პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა მთავარია აქცია არ დაიშალოს..." - რას ელოდებიან სომხეთში სარგსიანის წასვლის შემდეგ
"ახლა მთავარია აქცია არ დაიშალოს..." - რას ელოდებიან სომხეთში სარგსიანის წასვლის შემდეგ

სომ­ხეთ­ში ხალ­ხის პრო­ტეს­ტმა გა­ი­მარ­ჯვა. "შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან არ­სე­ბობს გა­მო­სა­ვა­ლი, მაგ­რამ მე არც ერთს არ გა­ვა­კე­თებ. ეს არ არის ჩემი... პა­ში­ნი­ა­ნი მარ­თა­ლი იყო, მე შევ­ცდი..." - ამ სი­ტყვე­ბით და­ას­რუ­ლა სერჟ სარ­გი­ან­მა თა­ვი­სი 10 წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც 2022 წლამ­დე უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო.

სო­მე­ხი ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, მთა­ვა­რია, პრო­ტეს­ტის მუხ­ტი არ ჩა­ცხრეს, ხალ­ხი არ და­ი­შა­ლოს და ის მო­თხოვ­ნე­ბი, რაც ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დათ, ჰა­ერ­ში არ დარ­ჩეს. მა­ნამ­დე კი, ვიდ­რე ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­ი­ნიშ­ნე­ბა, მის მო­ვა­ლე­ო­ბას ვიცე-პრე­მი­ე­რი კა­რენ კა­რა­პე­ტი­ა­ნი შე­ას­რუ­ლებს. ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პარ­ლა­მენ­ტმა უნდა აირ­ჩი­ოს, სა­დაც უმ­რავ­ლე­სო­ბას ისევ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" წარ­მო­ად­გენს. შე­სა­ბა­მი­სად, ვი­თა­რე­ბა მარ­ტი­ვად გან­სას­ჯე­ლი არ არის...

ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რის­თვი­საც სარ­გსი­ანს სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა აკ­რი­ტი­კებ­და, საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, თუმ­ცა, ადი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ახლა მთა­ვა­რია, რო­გო­რი იქ­ნე­ბა სომ­ხე­თის სა­გა­რეო კურ­სი.

ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტის აიკ ნა­ა­პა­ტი­ა­ნის თქმით, სომ­ხეთ­ში და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღის უკან, იგი­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და მათი კო­ლე­გე­ბი დგა­ნან, რომ­ლე­ბიც სხვა ქვეყ­ნებ­ში იდ­გნენ "ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის" დროს..

"ნი­კოლ პა­ში­ნი­ანს იმე­დიც არ ჰქონ­დეს, რომ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნე­ბა, რად­გან "სცე­ნა­რის ავ­ტო­რე­ბი" სომ­ხეთ­ში არ ცხოვ­რო­ბენ და ჩვენ არა­ვის მივ­ცემთ უფ­ლე­ბას, სხვა­გან და­წე­რი­ლი სცე­ნა­რით მარ­თონ ქვე­ყა­ნა..." - ამ­ბობს აიკ ნა­ა­პა­ტი­ა­ნი.

სარ­გსი­ა­ნის წას­ვლას ეხ­მა­უ­რე­ბა ბლო­გე­რი ლე­ვონ აი­რა­პე­ტი­ა­ნიც:

"ის წლე­ბია ხალ­ხს ძარ­ცვავს. 2016 წელს პუ­ტი­ნის მო­თხოვ­ნით შეხ­ვდა ალი­ევს და მას ყა­რა­ბა­ღის ტე­რო­ტო­რი­ის ნა­წი­ლი გა­დას­ცა.. ჩვენ ამას ვერ ვა­პა­ტი­ებთ და ვერც რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ვხე­დავთ მის ად­გილს... ათი წე­ლია, ხალ­ხს არ გა­უ­ღი­მიa, საკ­მა­რი­სია... მისი ნდო­ბა არც ერთი წუ­თით არ შე­იძ­ლე­ბა, მან ად­რეც თქვა, პრე­ზი­დენ­ტო­ბა­სა და პრე­მი­ე­რო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია არ ექ­ნე­ბო­და, თუმ­ცა, ვნა­ხეთ, რო­გორ კომ­ფორ­ტულ მმარ­თვე­ლო­ბას იმ­ზა­დებ­და..." - წერს ბლო­გე­რი, რომ­ლის თქმი­თაც, სარ­გსი­ა­ნის ხალ­ხი ახ­ლაც გა­მა­ლე­ბით ცდი­ლობს პა­ში­ნი­ა­ნის­თვის სა­ხე­ლის გა­ტეხ­ვას.

რო­გო­რია სარ­გსი­ა­ნის წას­ვლის შემ­დეგ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გეგ­მე­ბი, Ambebi.ge ერე­ვან­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის ერთ-ერთ აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლეს რო­ბერტ აბ­რა­მი­ანს ესა­უბ­რა.

"აღარ შეგ­ვეძ­ლო ასე გაგ­რძე­ლე­ბა. აღარ შეგ­ვიძ­ლია მა­ფი­ო­ზი სარ­გსი­ა­ნის მო­ნო­ბა, რო­მელ­მაც ახალ­გაზ­რდებს გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა წა­არ­თვა, ჩემი ორი­ვე შვი­ლი სას­წავ­ლებ­ლად და სა­ცხოვ­რებ­ლად უცხო­ეთ­ში წა­ვი­და, შემ­დეგ იქ დარ­ჩნენ, რად­გან სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დათ. მე და ჩემი მე­უღ­ლე კი, ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ან ყო­ვე­ლი მე­ო­რე წლის ზა­ფხუ­ლის დად­გო­მის იმე­დით ვსულ­დგმუ­ლობთ... არ მინ­და იმის გა­ფიქ­რე­ბა, რომ ერთ დღეს ჩვენ აღარ ვიქ­ნე­ბით, ჩემი შვი­ლე­ბი კი ამ სახ­ლის კარს ჯერ და­კე­ტა­ვენ, შემ­დეგ კი გა­ყი­დი­ან... თუ ასე გაგ­რძელ­და, ასეც მოხ­დე­ბა... ეს არ უნდა, იმ ასი­ა­თა­სო­ბით სო­მეხს, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­და. ახლა მთა­ვა­რია არ და­ვი­შა­ლოთ..." - აცხა­დებს Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ერევ­ნის აქ­ცი­ის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე რო­ბერტ აბ­რა­მი­ა­ნი.

აქ­ცი­ის კი­დევ ერთ მო­ნა­წი­ლის კა­რა­პეტ რუ­ბი­ნი­ა­ნის თქმით, სარ­გსი­ან­მა მოჩ­ვე­ნე­ბი­თად მი­ი­ღო ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბის გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, პუ­ტი­ნი­სა და ნა­ზარ­ბა­ე­ვის კლუბ­ში დარ­ჩა.

"ჩვენ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ არ ვართ, მაგ­რამ კრემლთან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, თუ ის სერ­ჟის პო­ზი­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბას შე­ეც­დე­ბა, მა­შინ ხალ­ხი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ წავა..." - ამ­ბობს რუ­ბი­ნი­ა­ნი.

ახალ­გაზ­რდე­ბი კი მკა­ფი­ოდ ამ­ბო­ბენ, რომ სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის გავ­ლე­ნე­ბი უნდა დას­რულ­დეს. ეს მო­თხოვ­ნა ერთ-ერთი მთა­ვა­რია, ჩა­მო­ნათ­ვალ­ში.

"ჩვენ­მა ლი­დერ­მა გარ­კვე­ვით თქვა, რომ რუ­სე­თი არის ოკუ­პან­ტი და ქვე­ყა­ნა უნდა და­ტო­ვოს... სარ­გსი­ა­ნის გა­დად­გო­მით პრო­ტეს­ტის ტალ­ღა არ დას­რულ­დე­ბა - ჩვენ ცვლი­ლე­ბებს ვი­თხოვთ ქვეყ­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად..." - აცხა­დებს პა­ში­ნი­ა­ნის ახალ­გზარ­დუ­ლი ფრთის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუს­ლან აბ­რა­მი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ახლა მთავარია აქცია არ დაიშალოს..." - რას ელოდებიან სომხეთში სარგსიანის წასვლის შემდეგ

"ახლა მთავარია აქცია არ დაიშალოს..." - რას ელოდებიან სომხეთში სარგსიანის წასვლის შემდეგ

სომხეთში ხალხის პროტესტმა გაიმარჯვა. "შექმნილი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, მაგრამ მე არც ერთს არ გავაკეთებ. ეს არ არის ჩემი... პაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი..." - ამ სიტყვებით დაასრულა სერჟ სარგიანმა თავისი 10 წლიანი მმართველობა, რომელიც 2022 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო.

სომეხი ექსპერტების თქმით, მთავარია, პროტესტის მუხტი არ ჩაცხრეს, ხალხი არ დაიშალოს და ის მოთხოვნები, რაც ქუჩაში გამოსულ ადამიანებს ჰქონდათ, ჰაერში არ დარჩეს. მანამდე კი, ვიდრე ახალი პრემიერ-მინისტრი დაინიშნება, მის მოვალეობას ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი შეასრულებს. ახალი პრემიერ-მინისტრი პარლამენტმა უნდა აირჩიოს, სადაც უმრავლესობას ისევ "რესპუბლიკური პარტია" წარმოადგენს. შესაბამისად, ვითარება მარტივად განსასჯელი არ არის...

ჩამონათვალი, რისთვისაც სარგსიანს სომხეთის მოსახლეობა აკრიტიკებდა, საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა, ადილობრივების თქმით, ახლა მთავარია, როგორი იქნება სომხეთის საგარეო კურსი.

ადგილობრივი სამხედრო ექსპერტის აიკ ნააპატიანის თქმით, სომხეთში დაწყებული საპროტესტო ტალღის უკან, იგივე ორგანიზაციები და მათი კოლეგები დგანან, რომლებიც სხვა ქვეყნებში იდგნენ "ფერადი რევოლუციების" დროს..

"ნიკოლ პაშინიანს იმედიც არ ჰქონდეს, რომ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნება, რადგან "სცენარის ავტორები" სომხეთში არ ცხოვრობენ და ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, სხვაგან დაწერილი სცენარით მართონ ქვეყანა..." - ამბობს აიკ ნააპატიანი.

სარგსიანის წასვლას ეხმაურება ბლოგერი ლევონ აირაპეტიანიც:

"ის წლებია ხალხს ძარცვავს. 2016 წელს პუტინის მოთხოვნით შეხვდა ალიევს და მას ყარაბაღის ტეროტორიის ნაწილი გადასცა.. ჩვენ ამას ვერ ვაპატიებთ და ვერც რეზიდენციაში ვხედავთ მის ადგილს... ათი წელია, ხალხს არ გაუღიმიa, საკმარისია... მისი ნდობა არც ერთი წუთით არ შეიძლება, მან ადრეც თქვა, პრეზიდენტობასა და პრემიერობაზე პრეტენზია არ ექნებოდა, თუმცა, ვნახეთ, როგორ კომფორტულ მმართველობას იმზადებდა..." - წერს ბლოგერი, რომლის თქმითაც, სარგსიანის ხალხი ახლაც გამალებით ცდილობს პაშინიანისთვის სახელის გატეხვას.

როგორია სარგსიანის წასვლის შემდეგ აქციის მონაწილეების გეგმები, Ambebi.ge ერევანში მიმდინარე აქციის ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს რობერტ აბრამიანს ესაუბრა.

"აღარ შეგვეძლო ასე გაგრძელება. აღარ შეგვიძლია მაფიოზი სარგსიანის მონობა, რომელმაც ახალგაზრდებს განვითარების პერსპექტივა წაართვა, ჩემი ორივე შვილი სასწავლებლად და საცხოვრებლად უცხოეთში წავიდა, შემდეგ იქ დარჩნენ, რადგან საკუთარი ქვეყანაში არაფერი გამოუვიდათ. მე და ჩემი მეუღლე კი, ყოველი მომდევნო ან ყოველი მეორე წლის ზაფხულის დადგომის იმედით ვსულდგმულობთ... არ მინდა იმის გაფიქრება, რომ ერთ დღეს ჩვენ აღარ ვიქნებით, ჩემი შვილები კი ამ სახლის კარს ჯერ დაკეტავენ, შემდეგ კი გაყიდიან... თუ ასე გაგრძელდა, ასეც მოხდება... ეს არ უნდა, იმ ასიათასობით სომეხს, რომელიც ქუჩაში გამოვიდა. ახლა მთავარია არ დავიშალოთ..." - აცხადებს Ambebi.ge-სთან საუბარში ერევნის აქციის აქტიური მონაწილე რობერტ აბრამიანი.

აქციის კიდევ ერთ მონაწილის კარაპეტ რუბინიანის თქმით, სარგსიანმა მოჩვენებითად მიიღო ევროკავშირთან დაახლოების გადაწვეტილება, სინამდვილეში კი, პუტინისა და ნაზარბაევის კლუბში დარჩა.

"ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ არ ვართ, მაგრამ კრემლთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, თუ ის სერჟის პოზიციის გაგრძელებას შეეცდება, მაშინ ხალხი რუსეთის წინააღმდეგ წავა..." - ამბობს რუბინიანი.

ახალგაზრდები კი მკაფიოდ ამბობენ, რომ სომხეთში რუსეთის გავლენები უნდა დასრულდეს. ეს მოთხოვნა ერთ-ერთი მთავარია, ჩამონათვალში.

"ჩვენმა ლიდერმა გარკვევით თქვა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ქვეყანა უნდა დატოვოს... სარგსიანის გადადგომით პროტესტის ტალღა არ დასრულდება - ჩვენ ცვლილებებს ვითხოვთ ქვეყნის გადასარჩენად..." - აცხადებს პაშინიანის ახალგზარდული ფრთის ერთ-ერთი წარმომადგენელი რუსლან აბრამიანი.