კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დილიდან-საღამომდე მშენებლობაზე ვმუშაობდი, სამსახურის შემდეგ - ვვარჯიშობდი" - მერაბ დვალიშვილის რთული გზა UFC-ის რჩეულ მებრძოლობამდე
"დილიდან-საღამომდე მშენებლობაზე ვმუშაობდი, სამსახურის შემდეგ - ვვარჯიშობდი" - მერაბ დვალიშვილის რთული გზა UFC-ის რჩეულ მებრძოლობამდე

"ექ­ვსწლი­ა­ნი ემიგ­რა­ცი­ის შემ­დეგ, ახლა უკვე და­ვიმ­სა­ხუ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლა და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ჩა­ხუ­ტე­ბა... ამი­ე­რი­დან აღარ მო­მი­წევს სპორ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა - მხო­ლოდ ვარ­ჯიშს და­ვუთ­მობ მთელ დროს და ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან და­წყე­ბულ საქ­მეს..." - შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა ეს გან­ცხა­დე­ბა ამე­რი­კელ რიკი სა­ი­მონ­თან მარ­ცხის შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლა.

წა­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, UFC-მ (მებ­რძოლ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტი) დვა­ლიშ­ვი­ლი 21 აპ­რი­ლის ღა­მის სა­უ­კე­თე­სო მებ­რძო­ლად და­ა­სა­ხე­ლა და ბო­ნუ­სად 50 000 დო­ლა­რი­თაც და­ა­ჯილ­დო­ვა.

UFC Fight Night-ის ეგი­დით ატ­ლან­ტიკ სი­ტი­ში გა­მარ­თუ­ლი ორ­თაბ­რძო­ლის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი 27 წლის ქარ­თვე­ლის უპი­რა­ტე­სო­ბით წა­რი­მარ­თა, თუმ­ცა,მე­სა­მე რა­უნ­დის მი­წუ­რულს სა­ი­მონ­მა, რო­მე­ლიც UFC-ში სა­დე­ბი­უ­ტო ბრძო­ლას ატა­რებ­და, მე­რა­ბი ე.წ. გი­ლი­ო­ტი­ნა­ზე და­ი­ჭი­რა და გან­ძრე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­უს­პო.

დვა­ლიშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე დარ­ჩე­ნი­ლი თით­ქმის ერთი წუთი ბო­ლომ­დე გა­უძ­ლო მახ­რჩო­ბე­ლა ილეთს და და­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ არც ხე­ლის მოძ­რა­ო­ბით უნიშ­ნე­ბია, თუმ­ცა, არ­ბიტ­რებ­მა მი­იჩ­ნი­ეს, რომ ქარ­თველ­მა გო­ნე­ბა რა­უნ­დის დას­რუ­ლე­ბამ­დე და­კარ­გა და ტექ­ნი­კუ­რი ნო­კა­უ­ტით წა­გე­ბა ჩა­უთ­ვა­ლეს.

და­სა­ნა­ნი მარ­ცხის მი­უ­ხე­და­ვად, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა არამ­ხო­ლოდ მა­ყუ­რებ­ლის, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი საბ­რძო­ლო ასო­ცი­ა­ცი­ის ბო­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა და ფი­ნან­სუ­რი წა­ხა­ლი­სე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა.

მე­ო­რე დღეს ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა თქვა, რომ სა­ი­მონ­თან რე­მატ­ჩი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა, მერე კი Sportall.ge-საც ესა­უბ­რა:

- ატ­ლან­ტიკ სი­ტის დარ­ბაზ­ში ქარ­თვე­ლი ქო­მა­გე­ბიც საკ­მა­ოდ იყ­ვნენ. მათ­ზე რას იტყვი?

- ჩემ მხარ­და­სა­ჭე­რად მო­სუ­ლი ამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლი იყო ჩემ­თვის. ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი იზი­ა­რე­ბენ შენს მო­ლო­დინს, სი­ხა­რულს, გა­მარ­ჯვე­ბის­კენ სწრაფ­ვას. ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა შენი ქვეყ­ნის დრო­შით გა­მო­დი­ხარ, ყვე­ლას აც­ნობ შენს სამ­შობ­ლოს და ამ დროს, შენი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი გვერ­დით არი­ან.

ამი­ტო­მაც არის სპორ­ტი ყვე­ლა­ზე დიდი პო­ლი­ტი­კა. მისი დახ­მა­რე­ბით ყვე­ლა­ზე უკეთ შე­გიძ­ლია წარ­მო­ა­ჩი­ნო შენი ქვე­ყა­ნა, ოჯა­ხი, კულ­ტუ­რა. მი­ხა­რია, როცა ამე­რი­კე­ლე­ბი ხე­და­ვენ, რომ მარ­ტო არ ვარ!

- ბო­ნუ­სად მი­ღე­ბუ­ლი 50 000 დო­ლა­რის წყა­ლო­ბით, მუ­შა­ო­ბა აღარ დამ­ჭირ­დე­ბა და შევ­ძლებ, მხო­ლოდ სპორტზე ვი­ფიქ­როო... ბოლო დღე­ე­ბამ­დე, ვარ­ჯი­შის პა­რა­ლე­ლუ­რად, სულ მუ­შა­ობ­დი?

- სამ თვე­ში ექ­ვსი წელი გახ­დე­ბა, რაც აშშ-ში ვცხოვ­რობ. თავ­და­პირ­ვე­ლად, მოყ­ვა­რუ­ლებ­ში ვჩხუ­ბობ­დი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ში გა­და­ბარ­გე­ბის შემ­დე­გაც მი­ზე­რულ თან­ხას მიხ­დიდ­ნენ, რად­გან სა­ბუ­თე­ბი არ მქონ­და და ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ემიგ­რან­ტი, მეც ვმუ­შა­ობ­დი... პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მებ­რძო­ლი ვარ, არც სა­ხელ­მწი­ფო მა­ფი­ნან­სებს და არც რო­მე­ლი­მე ფე­დე­რა­ცია. ამი­ტომ, რაც ჩა­მო­ვე­დი, სულ ვმუ­შა­ობ­დი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე - დი­ლი­დან-სა­ღა­მომ­დე, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ კი - ვვარ­ჯი­შობ­დი. მიზ­ნად UFC-ში ბრძო­ლა მქონ­და და უფ­ლის წყა­ლო­ბით, ეს ოც­ნე­ბაც ავის­რუ­ლე.

ჩემ­თან ერ­თად, კი­დევ რამ­დე­ნი­მე ბიჭი იყო ჩა­მო­სუ­ლი - ჩემ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი და პერ­სპექ­ტი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ... მუ­შა­ო­ბის და სპორ­ტის შე­თავ­სე­ბა ვერ შეძ­ლეს და ვარ­ჯიშს მა­ლე­ვე და­ა­ნე­ბეს თავი. იოლი არც ჩემ­თვის ყო­ფი­ლა, მაგ­რამ უფ­ლის წყა­ლო­ბით, მი­ზანს მა­ინც მი­ვაღ­წიე... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად Sportall.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"დილიდან-საღამომდე მშენებლობაზე ვმუშაობდი, სამსახურის შემდეგ - ვვარჯიშობდი" - მერაბ დვალიშვილის რთული გზა UFC-ის რჩეულ მებრძოლობამდე

"დილიდან-საღამომდე მშენებლობაზე ვმუშაობდი, სამსახურის შემდეგ - ვვარჯიშობდი" - მერაბ დვალიშვილის რთული გზა UFC-ის რჩეულ მებრძოლობამდე

"ექვსწლიანი ემიგრაციის შემდეგ, ახლა უკვე დავიმსახურე საქართველოში ჩასვლა და ოჯახის წევრებთან ჩახუტება... ამიერიდან აღარ მომიწევს სპორტის პარალელურად მშენებლობაზე მუშაობა - მხოლოდ ვარჯიშს დავუთმობ მთელ დროს და ბოლომდე მივიყვან დაწყებულ საქმეს..." - შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ეს განცხადება ამერიკელ რიკი საიმონთან მარცხის შემდეგ გაავრცელა.

წაგების მიუხედავად, UFC-მ (მებრძოლთა აბსოლუტური ჩემპიონატი) დვალიშვილი 21 აპრილის ღამის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა და ბონუსად 50 000 დოლარითაც დააჯილდოვა.

UFC Fight Night-ის ეგიდით ატლანტიკ სიტიში გამართული ორთაბრძოლის უმეტესი ნაწილი 27 წლის ქართველის უპირატესობით წარიმართა, თუმცა,მესამე რაუნდის მიწურულს საიმონმა, რომელიც UFC-ში სადებიუტო ბრძოლას ატარებდა, მერაბი ე.წ. გილიოტინაზე დაიჭირა და განძრევის შესაძლებლობა მოუსპო.

დვალიშვილმა შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილი თითქმის ერთი წუთი ბოლომდე გაუძლო მახრჩობელა ილეთს და დანებების შესახებ არც ხელის მოძრაობით უნიშნებია, თუმცა, არბიტრებმა მიიჩნიეს, რომ ქართველმა გონება რაუნდის დასრულებამდე დაკარგა და ტექნიკური ნოკაუტით წაგება ჩაუთვალეს.

დასანანი მარცხის მიუხედავად, მერაბ დვალიშვილმა არამხოლოდ მაყურებლის, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საბრძოლო ასოციაციის ბოსების პატივისცემა და ფინანსური წახალისებაც დაიმსახურა.

მეორე დღეს ქართველმა მებრძოლმა თქვა, რომ საიმონთან რემატჩი აუცილებლად გაიმართება, მერე კი Sportall.ge-საც ესაუბრა:

- ატლანტიკ სიტის დარბაზში ქართველი ქომაგებიც საკმაოდ იყვნენ. მათზე რას იტყვი?

- ჩემ მხარდასაჭერად მოსული ამდენი ქართველი დამატებითი სტიმული იყო ჩემთვის. ბედნიერებაა, როცა თანამემამულეები იზიარებენ შენს მოლოდინს, სიხარულს, გამარჯვებისკენ სწრაფვას. ბედნიერებაა, როცა შენი ქვეყნის დროშით გამოდიხარ, ყველას აცნობ შენს სამშობლოს და ამ დროს, შენი თანამემამულეები გვერდით არიან.

ამიტომაც არის სპორტი ყველაზე დიდი პოლიტიკა. მისი დახმარებით ყველაზე უკეთ შეგიძლია წარმოაჩინო შენი ქვეყანა, ოჯახი, კულტურა. მიხარია, როცა ამერიკელები ხედავენ, რომ მარტო არ ვარ!

- ბონუსად მიღებული 50 000 დოლარის წყალობით, მუშაობა აღარ დამჭირდება და შევძლებ, მხოლოდ სპორტზე ვიფიქროო... ბოლო დღეებამდე, ვარჯიშის პარალელურად, სულ მუშაობდი?

- სამ თვეში ექვსი წელი გახდება, რაც აშშ-ში ვცხოვრობ. თავდაპირველად, მოყვარულებში ვჩხუბობდი, პროფესიონალებში გადაბარგების შემდეგაც მიზერულ თანხას მიხდიდნენ, რადგან საბუთები არ მქონდა და ისევე, როგორც ყველა ემიგრანტი, მეც ვმუშაობდი... პროფესიონალი მებრძოლი ვარ, არც სახელმწიფო მაფინანსებს და არც რომელიმე ფედერაცია. ამიტომ, რაც ჩამოვედი, სულ ვმუშაობდი მშენებლობაზე - დილიდან-საღამომდე, სამსახურის შემდეგ კი - ვვარჯიშობდი. მიზნად UFC-ში ბრძოლა მქონდა და უფლის წყალობით, ეს ოცნებაც ავისრულე.

ჩემთან ერთად, კიდევ რამდენიმე ბიჭი იყო ჩამოსული - ჩემზე წარმატებულები და პერსპექტიულები იყვნენ, მაგრამ... მუშაობის და სპორტის შეთავსება ვერ შეძლეს და ვარჯიშს მალევე დაანებეს თავი. იოლი არც ჩემთვის ყოფილა, მაგრამ უფლის წყალობით, მიზანს მაინც მივაღწიე... წაიკითხეთ ვრცლად Sportall.ge-ზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ