საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოუაროთ ტატუს და რა შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაკეთება - დერმატო-ვენეროლოგის რეკომენდაციები
როგორ უნდა მოუაროთ ტატუს და რა შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაკეთება - დერმატო-ვენეროლოგის რეკომენდაციები

ტა­ტუ­ი­რე­ბა კან­ქვეშ, სა­ღე­ბა­ვის შეყ­ვა­ნით სხე­ულ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის გა­მოყ­ვა­ნაა, რო­მე­ლიც ნემ­სით კეთ­დე­ბა. ის მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ხალ­ხშია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ამ ჩვე­უ­ლე­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბულ მა­ღალ ეს­თე­ტურ დო­ნეს აზი­ის მა­ღალ­კულ­ტუ­რის ხალ­ხებ­ში მი­აღ­წია, მაგ­რამ ამ­ჟა­მად ტა­ტუს და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­სა და მხატ­ვრულ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე არ ვსა­უბ­რობთ. დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლოგ ნანა ჭი­თა­ნა­ვას­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ, რო­გორ უნდა მო­ვუ­ა­როთ ტა­ტუს, რო­მელ­საც სხე­უ­ლის ამა თუ იმ ნა­წილ­ზე გა­ვი­კე­თებთ და შე­იძ­ლე­ბა თუ არა ყვე­ლა­ნა­ირ კან­ზე ტა­ტუს გა­კე­თე­ბა.

- ტატუ არ კეთ­დე­ბა არას­რულ­წლოვ­ნებ­ზე, რად­გან ადა­მი­ა­ნის ზრდას­თან ერ­თად, კა­ნიც იზ­რდე­ბა, ამი­ტომ ტა­ტუმ შე­იძ­ლე­ბა ფორ­მა შე­იც­ვა­ლოს. ტა­ტუს გა­კე­თე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს, რო­გო­რი­ცაა ფსო­რი­ა­ზი, ალერ­გი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი, ხა­ლე­ბი, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, რთუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­დე­საც კე­ლო­ი­დე­ბი­სა და ლა­ქე­ბის­კენ აქვს ადა­მი­ანს მიდ­რე­კი­ლე­ბა.

- და­სა­ხე­ლე­ბულ და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სას რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ტა­ტუს გა­კე­თე­ბა?

- შე­იძ­ლე­ბა ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. მა­გა­ლი­თად, ფსო­რი­აზს ტრავ­მი­რე­ბულ ად­გი­ლას ახა­ლი გა­მო­ნა­ყა­რის გა­მოს­ვლა ახა­სი­ა­თებს. მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბაა, რომ ტა­ტუს ად­გი­ლას ფსო­რი­ა­ზი­ა­ნი ბალ­თა გა­მო­ვი­დეს, ტა­ტუს ფორ­მა შეც­ვა­ლოს და აღარც გა­მოჩ­ნდეს. რაც შე­ე­ხე­ბა შაქ­რი­ან დი­ა­ბეტს, თუ ის კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი არ არის და არ არის რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა გარ­თუ­ლე­ბა მოჰ­ყვეს.

ასე­ვეა ხა­ლებ­ზეც. ზო­გა­დად მისი ტრავ­მი­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­შუ­შე­ბის პრო­ცე­სის დარ­ღვე­ვას გა­მო­იწ­ვევს, რად­გა­ნაც რო­დე­საც შა­ქა­რი მა­ღა­ლია, რე­გე­ნე­რა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ბა­ლია. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რა­დი ინ­ფექ­ცი­ის შეჭ­რა (და­ჩირ­ქდე­ბა). ამ თვალ­საზ­რი­ით, ტა­ტუს გა­სა­კე­თებ­ლად ნე­ბას არ ვაძ­ლევთ, რად­გა­ნაც, რო­გორც ვთქვი, და­საშ­ვე­ბი არ არის. თუ ადა­მი­ანს მა­ღა­ლი მგრძნო­ბი­ა­რო­ბა აქვს, მა­გა­ლი­თად, ამა თუ იმ სა­ღე­ბავ­ზე, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა, რაც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ.

- კე­ლო­ი­დე­ბი ახ­სე­ნეთ, რაც კან­ზე წი­თე­ლი ნა­წი­ბუ­რე­ბის გა­ჩე­ნას ნიშ­ნავს. ე.ი. მის დრო­საც უკუ­ნაჩ­ვე­ნე­ბია ტატუ?

- დიახ და ამ წი­თე­ლი ნა­წი­ბუ­რე­ბის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზე­ბი დად­გე­ნი­ლიც არ არის. თუ ადა­მი­ა­ნი მიდ­რე­კი­ლია კე­ლო­ი­დე­ბის­კენ, რა თქმა უნდა, არ შე­იძ­ლე­ბა ტა­ტუს გა­კე­თე­ბა, რად­გა­ნაც ტა­ტუს ად­გი­ლას შე­იძ­ლე­ბა კე­ლო­ი­დუ­რი ნა­წი­ბუ­რი წარ­მო­იქ­მნას. აქვე ვი­ტყვი, რომ ვი­ტი­ლი­გოს (თეთ­რი ლა­ქე­ბის) დრო­საც არ არის სა­სურ­ვე­ლი ტატუ.

- რო­გორ მო­ვუ­ა­როთ ტა­ტუ­ი­რე­ბულ კანს, გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ველ ეტაპ­ზე, რო­დე­საც ტატუ ახა­ლი გა­კე­თე­ბუ­ლია?

- ტა­ტუს გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, სა­ჭი­როა კა­ნის და­ტე­ნი­ა­ნე­ბა პან­თე­ნო­ლის (აღ­მდგე­ნი) შემ­ცვე­ლი მა­ლა­მო­ე­ბით, არ უნდა მოხ­დეს კა­ნის ტრამ­ვი­რე­ბა, და­უშ­ვე­ბე­ლია მჭიდ­რო ტან­საც­მლის ჩაც­მა. თა­ვი­დან რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის ქლო­რი­ლე­ბუ­ლი და მა­რი­ლი­ა­ნი (ზღვის) წყა­ლი. ტა­ტუს გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, კანს კარ­გი და­ტე­ნი­ა­ნე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ აღ­დგეს და თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ კა­ნის გა­მოშ­რო­ბა, აქერ­ცვლა და ტა­ტუს გა­უ­ფე­რუ­ლე­ბა. ამის­თვის სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლუ­რი ლო­სი­ო­ნე­ბის წას­მა. ასე­ვე არ უნდა მოხ­დეს მე­ო­რა­დი ინ­ფექ­ცი­ის შეჭ­რა. არ შე­იძ­ლე­ბა ზედ­მე­ტი რუჯი, გან­სა­კუთ­რე­ბით, პირ­ველ ეტაპ­ზე. ერთი თვის შემ­დეგ კი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მი­რე­ბუ­ლად და დო­ზი­რე­ბუ­ლად და­საშ­ვე­ბია. თუმ­ცა, ბევ­რმა რუ­ჯ­მა შე­იძ­ლე­ბა ფე­რე­ბის გა­ხუ­ნე­ბა, შეც­ვლა გა­მო­იწ­ვი­ოს, ტა­ტუს ასე­ვე ზღვის წყა­ლიც ახუ­ნებს.

- ალ­ბათ ტა­ტუს გა­უ­ფე­რუ­ლე­ბას სო­ლა­რი­უ­მიც ხელს უწყობს.

- დიახ, მზის სხი­ვებ­თან ერ­თად, სო­ლა­რი­უ­მიც მოქ­მე­დებს, რად­გან ორი­ვე­გან გავ­ლე­ნას ულტრა­ი­ის­ფე­რი ეფექ­ტი ახ­დენს. ამი­ტომ როცა ტატუ ახა­ლი გა­კე­თე­ბუ­ლია, მზის სხი­ვე­ბი, სო­ლა­რი­უ­მი იკ­რძა­ლე­ბა. ტატუ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­დაც იც­ვლის ფერს, ხოლო მზის სხი­ვე­ბი პრო­ცესს უფრო აჩ­ქა­რებს, მაგ­რამ ეს არ კრძა­ლავს შემ­დგომ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3 თვის შემ­დეგ რუ­ჯის მი­ღე­ბას.

- შე­იძ­ლე­ბა ტა­ტუ­ზე რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა წარ­მო­იქ­მნას?

- რა და­ა­ვა­დე­ბე­ბიც ვახ­სე­ნეთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს. ამას­თან, შე­საძ­ლოა, ქრო­ნი­კუ­ლი ავად­მყო­ფო­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბა მოხ­დეს, მა­გა­ლი­თად, ჰერ­პე­სის დროს იმი­ტომ, რომ ეს არის ტრავ­მა და ნე­ბის­მი­ერ ტრავ­მა­ზე, ჰერ­პეს­ზე მიდ­რე­კილ პა­ცი­ენ­ტებს შე­იძ­ლე­ბა ჰერ­პე­სის ბუშ­ტუ­კე­ბი გა­მო­აჩ­ნდეთ. ასე რომ, ქრო­ნი­კუ­ლი დი­აგ­ნო­ზე­ბი­სას, რომ­ლე­ბიც ჩა­მოვ­თვა­ლეთ, ყვე­ლას შემ­თხვე­ვა­ში არის უკუჩ­ვე­ნე­ბა. რო­გორც ვთქვით, შე­იძ­ლე­ბა, მე­ო­რე­დი ინ­ფექ­ცი­აც გარ­თულ­დეს. ისე, ჰერ­პე­სი არ არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უკუჩ­ვე­ნე­ბა, შე­საძ­ლოა ტატუ გა­კეთ­დეს, მგა­რამ თუ ადა­მი­ა­ნი ამ და­ა­ვა­დე­ბის მი­მართ მიდ­რე­კი­ლია, მა­შინ საპ­რე­ვენ­ცი­ოდ, ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი უნდა გა­კეთ­დეს.

ტა­ტუ­ი­რე­ბულ კან­ზე, რო­გორც უკვე ვთქვით, შე­იძ­ლე­ბა ინ­ფექ­ცია შე­იჭ­რას, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, კე­ლო­ი­დუ­რი ნა­წი­ბუ­რე­ბი გაჩ­ნდეს, შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სა­ჭი­როა ტა­ტუს გა­კე­თე­ბის დროს და­ცუ­ლი იყოს ყვე­ლა ნორ­მა. დი­დად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ან­მა ამო­ირ­ჩი­ოს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და კარ­გი ად­გი­ლი, სა­დაც და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი საფრ­თხის­გან, რომ არ გა­და­ე­დე­ბა ვირუ­სუ­ლი და­ავ­დე­ბე­ბი - ყვე­ლა­ზე სა­ში­ში შიდსი და ჰე­პა­ტი­ტე­ბი. ამი­ტომ ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­კო­მენ­და­ცია უნდა და­იც­ვან, თუ უნ­დათ, რომ კარ­გი შე­დე­გი მი­ი­ღონ. ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ მი­ი­ღონ გარ­თუ­ლე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი, გა­ი­კე­თონ თუ არა ტატუ, ეს თვი­თონ უნდა გა­და­წყვი­ტონ. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტი, არ ვარ მომ­ხრე ტა­ტუ­სი. კა­ნის ზე­და­პი­რის ასე­თი ფორ­მით და­ზი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია ტა­ტუს მო­შო­რე­ბა უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ და მისი კა­ნის ზე­და­პი­რი­დან უკ­ვა­ლოდ გაქ­რო­ბა?

- ტა­ტუს მო­შო­რე­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მე­თო­დი ლა­ზე­რუ­ლი მო­ცი­ლე­ბაა. ლა­ზე­რი ოქ­როს სტან­დარ­ტია და რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბა ამ მხრივ მას არ ახ­ლავს, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი დიდი ტა­ტუ­ი­რე­ბა, სა­დაც ძა­ლი­ან მკვეთ­რი ფე­რე­ბია, სრუ­ლი­ად უკ­ვა­ლოდ შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­აქ­როს, რაც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნებ­ლია. თუმ­ცა ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ შე­იძ­ლე­ბა და­ი­ხა­ტოს და მერე უკ­ვა­ლოდ მო­ი­შო­რებს, მაგ­რამ ასე სამ­წუ­ხა­როდ არ ხდე­ბა...

ავტორი:

როგორ უნდა მოუაროთ ტატუს და რა შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაკეთება - დერმატო-ვენეროლოგის რეკომენდაციები

როგორ უნდა მოუაროთ ტატუს და რა შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაკეთება - დერმატო-ვენეროლოგის რეკომენდაციები

ტატუირება კანქვეშ, საღებავის შეყვანით სხეულზე გამოსახულებების გამოყვანაა, რომელიც ნემსით კეთდება. ის მსოფლიოს მრავალ ხალხშია გავრცელებული. ამ ჩვეულებამ განსაკუთრებულ მაღალ ესთეტურ დონეს აზიის მაღალკულტურის ხალხებში მიაღწია, მაგრამ ამჟამად ტატუს დანიშნულებასა და მხატვრულ მნიშვნელობაზე არ ვსაუბრობთ. დერმატო-ვენეროლოგ ნანა ჭითანავასთან ერთად განვიხილავთ, როგორ უნდა მოვუაროთ ტატუს, რომელსაც სხეულის ამა თუ იმ ნაწილზე გავიკეთებთ და შეიძლება თუ არა ყველანაირ კანზე ტატუს გაკეთება.

- ტატუ არ კეთდება არასრულწლოვნებზე, რადგან ადამიანის ზრდასთან ერთად, კანიც იზრდება, ამიტომ ტატუმ შეიძლება ფორმა შეიცვალოს. ტატუს გაკეთება რეკომენდებული არ არის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ფსორიაზი, ალერგიული პროცესები, ხალები, შაქრიანი დიაბეტი, რთული ქრონიკული დაავადებები, როდესაც კელოიდებისა და ლაქებისკენ აქვს ადამიანს მიდრეკილება.

- დასახელებულ დაავადებებისას რატომ არ შეიძლება ტატუს გაკეთება?

- შეიძლება ამა თუ იმ დაავადების გართულება გამოიწვიოს. მაგალითად, ფსორიაზს ტრავმირებულ ადგილას ახალი გამონაყარის გამოსვლა ახასიათებს. მაღალი ალბათობაა, რომ ტატუს ადგილას ფსორიაზიანი ბალთა გამოვიდეს, ტატუს ფორმა შეცვალოს და აღარც გამოჩნდეს. რაც შეეხება შაქრიან დიაბეტს, თუ ის კომპენსირებული არ არის და არ არის რეგულირებული, შეიძლება გართულება მოჰყვეს.

ასევეა ხალებზეც. ზოგადად მისი ტრავმირება არ შეიძლება. სავარაუდოდ, მოშუშების პროცესის დარღვევას გამოიწვევს, რადგანაც როდესაც შაქარი მაღალია, რეგენერაციის პროცესი დაბალია. ასევე შეიძლება მეორადი ინფექციის შეჭრა (დაჩირქდება). ამ თვალსაზრიით, ტატუს გასაკეთებლად ნებას არ ვაძლევთ, რადგანაც, როგორც ვთქვი, დასაშვები არ არის. თუ ადამიანს მაღალი მგრძნობიარობა აქვს, მაგალითად, ამა თუ იმ საღებავზე, ალერგიული რეაქცია ექნება, რაც უნდა გავითვალისწინოთ.

- კელოიდები ახსენეთ, რაც კანზე წითელი ნაწიბურების გაჩენას ნიშნავს. ე.ი. მის დროსაც უკუნაჩვენებია ტატუ?

- დიახ და ამ წითელი ნაწიბურების გაჩენის მიზეზები დადგენილიც არ არის. თუ ადამიანი მიდრეკილია კელოიდებისკენ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ტატუს გაკეთება, რადგანაც ტატუს ადგილას შეიძლება კელოიდური ნაწიბური წარმოიქმნას. აქვე ვიტყვი, რომ ვიტილიგოს (თეთრი ლაქების) დროსაც არ არის სასურველი ტატუ.

- როგორ მოვუაროთ ტატუირებულ კანს, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, როდესაც ტატუ ახალი გაკეთებულია?

- ტატუს გაკეთების შემდეგ, საჭიროა კანის დატენიანება პანთენოლის (აღმდგენი) შემცველი მალამოებით, არ უნდა მოხდეს კანის ტრამვირება, დაუშვებელია მჭიდრო ტანსაცმლის ჩაცმა. თავიდან რეკომენდებული არ არის ქლორილებული და მარილიანი (ზღვის) წყალი. ტატუს გაკეთების შემდეგ, კანს კარგი დატენიანება სჭირდება, რომ აღდგეს და თავიდან ავიცილოთ კანის გამოშრობა, აქერცვლა და ტატუს გაუფერულება. ამისთვის საჭიროა სპეციალური ლოსიონების წასმა. ასევე არ უნდა მოხდეს მეორადი ინფექციის შეჭრა. არ შეიძლება ზედმეტი რუჯი, განსაკუთრებით, პირველ ეტაპზე. ერთი თვის შემდეგ კი, ეს ყველაფერი ნორმირებულად და დოზირებულად დასაშვებია. თუმცა, ბევრმა რუჯმა შეიძლება ფერების გახუნება, შეცვლა გამოიწვიოს, ტატუს ასევე ზღვის წყალიც ახუნებს.

- ალბათ ტატუს გაუფერულებას სოლარიუმიც ხელს უწყობს.

- დიახ, მზის სხივებთან ერთად, სოლარიუმიც მოქმედებს, რადგან ორივეგან გავლენას ულტრაიისფერი ეფექტი ახდენს. ამიტომ როცა ტატუ ახალი გაკეთებულია, მზის სხივები, სოლარიუმი იკრძალება. ტატუ დროთა განმავლობაში ისედაც იცვლის ფერს, ხოლო მზის სხივები პროცესს უფრო აჩქარებს, მაგრამ ეს არ კრძალავს შემდგომში დაახლოებით 3 თვის შემდეგ რუჯის მიღებას.

- შეიძლება ტატუზე რაიმე დაავადება წარმოიქმნას?

- რა დაავადებებიც ვახსენეთ, ეს ყველაფერი შეიძლება განვითარდეს. ამასთან, შესაძლოა, ქრონიკული ავადმყოფობების გამწვავება მოხდეს, მაგალითად, ჰერპესის დროს იმიტომ, რომ ეს არის ტრავმა და ნებისმიერ ტრავმაზე, ჰერპესზე მიდრეკილ პაციენტებს შეიძლება ჰერპესის ბუშტუკები გამოაჩნდეთ. ასე რომ, ქრონიკული დიაგნოზებისას, რომლებიც ჩამოვთვალეთ, ყველას შემთხვევაში არის უკუჩვენება. როგორც ვთქვით, შეიძლება, მეორედი ინფექციაც გართულდეს. ისე, ჰერპესი არ არის აბსოლუტური უკუჩვენება, შესაძლოა ტატუ გაკეთდეს, მგარამ თუ ადამიანი ამ დაავადების მიმართ მიდრეკილია, მაშინ საპრევენციოდ, ანტივირუსული პრეპარატი უნდა გაკეთდეს.

ტატუირებულ კანზე, როგორც უკვე ვთქვით, შეიძლება ინფექცია შეიჭრას, ალერგიული რეაქცია, კელოიდური ნაწიბურები გაჩნდეს, შეიძლება განვითარდეს ვირუსული ინფექციები, ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ტატუს გაკეთების დროს დაცული იყოს ყველა ნორმა. დიდად მნიშვნელოვანია, ადამიანმა ამოირჩიოს სერტიფიცირებული და კარგი ადგილი, სადაც დაცული იქნება ყველანაირი საფრთხისგან, რომ არ გადაედება ვირუსული დაავდებები - ყველაზე საშიში შიდსი და ჰეპატიტები. ამიტომ ყველანაირი რეკომენდაცია უნდა დაიცვან, თუ უნდათ, რომ კარგი შედეგი მიიღონ. ამასთან, მნიშვნელოვანია, არ მიიღონ გართულება. დანარჩენი, გაიკეთონ თუ არა ტატუ, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტონ. როგორც სპეციალისტი, არ ვარ მომხრე ტატუსი. კანის ზედაპირის ასეთი ფორმით დაზიანების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი გემოვნების საკითხია.

- შესაძლებელია ტატუს მოშორება უმტკივნეულოდ და მისი კანის ზედაპირიდან უკვალოდ გაქრობა?

- ტატუს მოშორების ყველაზე ეფექტური მეთოდი ლაზერული მოცილებაა. ლაზერი ოქროს სტანდარტია და რაიმე გართულება ამ მხრივ მას არ ახლავს, მაგრამ ზოგიერთი დიდი ტატუირება, სადაც ძალიან მკვეთრი ფერებია, სრულიად უკვალოდ შეიძლება ვერ გააქროს, რაც გასათვალისწინებლია. თუმცა ყველას ჰგონია, რომ შეიძლება დაიხატოს და მერე უკვალოდ მოიშორებს, მაგრამ ასე სამწუხაროდ არ ხდება...

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ხვალ დაკრძალავენ

"უფალი ნიჭია სიყვარულისა, ამათ ეს ნიჭი არ გააჩნიათ. მოდით ახლა და ჩამქოლეთ. რად გინდათ ჰექტრობით მიწები?! შპს არის ეს, მეტი არაფერი" - მეუფე იაკობს მოქალაქე დაუპირისპირდა

ხმაური პარლამენტთან - ჟურნალისტები პარლამენტში შესვლას ითხოვენ, თუმცა პოლიცია ამის უფლებას არ აძლევთ