პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეძლო ქეით მიდლტონმა მშობიარობიდან რამდენიმე საათში შესანიშნავ ფორმაში ყოფილიყო
როგორ შეძლო ქეით მიდლტონმა მშობიარობიდან რამდენიმე საათში შესანიშნავ ფორმაში ყოფილიყო

კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნი­ამ გუ­შინ მე­სა­მე შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა. მშო­ბი­ა­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ის ახალ­შო­ბილ­თან და ქმარ­თან, პრინც უი­ლი­ამ­თან ერ­თად სამ­შო­ბი­ა­რო­დან გა­მო­ვი­და და კა­მე­რე­ბის წინ დად­გა, რათა ჟურ­ნა­ლის­ტებს მისი და პა­ტა­რა პრინ­ცის გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქო­ნო­დათ. ქე­ი­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელ­სა და წი­თელ კა­ბა­ში.

მის­მა გა­რეგ­ნო­ბამ მთე­ლი მსოფ­ლიო გა­ა­ოგ­ნა, ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლი იყო, რომ ქე­ით­მა შვი­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე გა­ა­ჩი­ნა, ბედ­ნი­ე­რად იღი­მო­და და და შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­ში იყო.

„ინ­დე­ფენ­ფენ­თის“ გან­მარ­ტე­ბით, ასე­თი მარ­ტი­ვი მშო­ბი­ა­რო­ბის მი­ზე­ზი სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­თო­დია, რო­მელ­საც არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა მი­მარ­თა, მათ შო­რის - ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ და ჟი­ზელ ბი­უნდხენ­მა.

მე­თოდს კი ჰიპ­ნომ­შო­ბი­ა­რო­ბა (hypnobirthing) ჰქვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით, მშო­ბი­ა­რე­ე­ბი ინარ­ჩუ­ნე­ბენ სიმ­შვი­დეს და რე­ლაქ­სა­ცი­ას.

ჰიპ­ნომ­შო­ბი­ა­რო­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ინ­გლი­სე­ლი მე­ა­ნის, გრენტლი დიკ-რე­ი­დის ნაშ­რომ­ზე. მან 1933 წელს და­წე­რა წიგ­ნი „მშო­ბი­ა­რო­ბა ტკი­ვი­ლის გა­რე­შე“. დიკ-რე­ი­დის აზ­რით, რო­დე­საც ქალს ეში­ნია მშო­ბი­ა­რო­ბი­სას, და­ძა­ბუ­ლო­ბა ტკი­ვილს იწ­ვევს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი - რო­დე­საც მშო­ბი­ა­რე ინარ­ჩუ­ნებს სიმ­შვი­დეს, კუნ­თე­ბი მოშ­ვე­ბუ­ლია და სხე­უ­ლი გა­მო­ყოფს ოქ­სი­ტო­ცინ­სა და ენ­დორ­ფი­ნებს, რაც ტკი­ვილს ამ­სუ­ბუ­ქებს.

ექ­სპერ­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, ამ მე­თო­დის სა­შუ­ა­ლე­ბით ტკი­ვი­ლი იკ­ლებს და მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ შიში და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბაც ნაკ­ლე­ბია.

ჰიპ­ნომ­შო­ბი­ა­რო­ბა არის სუნ­თქვის, ღრმა რე­ლაქ­სა­ცი­ი­სა და ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის მე­თო­დე­ბის კომ­ბი­ნა­ცია, პო­ზი­ტი­ურ ფიქ­რებ­თან ერ­თად.

ცხა­დია, ქა­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წი­ნას­წარ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, რომ მათ კარ­გად იცოდ­ნენ მშო­ბი­ა­რო­ბის ფსი­ქო­ლო­გია, შე­დე­გად კი გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ ყვე­ლა ში­შის­გან. მე­თო­დის ეფექ­ტუ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცხა­დია, გა­უტ­კი­ვა­რე­ბის გა­კე­თე­ბა მა­ინც სა­ჭი­როა.

რო­გორც ჩანს, სწო­რედ ჰიპ­ნომ­შო­ბი­ა­რო­ბის შე­დე­გი იყო ის, რომ ქე­ი­თი ჩვილ­თან და ქმარ­თან ერ­თად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წინ ბრწყი­ნავ­და და აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მარ­გა­ლი­ტის სა­ყუ­რე, რო­მე­ლიც მიდლტონს ეკე­თა, ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი დღის­თვის დე­დო­ფალ­მა ათხო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

როგორ შეძლო ქეით მიდლტონმა მშობიარობიდან რამდენიმე საათში შესანიშნავ ფორმაში ყოფილიყო

როგორ შეძლო ქეით მიდლტონმა მშობიარობიდან რამდენიმე საათში შესანიშნავ ფორმაში ყოფილიყო

კემბრიჯის ჰერცოგინიამ გუშინ მესამე შვილი გააჩინა. მშობიარობიდან რამდენიმე საათში ის ახალშობილთან და ქმართან, პრინც უილიამთან ერთად სამშობიაროდან გამოვიდა და კამერების წინ დადგა, რათა ჟურნალისტებს მისი და პატარა პრინცის გადაღების საშუალება ჰქონოდათ. ქეითი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და წითელ კაბაში.

მისმა გარეგნობამ მთელი მსოფლიო გააოგნა, ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ ქეითმა შვილი რამდენიმე საათით ადრე გააჩინა, ბედნიერად იღიმოდა და და შესანიშნავ ფორმაში იყო.

„ინდეფენფენთის“ განმარტებით, ასეთი მარტივი მშობიარობის მიზეზი სპეციალური მეთოდია, რომელსაც არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიმართა, მათ შორის - ანჯელინა ჯოლიმ და ჟიზელ ბიუნდხენმა.

მეთოდს კი ჰიპნომშობიარობა (hypnobirthing) ჰქვია. აღნიშნული ტექნიკის საშუალებით, მშობიარეები ინარჩუნებენ სიმშვიდეს და რელაქსაციას.

ჰიპნომშობიარობა დაფუძნებულია ინგლისელი მეანის, გრენტლი დიკ-რეიდის ნაშრომზე. მან 1933 წელს დაწერა წიგნი „მშობიარობა ტკივილის გარეშე“. დიკ-რეიდის აზრით, როდესაც ქალს ეშინია მშობიარობისას, დაძაბულობა ტკივილს იწვევს. სხვა შემთხვევაში კი - როდესაც მშობიარე ინარჩუნებს სიმშვიდეს, კუნთები მოშვებულია და სხეული გამოყოფს ოქსიტოცინსა და ენდორფინებს, რაც ტკივილს ამსუბუქებს.

ექსპერტების მტკიცებით, ამ მეთოდის საშუალებით ტკივილი იკლებს და მშობიარობის შემდეგ შიში და გაღიზიანებაც ნაკლებია.

ჰიპნომშობიარობა არის სუნთქვის, ღრმა რელაქსაციისა და ვიზუალიზაციის მეთოდების კომბინაცია, პოზიტიურ ფიქრებთან ერთად.

ცხადია, ქალებისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ ინფორმაციის მიწოდება, რომ მათ კარგად იცოდნენ მშობიარობის ფსიქოლოგია, შედეგად კი გათავისუფლდნენ ყველა შიშისგან. მეთოდის ეფექტურობის მიუხედავად, ცხადია, გაუტკივარების გაკეთება მაინც საჭიროა.

როგორც ჩანს, სწორედ ჰიპნომშობიარობის შედეგი იყო ის, რომ ქეითი ჩვილთან და ქმართან ერთად ჟურნალისტების წინ ბრწყინავდა და აქვე აღსანიშნავია, რომ მარგალიტის საყურე, რომელიც მიდლტონს ეკეთა, ღირსშესანიშნავი დღისთვის დედოფალმა ათხოვა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე