პოლიტიკა
საზოგადოება

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრიტიკულები ვართ, მაგრამ ცუდი არავისთვის გვინდა..." - რას ეძებს ლელა წურწუმია "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებში
"კრიტიკულები ვართ, მაგრამ ცუდი არავისთვის გვინდა..." - რას ეძებს ლელა წურწუმია "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებში

მუ­სი­კა­ლურ­მა პრო­ექ­ტმა - "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" პირ­და­პირ ეთერ­ში სტარ­ტი 23 აპ­რილს, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან აიღო და პირ­ვე­ლი­ვე ლა­ივ­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ი­ტინ­გე­ბის ლი­დე­რი გახ­და - შოუმ წლის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, 21%-იანი რე­ი­ტინ­გი დადო, რი­თაც კონ­კუ­რენტ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტს "იქს-ფაქ­ტორს" 7%-ით აჯო­ბა.

პრო­ექ­ტის წე­სე­ბით, 10 კონ­კურ­სან­ტი ერ­თმა­ნეთს მხო­ლოდ ქარ­თულ სიმ­ღე­რა­ში შე­ე­ჯიბ­რა. ახ­ლე­ბუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით შეს­რულ­და ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის - გოგი ცა­ბა­ძი­სა და ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის სიმ­ღე­რე­ბი. ახა­ლი ვერ­სი­ე­ბის ავ­ტო­რი მუ­სი­კო­სი ზვი­ად ბოლ­ქვა­ძეა, რო­მელ­მაც ჯგუფ "ნი­უ­ტონ­თან" ერ­თად გა­უ­წია აკომ­პა­ნი­რე­ბა შოუს მო­ნა­წი­ლე­ებს. პირ­ველ ლა­ივ­ზე შო­უ­ში 110 000 ზარი შე­ვი­და.

ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბას ორი ახა­ლი წევ­რი და­ე­მა­ტა - გი­ორ­გი გა­ბუ­ნია და ლელა წურ­წუ­მია. შე­მო­სუ­ლი ზა­რე­ბის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა ძა­ლი­ან იაქ­ტი­უ­რა და თა­ვის ფა­ვო­რიტ კონ­კურ­სანტს ზა­რით მხა­რი და­უ­ჭი­რა, რის მი­ხედ­ვი­თაც გა­ნი­სა­ზღვრა კონ­კურ­სან­ტე­ბის ათე­უ­ლის თან­მიმ­დევ­რო­ბაც. თუმ­ცა, პირ­ველ დღეს "რუს­თა­ვი 2"-მა ვე­ტოს უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა და პრო­ექ­ტი არ­ცერთ მო­ნა­წი­ლეს არ და­უ­ტო­ვე­ბია.

პირ­ვე­ლი ლა­ი­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, AMBEBI.GE ჟი­უ­რის ახალ წევ­რს, მომ­ღე­რალ ლელა წურ­წუ­მი­ას ესა­უბ­რა:

"კარ­გი იყო, ყურს სი­ა­მოვ­ნებ­და. ეს ხომ ის მუ­სი­კაა, რო­მელ­ზეც გა­ვი­ზარ­დეთ. სამ­წუ­ხა­როდ, ისე მოხ­და, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის თა­ო­ბა ქარ­თულ სიმ­ღე­რას აღარ უს­მენს. შე­სა­ბა­მი­სად, შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხა პრო­ექ­ტში გა­მო­დი­ან, ქარ­თულს არ მღე­რი­ან. მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ კი­დევ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ქარ­თუ­ლად სიმ­ღე­რა შე­უძ­ლია და ამის სურ­ვი­ლი აქვთ. რაც მთა­ვა­რია, ვერ­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ა­კე­თა ზვი­ად ბოლ­ქვა­ძემ და ჯგუფ­მა "ნი­უ­ტო­ნი~ შე­სა­ნიშ­ნა­ვია, უს­მე­ნო და უხმო ადა­მი­ან­საც კი აამ­ღე­რებს. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და ვი­სი­ა­მოვ­ნე. მი­ხა­რია, რომ ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვარ და შე­მიძ­ლია კონ­კურ­სან­ტე­ბი შე­ვა­ფა­სო. შოუს მსვლე­ლო­ბი­სას ხუმ­რო­ბით ვთქვი - არ ვიცი ეს ინ­გლი­სუ­რი სიმ­ღე­რე­ბი, არც ტექ­სტი და არც მუ­სი­კა-მეთ­ქი, მაგ­რამ ქარ­თულ­ში ყვე­ლა­ფე­რი (მუ­სი­კა, ტექ­სტი, ავ­ტო­რი) ცნო­ბი­ლი და ახ­ლო­ბე­ლია, იმ­დე­ნად ჩე­მია, რომ მისი მოს­მე­ნა მსი­ა­მოვ­ნებს.

- ჟი­უ­რი­ში სხვა დრო­საც ყო­ფილ­ხართ, მაგ­რამ პირ­ველ "ლა­ი­ვამ­დე~ უც­ნო­ბი იყო, რომ "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის~ ჟი­უ­რი­ში ერთ-ერთი თქვენ იქ­ნე­ბო­დით...

- ჟი­უ­რი­ში ყოფ­ნა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბე­ბით, რჩე­ვე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას ვცვლით. შე­იძ­ლე­ბა, ზოგ­ჯერ კრი­ტი­კუ­ლე­ბი ვართ, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას მო­ეჩ­ვე­ნოს, რომ კონ­კურ­სან­ტებს უსა­მარ­თლოდ ვექ­ცე­ვით, მაგ­რამ გვერ­წმუ­ნეთ, ცუდი არა­ვის­თვის გვინ­და. თან, რა ვქნათ, ასეა, ამ­დე­ნი ხანი სცე­ნა­ზე რომ დგა­ხარ, ხარ აქ­ტუ­ა­ლუ­რი, ამი­ტო­მაც გვიწ­ვე­ვენ ჟი­უ­რი­ში, გვენ­დო­ბი­ან... ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გვაქვს, რჩე­ვებს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვაძ­ლევთ და მომ­ღერ­ლებ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

- ვფიქ­რობ, რომ პირ­ველ "ლა­ივ­ზე~ ჟი­უ­რი არ იყო მკაც­რი.

- გე­თან­ხმე­ბით. პირ­ვე­ლი დღე იყო, რა­საც ყო­ველ­თვის ახ­ლავს ღელ­ვა. ამ ადა­მი­ა­ნებს სცე­ნა­ზე დგო­მის გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ აქვთ, ამი­ტომ პირ­ველ სა­კონ­კურ­სო ტურ­ზე ისი­ნი არ უნდა შე­ა­ში­ნო. ღელ­ვა და ნერ­ვი­უ­ლო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბა­ში უნდა გა­და­უყ­ვა­ნო, რომ იმ შეს­რუ­ლე­ბით ბედ­ნი­ე­რი იყოს და ემო­ცი­ებ­მა ნაკ­ლე­ბად შე­ა­წუ­ხოს.

- რო­მე­ლია თქვე­ნი ფა­ვო­რი­ტი მო­ნა­წი­ლე?

- რამ­დე­ნი­მე, ერთს ვერ ვი­ტყვი, თუმ­ცა ვნა­ხოთ. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ კონ­კრე­ტუ­ლი სიმ­ღე­რა ისე ვერ იმ­ღე­როს, მაგ­რამ იმ­ღე­როს სხვა სიმ­ღე­რა. იმი­ტომ არის კონ­კურ­სი ასე, რომ მხო­ლოდ იმ დღის შეს­რუ­ლე­ბით ვა­ფა­სებთ, მაგ­რამ მა­ინც ვერ ვი­ვი­წყებთ იმ ადა­მი­ა­ნის გან­ვლილ ეტა­პებს და ვი­ცით, რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს.

- პი­რა­დად თქვენ კონ­კურ­სან­ტში რას ეძებთ, რისი მოს­მე­ნა გინ­დათ?

- ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, გე­მოვ­ნე­ბა, სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ი­სად­მი, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, დღეს დე­ფი­ცი­ტია. იმი­ტო­მაც არის, რომ ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვე­რა­ფერს შვრე­ბი­ან. ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ნა­ცე­მი აქვთ, მაგ­რამ იკარ­გე­ბი­ან. იმი­ტომ, რომ პრო­დუქტს არ ქმნი­ან, სა­კუ­თარ თავ­ზე არ მუ­შა­ო­ბენ.

- ქრის­ტი­ნე შუ­შა­ძის მიერ ნამ­ღე­რი სიმ­ღე­რა ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის "სიმ­ღე­რაა მთე­ლი ჩემი ქო­ნე­ბა", რო­გორც კი გა­ის­მა, მა­შინ­ვე მოხ­და მისი თქვენ­თან და­კავ­ში­რე­ბა. თუმ­ცა, მას პირ­ვე­ლად ნანი ბრეგ­ვა­ძე მღე­რო­და...

- მისი პირ­ვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ნანი იყო. მერე მა­რი­ნა ბე­რი­ძემ, 1999 წელს ფი­ლარ­მო­ნა­ში კონ­ცერ­ტი "XX სა­უ­კუ­ნის 20 სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რა~ გა­მარ­თა და ერთ-ერთი სიმ­ღე­რა ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის და პეტ­რე გრუ­ზინ­სკის ეს "სიმ­ღე­რაა მთე­ლი ჩემი ქო­ნე­ბა~ იყო, რო­მელ­საც "ვა­გიფს~ ვე­ძა­ხით. რო­დე­საც ამ სიმ­ღე­რა­ზე მუ­შა­ო­ბას ვი­წყებ­დი, ბა­ტონ ვა­ჟას მისი და­წე­რის ის­ტო­რია ვკი­თხე. მი­თხრა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას, მა­ტა­რე­ბელ­ში დავ­წე­რეო...

- ალ­ბათ, მისი აღ­მო­სავ­ლუ­რი ინ­ტო­ნა­ცი­აც ამის ბრა­ლია.

- კი. 1999 წლი­დან დღემ­დე დიდი დრო გა­ვი­და. მა­შინ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რის არან­ჟი­რე­ბა ზურა ლა­ლი­აშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. "ვა­გი­ფი~ მა­ყუ­რე­ბელ­მა, მსმე­ნელ­მა, თბი­ლად მი­ი­ღო. თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ რთუ­ლია მისი შეს­რუ­ლე­ბა. ზო­გა­დად რთუ­ლია ბა­ი­ა­თი­სა და ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რის მღე­რა. ამ ჟანრ­ში წლე­ბის წინ, ქალ­ბა­ტო­ნი ცი­ნუ­კი და­დი­ა­ნი და ინგა ფე­რა­ძე იყ­ვნენ. მოკ­ლედ, ურ­თუ­ლე­სია, პა­ტა­რა უზუს­ტო­ბაც და სიმ­ღე­რა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია... ასე რომ, ჟი­უ­რის კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის ცუდი ნამ­დვი­ლად არ გვინ­და და ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ!

ფოტო: გვან­ცა მაღ­ლა­კე­ლი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

"კრიტიკულები ვართ, მაგრამ ცუდი არავისთვის გვინდა..." - რას ეძებს ლელა წურწუმია "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებში

"კრიტიკულები ვართ, მაგრამ ცუდი არავისთვის გვინდა..." - რას ეძებს ლელა წურწუმია "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებში

მუსიკალურმა პროექტმა - "მხოლოდ ქართული" პირდაპირ ეთერში სტარტი 23 აპრილს, რუსთაველის თეატრიდან აიღო და პირველივე ლაივში სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი გახდა - შოუმ წლის ყველაზე მაღალი, 21%-იანი რეიტინგი დადო, რითაც კონკურენტ მუსიკალურ პროექტს "იქს-ფაქტორს" 7%-ით აჯობა.

პროექტის წესებით, 10 კონკურსანტი ერთმანეთს მხოლოდ ქართულ სიმღერაში შეეჯიბრა. ახლებური ინტერპრეტაციით შესრულდა ქართველი კომპოზიტორების - გოგი ცაბაძისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები. ახალი ვერსიების ავტორი მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძეა, რომელმაც ჯგუფ `ნიუტონთან" ერთად გაუწია აკომპანირება შოუს მონაწილეებს. პირველ ლაივზე შოუში 110 000 ზარი შევიდა.

ჟიურის შემადგენლობას ორი ახალი წევრი დაემატა - გიორგი გაბუნია და ლელა წურწუმია. შემოსული ზარების მიხედვით შეიძლება იმის თქმა, რომ მაყურებელმა ძალიან იაქტიურა და თავის ფავორიტ კონკურსანტს ზარით მხარი დაუჭირა, რის მიხედვითაც განისაზღვრა კონკურსანტების ათეულის თანმიმდევრობაც. თუმცა, პირველ დღეს "რუსთავი 2"-მა ვეტოს უფლება გამოიყენა და პროექტი არცერთ მონაწილეს არ დაუტოვებია.

პირველი ლაივის დასრულების შემდეგ, AMBEBI.GE ჟიურის ახალ წევრს, მომღერალ ლელა წურწუმიას ესაუბრა:

"კარგი იყო, ყურს სიამოვნებდა. ეს ხომ ის მუსიკაა, რომელზეც გავიზარდეთ. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენი შვილების თაობა ქართულ სიმღერას აღარ უსმენს. შესაბამისად, შემსრულებლები, რომლებიც სხვადასხა პროექტში გამოდიან, ქართულს არ მღერიან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიდევ არიან ადამიანები, ვისაც ქართულად სიმღერა შეუძლია და ამის სურვილი აქვთ. რაც მთავარია, ვერსიები, რომლებიც გააკეთა ზვიად ბოლქვაძემ და ჯგუფმა `ნიუტონი~ შესანიშნავია, უსმენო და უხმო ადამიანსაც კი აამღერებს. ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე. მიხარია, რომ ჟიურის შემადგენლობაში ვარ და შემიძლია კონკურსანტები შევაფასო. შოუს მსვლელობისას ხუმრობით ვთქვი - არ ვიცი ეს ინგლისური სიმღერები, არც ტექსტი და არც მუსიკა-მეთქი, მაგრამ ქართულში ყველაფერი (მუსიკა, ტექსტი, ავტორი) ცნობილი და ახლობელია, იმდენად ჩემია, რომ მისი მოსმენა მსიამოვნებს.

- ჟიურიში სხვა დროსაც ყოფილხართ, მაგრამ პირველ `ლაივამდე~ უცნობი იყო, რომ `მხოლოდ ქართულის~ ჟიურიში ერთ-ერთი თქვენ იქნებოდით...

- ჟიურიში ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა იმიტომ, რომ ჩვენი შეფასებებით, რჩევებით კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას ვცვლით. შეიძლება, ზოგჯერ კრიტიკულები ვართ, შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ კონკურსანტებს უსამართლოდ ვექცევით, მაგრამ გვერწმუნეთ, ცუდი არავისთვის გვინდა. თან, რა ვქნათ, ასეა, ამდენი ხანი სცენაზე რომ დგახარ, ხარ აქტუალური, ამიტომაც გვიწვევენ ჟიურიში, გვენდობიან... ჩვენი მიმართულებები გვაქვს, რჩევებს იქიდან გამომდინარე ვაძლევთ და მომღერლებმა უნდა გაითვალისწინონ.

- ვფიქრობ, რომ პირველ `ლაივზე~ ჟიური არ იყო მკაცრი.

- გეთანხმებით. პირველი დღე იყო, რასაც ყოველთვის ახლავს ღელვა. ამ ადამიანებს სცენაზე დგომის გამოცდილება საერთოდ არ აქვთ, ამიტომ პირველ საკონკურსო ტურზე ისინი არ უნდა შეაშინო. ღელვა და ნერვიულობა სიამოვნებაში უნდა გადაუყვანო, რომ იმ შესრულებით ბედნიერი იყოს და ემოციებმა ნაკლებად შეაწუხოს.

- რომელია თქვენი ფავორიტი მონაწილე?

- რამდენიმე, ერთს ვერ ვიტყვი, თუმცა ვნახოთ. შეიძლება ვიღაცამ კონკრეტული სიმღერა ისე ვერ იმღეროს, მაგრამ იმღეროს სხვა სიმღერა. იმიტომ არის კონკურსი ასე, რომ მხოლოდ იმ დღის შესრულებით ვაფასებთ, მაგრამ მაინც ვერ ვივიწყებთ იმ ადამიანის განვლილ ეტაპებს და ვიცით, რისი შესაძლებლობები აქვს.

- პირადად თქვენ კონკურსანტში რას ეძებთ, რისი მოსმენა გინდათ?

- ინდივიდუალიზმი, გემოვნება, სწორი დამოკიდებულება პროფესიისადმი, რომელიც სამწუხაროდ, დღეს დეფიციტია. იმიტომაც არის, რომ ამ საქმიანობაში ვერაფერს შვრებიან. ყველანაირი მონაცემი აქვთ, მაგრამ იკარგებიან. იმიტომ, რომ პროდუქტს არ ქმნიან, საკუთარ თავზე არ მუშაობენ.

- ქრისტინე შუშაძის მიერ ნამღერი სიმღერა ვაჟა აზარაშვილის "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება", როგორც კი გაისმა, მაშინვე მოხდა მისი თქვენთან დაკავშირება. თუმცა, მას პირველად ნანი ბრეგვაძე მღეროდა...

- მისი პირველი შემსრულებელი ქალბატონი ნანი იყო. მერე მარინა ბერიძემ, 1999 წელს ფილარმონაში კონცერტი `XX საუკუნის 20 საუკეთესო სიმღერა~ გამართა და ერთ-ერთი სიმღერა ვაჟა აზარაშვილის და პეტრე გრუზინსკის ეს `სიმღერაა მთელი ჩემი ქონება~ იყო, რომელსაც `ვაგიფს~ ვეძახით. როდესაც ამ სიმღერაზე მუშაობას ვიწყებდი, ბატონ ვაჟას მისი დაწერის ისტორია ვკითხე. მითხრა, აზერბაიჯანიდან თბილისში დაბრუნებისას, მატარებელში დავწერეო...

- ალბათ, მისი აღმოსავლური ინტონაციაც ამის ბრალია.

- კი. 1999 წლიდან დღემდე დიდი დრო გავიდა. მაშინ შესრულებული სიმღერის არანჟირება ზურა ლალიაშვილს ეკუთვნოდა. `ვაგიფი~ მაყურებელმა, მსმენელმა, თბილად მიიღო. თუმცა ვფიქრობ, რომ რთულია მისი შესრულება. ზოგადად რთულია ბაიათისა და ქალაქური სიმღერის მღერა. ამ ჟანრში წლების წინ, ქალბატონი ცინუკი დადიანი და ინგა ფერაძე იყვნენ. მოკლედ, ურთულესია, პატარა უზუსტობაც და სიმღერა გაფუჭებულია... ასე რომ, ჟიურის კონკურსანტებისთვის ცუდი ნამდვილად არ გვინდა და ყველას წარმატებებს ვუსურვებ!

ფოტო: გვანცა მაღლაკელიძე

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს