პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულამაზესი კოლხური ოდები გადაშენების პირას და მათი იშვიათი ბინადრების განსაცვიფრებელი ისტორიები
ულამაზესი კოლხური ოდები გადაშენების პირას და მათი იშვიათი ბინადრების განსაცვიფრებელი ისტორიები

"სა­ქარ­თვე­ლო მდი­და­რია კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბით, რო­მე­ლიც დიდ ის­ტო­რი­ას ინა­ხავს და გაფრ­თხლე­ბა ჭირ­დე­ბა. იმე­დია, ახლო მო­მა­ვალ­ში ოდე­ბის თე­მაც გა­და­წყდე­ბა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუსს მი­ა­ნი­ჭე­ბენ კოლ­ხურ ოდებს..." _ ამ­ბობს ფო­ტოგ­რა­ფი გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა, რო­მელ­მაც ოდე­ბის გა­და­სა­ღე­ბად და მათი ის­ტო­რი­ის შე­სას­წავ­ლად 15 კი­ლო­მეტ­რი ფე­ხით გა­ი­ა­რა...

- თქვენ ახ­ლა­ხანს სა­მეგ­რე­ლოს სამი სოფ­ლის ოდე­ბი გა­და­ი­ღეთ... ადრე გაქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის ულა­მა­ზე­სი ოდა...

_ დიახ... მარ­თლაც ულა­მა­ზე­სი ოდა იყო, რო­მელ­ზეც ამ­ბობ­დნენ რომ ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს ეკუთ­ვნო­და. ეს ფოტო უნი­კა­ლუ­რია იმით, რომ ოდა სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის შე­დე­გად და­ინ­გრა და მისი სი­ლა­მა­ზე მხო­ლოდ ფო­ტო­ზე შე­მორ­ჩა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი – რეზო ადა­მია ოდებს ხა­ტავს, უკვე 40 ნა­მუ­შე­ვა­რი შექ­მნა. მას მზად აქვს პრო­ექ­ტი იუ­ნეს­კო­ში წარ­სად­გე­ნად, რომ ოდე­ბი გა­და­სარ­ჩენ ძეგლ­თა სი­ა­ში შე­ვი­დეს... ბა­ტონ რე­ზოს ვახ­ლდი, რო­დე­საც ოდებს ხა­ტავ­და და შემ­დეგ მე თვი­თო­ნაც გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი ოდე­ბი გა­და­მე­ღო.

ყვე­ლა­ზე მეტი ოდე­ბი აბა­შის რა­ი­ონ­შია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. აბა­შის რა­ი­ო­ნის სამი სო­ფე­ლი – სუ­ჯუ­ნა, ძვე­ლი აბა­შა და ონ­ტო­ფო შე­მო­ვი­ა­რე... 15 კო­ლო­მეტ­რი ფე­ხით ვი­ა­რე... სა­ბედ­ნი­ე­როდ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ოდა. თუმ­ცა იგი ის ოდა არ არის, სა­დაც ცხოვ­რობ­და, მერე არის შექ­მნი­ლი. შე­და­რე­ბით ახა­ლი ოდაა, დღეს იქ მუ­ზე­უ­მია და მრა­ვა­ლი მნახ­ვე­ლიც ჰყავს...

ოდა, რო­მე­ლიც ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს ეკუთ­ვნო­და

_ ოდე­ბი მი­ტო­ვე­ბუ­ლია?

_ უმე­ტე­სო­ბა მი­ტო­ვე­ბუ­ლია, უკან დაბ­რუ­ნე­ბას რომ ვა­პი­რებ­დი, მი­თხრეს, რომ სოფ­ლის ბო­ლოს კი­დევ იყო ერთი ოდა, სა­დაც 91 წლის ქალ­ბა­ტო­ნი - სუ­ლი­კო ჟვა­ნია ცხოვ­რობს. ეს ოდა ორა­სი წლი­საა, ქალ­ბა­ტო­ნი სუ­ლი­კოს ბა­ბუ­ის აშე­ნე­ბუ­ლი...

გან­მაც­ვიფ­რა ამ ქალ­ბა­ტონ­მა, როცა სახ­ლში ვეს­ტუმ­რე... წელ­ში მოხ­რილ­მა, ძა­ლა­გა­მო­ლე­ულ­მა, ხან­დაზ­მულ­მა ქალ­მა აკორ­დე­ო­ნი გა­მო­ი­ტა­ნა, გვერ­დით და­ი­დო და მი­თხრა - ამის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია, ყო­ველ­დღე ვუკ­რავ და ვმღე­რი, მე­უღ­ლე ადრე და­მე­ღუ­პა, შვი­ლე­ბია არ მყო­ლია და მარ­ტო ვარო... მას ეზო­ში ჩას­ვლა უჭირს და მთელ დღეს სახ­ლში ატა­რებს. რო­დე­საც მღე­რო­და, მი­თხრა: "ერთი წუ­თით ხმა არ ამო­ი­ღოთ, ყური უგ­დეთ! გეს­მით ხმა?" შო­რი­დან ფუტკრის ბზუ­ი­ლი შე­მო­მეს­მა. ფუტ­კა­რი აქ სა­ი­დან? - გაკ­ვირ­ვე­ბით ვე­კი­თხე­ბი... ამ კედ­ლის მიღ­მა არი­ან, ხე­ლით შე­ე­ხო კე­დელს. მშობ­ლე­ბი ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ, აქ რომ ფუტ­კარ­მა და­ი­დო ბინა. ბევ­რი მე­ფუტკრე მო­სუ­ლა, უთ­ქვამთ ფუტ­კარს ჩვენ წა­ვიყ­ვანთ, თაფლს თქვენ და­გი­ტო­ვებ­თო... უარი ვუ­თხა­რი ყვე­ლას. ფუტ­კარს სიმ­ღე­რა ჰყვა­რე­ბია და მე ფუტ­კარს ვუმ­ღე­რიო...

სუ­ლი­კო ჟვა­ნია პრო­ფე­სი­ით სტო­მა­ტო­ლო­გია, 25 წელი ზუგ­დიდ­ში მუ­შა­ობ­და. ახლა მის უბან­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი უკა­ნას­კნე­ლი, უხუ­ცე­სი ჟვა­ნი­აა... მის სახ­ლში ერთხელ ზუ­რაბ ჟვა­ნი­აც ყო­ფი­ლა სტუმ­რად, სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბი მა­გი­და­ზე უდევს.… ამ­ბობს, სტუ­მა­რი მიყ­ვარს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ არა­ფე­რი გა­მაჩ­ნია, მა­ინც გა­მოვ­ნა­ხავ რა­მეს რომ გა­ვუ­მას­პინ­ძლდეო. სამ­წუ­ხა­როდ, მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუცს ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა მო­უხ­სნეს... დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას მი­თხრა, თუ აქეთ მოხ­ვდე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად შე­მო­მი­ა­რე, ერ­თად ვიმ­ღე­რო­თო... იმ იმე­დით და­ვემ­შვი­დო­ბე, რომ მალე ისევ ვნა­ხავ...

_ კი­დევ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ოდე­ბი ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბით?

_ ერ­თერთ ოდას რომ ვი­ღებ­დი, მის­მა 82 წლის მა­ცხოვ­რე­ბელ­მა მი­თხრა რომ წელს და­უბ­რუნ­და ოდას სა­ცხოვ­რებ­ლად. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თბი­ლის­ში გა­ვა­ტა­რე და თურ­მე რო­გორ მო­ნატ­რე­ბია აქა­უ­რო­ბაო... შინ მი­მი­პა­ტი­ჟა, მოდი ვი­სა­უბ­როთ, ბევ­რი მაქვს მო­სა­ყო­ლიო, მაგ­რამ მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში მივ­დი­ო­დი გა­და­სა­ღე­ბად და მეჩ­ქა­რე­ბო­და... დი­ლა­უ­თე­ნია ერთ კოხ­ტა ოდა სახ­ლს მი­ვა­დე­ქი, შო­რი­დან რამ­დე­ნი­მე კად­რი გა­და­ვი­ღე. უეც­რად ხმა მო­მეს­მა ზურ­გი­დან, შიგ­ნით შებ­რძან­დით კარი ღია არი­სო. შუ­ახ­ნის ქალ­ბა­ტო­ნი შე­მომ­ცქე­რო­და. ეს სახ­ლი ერთხელ უკვე გა­და­ი­ღეს, კომ­პი­უ­ტერ­ში მა­ნა­ხეს შვი­ლიშ­ვი­ლებ­მაო. სე­ნა­კელ ფო­ტოგ­რაფს გა­და­უ­ღი­აო. გულ­ში გა­მე­ღი­მა თუმ­ცა, არ შე­ვიმ­ჩნიე...

aმ სახ­ლის პატ­რო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ეს სახ­ლი კი იგ­რე­ვა ნელ-ნელა. ყი­დი­ან ამ სახ­ლს... იყი­დი­ან, დაშ­ლი­ან და საბ­რძე­ლის (საძ­რო­ხეს) ასა­გე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ოდებს მი­ხედ­ვა ჭირ­დე­ბა. რად­გა­ნაც მი­ტო­ვე­ბუ­ლი ოდე­ბის ნგრე­ვა და­წყე­ბუ­ლია და 20-30 წლის შემ­დგომ ოდებს გაქ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რა სტა­ტუსს მი­ა­ნი­ჭებს იუ­ნეს­კო.

ბევრ ოდას სა­ხუ­რა­ვად ში­ფე­რი აქვს, რაც უკარ­გავს ძვე­ლე­ბურ სი­ლა­მა­ზეს და ელ­ფერს. სულ სამი ოდა იყო, სა­დაც მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ, და­ნარ­ჩე­ნი მი­ტო­ვე­ბუ­ლია. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ისე იყო ჩა­კე­ტი­ლი, ვერც შე­ვე­დი გა­და­სა­ღე­ბად. ვნა­ხე ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ტყუ­პი ოდე­ბი, რო­მელ­ზეც მი­თხრეს რომ მსა­ხი­ობს - ანი ტყე­ბუ­ჩა­ვას ეკუთ­ვნის.

გეგ­მა­ში მაქვს ზემო აჭა­რა­ში მო­ვი­ნა­ხუ­ლო და იქ არ­სე­ბუ­ლი ტი­პი­უ­რი აჭა­რუ­ლი სახ­ლე­ბი აღვბეჭ­დო. რა­ჭა­ში ხუთი წლის წინ გახ­ლდით და სა­ო­ცა­რი სახ­ლე­ბი გა­და­ვი­ღე. ერთ-ერ­თზე მი­თხრეს, რომ სტა­ლი­ნი აქ ის­ვე­ნებ­დაო. მარ­თლაც იშ­ვი­ა­თი სახ­ლია, რო­მე­ლიც იმ ხა­ნად დაგ­რე­ვის პი­რას იყო. ამ­ჟა­მად რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, არ ვფლობ ინ­ფორ­მა­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლო მდი­და­რია კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბით, რო­მე­ლიც დიდ ის­ტო­რი­ას ინა­ხავს და გაფრ­თხი­ლე­ბა ჭირ­დე­ბა. იმე­დია, ახლო მო­მო­ვალ­ში ოდე­ბის თე­მაც გა­და­წყდე­ბა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუს მი­ა­ნი­ჭე­ბენ კოლ­ხურ ოდებს.

გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვას ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალო
0

რა სამოთხეა, 12 000 მაინც შევაგროვო რომ ვიყიდო კუსკუსა სახლი :)

სალო
0

რა სამოთხეააა !! 

ავტორი:

ულამაზესი კოლხური ოდები გადაშენების პირას და მათი იშვიათი ბინადრების განსაცვიფრებელი ისტორიები

ულამაზესი კოლხური ოდები გადაშენების პირას და მათი იშვიათი ბინადრების განსაცვიფრებელი ისტორიები

"საქართველო მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს და გაფრთხლება ჭირდება. იმედია, ახლო მომავალში ოდების თემაც გადაწყდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ კოლხურ ოდებს..." _ ამბობს ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა, რომელმაც ოდების გადასაღებად და მათი ისტორიის შესასწავლად 15 კილომეტრი ფეხით გაიარა...

- თქვენ ახლახანს სამეგრელოს სამი სოფლის ოდები გადაიღეთ... ადრე გაქვთ გადაღებული ვერიკო ანჯაფარიძის ულამაზესი ოდა...

_ დიახ... მართლაც ულამაზესი ოდა იყო, რომელზეც ამბობდნენ რომ ვერიკო ანჯაფარიძეს ეკუთვნოდა. ეს ფოტო უნიკალურია იმით, რომ ოდა სტიქიური უბედურების შედეგად დაინგრა და მისი სილამაზე მხოლოდ ფოტოზე შემორჩა. მოგეხსენებათ ქართველი მხატვარი – რეზო ადამია ოდებს ხატავს, უკვე 40 ნამუშევარი შექმნა. მას მზად აქვს პროექტი იუნესკოში წარსადგენად, რომ ოდები გადასარჩენ ძეგლთა სიაში შევიდეს... ბატონ რეზოს ვახლდი, როდესაც ოდებს ხატავდა და შემდეგ მე თვითონაც გამიჩნდა სურვილი ოდები გადამეღო.

ყველაზე მეტი ოდები აბაშის რაიონშია შემორჩენილი. აბაშის რაიონის სამი სოფელი – სუჯუნა, ძველი აბაშა და ონტოფო შემოვიარე... 15 კოლომეტრი ფეხით ვიარე... საბედნიეროდ კარგად გამოიყურება კონსტანტინე გამსახურდიას ოდა. თუმცა იგი ის ოდა არ არის, სადაც ცხოვრობდა, მერე არის შექმნილი. შედარებით ახალი ოდაა, დღეს იქ მუზეუმია და მრავალი მნახველიც ჰყავს...

ოდა, რომელიც ვერიკო ანჯაფარიძეს ეკუთვნოდა

_ ოდები მიტოვებულია?

_ უმეტესობა მიტოვებულია, უკან დაბრუნებას რომ ვაპირებდი, მითხრეს, რომ სოფლის ბოლოს კიდევ იყო ერთი ოდა, სადაც 91 წლის ქალბატონი - სულიკო ჟვანია ცხოვრობს. ეს ოდა ორასი წლისაა, ქალბატონი სულიკოს ბაბუის აშენებული...

განმაცვიფრა ამ ქალბატონმა, როცა სახლში ვესტუმრე... წელში მოხრილმა, ძალაგამოლეულმა, ხანდაზმულმა ქალმა აკორდეონი გამოიტანა, გვერდით დაიდო და მითხრა - ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ყოველდღე ვუკრავ და ვმღერი, მეუღლე ადრე დამეღუპა, შვილებია არ მყოლია და მარტო ვარო... მას ეზოში ჩასვლა უჭირს და მთელ დღეს სახლში ატარებს. როდესაც მღეროდა, მითხრა: "ერთი წუთით ხმა არ ამოიღოთ, ყური უგდეთ! გესმით ხმა?" შორიდან ფუტკრის ბზუილი შემომესმა. ფუტკარი აქ საიდან? - გაკვირვებით ვეკითხები... ამ კედლის მიღმა არიან, ხელით შეეხო კედელს. მშობლები ცოცხლები იყვნენ, აქ რომ ფუტკარმა დაიდო ბინა. ბევრი მეფუტკრე მოსულა, უთქვამთ ფუტკარს ჩვენ წავიყვანთ, თაფლს თქვენ დაგიტოვებთო... უარი ვუთხარი ყველას. ფუტკარს სიმღერა ჰყვარებია და მე ფუტკარს ვუმღერიო...

სულიკო ჟვანია პროფესიით სტომატოლოგია, 25 წელი ზუგდიდში მუშაობდა. ახლა მის უბანში შემორჩენილი უკანასკნელი, უხუცესი ჟვანიაა... მის სახლში ერთხელ ზურაბ ჟვანიაც ყოფილა სტუმრად, სამახსოვრო ფოტოები მაგიდაზე უდევს.… ამბობს, სტუმარი მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ არაფერი გამაჩნია, მაინც გამოვნახავ რამეს რომ გავუმასპინძლდეო. სამწუხაროდ, მარტოხელა მოხუცს ცოტა ხნის წინ სოციალური დახმარება მოუხსნეს... დამშვიდობებისას მითხრა, თუ აქეთ მოხვდები აუცილებლად შემომიარე, ერთად ვიმღეროთო... იმ იმედით დავემშვიდობე, რომ მალე ისევ ვნახავ...

_ კიდევ აღმოაჩინეთ ოდები ასეთი განსაკუთრებული მაცხოვრებლებით?

_ ერთერთ ოდას რომ ვიღებდი, მისმა 82 წლის მაცხოვრებელმა მითხრა რომ წელს დაუბრუნდა ოდას საცხოვრებლად. მთელი ცხოვრება თბილისში გავატარე და თურმე როგორ მონატრებია აქაურობაო... შინ მიმიპატიჟა, მოდი ვისაუბროთ, ბევრი მაქვს მოსაყოლიო, მაგრამ მეზობელ სოფელში მივდიოდი გადასაღებად და მეჩქარებოდა... დილაუთენია ერთ კოხტა ოდა სახლს მივადექი, შორიდან რამდენიმე კადრი გადავიღე. უეცრად ხმა მომესმა ზურგიდან, შიგნით შებრძანდით კარი ღია არისო. შუახნის ქალბატონი შემომცქეროდა. ეს სახლი ერთხელ უკვე გადაიღეს, კომპიუტერში მანახეს შვილიშვილებმაო. სენაკელ ფოტოგრაფს გადაუღიაო. გულში გამეღიმა თუმცა, არ შევიმჩნიე...

aმ სახლის პატრონი გარდაიცვალა. ეს სახლი კი იგრევა ნელ-ნელა. ყიდიან ამ სახლს... იყიდიან, დაშლიან და საბრძელის (საძროხეს) ასაგებად გამოიყენებენ. ოდებს მიხედვა ჭირდება. რადგანაც მიტოვებული ოდების ნგრევა დაწყებულია და 20-30 წლის შემდგომ ოდებს გაქრობა ემუქრება. ძალიან მნიშვნელოვანია რა სტატუსს მიანიჭებს იუნესკო.

ბევრ ოდას სახურავად შიფერი აქვს, რაც უკარგავს ძველებურ სილამაზეს და ელფერს. სულ სამი ოდა იყო, სადაც მაცხოვრებლები იყვნენ, დანარჩენი მიტოვებულია. ზოგიერთი მათგანი ისე იყო ჩაკეტილი, ვერც შევედი გადასაღებად. ვნახე ძალიან ლამაზი ტყუპი ოდები, რომელზეც მითხრეს რომ მსახიობს - ანი ტყებუჩავას ეკუთვნის.

გეგმაში მაქვს ზემო აჭარაში მოვინახულო და იქ არსებული ტიპიური აჭარული სახლები აღვბეჭდო. რაჭაში ხუთი წლის წინ გახლდით და საოცარი სახლები გადავიღე. ერთ-ერთზე მითხრეს, რომ სტალინი აქ ისვენებდაო. მართლაც იშვიათი სახლია, რომელიც იმ ხანად დაგრევის პირას იყო. ამჟამად როგორ გამოიყურება, არ ვფლობ ინფორმაციას. საქართველო მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს და გაფრთხილება ჭირდება. იმედია, ახლო მომოვალში ოდების თემაც გადაწყდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუს მიანიჭებენ კოლხურ ოდებს.

გიორგი ნიკოლავას ფოტოები