მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანქანა გავყიდე, რომ ნიუ იორკში ბინის და საჭმლის ფული მქონოდა..." - 28 წლის ბათუმელი მომღერალი, რომელმაც ამერიკაში დაბრუნება სიმღერის გამო გადაიფიქრა
"მანქანა გავყიდე, რომ ნიუ იორკში ბინის და საჭმლის ფული მქონოდა..." - 28 წლის ბათუმელი მომღერალი, რომელმაც ამერიკაში დაბრუნება სიმღერის გამო გადაიფიქრა

მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი~ პირ­და­პირ ეთერ­ში სტარტს დღეს, 23 აპ­რილს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან აი­ღებს. პრო­ექ­ტის წე­სე­ბით, 10 კონ­კურ­სან­ტი მხო­ლოდ ქარ­თულ სიმ­ღე­რა­ში შე­ე­ჯიბ­რე­ბა ერ­თმა­ნეთს.

პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, AMBEBI.GE უფრო ახ­ლოს გა­გაც­ნობთ "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" კონ­კურ­სან­ტებს. ამ­ჯე­რად, ქრის­ტი­ნე შუ­შა­ძეს წარ­მო­გიდ­გენთ, რო­მე­ლიც შე­სარ­ჩევ ტურ­ზე გა­მოჩ­ნდა თუ არა, ჟი­უ­რის და მა­ყუ­რებ­ლის მო­წო­ნე­ბა მა­შინ­ვე და­იმ­სა­ხუ­რა. ქრის­ტის ნამ­ღერ­მა ინ­ტერ­ნეტ­შიც დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

28 წლის ბა­თუ­მე­ლი ქრის­ტი­ნე შუ­შა­ძე კა­ნა­დის მო­ქა­ლა­ქეა, ცოტა ხის წინ სა­მუ­შა­ოდ ამე­რი­კა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. მარ­ტში, ბა­თუმ­ში შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­სულს, პრო­ექ­ტმა "მხო­ლოდ ქარ­თულ­მა~ მო­უს­წრო. იმის გამო, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა, 30 მარტს უარი თქვა ამე­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე და კას­ტინ­გში ჩა­ერ­თო... გარ­და იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა უზო­მოდ უყ­ვარს, პო­ზი­ტი­უ­რი, აქ­ტი­უ­რი, მგრძნო­ბი­ა­რე, მე­გობ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი და სი­ურპრი­ზე­ბის დე­დო­ფა­ლი გახ­ლავთ. უყ­ვარს ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნო­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა.

"წლე­ბის წინ ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი და რად­გა­ნაც მე­უღ­ლე კა­ნა­და­ში ცხოვ­რობ­და, სა­ცხოვ­რებ­ლად იქ წა­ვე­დი, სა­დაც 7 წელი გა­ვა­ტა­რე. ვსწავ­ლობ­დი, და­ვამ­თავ­რე ეს­თე­ტი­კის აკა­დე­მია და პრო­ფე­სი­ით კოს­მე­ტო­ლო­გი ვარ, ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში ვმუ­შა­ობ­დი. 2015 წელს დავ­შორ­დი მე­უღ­ლეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­ვე­დი, ბავ­შვიც ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე და სკო­ლა­ში აქ შე­ვიყ­ვა­ნე. მინ­დო­და, ქარ­თუ­ლი კარ­გად ეს­წავ­ლა, ქარ­თულ სკო­ლა­ში ევლო.

აქ ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გაგ­ვიჩ­ნდა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვს მამა უზ­რუნ­ველ­ყოფს, ეს საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა და სა­მუ­შა­ოდ ისევ კა­ნა­და­ში მო­მი­წია დაბ­რუ­ნე­ბა. რა თქმა უნდა, შვი­ლის სა­კე­თილ­დღე­ოდ წა­ვე­დი, პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ­დი. კა­ნა­და ზედ­მე­ტად მშვი­დი ქვე­ყა­ნაა, "პენ­სი­ო­ნე­რე­ბის~ ქვე­ყა­ნა­საც კი ვე­ძა­ხი, არა­და, ზედ­მე­ტად აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და თით­ქოს ზომ­ბი­რე­ბუ­ლად ვცხოვ­რობ­დი. დი­ლით ვდგე­ბო­დი, მივ­დი­ო­დი სამ­სა­ხურ­ში, უკან ვბრუნ­დე­ბო­დი და ყო­ვე­ლი დღე ერთი და იგი­ვე იყო...

ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე, სა­ცხოვ­რებ­ლად ნიუ-იორკში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს იქ, თა­ვი­დან სტუმ­რად წა­ვე­დი, რამ­დე­ნი­მე დღე დავ­რჩი და იქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მერე ავ­დე­ქი, ერთი, არც ისე კარ­გი მან­ქა­ნა მქონ­და და გავ­ყი­დე, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე ბი­ნა­ზე და საჭ­მელ­ზე სამ­ყო­ფი ფული მქო­ნო­და. მოკ­ლედ, ამე­რი­კა­ში გა­და­ვე­დი და რო­გორც კი დავ­ბი­ნავ­დი, იმ დღეს­ვე, ისე, რომ წა­მიც არ და­მის­ვე­ნია, სამ­სა­ხუ­რი მოვ­ძებ­ნე ერთ-ერთ ქარ­თულ რეს­ტო­რან­ში.

- კა­ნა­და­ში რეს­ტო­რან­ში სიმ­ღე­რა არ გიც­დია?

- რო­გორ არა. ბენდთან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე ლა­ივ­ზე და­ვუ­კა­რით და რო­დე­საც უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა უნდა დაგ­ვე­წყო, სა­ბო­ლო­ოდ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ კა­ნა­და არ იყო ჩემი ქვე­ყა­ნა და იქა­უ­რო­ბა დავ­ტო­ვე.

- პრო­ექ­ტში "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი რამ გა­გი­ჩი­ნა?

- ნიუ-იორკში 30 მარტს უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ისე და­ემ­თხვა, რომ პრო­ექ­ტზე "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი~ ჩემს მე­გო­ბარს გავ­ყე­ვი, მე­გობ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით, თვი­თო­ნაც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მოვ­ხვდი კი­დეც პრო­ექ­ტში. მოკ­ლედ, დავ­რჩი... ნიუ-იორკში რეს­ტორ­ნის გარ­და სპა-სა­ლონ­ში ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ ამე­რი­კა­ში არა­ლე­გა­ლი ვარ, რად­გა­ნაც კა­ნა­დის მო­ქა­ლა­ქე ვარ და ამის გამო იქ არა­ფერ­ში პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი არ მაქვს.

- რო­გორც ჩანს, ბავ­შვო­ბი­დან მღე­რი...

- კი, ვმღე­რი იმ პე­რი­ო­დი­დან, რაც ენა ამო­ვიდ­გი, ანუ ლა­პა­რაკ­თან ერ­თად, სიმ­ღე­რაც და­ვი­წყე. პა­ტა­რა­ო­ბა­ში კონ­კურ­სებ­ზე გა­მოვ­დი­ო­დი, სიმ­ღე­რის გა­რე­შე არ მი­ცხოვ­რია, მაგ­რამ მერე ოჯა­ხი რომ შევ­ქმე­ნი, ვე­რა­ნა­ი­რად მო­ვა­ხერ­ხებ­დი და 8-წლი­ა­ნი პა­უ­ზა მქონ­და - ფაქ­ტობ­რი­ვად, მერე უკვე ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან და­ვი­წყე. ქარ­თულ სიმ­ღე­რებს ვმღე­რი და ყო­ველ­თვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ვუ­წევ­დი ქარ­თულს. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი და თუკი სად­მე მიკრო­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ფი­ლა, ყველ­გან ვმღე­რო­დი, ყო­ველ­თვის ჩემს ქვე­ყა­ნას, კულ­ტუ­რას წარ­მო­ვად­გენ­დი...

ვბრაზ­დე­ბო­დი, როცა მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, სა­ი­დან ვი­ყა­ვი, და ვპა­სუ­ხობ­დი ჯორ­ჯი­ი­დან-მეთ­ქი, ყვე­ლას ამე­რი­კის შტა­ტი ეგო­ნა. რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ო­და, ვცდი­ლობ­დი, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ინ­ტერ­ნე­ტის დახ­მა­რე­ბით ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. მოკ­ლედ, პრო­ექ­ტში ჩემ­თვის მომ­ხიბ­ლა­ვი სწო­რედ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა იყო. ეს რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მე­გობ­რებს არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- მინ­და გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღო, მსმე­ნელს შე­ვაყ­ვა­რო თავი და მეტი ვის­წავ­ლო. ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან მი­წევს მუ­შა­ო­ბა. რა თქმა უნდა, მათ­გან ბევრ რა­მეს ვის­წავ­ლი, რაც მო­მა­ვალ­ში გა­მო­მად­გე­ბა.

- შე­სარ­ჩევ ტურ­ზე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელ­მა და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა შე­გიყ­ვა­რა - შენი ნამ­ღე­რი მო­ე­წო­ნათ. რას იტყვი ამა­ზე?

- კი, მა­ყუ­რე­ბელ­მა თბი­ლად მი­მი­ღო, ამ ყვე­ლა­ფერ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. რა სიმ­ღე­რაც შე­ვას­რუ­ლე, ნო­დარ გი­გა­უ­რის ძა­ლი­ან ძვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია, წლე­ბის წინ მაქვს მოს­მე­ნი­ლი და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს და­ვუ­კავ­ში­რე - "ჩემი ნა­ნი­ნა გირ­ჩევ­ნო­დეს სხვე­ბის ბა­ი­ათს" - ანუ სა­ქარ­თვე­ლო გვერ­ჩივ­ნოს სხვა ქვე­ყა­ნას! მაგ­რამ ალ­ბათ გუ­ლი­დან რომ ამო­ვი­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, ეს მო­ე­წო­ნათ. ახლა ასე­თი­ვე გან­წყო­ბით ვა­პი­რებ გან­ვაგ­რძო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პრო­ექ­ტი ბევრ რა­მე­ში შე­მი­წყობს ხელს. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებ-მეთ­ქი, - ამას რო­გორ ვი­ტყვი? მთა­ვა­რია, მა­ყუ­რე­ბელს თავი კარ­გად და­ვა­მახ­სოვ­რო. მით უმე­ტეს, რომ წი­ნას­წარ არა­ფე­რი ვიცი, რო­მელ ტურ­ში დავ­ტო­ვებ კონ­კურსს, ან რა მოხ­დე­ბა. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ხელს შე­მი­წყობს, ვა­კე­თო საქ­მე, რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს - ვიმ­ღე­რო ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა.

- მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლი რა არის შენ­თვის დღე­ის­თვის, რაც გა­წუ­ხებს?

- მინ­და, სტა­ბი­ლუ­რად სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ბუდე და­ვი­დო ნე­ბის­მი­ერ ქა­ლაქ­ში - ბა­თუ­მი იქ­ნე­ბა, თუ ნიუ-იორ­კი, რომ სა­კუ­თა­რი ბუდე მქონ­დეს. ბოლო ორი წელი არას­ტა­ბი­ლუ­რად ვი­ცხოვ­რე, ხან - კა­ნა­და­ში, ხან - ამე­რი­კა­ში და ავი­რიე -ეს ყვე­ლა­ზე მა­ტად მა­წუ­ხებს. ახლა ალ­ბათ პრო­ექ­ტი და­მეხ­მა­რე­ბა, რომ თა­ვი­სუფ­ლად ვა­კე­თო ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე. მირ­ჩევ­ნია, ვიყო ბედ­ნი­ე­რი და მქონ­დეს ნაკ­ლე­ბი შე­მო­სა­ვა­ლი. ჩემი შვი­ლი იზ­რდე­ბა და მო­მა­ვალ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მა­ინც უცხო­ეთ­ში წა­ვიყ­ვან. მა­ნამ­დე, რო­გორც ვთქვი, მინ­და, ქარ­თუ­ლი კარ­გად იცო­დეს, გა­მარ­თუ­ლად წე­როს, იკი­თხოს ამ ენა­ზე. ინ­გლი­სურს ყო­ველ­თვის ის­წავ­ლის და ყო­ველ­თვის შეძ­ლებს გა­მარ­თუ­ლად სწავ­ლას.

მე­ცო­დე­ბა ის ქარ­თვე­ლი დე­დე­ბი, ვინც უცხო­ეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბი­ან და სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, შვი­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­ვიდ­ნენ. მინ­და, მათ სტი­მუ­ლი მივ­ცე. საქ­მე, რო­მელ­საც აკე­თე­ბენ სა­ზღვარ­გა­რეთ, კარ­გად გა­ე­კე­თე­ბი­ნოთ, უღირ­დეთ იქ ყოფ­ნა და მალე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში!

- შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ პრო­ექ­ტის შემ­დეგ აქ დარ­ჩე და ამე­რი­კა­ში აღარ დაბ­რუნ­დე?

- არ გა­მოვ­რი­ცხავ... ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი, რად­გა­ნაც მხარ­ში მიდ­გა­ნან და მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ, პირ­ველ "ლა­ივ­ზე~ თუ სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი­ან, მხა­რი და­მი­ჭი­რონ, მე მხო­ლოდ მო­ხა­რუ­ლი და მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქით უინსლეტის სარეჟისორო დიბიუტი - მსახიობები ნეტფლიქსისტვის ფილმს იღებს
ავტორი:

"მანქანა გავყიდე, რომ ნიუ იორკში ბინის და საჭმლის ფული მქონოდა..." - 28 წლის ბათუმელი მომღერალი, რომელმაც ამერიკაში დაბრუნება სიმღერის გამო გადაიფიქრა

"მანქანა გავყიდე, რომ ნიუ იორკში ბინის და საჭმლის ფული მქონოდა..." - 28 წლის ბათუმელი მომღერალი, რომელმაც ამერიკაში დაბრუნება სიმღერის გამო გადაიფიქრა

მუსიკალური პროექტი `მხოლოდ ქართული~ პირდაპირ ეთერში სტარტს დღეს, 23 აპრილს რუსთაველის თეატრიდან აიღებს. პროექტის წესებით, 10 კონკურსანტი მხოლოდ ქართულ სიმღერაში შეეჯიბრება ერთმანეთს.

პროექტის მიმდინარეობისას, AMBEBI.GE უფრო ახლოს გაგაცნობთ "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს. ამჯერად, ქრისტინე შუშაძეს წარმოგიდგენთ, რომელიც შესარჩევ ტურზე გამოჩნდა თუ არა, ჟიურის და მაყურებლის მოწონება მაშინვე დაიმსახურა. ქრისტის ნამღერმა ინტერნეტშიც დიდი მოწონება დაიმსახურა და სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა.

28 წლის ბათუმელი ქრისტინე შუშაძე კანადის მოქალაქეა, ცოტა ხის წინ სამუშაოდ ამერიკაში გადაინაცვლა. მარტში, ბათუმში შვილის სანახავად ჩამოსულს, პროექტმა `მხოლოდ ქართულმა~ მოუსწრო. იმის გამო, რომ ძალიან უყვარს ქართული სიმღერა, 30 მარტს უარი თქვა ამერიკაში დაბრუნებაზე და კასტინგში ჩაერთო... გარდა იმისა, რომ ქართული სიმღერა უზომოდ უყვარს, პოზიტიური, აქტიური, მგრძნობიარე, მეგობრების მოყვარული და სიურპრიზების დედოფალი გახლავთ. უყვარს ველოსიპედით სეირნობა და მოგზაურობა.

"წლების წინ ოჯახი შევქმენი და რადგანაც მეუღლე კანადაში ცხოვრობდა, საცხოვრებლად იქ წავედი, სადაც 7 წელი გავატარე. ვსწავლობდი, დავამთავრე ესთეტიკის აკადემია და პროფესიით კოსმეტოლოგი ვარ, ერთ-ერთ კლინიკაში ვმუშაობდი. 2015 წელს დავშორდი მეუღლეს, საქართველოში წამოვედი, ბავშვიც ჩამოვიყვანე და სკოლაში აქ შევიყვანე. მინდოდა, ქართული კარგად ესწავლა, ქართულ სკოლაში ევლო.

აქ ჩამოსვლის შემდეგ, ფინანსური პრობლემები გაგვიჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს მამა უზრუნველყოფს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სამუშაოდ ისევ კანადაში მომიწია დაბრუნება. რა თქმა უნდა, შვილის საკეთილდღეოდ წავედი, პროფესიით ვმუშაობდი. კანადა ზედმეტად მშვიდი ქვეყანაა, `პენსიონერების~ ქვეყანასაც კი ვეძახი, არადა, ზედმეტად აქტიური ადამიანი ვარ და თითქოს ზომბირებულად ვცხოვრობდი. დილით ვდგებოდი, მივდიოდი სამსახურში, უკან ვბრუნდებოდი და ყოველი დღე ერთი და იგივე იყო...

ამიტომ, გადავწყვიტე, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავსულიყავი. ბევრი მეგობარი მყავს იქ, თავიდან სტუმრად წავედი, რამდენიმე დღე დავრჩი და იქაურობა ძალიან მომეწონა. მერე ავდექი, ერთი, არც ისე კარგი მანქანა მქონდა და გავყიდე, რომ პირველ ეტაპზე ბინაზე და საჭმელზე სამყოფი ფული მქონოდა. მოკლედ, ამერიკაში გადავედი და როგორც კი დავბინავდი, იმ დღესვე, ისე, რომ წამიც არ დამისვენია, სამსახური მოვძებნე ერთ-ერთ ქართულ რესტორანში.

- კანადაში რესტორანში სიმღერა არ გიცდია?

- როგორ არა. ბენდთან ერთად, რამდენიმე ლაივზე დავუკარით და როდესაც უკვე სერიოზული მუშაობა უნდა დაგვეწყო, საბოლოოდ აღმოვაჩინე, რომ კანადა არ იყო ჩემი ქვეყანა და იქაურობა დავტოვე.

- პროექტში `მხოლოდ ქართული" მონაწილეობის სურვილი რამ გაგიჩინა?

- ნიუ-იორკში 30 მარტს უნდა წავსულიყავი, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ პროექტზე `მხოლოდ ქართული~ ჩემს მეგობარს გავყევი, მეგობრების დაჟინებული მოთხოვნით, თვითონაც მივიღე მონაწილეობა და მოვხვდი კიდეც პროექტში. მოკლედ, დავრჩი... ნიუ-იორკში რესტორნის გარდა სპა-სალონში ვმუშაობ, მაგრამ ამერიკაში არალეგალი ვარ, რადგანაც კანადის მოქალაქე ვარ და ამის გამო იქ არაფერში პრივილეგიები არ მაქვს.

- როგორც ჩანს, ბავშვობიდან მღერი...

- კი, ვმღერი იმ პერიოდიდან, რაც ენა ამოვიდგი, ანუ ლაპარაკთან ერთად, სიმღერაც დავიწყე. პატარაობაში კონკურსებზე გამოვდიოდი, სიმღერის გარეშე არ მიცხოვრია, მაგრამ მერე ოჯახი რომ შევქმენი, ვერანაირად მოვახერხებდი და 8-წლიანი პაუზა მქონდა - ფაქტობრივად, მერე უკვე ყველაფერი თავიდან დავიწყე. ქართულ სიმღერებს ვმღერი და ყოველთვის პოპულარიზაციას ვუწევდი ქართულს. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და თუკი სადმე მიკროფონის საშუალება ყოფილა, ყველგან ვმღეროდი, ყოველთვის ჩემს ქვეყანას, კულტურას წარმოვადგენდი...

ვბრაზდებოდი, როცა მეკითხებოდნენ, საიდან ვიყავი, და ვპასუხობდი ჯორჯიიდან-მეთქი, ყველას ამერიკის შტატი ეგონა. როგორც კი საშუალება მეძლეოდა, ვცდილობდი, ადამიანებისთვის ინტერნეტის დახმარებით ჩვენი ქვეყანა დამეთვალიერებინა. მოკლედ, პროექტში ჩემთვის მომხიბლავი სწორედ ქართული სიმღერა იყო. ეს რომ არ ყოფილიყო, მეგობრებს არ დავთანხმდებოდი.

- რა მოლოდინი გაქვს?

- მინდა გამოცდილება მივიღო, მსმენელს შევაყვარო თავი და მეტი ვისწავლო. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ ასეთ ადამიანებთან მიწევს მუშაობა. რა თქმა უნდა, მათგან ბევრ რამეს ვისწავლი, რაც მომავალში გამომადგება.

- შესარჩევ ტურზე გამოჩენისთანავე ტელემაყურებელმა და ინტერნეტმომხმარებელმა შეგიყვარა - შენი ნამღერი მოეწონათ. რას იტყვი ამაზე?

- კი, მაყურებელმა თბილად მიმიღო, ამ ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა. რა სიმღერაც შევასრულე, ნოდარ გიგაურის ძალიან ძველი ნამუშევარია, წლების წინ მაქვს მოსმენილი და სამშობლოს სიყვარულს დავუკავშირე - "ჩემი ნანინა გირჩევნოდეს სხვების ბაიათს" - ანუ საქართველო გვერჩივნოს სხვა ქვეყანას! მაგრამ ალბათ გულიდან რომ ამოვიდა ეს ყველაფერი, ეს მოეწონათ. ახლა ასეთივე განწყობით ვაპირებ განვაგრძო. დარწმუნებული ვარ, პროექტი ბევრ რამეში შემიწყობს ხელს. აუცილებლად გავიმარჯვებ-მეთქი, - ამას როგორ ვიტყვი? მთავარია, მაყურებელს თავი კარგად დავამახსოვრო. მით უმეტეს, რომ წინასწარ არაფერი ვიცი, რომელ ტურში დავტოვებ კონკურსს, ან რა მოხდება. პროექტში მონაწილეობა ხელს შემიწყობს, ვაკეთო საქმე, რაც ძალიან მიყვარს - ვიმღერო ქართული სიმღერა.

- მთავარი საფიქრალი რა არის შენთვის დღეისთვის, რაც გაწუხებს?

- მინდა, სტაბილურად საფუძვლიანად ბუდე დავიდო ნებისმიერ ქალაქში - ბათუმი იქნება, თუ ნიუ-იორკი, რომ საკუთარი ბუდე მქონდეს. ბოლო ორი წელი არასტაბილურად ვიცხოვრე, ხან - კანადაში, ხან - ამერიკაში და ავირიე -ეს ყველაზე მატად მაწუხებს. ახლა ალბათ პროექტი დამეხმარება, რომ თავისუფლად ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე. მირჩევნია, ვიყო ბედნიერი და მქონდეს ნაკლები შემოსავალი. ჩემი შვილი იზრდება და მომავალში განათლების მისაღებად მაინც უცხოეთში წავიყვან. მანამდე, როგორც ვთქვი, მინდა, ქართული კარგად იცოდეს, გამართულად წეროს, იკითხოს ამ ენაზე. ინგლისურს ყოველთვის ისწავლის და ყოველთვის შეძლებს გამართულად სწავლას.

მეცოდება ის ქართველი დედები, ვინც უცხოეთში სამუშაოდ იმყოფებიან და საშუალება არ აქვთ, შვილების სანახავად ჩამოვიდნენ. მინდა, მათ სტიმული მივცე. საქმე, რომელსაც აკეთებენ საზღვარგარეთ, კარგად გაეკეთებინოთ, უღირდეთ იქ ყოფნა და მალე დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ქვეყანაში!

- შესაძლებელია, რომ პროექტის შემდეგ აქ დარჩე და ამერიკაში აღარ დაბრუნდე?

- არ გამოვრიცხავ... ყველა გულშემატკივარს დიდ მადლობას ვუხდი, რადგანაც მხარში მიდგანან და მგულშემატკივრობენ, პირველ `ლაივზე~ თუ საჭიროდ ჩათვლიან, მხარი დამიჭირონ, მე მხოლოდ მოხარული და მადლობელი ვიქნები!

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება