მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისი სტატუსის მხარდაჭერით თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ჩატარდება
თიბისი სტატუსის მხარდაჭერით თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ჩატარდება

თა­ნემ­დრო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რო­ბა (TAF) თბი­ლის­ში პირ­ვე­ლად, 17-20 მა­ისს „ექ­სპო ჯორ­ჯი­ას“ ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და თი­ბი­სის სტა­ტუ­სი­სა და Check in Georgia-ს მხარ­და­ჭე­რით ჩა­ტარ­დე­ბა. სამდღი­ა­ნი გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ოც­და­ხუთ­ზე მეტ გა­ლე­რე­ა­სა და ოც­და­თხუთ­მე­ტამ­დე და­მო­უ­კი­დე­ბელ ხე­ლო­ვანს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს.

პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრ „ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში“ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ ბაზ­რო­ბის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა - ერიკ შლო­სერ­მა, თი­ბი­სის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტორ­მა - თა­მუ­ნა კირ­ვა­ლი­ძემ, ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა - გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძემ და „ექ­სპო ჯორ­ჯი­ას“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა - თინა ლა­ღი­ძემ და ნინო გამ­რე­კელ­მა ისა­უბ­რეს.

“თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რო­ბის თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი დროა ახლა თბი­ლი­სის­თვის ამ­გვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად და მისი ტრა­დი­ცი­ად ქცე­ვის­თვის. ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხელს შე­უ­წყობს ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვას ქვე­ყა­ნა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ტარ­დე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი კი აქამ­დე არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. სა­სი­ხა­რუ­ლო იქ­ნე­ბა ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა და ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. ამ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ბაზ­რო­ბა ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა მხატ­ვრე­ბის­თვის თა­ვის წარ­მო­ჩე­ნის­თვსა და ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­სა­ყი­დად.“ - გან­მარ­ტა ბაზ­რო­ბის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა ერიკ შლო­სერ­მა.

ბაზ­რო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­ულ­მა ექ­სპერ­ტე­ბის ჯგუფ­მა შე­არ­ჩია. TAF - ის საბ­ჭო ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: რიტა იან­სე­ნი - ბრი­უ­სე­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრის (Bozar) მრჩე­ვე­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში კულ­ტუ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დარ­გში და ნი­კო­ლას ბ.ილი­ნი - გუ­გე­ნ­ჰა­ი­მის სა­მუ­ზე­უ­მო პრო­ექ­ტე­ბის შემ­ქმნე­ლი ბერ­ლინ­ში, ბილ­ბა­ო­სა და ლას ვე­გას­ში.

„თა­ნემ­დრო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რო­ბა და მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის­თვის. ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი ფეს­ტი­ვა­ლი, მაგ­რამ არა თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნებს აქამ­დე არ ჰქონ­დათ ას­პა­რე­ზი წა­რედ­გი­ნათ თა­ვი­ან­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ვფიქ­რობ, რომ Tbilisi Art Fair მის­ცემს მათ სა­შუ­ა­ლე­ბას და­ამ­ყა­რონ ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი და კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნონ თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. თა­ნემ­დრო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი თი­ბი­სი სტა­ტუ­სი გახ­ლავთ. ახალ­გაზ­რდე­ბის და ნი­ჭი­ე­რი ხე­ლო­ვა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა თი­ბი­სი ბან­კის მხრი­დან მუდ­მი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და თი­ბი­სის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტორ­მა - თა­მუ­ნა კირ­ვა­ლი­ძემ.

ბაზ­რო­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა ლექ­ცი­ე­ბი, მას­ტერკლა­სე­ბი, ღია ფო­რუ­მე­ბი, ასე­ვე, პა­რა­ლე­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი:

თბი­ლი­სის ფოტო ფეს­ტი­ვა­ლი - ქარ­თუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფი­ის პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი რეტ­როს­პექ­ტი­ვა, რო­მე­ლიც ფო­ტოგ­რა­ფი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სამ სა­უ­კუ­ნეს მო­ი­ცავს.

და­ი­კარ­გა თორ­მე­ტი ქალი - აბ­რე­შუ­მის მუ­ზე­უმ­ში უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ქალი მხატ­ვრე­ბის ემიგ­რა­ცი­ის თე­მა­ზე შექ­მნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა.

ომი დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია - გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც 20- მდე ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნის ვი­დე­ოს, ფო­ტოს, ინ­სტა­ლა­ცი­ას, პერ­ფორ­მანსს, ქან­და­კე­ბა­სა და ფერ­წე­რულ ნა­მუ­შევ­რებს აერ­თი­ა­ნებს და რომ­ლის თე­მაა - დრო­ე­ბი­თი მშვი­დო­ბა, რო­გორც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მე­დი­ტა­ცია.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კულ­ტუ­რუ­ლი ფო­რუ­მი - ფო­რუმ­ზე „შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თან“ ერ­თად თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ბაზ­რის გა­მოწ­ვე­ვე­ბი იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი.

Tbilisi Art Fair - ის სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის­თვის ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი და გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა და­ი­გეგ­მე­ბა.

თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რის ბაზ­რო­ბა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის გა­ლე­რე­ებ­სა და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნე­ბის ბაზ­რო­ბებ­ზე ჯერ არ წარ­მოდ­გე­ნი­ლან.

TAF - ის მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბას და გა­აძ­ლი­ე­როს პარტნი­ო­რო­ბა ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ ვებგ­ვერდს - tbilisiartfair.art

(R)

თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ჩატარდება

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ჩატარდება

თანემდროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა (TAF) თბილისში პირველად, 17-20 მაისს „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებითა და თიბისის სტატუსისა და Check in Georgia-ს მხარდაჭერით ჩატარდება. სამდღიანი გამოფენა-გაყიდვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდახუთზე მეტ გალერეასა და ოცდათხუთმეტამდე დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს.

პროექტთან დაკავშირებით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიების შესახებ ბაზრობის სამხატვრო ხელმძღვანელმა - ერიკ შლოსერმა, თიბისის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა - თამუნა კირვალიძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - გიორგი ჩოგოვაძემ და „ექსპო ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა - თინა ლაღიძემ და ნინო გამრეკელმა ისაუბრეს.

“თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის თბილისში ჩატარება, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დროა ახლა თბილისისთვის ამგვარი ღონისძიების ჩასატარებლად და მისი ტრადიციად ქცევისთვის. ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას ქვეყანაში. საქართველოში ტარდება ძალიან კარგი მუსიკალური ფესტივალები, კინოფესტივალები, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი კი აქამდე არ ჩატარებულა. სასიხარულო იქნება ამ დარგის განვითარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართველი ხელოვანების პოპულარიზაცია. ამ შემთხვევაში, თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა ძალიან კარგი საშუალებაა მხატვრებისთვის თავის წარმოჩენისთვსა და ნამუშევრების გასაყიდად.“ - განმარტა ბაზრობის სამხატვრო ხელმძღვანელმა ერიკ შლოსერმა.

ბაზრობის მონაწილეები სპეციალურად მოწვეულმა ექსპერტების ჯგუფმა შეარჩია. TAF - ის საბჭო ისეთი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, როგორებიც არიან: რიტა იანსენი - ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (Bozar) მრჩეველი ახლო აღმოსავლეთში კულტურის საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში და ნიკოლას ბ.ილინი - გუგენჰაიმის სამუზეუმო პროექტების შემქმნელი ბერლინში, ბილბაოსა და ლას ვეგასში.

„თანემდროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა და მსგავსი ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კარგი ფესტივალი, მაგრამ არა თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით. ახალგაზრდა ხელოვანებს აქამდე არ ჰქონდათ ასპარეზი წარედგინათ თავიანთი ნამუშევრები საზოგადოების წინაშე. ვფიქრობ, რომ Tbilisi Art Fair მისცემს მათ საშუალებას დაამყარონ ახალი კონტაქტები და კარგად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები. თანემდროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის მხარდამჭერი თიბისი სტატუსი გახლავთ. ახალგაზრდების და ნიჭიერი ხელოვანების მხარდაჭერა თიბისი ბანკის მხრიდან მუდმივად ხორციელდება,“ - განაცხადა თიბისის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა - თამუნა კირვალიძემ.

ბაზრობის ფარგლებში ჩატარდება ლექციები, მასტერკლასები, ღია ფორუმები, ასევე, პარალელური ღონისძიებები:

თბილისის ფოტო ფესტივალი - ქართული ფოტოგრაფიის პირველი მასშტაბური რეტროსპექტივა, რომელიც ფოტოგრაფიის განვითარების სამ საუკუნეს მოიცავს.

დაიკარგა თორმეტი ქალი - აბრეშუმის მუზეუმში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ქალი მხატვრების ემიგრაციის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.

ომი დროებით შეჩერებულია - გამოფენა, რომელიც 20- მდე ახალგაზრდა ხელოვანის ვიდეოს, ფოტოს, ინსტალაციას, პერფორმანსს, ქანდაკებასა და ფერწერულ ნამუშევრებს აერთიანებს და რომლის თემაა - დროებითი მშვიდობა, როგორც შემოქმედებითი მედიტაცია.

საერთაშორისო კულტურული ფორუმი - ფორუმზე „შემოქმედებით საქართველოსთან“ ერთად თანამედროვე ხელოვნების ბაზრის გამოწვევები იქნება განხილული.

Tbilisi Art Fair - ის სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა კულტურული და გასტრონომიული ღონისძიება დაიგეგმება.

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორის ბაზრობა ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპის და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების გალერეებსა და სახელოვნებო ინსტიტუტებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარმოდგენილან.

TAF - ის მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას და გააძლიეროს პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო დაწესებულებებს შორის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს - tbilisiartfair.art

(R)

თეკლე ჯანელიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი