინეთში.ევროპის ქვეყნებიდან საფრანგეთში, გერმანიაში, ლატვიაში, ფინეთში ვარ ნამყოფი და ბევრი ქალაქია ისეთი, რომელსაც სიამოვნებით მოვინახულებდი. დიდი სურვილი მაქვს იტალიის პატარ-პატარა სოფლები ვნახო, ასევე ტაილანდი. იმედი მაქვს, აუცილებლად მომეცემა ამისი შესაძლებლობა.

"ნოდიკო ტატიშვილი მარცხვენს ხოლმე..."

- დიეტას ვერასდროს ვიცავდი, იმიტომ რომ ჭამა ძალიან მიყვარს. თავისთავად ვხდები და ვიმატებ, არ ვიცი, ეს როგორ ხდება. ვიცით, რომ ჯანსაღი კვებაა აუცილებელი, მაგრამ არ ვიცით, რამდენად ჯანსაღად ვიკვებებით, ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია. დიეტა ძალიან ცუდია, სტრესია ორგანიზმისთვის და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს. მკაცრი დიეტების დაცვას, ჯობია, შედარებით ნაკლები, დოზირებულად ვჭამოთ. ზოგჯერ ბევრის ჭამა მიყვარს და ნოდიკო ტატიშვილი ხშირად ხუმრობს ხოლმე ჩემზე, მარცხვენს - ჩემი ჭამის ისტორიებს ჰყვება (იცინის). განაგრძეთ კითხვა

"კავეა Drive-in ლისის" გახსნაზე ყველა ბილეთი გაყიდულია - ერეკლე დეისაძის კონცერტი და "უარყოფითი რიცხვების" ჩვენება 10 ივლისს დაემატა!

"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი

ცნობილი სერიალის წყევლა - Glee-ს მსახიობი სავარაუდოდ, ტბაში დაიხრჩო, მისი 4 წლის შვილი კი ნავში იპოვეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"