პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერი, რომელსაც ეკლესია არ აღიარებს და მის სახლთან მლოცველი მრევლი: "შესაძლოა, საპატრიარქო შეცდეს, მაგრამ არ ცდებიან წმინდანები და ღმერთი..."
ბერი, რომელსაც ეკლესია არ აღიარებს და მის სახლთან მლოცველი მრევლი: "შესაძლოა, საპატრიარქო შეცდეს, მაგრამ არ ცდებიან წმინდანები და ღმერთი..."

ნა­რი­მან მა­ქა­რაშ­ვი­ლი - ეს სა­ხე­ლი და გვა­რი შე­საძ­ლოა ბევ­რს არა­ფერს გე­უბ­ნე­ბათ, თუმ­ცა ეს იმ ადა­მი­ა­ნის სა­ე­რო სა­ხე­ლია, რო­მელ­ზეც ბევ­რი გსმე­ნი­ათ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით. ბერ­მა ნი­კო­ლოზ­მა წლე­ბია სა­კუ­თა­რი მრევ­ლის აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ამ აღი­ა­რე­ბას არ აღი­ა­რებს. ბერს მღვდელმსა­ხუ­რე­ბა 20 წლის წინ შე­უ­წყდა, რისი მი­ზე­ზიც მისი სა­სუ­ლი­ე­რო სწავ­ლე­ბა გახ­და.

2016 წელს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, ეს შემ­დეგ­ნა­ი­რა­დაა გან­მარ­ტე­ბუ­ლი: „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, ტრან­სპორ­ტში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით ვრცელ­დე­ბა ბერი ნი­კო­ლო­ზის (მა­ქა­რაშ­ვი­ლი) ფო­ტო­ე­ბი ასე­თი ტექ­სტე­ბით: „მხსნე­ლი“, „გა­დამ­რჩე­ნე­ლი“ და ა.შ. გვინ­და გან­ვმარ­ტოთ, რომ ბერ ნი­კო­ლოზს თით­ქმის 20 წე­ლია ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს მღვდელმსა­ხუ­რე­ბა“ - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვილს "ერის გა­დამ­რჩე­ნელს" და ამ სა­უ­კუ­ნე­ში მცხოვ­რებ "ნამ­დვილ წმინ­დანს" უწო­დებს. მრევ­ლის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც თავს ბერი ნი­კო­ლო­ზის სუ­ლი­ერ შვი­ლე­ბად მი­იჩ­ნევს, თბი­ლის­ში ორ ად­გი­ლას იკ­რი­ბე­ბა სა­ლო­ცა­ვად: გამ­რე­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­და და ბარ­ნო­ვის ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც ის დღეს ცხოვ­რობს.

გამ­რე­კე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ბი­ნი­დან ბე­რის ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მო­სახ­ლე­ბის მი­ზე­ზი ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს­თან და­პი­რის­პი­რე­ბა გახ­და - მე­პატ­რო­ნე მა­მუ­კა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი მას ბი­ნის და­ტო­ვე­ბას სთხოვ­და, ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვილ­მა კი ლიფ­ტის კა­რე­ბი აჭე­და და ბი­ნის მფლო­ბელს სახ­ლში არ უშ­ვებ­და. არ­სე­ბო­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი, რო­მელ­თა თქმი­თაც, ბერ­მა რეხ­ვი­აშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვი­ლი და­ნით და ხან­ჯლით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყო.

"გა­ნი­ა­რა­ღე­ბის დროს პატ­რულს უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავ­და ‘’მდუ­მა­რე­ბა­ში’’ მყო­ფი მღვდე­ლი და მო­ი­თხოვ­და მე­ზობ­ლებს ბი­ნე­ბი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ და მის­თვის და­ეთ­მოთ’’ - ყვე­ბი­ან შემ­თხვე­ვის თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო: ბერი ნი­კო­ლო­ზის მრევ­ლი ყო­ველ დღე მის სახ­ლთან ლო­ცუ­ლობს

ბე­რის სუ­ლი­ე­რი შვი­ლი ლეო ფურ­ცხა­ლა­ვა არ უარ­ყოფს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას და გვე­უბ­ნე­ბა: „წმინ­და­ნი იცავს ადა­მი­ანს საფრ­თხის­გან, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მამა გაბ­რი­ელს (ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვილს მრევ­ლი მის მო­წა­ფედ და მემ­კვიდ­რედ იხ­სე­ნი­ებს) კვერ­თხი ჩა­ურ­ტყამს ადა­მი­ა­ნის­თვის თავ­ში, რათა მის­გან ეშ­მა­კი გა­ნე­დევ­ნა. მამა ნი­კო­ლო­ზი მცი­რედ შე­ე­ხო მა­მუ­კა რეხ­ვი­აშ­ვილს, მაგ­რამ რა­საც მამა ნი­კო­ლო­ზი მოქ­მე­დებს, იმ ადა­მი­ა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად აკე­თებს. ზოგ­ჯერ არის მო­მენ­ტი, რო­დე­საც ადა­მი­ანს უფა­ქი­ზე­სად კურ­ნავ, ზოგ­ჯერ კი მკაცრ მე­თოდსაც იყე­ნებ" - ამ­ბობს ლეო ფურ­ცხა­ლა­ვა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს წმინ­დანს დევ­ნი­ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით:

„სა­პატ­რი­არ­ქო ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დევ­ნი­და მამა გაბ­რი­ელს, ახლა კი დევ­ნის მამა ნი­კო­ლოზს. დღეს ხალ­ხის მკურ­ნალს, ერის გა­დამ­რჩე­ნელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბა’’ - გვი­თხრა ფურ­ცხა­ლა­ვამ.

ბე­რის სუ­ლი­ე­რი შვი­ლი იმ წე­რილ­ზეც სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვილ­მა სა­ცხოვ­რებ­ლის კა­რებ­ზე გა­მო­აკ­რა მე­ზობ­ლე­ბის გა­საფრ­თხი­ლებ­ლად. მოგ­ვი­ა­ნე­ბით წე­რი­ლი „ფე­ის­ბუქ­შიც“ გავ­რცელ­და. წე­რილ­ში ბერი წერ­და:

"ჩემი კორ­პუ­სია!! ყვე­ლა ბინა ჩე­მია!! მთე­ლი სარ­თუ­ლი ჩემი უნდა იყოს!ეს არი ჩემი ბინა!!უნდა წახ­ვი­დე!! მე მაქვს ბი­ნის პრობ­ლე­მა! გა­და­ჭე­რით სწრა­ფად!! ყვე­ლაფ­რის პრობ­ლე­მა მაქვს! უნდა მქონ­დეს რამ­დე­ნი­მე ბინა ერ­თდრო­უ­ლად, რომ გა­ვი­ტა­ნო თავი!!! მებ­რძვის ბო­რო­ტი! უნდა მქონ­დეს რამ­დე­ნი­მე გაზი, ტუ­ა­ლე­ტი, აბა­ზა­ნა, რომ მო­ვი­გო!! მთე­ლი სარ­თუ­ლი უნდა და­ვი­კა­ვო ჩემი კორ­პუ­სია, ყვე­ლა უნდა წა­ვი­დეს და მე კარ­გად უნდა ვიყო!!!" - ვკი­თხუ­ლობთ წე­რილ­ში.

ლეო ფურ­ცხა­ლა­ვას თქმით, ამით მამა ნი­კო­ლოზ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა გა­აფრ­თხი­ლა მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ვერ მიხ­ვდა წმინ­და­ნის სა­უ­ბარს.

„რაც უფრო დი­დია ადა­მი­ა­ნის რწმე­ნა, მით უფრო მე­ტად სწვდე­ბა არსს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბის, ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბის მთა­ვა­რი მტე­რი არის ფა­ნა­ტიზ­მი, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც ეხლა ვიმ­ყო­ფე­ბით, რო­დე­საც გუ­ლით და რწმე­ნით ევედ­რე­ბი წმინ­დანს, რა­საც თხოვ აუ­ცი­ლებ­ლად აგ­ვის­რულ­დე­ბა“ - ამ­ბობს ფურ­ცხა­ლა­ვა.

ჯვრე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი სახ­ლის აი­ვა­ნი და სახ­ლის კარ­ზე წარ­წე­რა ‘’მეფე’’ - ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვი­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე. რო­გორც მისი მიმ­დევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, დუპ­ლექ­სის ტი­პის სახ­ლი სუ­ლი­ერ მო­ძღვარს მრევ­ლის წევ­რმა აჩუ­ქა. კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ, ბარ­ნო­ვის ხიდ­ზე, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბერი ნი­კო­ლო­ზის მრევ­ლის წევ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან, ლო­ცუ­ლო­ბენ და მის გა­მო­ჩე­ნას ელო­დე­ბი­ან.

მა­თი­ვე თქმით, ბერი ნი­კო­ლო­ზი სახ­ლი­დან ნო­ემ­ბრის შემ­დეგ არ გა­მო­სუ­ლა და მათ მისი ხილ­ვა მხო­ლოდ ბარ­ნო­ვის ხი­დი­დან შე­უძ­ლი­ათ, რო­მე­ლიც სახ­ლის აი­ვანს გაჰ­ყუ­რებს. რო­გორც მრევ­ლი ამ­ბობს, მამა ნი­კო­ლო­ზი გრძნობს მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხეს და იგი სხვა­დას­ხვა ნიშ­ნე­ბით ცდი­ლობს ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ანიშ­ნოს. „დაგ­ვი­რი­გა ასან­თის ღე­რე­ბი, თა­ვი­დან ვერ მივ­ხვდით ეს რას ნიშ­ნავ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­წყო ხან­ძა­რი ბორ­ჯომ­ში და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში’’- იხ­სე­ნებს მრევ­ლის ერთ-ერთი წევ­რი.

ბე­რის სა­ხელს მისი მრევ­ლი სას­წა­უ­ლებ­საც უკავ­ში­რებს. ერთ-ერთი ბოლო „სას­წა­უ­ლი“ წყვილს ეხე­ბა, რო­მელ­თაც წლე­ბის მან­ძილ­ზე არ ჰყავ­დათ შვი­ლი. ცოლ-ქმრის ვი­დეო ცოტა ხნის წინ ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მო­ი­პო­ვა: "მამა ნი­კო­ლოზ­მა მეს­რო­ლა პო­მი­დო­რი, რო­მელ­საც მე და ჩემი მე­უღ­ლე ყო­ველ დი­ლით ვჭამ­დით. სწო­რედ ამის შემ­დეგ შე­ვი­ტყვე, რომ გვე­ყო­ლე­ბო­და გაბ­რი­ე­ლი’’ - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა ქალი ვი­დე­ო­ში.

მრევ­ლის კი­დევ ერთი წევ­რის, რუ­სუ­დან კენ­ჭი­აშ­ვი­ლის თქმით, მისი შვი­ლი აუ­ტიზ­მის სპექტრის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნეა, ბავ­შვს ჰქონ­და მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა. რო­გორც ქალი იხ­სე­ნებს, 2017 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს მამა ნი­კო­ლოზ­მა მისი შვი­ლი და­ლო­ცა, რის შემ­დე­გაც მან შეძ­ლო ეს­წავ­ლა სა­უ­ბა­რი.

"ამას გარ­და, ჩემს შვილს სის­ხლში აღ­მო­აჩ­ნდა ტყვია, რო­მე­ლიც ტვი­ნის უჯრე­დებს კლავს და ვერ ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბა, მამა ნი­კო­ლო­ზი ჩემს შვილს ესა­უბ­რა და მო­მა­ნი­ჭა ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ ჩემს შვილს პირ­ვე­ლად და­ე­ძა­ხა ჩემ­თვის დედა" - გვიყ­ვე­ბა რუ­სუ­დან კენ­ჭი­აშ­ვი­ლი.

მამა ნი­კო­ლო­ზის მრევ­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ბე­რის სა­ხე­ლი სა­ზღვრებს ცდე­ბა და მას­თან ჩა­მოს­ვლას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ცდი­ლო­ბენ. მათ შო­რის არის დი­მიტ­რი გრი­გო­ლია, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ბე­რის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ‘’მამა ნი­კო­ლო­ზი არის უდი­დე­სი წირ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არის ყვე­ლა­ზე დიდი სას­წა­უ­ლი, მე გული შემ­ტკი­ვა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ მის შე­საძ­ლებ­ლობს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა შე­ე­ხონ მამა ნი­კო­ლოზს, რომ იგ­რძნონ მისი ძალა’’ - ამ­ბობს ის.

პა­სუ­ხად კი­თხვა­ზე, რას ფიქ­რო­ბენ მრევ­ლის წევ­რე­ბი იმა­ზე, რომ ბერ ნი­კო­ლოზს სა­პატ­რი­არ­ქო არ აღი­ა­რებს, მისი მორ­ჩი­ლი ნი­კო­ლოზ კვი­ნი­კა­ძე გვპა­სუ­ხობს, რომ ამას მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

"სა­პატ­რი­არ­ქო არ აღი­ა­რებ­და მამა გაბ­რი­ელს, ასე­ვე უდი­დეს წმინ­დანს გი­ორ­გი ბა­სი­ლა­ძეს, ილა­რი­ონ სამ­ხა­რა­ძეს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მამა ნი­კო­ლო­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აღი­ა­რა, შე­საძ­ლოა სა­პატ­რი­არ­ქო შეც­დეს, მაგ­რამ არ ცდე­ბი­ან წმინ­და­ნე­ბი და ღმერ­თი’’ - ამ­ბობს ნი­კო­ლოზ კვი­ნი­კა­ძე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს მი­მარ­თავს, რო­მელ­საც არ სჯე­რა მამა ნი­კო­ლო­ზის სას­წა­უ­ლე­ბის და შავ პი­არს უვრცე­ლებს.

"ან­ტი­პი­ა­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი და­აკ­ნი­ნონ, ყვე­ლა დროს იდევ­ნე­ბოდ­ნენ წმინ­და­ნე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვრცელ­დე­ბა ცრუ ის­ტო­რი­ე­ბი მა­მა­ოს შე­სა­ხებ, ან ამ­ბო­ბენ სი­მარ­თლეს, მაგ­რამ ამას გა­მო­ხა­ტა­ვენ ცუდი ფორ­მე­ბით და არა ისე, რო­გორც ეს რე­ა­ლო­ბა­ში მოხ­და’’ - გვი­თხრა მორ­ჩილ­მა.

ნი­კო­ლოზ კვი­ნი­კა­ძე, ბე­რის დევ­ნა­ში სა­პატ­რი­არ­ქოს გარ­და, მო­ძღვრებ­საც ადა­ნა­შა­უ­ლებს და ბრალს მო­ძღვარ თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძეს სდებს:

"თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძე, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც, მო­ძღვრავს მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­მაც თა­ვი­სი სა­უბ­რით შე­უ­რა­ცხყო მამა გი­ორ­გი ბა­სი­ლა­ძე, ბერი ნი­კო­ლო­ზი, მამა გი­ორ­გი პავ­ლო­ვი გა­მო­იყ­ვა­ნა ან­ტიქ­რის­ტე­ე­ბად, ამას აკე­თებს იმის­თვის, რომ მამა ნი­კო­ლო­ზი და­აკ­ნი­ნოს, რად­გან ის არ არის ისე­თი დიდი წმინ­და­ნი, რო­გორც მამა ნი­კო­ლო­ზი“ - გა­ნა­ცხა­და მორ­ჩილ­მა.

ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვი­ლი ბე­რად 1992 წლის 5 ივ­ნისს აღიკ­ვე­ცა და სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაბ­რი­ელ სა­ლო­სის მორ­ჩი­ლე­ბა­ში იყო. მას თით­ქმის 15 წე­ლია მდუ­მა­რე­ბის აღ­თქმა აქვს და­დე­ბუ­ლი. ფაქ­ტია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მის შე­სა­ხებ აზრი ორად იყო­ფა: ერ­თნი ფიქ­რო­ბენ, რომ ბერი ნი­კო­ლო­ზის მრევ­ლი ფა­ნა­ტიზ­მით არის შე­პყრო­ბი­ლი და სა­პატ­რი­არ­ქოს პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებს, ხოლო მე­ო­რე ნა­წილს სჯე­რა მისი სას­წა­უ­ლე­ბის და აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს მის მორ­ჩი­ლე­ბას.

სტა­ტია და ფოტო: სო­ფია მე­ფა­რიშ­ვი­ლი, ნანო ლო­მი­ნა­ძე

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამართალი
2

პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და გეტყვით სამწუხაროდა არ ვიცნობ მამა ნიკოლოზს მაგრამ დიდი სიამოვნებით მექნებოდა მასთან ურთიერთობა მივიღებდი მის დალოცვას თუ ნებისმიერ უცნაურ ქმედებას ... რადგან მხოლოდ ბერმა ნიკოლოზმა და უფალმა იცის თუ რატო იქცევა ასე... მაპატიეთ არც ჟურნალისტი ვარ და არც მწერალი მაგრამ აქ ისეთ კომენტარებს ვკითხულობ უბრალოდ მიკვირს, ერთმანეთს ლანძღავთ ადამიანებს რომლებმაც ბერი ნიკოლოზისგან დაინახეს ის სასწაულები, საქციელები ნებისმიერი ქმედებები რომლითაც შეიყვარეს ხალხმა თქვენ მათსექტას უწოდებთ და მართლა ვინც სექტანტია იმათ ბოდიშს უხდით და ეთაყვანებით თუ არ ეთანხმებით უბრალოდ პატივისცემა გამოიჩინეთ ერთმანეთის აზრს პატივი ეცით და ნუ ფიქროთ როგორმე თქვენი შხამი გადმოაფრქვიოთ და არააქვს მნიშვნელობა რას იტყვით და ვისზე იტყვით ( ენით მიყენებული ჭრილობა ტყვიაზე მწარეა) .... და ცნობისთვის ბევრმა არ იცის თუ რას ნიშნავს ს ა ლ ო ს ი და ბევრს არც არაფერი აინტერესებს შუღლის და კბენის გარდა და დარწმუნებული ვარ არც წაიკითხავენ მაგრამ მაინც დავწერ იქნებ გამოჩდეს ისეთი ადამიანებიც რომლებმაც ამ სიტყვის განმარტების მერე შეიცვალონ აზრი ან საერთოდ არ თქვან ერთმანეთზე ცუდი 

..................... 

................... 

- სა­ლო­სო­ბა უმ­ძი­მე­სია ქრის­ტი­ა­ნულ ღვაწ­ლ­თა შო­რის. ეს არის უმაღ­ლე­სი მსა­ხუ­რე­ბა, უმაღ­ლე­სი ტვირ­თი. სა­ლო­სი უარს ამ­ბობს ყო­ველ­გ­ვარ მი­წი­ერ ფუ­ფუ­ნე­ბა­ზე, და­დის მში­ერ-მწყურ­ვა­ლი, ფეხ­შიშ­ვე­ლი, ღა­მეს ღია ცის ქვეშ ათე­ნებს... სა­ლო­სე­ბი ამ­ხელ­დ­ნენ ცოდ­ვი­ლებს და ამ მიზ­ნით, ხში­რად გი­ჟი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ქცე­ვას იყე­ნებ­დ­ნენ, შე­იძ­ლე­ბა უწ­მა­წუ­რი სიტყ­ვე­ბი­თაც მი­ე­მარ­თათ ვინ­მე­სათ­ვის, მაგ­რამ მათ სიტყ­ვებ­სა და ქმე­დე­ბებს ღრმად სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა ჰქონ­და. სა­ლო­სის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია ამ­ხი­ლოს ხალ­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა - იმ მორ­წ­მუ­ნე­ე­ბის, იმ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა, რო­მელ­თა ქმე­დე­ბაც უკ­ვე აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა უფ­ლის მცნე­ბებს.

....................

შეიძლება თქვათ ბინაში ცხოვრობს და არ ეტყობა სალოსობაო მაგრამ მაგასაც თავისი ახსნა ექნება და მჯერა ადრე თუ გვიან ყველაფერს თავისი ახსნა ექნება... ამიტომ გთხოვთ თავი შეიკავოთ ნებისმიერი მწარე სიტყვისგან და თუ მაინც ვერ იკავებთ თავს საერთოდ გაჩუმდით და ნუ დაწერთ ნურაფერს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ბერი, რომელსაც ეკლესია არ აღიარებს და მის სახლთან მლოცველი მრევლი: "შესაძლოა, საპატრიარქო შეცდეს, მაგრამ არ ცდებიან წმინდანები და ღმერთი..."

ბერი, რომელსაც ეკლესია არ აღიარებს და მის სახლთან მლოცველი მრევლი: "შესაძლოა, საპატრიარქო შეცდეს, მაგრამ არ ცდებიან წმინდანები და ღმერთი..."

ნარიმან მაქარაშვილი - ეს სახელი და გვარი შესაძლოა ბევრს არაფერს გეუბნებათ, თუმცა ეს იმ ადამიანის საერო სახელია, რომელზეც ბევრი გსმენიათ სოციალური ქსელით. ბერმა ნიკოლოზმა წლებია საკუთარი მრევლის აღიარება მოიპოვა, თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია ამ აღიარებას არ აღიარებს. ბერს მღვდელმსახურება 20 წლის წინ შეუწყდა, რისი მიზეზიც მისი სასულიერო სწავლება გახდა.

2016 წელს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ეს შემდეგნაირადაა განმარტებული: „საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით: „მხსნელი“, „გადამრჩენელი“ და ა.შ. გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება“ - ნათქვამია განცხადებაში.

საზოგადოების მცირე ნაწილი ნიკოლოზ მაქარაშვილს "ერის გადამრჩენელს" და ამ საუკუნეში მცხოვრებ "ნამდვილ წმინდანს" უწოდებს. მრევლის ნაწილი, რომელიც თავს ბერი ნიკოლოზის სულიერ შვილებად მიიჩნევს, თბილისში ორ ადგილას იკრიბება სალოცავად: გამრეკელის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ნიკოლოზ მაქარაშვილი ცხოვრობდა და ბარნოვის ხიდის მიმდებარედ, სადაც ის დღეს ცხოვრობს.

გამრეკელის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ბერის ხმაურიანი გამოსახლების მიზეზი ბინის მეპატრონესთან დაპირისპირება გახდა - მეპატრონე მამუკა რეხვიაშვილი მას ბინის დატოვებას სთხოვდა, ნიკოლოზ მაქარაშვილმა კი ლიფტის კარები აჭედა და ბინის მფლობელს სახლში არ უშვებდა. არსებობენ თვითმხილველები, რომელთა თქმითაც, ბერმა რეხვიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თვითმხილველების თქმით, ნიკოლოზ მაქარაშვილი დანით და ხანჯლით შეიარაღებული იყო.

"განიარაღების დროს პატრულს უშვერი სიტყვებით მიმართავდა ‘’მდუმარებაში’’ მყოფი მღვდელი და მოითხოვდა მეზობლებს ბინები დაეტოვებინათ და მისთვის დაეთმოთ’’ - ყვებიან შემთხვევის თვითმხილველები.

იხილეთ ვიდეო: ბერი ნიკოლოზის მრევლი ყოველ დღე მის სახლთან ლოცულობს

ბერის სულიერი შვილი ლეო ფურცხალავა არ უარყოფს ამ ინფორმაციას და გვეუბნება: „წმინდანი იცავს ადამიანს საფრთხისგან, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მამა გაბრიელს (ნიკოლოზ მაქარაშვილს მრევლი მის მოწაფედ და მემკვიდრედ იხსენიებს) კვერთხი ჩაურტყამს ადამიანისთვის თავში, რათა მისგან ეშმაკი განედევნა. მამა ნიკოლოზი მცირედ შეეხო მამუკა რეხვიაშვილს, მაგრამ რასაც მამა ნიკოლოზი მოქმედებს, იმ ადამიანის გადასარჩენად აკეთებს. ზოგჯერ არის მომენტი, როდესაც ადამიანს უფაქიზესად კურნავ, ზოგჯერ კი მკაცრ მეთოდსაც იყენებ" - ამბობს ლეო ფურცხალავა.

მისივე თქმით, დღეს წმინდანს დევნიან განსაკუთრებული სისასტიკით:

„საპატრიარქო ათეული წლის განმავლობაში დევნიდა მამა გაბრიელს, ახლა კი დევნის მამა ნიკოლოზს. დღეს ხალხის მკურნალს, ერის გადამრჩენელს განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება’’ - გვითხრა ფურცხალავამ.

ბერის სულიერი შვილი იმ წერილზეც საუბრობს, რომელიც ნიკოლოზ მაქარაშვილმა საცხოვრებლის კარებზე გამოაკრა მეზობლების გასაფრთხილებლად. მოგვიანებით წერილი „ფეისბუქშიც“ გავრცელდა. წერილში ბერი წერდა:

"ჩემი კორპუსია!! ყველა ბინა ჩემია!! მთელი სართული ჩემი უნდა იყოს!ეს არი ჩემი ბინა!!უნდა წახვიდე!! მე მაქვს ბინის პრობლემა! გადაჭერით სწრაფად!! ყველაფრის პრობლემა მაქვს! უნდა მქონდეს რამდენიმე ბინა ერთდროულად, რომ გავიტანო თავი!!! მებრძვის ბოროტი! უნდა მქონდეს რამდენიმე გაზი, ტუალეტი, აბაზანა, რომ მოვიგო!! მთელი სართული უნდა დავიკავო ჩემი კორპუსია, ყველა უნდა წავიდეს და მე კარგად უნდა ვიყო!!!" - ვკითხულობთ წერილში.

ლეო ფურცხალავას თქმით, ამით მამა ნიკოლოზმა მოსახლეობა გააფრთხილა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ვერ მიხვდა წმინდანის საუბარს.

„რაც უფრო დიდია ადამიანის რწმენა, მით უფრო მეტად სწვდება არსს ქრისტიანული სარწმუნოების, ჩვენი სარწმუნოების მთავარი მტერი არის ფანატიზმი, რა მდგომარეობაშიც ეხლა ვიმყოფებით, როდესაც გულით და რწმენით ევედრები წმინდანს, რასაც თხოვ აუცილებლად აგვისრულდება“ - ამბობს ფურცხალავა.

ჯვრებით გაფორმებული სახლის აივანი და სახლის კარზე წარწერა ‘’მეფე’’ - ასე გამოიყურება ნიკოლოზ მაქარაშვილის ამჟამინდელი საცხოვრებელი კეკელიძის ქუჩაზე. როგორც მისი მიმდევრები ამბობენ, დუპლექსის ტიპის სახლი სულიერ მოძღვარს მრევლის წევრმა აჩუქა. კეკელიძის ქუჩის მიმდებარედ, ბარნოვის ხიდზე, დღის განმავლობაში ბერი ნიკოლოზის მრევლის წევრები იკრიბებიან, ლოცულობენ და მის გამოჩენას ელოდებიან.

მათივე თქმით, ბერი ნიკოლოზი სახლიდან ნოემბრის შემდეგ არ გამოსულა და მათ მისი ხილვა მხოლოდ ბარნოვის ხიდიდან შეუძლიათ, რომელიც სახლის აივანს გაჰყურებს. როგორც მრევლი ამბობს, მამა ნიკოლოზი გრძნობს მოსალოდნელ საფრთხეს და იგი სხვადასხვა ნიშნებით ცდილობს ამის შესახებ საზოგადოებას ანიშნოს. „დაგვირიგა ასანთის ღერები, თავიდან ვერ მივხვდით ეს რას ნიშნავდა, თუმცა რამდენიმე დღეში დაიწყო ხანძარი ბორჯომში და სხვადასხვა ადგილებში’’- იხსენებს მრევლის ერთ-ერთი წევრი.

ბერის სახელს მისი მრევლი სასწაულებსაც უკავშირებს. ერთ-ერთი ბოლო „სასწაული“ წყვილს ეხება, რომელთაც წლების მანძილზე არ ჰყავდათ შვილი. ცოლ-ქმრის ვიდეო ცოტა ხნის წინ ქართულ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოიპოვა: "მამა ნიკოლოზმა მესროლა პომიდორი, რომელსაც მე და ჩემი მეუღლე ყოველ დილით ვჭამდით. სწორედ ამის შემდეგ შევიტყვე, რომ გვეყოლებოდა გაბრიელი’’ - ამბობს ახალგაზრდა ქალი ვიდეოში.

მრევლის კიდევ ერთი წევრის, რუსუდან კენჭიაშვილის თქმით, მისი შვილი აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონეა, ბავშვს ჰქონდა მეტყველების პრობლემა. როგორც ქალი იხსენებს, 2017 წლის 13 ოქტომბერს მამა ნიკოლოზმა მისი შვილი დალოცა, რის შემდეგაც მან შეძლო ესწავლა საუბარი.

"ამას გარდა, ჩემს შვილს სისხლში აღმოაჩნდა ტყვია, რომელიც ტვინის უჯრედებს კლავს და ვერ ხდება ადამიანის განვითარება, მამა ნიკოლოზი ჩემს შვილს ესაუბრა და მომანიჭა ბედნიერება, რომ ჩემს შვილს პირველად დაეძახა ჩემთვის დედა" - გვიყვება რუსუდან კენჭიაშვილი.

მამა ნიკოლოზის მრევლი ირწმუნება, რომ ბერის სახელი საზღვრებს ცდება და მასთან ჩამოსვლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ცდილობენ. მათ შორის არის დიმიტრი გრიგოლია, რომელიც სპეციალურად ბერის მოსანახულებლად ჩამოდის საქართველოში. ‘’მამა ნიკოლოზი არის უდიდესი წირვის მდგომარეობაში, მისი მდგომარეობა არის ყველაზე დიდი სასწაული, მე გული შემტკივა იმ ადამიანებზე, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ მის შესაძლებლობს, ეს ადამიანები უნდა შეეხონ მამა ნიკოლოზს, რომ იგრძნონ მისი ძალა’’ - ამბობს ის.

პასუხად კითხვაზე, რას ფიქრობენ მრევლის წევრები იმაზე, რომ ბერ ნიკოლოზს საპატრიარქო არ აღიარებს, მისი მორჩილი ნიკოლოზ კვინიკაძე გვპასუხობს, რომ ამას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.

"საპატრიარქო არ აღიარებდა მამა გაბრიელს, ასევე უდიდეს წმინდანს გიორგი ბასილაძეს, ილარიონ სამხარაძეს, მაგრამ ფაქტია, რომ მამა ნიკოლოზი საზოგადოებამ აღიარა, შესაძლოა საპატრიარქო შეცდეს, მაგრამ არ ცდებიან წმინდანები და ღმერთი’’ - ამბობს ნიკოლოზ კვინიკაძე და საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომელსაც არ სჯერა მამა ნიკოლოზის სასწაულების და შავ პიარს უვრცელებს.

"ანტიპიარი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანი დააკნინონ, ყველა დროს იდევნებოდნენ წმინდანები, საზოგადოებაში ვრცელდება ცრუ ისტორიები მამაოს შესახებ, ან ამბობენ სიმართლეს, მაგრამ ამას გამოხატავენ ცუდი ფორმებით და არა ისე, როგორც ეს რეალობაში მოხდა’’ - გვითხრა მორჩილმა.

ნიკოლოზ კვინიკაძე, ბერის დევნაში საპატრიარქოს გარდა, მოძღვრებსაც ადანაშაულებს და ბრალს მოძღვარ თეოდორე გიგნაძეს სდებს:

"თეოდორე გიგნაძე, ადამიანი, რომელიც, მოძღვრავს მთელ საზოგადოებას, რომელმაც თავისი საუბრით შეურაცხყო მამა გიორგი ბასილაძე, ბერი ნიკოლოზი, მამა გიორგი პავლოვი გამოიყვანა ანტიქრისტეებად, ამას აკეთებს იმისთვის, რომ მამა ნიკოლოზი დააკნინოს, რადგან ის არ არის ისეთი დიდი წმინდანი, როგორც მამა ნიკოლოზი“ - განაცხადა მორჩილმა.

ნიკოლოზ მაქარაშვილი ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა და სამი წლის განმავლობაში გაბრიელ სალოსის მორჩილებაში იყო. მას თითქმის 15 წელია მდუმარების აღთქმა აქვს დადებული. ფაქტია, რომ საზოგადოებაში მის შესახებ აზრი ორად იყოფა: ერთნი ფიქრობენ, რომ ბერი ნიკოლოზის მრევლი ფანატიზმით არის შეპყრობილი და საპატრიარქოს პოზიციას იზიარებს, ხოლო მეორე ნაწილს სჯერა მისი სასწაულების და აქტიურად განაგრძობს მის მორჩილებას.

სტატია და ფოტო: სოფია მეფარიშვილი, ნანო ლომინაძე

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

24 საათში გარდაიცვალა 33 პაციენტი - რამდენ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

სამძებრო სამუშაოები კასპში - მამაკაცი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა