პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერეკლე კოდუა "იმედის" დარბევის საქმეზე პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
ერეკლე კოდუა "იმედის" დარბევის საქმეზე პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია “იმედ­ში” უკა­ნო­ნოდ შეჭ­რის და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დარ­ბე­ვის ფაქ­ტზე შსს-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის (სოდ) ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ერეკ­ლე დო­დუა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა.

რო­გორც მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, ვი­ნა­ი­დან იგი თავს არი­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში გა­მო­ცხა­დე­ბას და მის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს ძებ­ნა, და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით.

„სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია “იმედ­ში” უკა­ნო­ნოდ შეჭ­რის და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დარ­ბე­ვის ფაქ­ტზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის (ს.ო.დ.) ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ე.კ. სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დის” მა­უ­წყებ­ლო­ბის ეთე­რი­დან გა­თიშ­ვის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა და­ნა­ყო­ფებ­თან ერ­თად, ტე­ლე­ვი­ზი­ის შე­ნო­ბა­ში შე­იჭ­რა სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის, იგი­ვე სოდ-ის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი და ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რო­მელ­თაც ად­გილ­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ ჰქონ­დათ სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, ისი­ნი ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დით, უკა­ნო­ნოდ შე­იჭრ­ნენ ტე­ლე­ვი­ზი­ის შე­ნო­ბა­ში, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ა­ზი­ა­ნეს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ე­თე­რო ჩარ­თვის აპა­რა­ტუ­რა და ტე­ლე­ვი­ზი­ის ინ­ვენ­ტა­რი. ამას­თან, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბულ პერ­სო­ნალს, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, გა­მო­ა­ძე­ვეს შე­ნო­ბი­დან და შე­ნო­ბის გა­რეთ და­უ­ში­ნეს რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი. „იმე­დის“ მა­უ­წყებ­ლო­ბის ეთე­რი­დან გა­თიშ­ვის შემ­დგომ, ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­ლე­ვი­ზი­ის ტე­რი­ტო­რია ჰქონ­დათ ბლო­კი­რე­ბუ­ლი, ისე რომ ჟურ­ნა­ლის­ტებს და პერ­სო­ნალს არ აძ­ლევ­დნენ შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით დარ­ბე­ვის შე­დე­გად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია 13 პირი, მათ შო­რის უმ­რავ­ლე­სო­ბა არის „იმე­დის“ ჟურ­ნა­ლის­ტი. ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და ინ­ვენ­ტა­რის გა­ნად­გუ­რე­ბის, და­ზი­ა­ნე­ბის, და­კარ­გვის, ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლი შე­მო­სავ­ლის სა­ხით ტე­ლე­ვი­ზი­ის მა­ტე­რი­ა­ლურ­მა ზი­ან­მა იმ პე­რი­ოდ­ში შე­ად­გი­ნა 3 158 307 ლარი.

სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ დი­რექ­ტორს, ვი­ნა­ი­დან იგი თავს არი­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში გა­მო­ცხა­დე­ბას და მის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს ძებ­ნა, და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით. სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი მსჯავ­რდე­ბუ­ლია ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის საქ­მე­ზე, რო­მელ­ზე­დაც მი­ე­სა­ჯა 9 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და ე.წ. „ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის საქ­მე­ზე“, რო­მელ­ზე­დაც მი­ე­სა­ჯა 2 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა“, - აცხა­დე­ბენ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ტე­ლე­ი­მე­დის” დარ­ბე­ვის საქ­მე­ზე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში უკვე მი­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, იუს­ტი­ცი­ის და ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. მათი ბრალ­დე­ბის საქ­მე არ­სე­ბი­თად იხი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში.

2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან, მათ შო­რის „ტე­ლე­ი­მე­დის“ დარ­ბე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ში ჩარ­თულ სხვა პირ­თა გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით.

იხი­ლეთ ვი­დეო: პრო­კუ­რა­ტუ­რამ ერეკ­ლე კო­დუა "იმედ­ში" შეჭ­რის და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დარ­ბე­ვის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

ერეკლე კოდუა "იმედის" დარბევის საქმეზე პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

ერეკლე კოდუა "იმედის" დარბევის საქმეზე პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი დირექტორი ერეკლე დოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ვინაიდან იგი თავს არიდებს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას და მის მიმართ მიმდინარეობს ძებნა, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

„საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (ს.ო.დ.) ყოფილი დირექტორი ე.კ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად, ტელევიზიის შენობაში შეიჭრა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, იგივე სოდ-ის სპეცდანიშნულების რაზმი და ოპერატიული თანამშრომლები, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდა ამავე დეპარტამენტის დირექტორი.

მიუხედავად იმისა, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი, ისინი ძალისმიერი მეთოდით, უკანონოდ შეიჭრნენ ტელევიზიის შენობაში, მიზანმიმართულად დააზიანეს ძვირად ღირებული საეთერო ჩართვის აპარატურა და ტელევიზიის ინვენტარი. ამასთან, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში დასაქმებულ პერსონალს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გამოაძევეს შენობიდან და შენობის გარეთ დაუშინეს რეზინის ტყვიები. „იმედის“ მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვის შემდგომ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, ერთი თვის განმავლობაში ტელევიზიის ტერიტორია ჰქონდათ ბლოკირებული, ისე რომ ჟურნალისტებს და პერსონალს არ აძლევდნენ შენობაში შესვლის საშუალებას. ტელეკომპანიის ძალისმიერი მეთოდებით დარბევის შედეგად, დაზარალებულად ცნობილია 13 პირი, მათ შორის უმრავლესობა არის „იმედის“ ჟურნალისტი. ტექნიკური საშუალებების და ინვენტარის განადგურების, დაზიანების, დაკარგვის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით ტელევიზიის მატერიალურმა ზიანმა იმ პერიოდში შეადგინა 3 158 307 ლარი.

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ვინაიდან იგი თავს არიდებს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას და მის მიმართ მიმდინარეობს ძებნა, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნული პირი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე, რომელზედაც მიესაჯა 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და ე.წ. „ავტომანქანების საქმეზე“, რომელზედაც მიესაჯა 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, “ტელეიმედის” დარბევის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკვე მიეცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, იუსტიციის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული აღნიშნული ქმედებების ორგანიზებაში. მათი ბრალდების საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან, მათ შორის „ტელეიმედის“ დარბევასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართულ სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.

იხილეთ ვიდეო: პროკურატურამ ერეკლე კოდუა "იმედში" შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს