ავტორი:

რატომ უხდის ბოდიშს "ჰეროკრატიის" მსახიობი მიხეილ სააკაშვილს და რას პასუხობს მას ექსპრეზიდენტი

რატომ უხდის ბოდიშს "ჰეროკრატიის" მსახიობი მიხეილ სააკაშვილს და რას პასუხობს მას ექსპრეზიდენტი

"ჰეროკრატიაში" ერთ-ერთი როლის შემსრულებელი, მსახიობი და რეჟისორი ოთარ მიქელაძე სერიალში მონაწილეობისთვის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა.

"ბოდიში საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს ! ბატონო პრეზიდენტო! ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმისათვის, რომ: 1. 2012 წელს გავწევრიანდი მატყუარა "ქართულ ოცნებაში"; 2. 2012 წლის არჩევნებში ხმა მივეცი "ქართულ ოცნებას"; 3. როგორც მსახიობმა, მონაწილეობა მივიღე მრავალსერიან სატელევიზიო მხატვრულ ფილმში "ჰეროკრატია"; პატივისცემით, კინორეჟისორი ოთარ მიქელაძე 23.04.2018".

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ Ambebi.ge ოთარ მიქელაძეს დაუკავშირდა:

- ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება და არავინ არ გამილანძღია. მე ბატონ პრეზიდენტს, სააკაშვილს ვუხდი ბოდიშს, იმიტომ რომ მოვტყუვდი. მეგონა "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მერე გაუმჯობესდებოდა პირობები, მაგრამ ვერაფერს ვერ ვამჩნევ. ჩემთვის უარესად არის ყველაფერი. რამდენიმე წლის წინ, რეპეტიციაზე ხერხემლის ტრავმა მივიღე, ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი და ჩემი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. მაინტერესებს 100 ლარით რა უნდა გავაკეთო? გადასახადები გადავიხადო თუ საჭმელი ვიყიდო. 2012 წელს ხმა არ მივეცი "ნაციონალებს" და ამის გამო ვიხდი ბოდიშს.

- ფიქრობთ უკეთეს პირობებში იცხოვრებდით ისევ სააკაშვილს თუ მისცემდით ხმას?

- რა იქნებოდა არ ვიცი, მაგრამ "ოცნება" ყველაფრის გაუმჯობესებას გვპირდებოდა... დავიჯერე, პარტიაში შევედი, "ოცნების" დროშებით დავრბოდი, ხმაც მივეცი. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დროშა აივანზე დავკიდე და არაფერი შეცვლილა. უმძიმესი სოციალური გაჭირვება მაქვს მეც და ჩემს გარშემოც ასე არიან. თუ არასწორად ვხედავ, მითხრან რომ ვცდები, დამარწმუმომ. აქამდე შეგნებულად არ ვწერდი არაფერს, 6 წელი ველოდე ცვლილებებს. დღეს რა სიდუხჭირეცაა ამაში ჩემი წვლილიც არის, ამიტომ ვუხდი ბოდიშს სააკაშვილს. ვისაც მინდა იმას მოვუხდი ბოდიშს, ეკლესიამ მასწავლა სინანული და მე ვთვლი, რომ შევცდი როცა მიშას წინააღმდეგ მივეცი ხმა. ჩემთვის ისევ მიშა არის პრეზიდენტი. იმიტომ რომ მაშინ უკეთ ვიყავი.

მსახიობის პოსტს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" გამოეხმაურა. "თქვენ არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი, ივანიშვილს კი!" - დაწერა ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ