სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაცემია ბავშვი, აიძულეს ასეთი სიტყვები ელაპარაკა და მერე აგრძელებდნენ მის ცემას" - რა ხდება გარდაბანში, სადაც მშობლები სკოლასთან აქციას მართავენ
"ნაცემია ბავშვი, აიძულეს ასეთი სიტყვები ელაპარაკა და მერე აგრძელებდნენ მის ცემას" - რა ხდება გარდაბანში, სადაც მშობლები სკოლასთან აქციას მართავენ

გარ­და­ბან­ში ერთ-ერთ სა­ჯა­რო სკო­ლას­თან მშობ­ლე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მო­ი­თხო­ვენ, რომ სკო­ლი­დან გა­რი­ცხონ ის სამი მოს­წავ­ლე, რომ­ლებ­მაც მე-7 კლა­სელ მო­ზარ­დზე იძა­ლა­დეს და ამის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თეს.

რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის დედა აცხა­დებს, მისი შვი­ლი არის ნა­ცე­მი და ვი­დე­ო­ში რა­საც ამ­ბობს, ეს ძალ­და­ტა­ნე­ბით მოხ­და.

„პო­ლი­ცი­ამ თვი­თონ მომ­მარ­თა, თბი­ლის­ში ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი. მპირ­დე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ერთი კვი­რაა უკვე და ჯერ ვე­რა­ფერს ვხე­დავ. ნა­ცე­მია ბავ­შვი, აი­ძუ­ლეს ასე­თი სი­ტყვე­ბი ელა­პა­რა­კა და მერე აგ­რძე­ლებ­დნენ მის ცე­მას,“- აცხა­დებს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლის მშო­ბე­ლი „რუს­თა­ვი 2“-თან სა­უ­ბარ­ში.

აქ­ცი­ის კი­დევ ერთი მო­ნა­წი­ლის თქმით, მშობ­ლე­ბის მო­თხოვ­ნაა, რომ ვი­დე­ოს გა­დამ­ღე­ბი მო­ზარ­დე­ბი სკო­ლი­დან გა­რი­ცხონ.

„მო­ვი­თხოვთ იმას, რომ ეს ბავ­შვე­ბი არ უნდა იყ­ვნენ აქ. დღეს და­დი­ან სკო­ლა­ში, ვი­თომ არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ათ. ალ­ბათ არც მშობ­ლებ­ზე იმოქ­მე­და ამ ყვე­ლა­ფერ­მა და არც არი­გე­ბენ, რომ ეს არ უნდა ჩა­ი­დი­ნონ. დი­რექ­ტო­რი არ მო­სუ­ლა, არ გა­სა­უბ­რე­ბია ოჯახს,“ - აცხა­დე­ბენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 20 აპ­რილს გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრი­მა მუხ­ლე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით და­ი­წყო. და­ნა­შა­უ­ლი 5-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დეო YouTube-ზე 2017 წლის სექ­ტემ­ბრის თვე­ში აიტ­ვირ­თა, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 20 აპ­რილს გავ­რცელ­და.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ად­გი­ნეს ვი­დე­ო­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი. დად­გე­ნი­ლია ის პი­რიც, ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო ატ­ვირ­თა, რო­მე­ლიც, ასე­ვე, არსრულ­წლო­ვა­ნია. გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე არას­რულ­წლო­ვა­ნი ერთი სკო­ლის მეშ­ვი­დე-მერ­ვე კლა­სე­ბის მოს­წავ­ლეა.

და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"ნაცემია ბავშვი, აიძულეს ასეთი სიტყვები ელაპარაკა და მერე აგრძელებდნენ მის ცემას" - რა ხდება გარდაბანში, სადაც მშობლები სკოლასთან აქციას მართავენ

"ნაცემია ბავშვი, აიძულეს ასეთი სიტყვები ელაპარაკა და მერე აგრძელებდნენ მის ცემას" - რა ხდება გარდაბანში, სადაც მშობლები სკოლასთან აქციას მართავენ

გარდაბანში ერთ-ერთ საჯარო სკოლასთან მშობლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ სკოლიდან გარიცხონ ის სამი მოსწავლე, რომლებმაც მე-7 კლასელ მოზარდზე იძალადეს და ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთეს.

როგორც დაზარალებულის დედა აცხადებს, მისი შვილი არის ნაცემი და ვიდეოში რასაც ამბობს, ეს ძალდატანებით მოხდა.

„პოლიციამ თვითონ მომმართა, თბილისში ვიყავით წასულები. მპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ერთი კვირაა უკვე და ჯერ ვერაფერს ვხედავ. ნაცემია ბავშვი, აიძულეს ასეთი სიტყვები ელაპარაკა და მერე აგრძელებდნენ მის ცემას,“- აცხადებს ძალადობის მსხვერპლის მშობელი „რუსთავი 2“-თან საუბარში.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის თქმით, მშობლების მოთხოვნაა, რომ ვიდეოს გადამღები მოზარდები სკოლიდან გარიცხონ.

„მოვითხოვთ იმას, რომ ეს ბავშვები არ უნდა იყვნენ აქ. დღეს დადიან სკოლაში, ვითომ არაფერი დაუშავებიათ. ალბათ არც მშობლებზე იმოქმედა ამ ყველაფერმა და არც არიგებენ, რომ ეს არ უნდა ჩაიდინონ. დირექტორი არ მოსულა, არ გასაუბრებია ოჯახს,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, სოციალურ ქსელში 20 აპრილს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა.

„სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არსრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ