პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა - ექსპერტიზის დასკვნით დაუდგენელია, რომელი დანით ან ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა ჩემს შვილს
ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა - ექსპერტიზის დასკვნით დაუდგენელია, რომელი დანით ან ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა ჩემს შვილს

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით და­უდ­გე­ნე­ლია, რო­მე­ლი და­ნით ან ვის მი­ე­რაა მი­ყე­ნე­ბუ­ლი სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა ჩემი შვი­ლის­თვის, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის, და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მამ ზაზა სა­რა­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, დას­კვნა არის ბუნ­დო­ვა­ნი და კი­თხვე­ბი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს ამ საქ­მე­ზე, კვლავ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია.

"ზე­და­პი­რუ­ლად გა­დავ­ხე­დე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გი­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რამ. მისი გან­ხილ­ვა სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­დევ­ნო სხდო­მა­ზე მოხ­დე­ბა. ზე­და­პი­რუ­ლად რა­საც გა­დავ­ხე­დე, იმის მი­ხედ­ვით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ექ­სპერ­ტი­ზა სრულ­ფა­სო­ვა­ნი არაა, ვი­ნა­ი­დან ამ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში წე­რია, რომ ვერ დად­გინ­და რა ია­რა­ღით ან რო­მე­ლი და­ნით იყო მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჩემი შვი­ლის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ვის­გან იყო მი­ყე­ნე­ბუ­ლი ეს ჭრი­ლო­ბა, ამის დად­გე­ნაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუ არ არ­სე­ბობს ია­რა­ღი, რომ­ლი­თაც მი­ა­ყე­ნეს ეს ჭრი­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად დამ­ნა­შა­ვეც არაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დას­კვნა­ში ასა­ხუ­ლია ის ჭრი­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მი­ა­ყე­ნეს მის შვილს, თუმ­ცა, ზაზა სა­რა­ლი­ძის თქმით, სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბის მიმ­ყე­ნე­ბე­ლი ამ ექ­სპერ­ტი­ზით ვერ დად­გინ­და.

"ორი ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე ზის, ნამ­დვი­ლად არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და მი­ეს­ჯე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი სას­ჯე­ლი, მაგ­რამ მე უკვე ეჭვი მიჩ­ნდე­ბა, რომ შე­საძ­ლოა სხვა ია­რა­ღიც იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ჩემი აზ­რით, გა­მო­იკ­ვე­თა სხვა ია­რა­ღიც, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა და მო­არ­გო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა იმ მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბებს, ვინც დღემ­დე და­ი­კი­თხა", - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 2017 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ერთი მო­ზარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე მო­ზარ­დი კი, ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 დე­კემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა - ექსპერტიზის დასკვნით დაუდგენელია, რომელი დანით ან ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა ჩემს შვილს

ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა - ექსპერტიზის დასკვნით დაუდგენელია, რომელი დანით ან ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა ჩემს შვილს

ექსპერტიზის დასკვნით დაუდგენელია, რომელი დანით ან ვის მიერაა მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა ჩემი შვილისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დასკვნა არის ბუნდოვანი და კითხვები, რომელიც არსებობს ამ საქმეზე, კვლავ პასუხგაუცემელია.

"ზედაპირულად გადავხედე ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც წარმოადგინა პროკურატურამ. მისი განხილვა სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე მოხდება. ზედაპირულად რასაც გადავხედე, იმის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ ექსპერტიზა სრულფასოვანი არაა, ვინაიდან ამ ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ვერ დადგინდა რა იარაღით ან რომელი დანით იყო მიყენებული ჩემი შვილისთვის მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა. შესაბამისად, ვისგან იყო მიყენებული ეს ჭრილობა, ამის დადგენაც შეუძლებელია. თუ არ არსებობს იარაღი, რომლითაც მიაყენეს ეს ჭრილობა, შესაბამისად დამნაშავეც არაა გამოვლენილი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, დასკვნაში ასახულია ის ჭრილობები, რომელიც ბრალდებულებმა მიაყენეს მის შვილს, თუმცა, ზაზა სარალიძის თქმით, სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი ამ ექსპერტიზით ვერ დადგინდა.

"ორი ბრალდებული, რომელიც განსასჯელის სკამზე ზის, ნამდვილად არიან დამნაშავეები და მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი, მაგრამ მე უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ შესაძლოა სხვა იარაღიც იყო გამოყენებული. ჩემი აზრით, გამოიკვეთა სხვა იარაღიც, მაგრამ გამოძიებამ ყველაფერი შეცვალა და მოარგო ექსპერტიზის დასკვნა იმ მოწმეების ჩვენებებს, ვინც დღემდე დაიკითხა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა - ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა

ცვლილებები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში - "მისი მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს და ზოგ დანაშაულზე სასჯელი შემსუბუქდეს"

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირის ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ - რას ამბობს გარდაცვლილის ბიძა