პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ბა­თუმ­ში, პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე ახა­ლი, მრა­ვალპრო­ფი­ლი­ა­ნი სამ­კურ­ნა­ლო კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა დას­კვნით ფა­ზა­ში შე­ვი­და. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 23 მლნ ლარს აღ­წევს.

ახა­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კომ­პლექ­სი, ყო­ფი­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 21 588 კვ/მ ფარ­თობ­ზე გა­შენ­და. ახა­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო რამ­დე­ნი­მე ბლო­კის­გან შემ­დგა­რი 5-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა­ა­და სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნის, 100-წლო­ვა­ნი ხე­ე­ბით გა­შე­ნე­ბუ­ლი ბა­ღის გარ­შე­მო გან­თავ­სდა. კლი­ნი­კის ცენ­ტრა­ლუ­რი შე­სას­ვლე­ლი აბუ­სე­რი­ძი­სა და გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩე­ბის კუ­თხე­ში მო­ე­წყო­ბა. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ტრან­სპორ­ტს კი პუშ­კი­ნის ქუ­ჩის მხრი­დან მი­ი­ღე­ბენ.

რო­გორც პრო­ექ­ტის დამ­კვე­თის, შპს „სტა­დი­ო­ნის“ დი­რექ­ტო­რი სულ­ხან ხალ­ვა­ში ამ­ბობს, პრო­ექტს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „საბა კონ­სტრაქ­შე­ნი“ ახორ­ცი­ე­ლებს. მშე­ნებ­ლო­ბა შე­ფერ­ხე­ბე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობსდა უმოკ­ლეს დრო­ში დას­რულ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ა­ვად­მყო­ფო 170 სა­წოლ­ზეა გათ­ვლი­ლი. პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი კორ­პუ­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად მო­ნო­ლი­თუ­რი კარ­კა­სის ნა­გე­ბო­ბაა და 3 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­მაღ­ლის ბლო­კის­გან შედ­გე­ბა.

პირ­ვე­ლი ბლო­კის პირ­ველ სარ­თულ­ზე ცენ­ტრა­ლუ­რი ვეს­ტი­ბი­უ­ლი, რე­გის­ტრა­ტუ­რა, აფ­თი­ა­ქი, კა­ფე­ტე­რია და მო­საც­დე­ლი დარ­ბა­ზი გან­თავ­სდე­ბა. ზედა სარ­თუ­ლებ­ზე კი სა­კონ­სულ­ტა­ციო ოთა­ხე­ბი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ნა­წი­ლი და სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზი გან­ლაგ­დე­ბა. ტე­რა­სა­ზე და­გეგ­მი­ლია გამ­წვა­ნე­ბი­სა და სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნის მო­წყო­ბა. სარ­თუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ატ­რი­უ­მით და­უ­კავ­შირ­დე­ბა.

ძი­რი­თა­დი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ნა­წი­ლი, დღის ქი­რურ­გი­ის სექ­ცია და ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა ახა­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მე­ო­რე ბლოკ­ში გან­თავ­სდე­ბა. ბლო­კის მე­სა­მე, მე­ო­თხე და მე­ხუ­თე სარ­თუ­ლე­ბი სა­პა­ლა­ტე გან­ყო­ფი­ლე­ბებს და­ეთ­მო­ბა. შე­ნო­ბის ამა­ვე ნა­წილ­ში იქ­ნე­ბა სის­ხლის ბან­კი, სას­ტე­რი­ლი­ზა­ციო, აფ­თი­ა­ქი და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ბლო­კი. სხვენ­ზე სა­ინ­ჟინ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ძი­რი­თა­დი ქსე­ლე­ბის კვან­ძე­ბი მო­თავ­სდე­ბა.

კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მე­სა­მე ბლოკ­ში 3 სას­წრა­ფო მიმ­ღე­ბი სექ­ცია იმუ­შა­ვებს, სა­ო­პე­რა­ციო და დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ბლო­კე­ბით და, ასე­ვე, დაკ­ვირ­ვე­ბის პა­ლა­ტე­ბით. მე­ო­რე სარ­თულ­ზე მო­ე­წყო­ბა სა­ა­ვად­მყო­ფოს ძი­რი­თა­დი სა­ო­პე­რა­ციო ბლო­კი, ინ­ტენ­სი­უ­რი, ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი პა­ლა­ტე­ბი და ჰო­მო­დი­ა­ლი­ზის დარ­ბა­ზი. მე­სა­მე სარ­თუ­ლი სამ­შო­ბი­ა­რო ბლოკს და­ეთ­მო­ბა, ხოლო მე­ო­თხე – სა­მა­ნი­პუ­ლა­ციო და ტექ­ნი­კურ სივ­რცეს.

სა­მუ­შა­ო­თა მწარ­მო­ებ­ლის ბა­ქარ ბაქ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ა­ვად­მყო­ფოს პრო­ექ­ტი სპე­ცი­ფი­კურ სა­მუ­შა­ო­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს, მშე­ნებ­ლო­ბა ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლით მი­დი­ო­და.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია პა­თო­ლო­გა­ნა­ტო­მი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის, ასე­ვე, პერ­სო­ნა­ლის გარ­დე­რო­ბი­სა და 40 ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე გათ­ვლი­ლი ავ­ტო­სად­გო­მის მო­წყო­ბა. სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­ურ­ნეო ეზო­ში სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის, მი­წის­ზე­და და მი­წის­ქვე­შა, რამ­დე­ნი­მე დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბა გან­თავ­სდე­ბა.

რო­გორც ბა­ქარ ბაქ­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე შრო­მი­თი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი უმ­კაც­რე­სა­დაა და­ცუ­ლი. მისი თქმით, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე „ოიკო ჯგუ­ფი“ სის­ტე­მა­ტურ რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლებს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას. მათი მხრი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა იმას, რამ­დე­ნად იცა­ვენ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ინ­სტრუქ­ტა­ჟის დროს უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ მი­თი­თე­ბებს.

ახა­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო ბა­თუმ­ში აღი­ჭურ­ვე­ბა უწყვე­ტი და ავა­რი­უ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სის­ტე­მე­ბით, ჟანგბა­დი­სა და შე­კუმ­შუ­ლი ჰა­ე­რის სის­ტე­მე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გათ­ბო­ბი­სა და ვენ­ტი­ლა­ცი­ის, ასე­ვე, ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და დაც­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მე­ბით.

შე­ნო­ბის ფა­სა­დის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ალუ­მი­ნის ვიტ­რა­ჟი­თა და ფე­რა­დი პა­ნე­ლე­ბის კომ­პო­ზი­ცი­ით მო­პირ­კეთ­დე­ბა. ტე­რი­ტო­რი­ის მთელ პე­რი­მეტრზე აღ­დგე­ბა ას­ფალ­ტის სა­ფა­რი, მო­ე­წყო­ბა ავ­ტო­სად­გო­მი და­გამ­წვა­ნე­ბაც ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა. შე­ნო­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია შშმ პი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, კი­ბე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად და შე­სას­ვლე­ლებ­თან მო­წყო­ბი­ლია პან­დუ­სე­ბი.

მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბულ­თა რი­ცხვი ორასს აჭარ­ბებს. პრო­ექ­ტზე და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, ისე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

მრა­ვალპრო­ფი­ლი­ა­ნი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო მო­სახ­ლე­ო­ბას მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სამ­კურ­ნა­ლო და სა­კონ­სულ­ტა­ციო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას გა­უ­წევს. კლი­ნი­კის ფუნ­ქცი­ებ­ში შევა: გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა, და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბის, დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის და­ნერგვა. ახა­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბა­ზა­ზე მოხ­დე­ბა, ასე­ვე, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და არ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა, გა­დამ­ზა­დე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა. კლი­ნი­კა­ში ჩა­ტარ­დე­ბა მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი. იმუ­შა­ვებს პე­დი­ატ­რი­უ­ლი და სა­მე­ა­ნო გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი.

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „საბა კონ­სტრაქ­შე­ნი“ ბა­თუმ­ში კი­დევ ერთ მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს. ბა­თუ­მის უნი­ვერ­სა­ლუ­რი სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 62 მი­ლი­ონ ლარს აღ­წევს, „საბა კონ­სტრაქ­შენ­მა“ მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში და­ი­წყო და 2019 წელს და­ას­რუ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ახალი, მრავალპროფილიანი სამკურნალო კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ფაზაში შევიდა. პროექტის ღირებულება 23 მლნ ლარს აღწევს.

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კომპლექსი, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, 21 588 კვ/მ ფართობზე გაშენდა. ახალი საავადმყოფო რამდენიმე ბლოკისგან შემდგარი 5-სართულიანი შენობაადა სარეკრეაციო ზონის, 100-წლოვანი ხეებით გაშენებული ბაღის გარშემო განთავსდა. კლინიკის ცენტრალური შესასვლელი აბუსერიძისა და გრიბოედოვის ქუჩების კუთხეში მოეწყობა. სასწრაფო დახმარების ტრანსპორტს კი პუშკინის ქუჩის მხრიდან მიიღებენ.

როგორც პროექტის დამკვეთის, შპს „სტადიონის“ დირექტორი სულხან ხალვაში ამბობს, პროექტს სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ ახორციელებს. მშენებლობა შეფერხებების გარეშე მიმდინარეობსდა უმოკლეს დროში დასრულდება.

მისივე თქმით, საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი. პროექტის თანახმად, საავადმყოფოს მთავარი კორპუსი არქიტექტურულად მონოლითური კარკასის ნაგებობაა და 3 განსხვავებული სიმაღლის ბლოკისგან შედგება.

პირველი ბლოკის პირველ სართულზე ცენტრალური ვესტიბიული, რეგისტრატურა, აფთიაქი, კაფეტერია და მოსაცდელი დარბაზი განთავსდება. ზედა სართულებზე კი საკონსულტაციო ოთახები, ადმინისტრაციული ნაწილი და საკონფერენციო დარბაზი განლაგდება. ტერასაზე დაგეგმილია გამწვანებისა და სარეკრეაციო ზონის მოწყობა. სართულები ერთმანეთს ატრიუმით დაუკავშირდება.

ძირითადი დიაგნოსტიკური ნაწილი, დღის ქირურგიის სექცია და ლაბორატორიის განყოფილება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მეორე ბლოკში განთავსდება. ბლოკის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები საპალატე განყოფილებებს დაეთმობა. შენობის ამავე ნაწილში იქნება სისხლის ბანკი, სასტერილიზაციო, აფთიაქი და სარეაბილიტაციო ბლოკი. სხვენზე საინჟინრო კომუნიკაციების ძირითადი ქსელების კვანძები მოთავსდება.

კლინიკური საავადმყოფოს მესამე ბლოკში 3 სასწრაფო მიმღები სექცია იმუშავებს, საოპერაციო და დიაგნოსტიკური ბლოკებით და, ასევე, დაკვირვების პალატებით. მეორე სართულზე მოეწყობა საავადმყოფოს ძირითადი საოპერაციო ბლოკი, ინტენსიური, ოპერაციის შემდგომი პალატები და ჰომოდიალიზის დარბაზი. მესამე სართული სამშობიარო ბლოკს დაეთმობა, ხოლო მეოთხე – სამანიპულაციო და ტექნიკურ სივრცეს.

სამუშაოთა მწარმოებლის ბაქარ ბაქრაძის განცხადებით, მშენებლობის პროცესში განსაკუთრებული სირთულე არ ყოფილა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საავადმყოფოს პროექტი სპეციფიკურ სამუშაოებს ითვალისწინებს, მშენებლობა ძალიან დიდი სიფრთხილით მიდიოდა.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია პათოლოგანატომიის განყოფილების, ასევე, პერსონალის გარდერობისა და 40 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა. საავადმყოფოს სამეურნეო ეზოში სხვადასხვა დანიშნულების, მიწისზედა და მიწისქვეშა, რამდენიმე დამხმარე ნაგებობა განთავსდება.

როგორც ბაქარ ბაქრაძემ აღნიშნა, მშენებლობაზე შრომითი უსაფრთხოების ნორმები უმკაცრესადაა დაცული. მისი თქმით, მშენებლობაზე „ოიკო ჯგუფი“ სისტემატურ რეჟიმში ახორციელებს ზედამხედველობას. მათი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რამდენად იცავენ დასაქმებულები ინსტრუქტაჟის დროს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით მიღებულ მითითებებს.

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ბათუმში აღიჭურვება უწყვეტი და ავარიული ელექტროენერგიის სისტემებით, ჟანგბადისა და შეკუმშული ჰაერის სისტემებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გათბობისა და ვენტილაციის, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო და დაცვის თანამედროვე სისტემებით.

შენობის ფასადის ძირითადი ნაწილი ალუმინის ვიტრაჟითა და ფერადი პანელების კომპოზიციით მოპირკეთდება. ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე აღდგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ავტოსადგომი დაგამწვანებაც ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება. შენობა ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე, კიბეების პარალელურად და შესასვლელებთან მოწყობილია პანდუსები.

მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი ორასს აჭარბებს. პროექტზე დასაქმებულები არიან როგორც ადგილობრივები, ისე საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩასული მოქალაქეები.

მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო მოსახლეობას მაღალკვალიფიციურ, სპეციალიზებულ სამკურნალო და საკონსულტაციო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. კლინიკის ფუნქციებში შევა: გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, დაავადების ადრეული გამოვლინების, დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვა. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება, ასევე, სტუდენტებისა და არსებული სამედიცინო კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. კლინიკაში ჩატარდება მაღალხარისხიანი სამედიცინო გამოკვლევები. იმუშავებს პედიატრიული და სამეანო განყოფილებები.

სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ ბათუმში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ღირებულება 62 მილიონ ლარს აღწევს, „საბა კონსტრაქშენმა“ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და 2019 წელს დაასრულებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ