პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერევანში ვითარება ისევ დაიძაბა - აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს
ერევანში ვითარება ისევ დაიძაბა - აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს

ერე­ვან­ში, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და­ი­წყო, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი, დე­პუ­ტა­ტი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

პო­ლი­ცია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბის წინ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რედ ყვე­ლა ქუჩა გა­და­კე­ტეს, თუმ­ცა პო­ლი­ცია მათ ხელს არ უშ­ლის.

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა კა­რენ კა­რა­პე­ტი­ან­მა რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენტს არ­მენ სარ­ქი­სი­ანს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის გზე­ბი შეს­თა­ვა­ზა, მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნა და რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

თა­ვის მხრივ, მოძ­რა­ო­ბის „ჩემი ნა­ბი­ჯი“ ლი­დერ­მა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უნდა და­ი­ნიშ­ნოს ხალ­ხის კან­დი­და­ტი, ამის შემ­დეგ უნდა მოხ­დეს დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა ცოტა ხნის წინ „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა:

„ახლა უკვე ცხა­დია, რომ სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია და კერ­ძოდ, კა­რა­პე­ტი­ა­ნი თვლი­ან, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბი­ან სარ­გსი­ა­ნის გა­დად­გო­მით და ძა­ლა­უფ­ლე­ბის შემ­დგომ გა­და­ცე­მა­ზე ფიქ­რის დრო დად­გა. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ჩვენ ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ უნდა გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი პო­ზი­ცია, კერ­ძოდ, ასე­თი სცე­ნა­რი არ იწე­რე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­ის გეგ­მებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ფა­ში­ნი­ან­მა.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის მიერ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის შემ­თხვე­ვა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბას ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის ბლო­კი­რე­ბის­კენ და ტო­ტა­ლუ­რი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

„სერჟ სარ­გსი­ა­ნი წა­ვი­და, თუმ­ცა სხვა რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­საც უნდა ჩა­მო­ვარ­თვათ ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ჩვენ ვერ და­ვუშ­ვებთ, რომ სარ­გსი­ან­მა გა­ნაგ­რძოს ქვეყ­ნის ფაქ­ტობ­რი­ვი მარ­თვა კუ­ლი­სე­ბი­დან, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რის სტა­ტუ­სით“, - და­ა­მა­ტა ფა­ში­ნი­ან­მა.

მისი აზ­რით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უნდა და­ი­ნიშ­ნოს ხალ­ხის კან­დი­და­ტი, ამის შემ­დეგ უნდა მოხ­დეს დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ერევანში ვითარება ისევ დაიძაბა - აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს

ერევანში ვითარება ისევ დაიძაბა - აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს.

პოლიცია მობილიზებულია ყველა სამთავრობო შენობის წინ.

აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ ყველა ქუჩა გადაკეტეს, თუმცა პოლიცია მათ ხელს არ უშლის.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები შესთავაზა, მათ შორის პარლამენტის დათხოვნა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

თავის მხრივ, მოძრაობის „ჩემი ნაბიჯი“ ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ხალხის კანდიდატი, ამის შემდეგ უნდა მოხდეს დროებითი მთავრობის ფორმირება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:

„ახლა უკვე ცხადია, რომ სომხეთის რესპუბლიკური პარტია და კერძოდ, კარაპეტიანი თვლიან, რომ მოქალაქეები დაკმაყოფილდებიან სარგსიანის გადადგომით და ძალაუფლების შემდგომ გადაცემაზე ფიქრის დრო დადგა. ასეთ ვითარებაში ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, კერძოდ, ასეთი სცენარი არ იწერება რევოლუციის გეგმებში“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი რესპუბლიკური პარტიის მიერ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, მოსახლეობას ყველა საარჩევნო უბნის ბლოკირებისკენ და ტოტალური დაუმორჩილებლობისა და საპროტესტო აქციების განახლებისკენ მოუწოდებს.

„სერჟ სარგსიანი წავიდა, თუმცა სხვა რესპუბლიკელებსაც უნდა ჩამოვართვათ ძალაუფლება. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ სარგსიანმა განაგრძოს ქვეყნის ფაქტობრივი მართვა კულისებიდან, მმართველი პარტიის ლიდერის სტატუსით“, - დაამატა ფაშინიანმა.

მისი აზრით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ხალხის კანდიდატი, ამის შემდეგ უნდა მოხდეს დროებითი მთავრობის ფორმირება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"