სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის 10 მთავარი ჯილდოდან 4 - ქართულ ფილმებს გადაეცა
პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის 10 მთავარი ჯილდოდან 4 - ქართულ ფილმებს გადაეცა

პე­კი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის 10 მთა­ვა­რი ჯილ­დო­დან 4 - ქარ­თულ ფილ­მებს გა­და­ე­ცა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან აც­ნო­ბეს, Tiantan Award სა­უ­კე­თე­სო სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის­თვის ანა ურუ­შა­ძემ მო­ი­პო­ვა და მას ეს ჯილ­დო თა­ვად კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის პრე­ზი­დენ­ტმა ვონგ კარ ვაიმ გა­დას­ცა; Tiantan Award სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის მა­რი­ამ ხაჭ­ვანს ერგო; Tiantan Award სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის­თვის ნატო მურ­ვა­ნი­ძეს მი­ა­ნი­ჭეს, ფილ­მის­თვის "სა­ში­ში დედა". მსა­ხი­ო­ბი პე­კინ­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და და მის მა­გივ­რად ეს ჯილ­დო ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა იზა­ბელ იუ­პერ­მა ფილ­მის რე­ჟი­სორ ანა ურუ­შა­ძეს გა­დას­ცა; Tiantan Award სა­უ­კე­თე­სო ოპე­რა­ტო­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რის­თვის მინ­დია ესა­ძემ მო­ი­პო­ვა ფილ­მის­თვის "დედე".

სა­ქარ­თვე­ლო პე­კი­ნის სა­ერ­თა­შორ­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­თან და­არ­სე­ბის დღი­დან (2011 წელი) თა­ნამ­შრომ­ლობს. შარ­შან ქარ­თველ­მა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებ­მა, ისე­ვე, რო­გორც წელს, პე­კინ­ში 10 მთა­ვა­რი ჯილ­დო­დან 4 - მო­ი­პო­ვეს: კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი გი­ორ­გი ბა­რა­ბა­ძის "ლუკა" გახ­და. ამა­ვე ფილმში ქა­ლის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის კი ლია კა­პა­ნა­ძე და­ა­ჯილ­დო­ეს. ფილ­მს "სხვი­სი სახ­ლი" 2 პრი­ზი ხვდა წი­ლად - სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის და სა­უ­კე­თე­სო ოპე­რა­ტო­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რის­თვის. რუ­სუ­დან გლურ­ჯი­ძეს ჯილ­დო ცნო­ბილ­მა ფრან­გმა მსა­ხი­ობ­მა ჟან რე­ნომ გა­დას­ცა, რო­მე­ლიც 2017 წელს პე­კი­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რის წევ­რი იყო.

იხი­ლეთ ვი­დეო: პე­კი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის 10 მთა­ვა­რი ჯილ­დო­დან 4 ქარ­თულ ფილ­მებს გა­და­ე­ცა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის 10 მთავარი ჯილდოდან 4 - ქართულ ფილმებს გადაეცა

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის 10 მთავარი ჯილდოდან 4 - ქართულ ფილმებს გადაეცა

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის 10 მთავარი ჯილდოდან 4 - ქართულ ფილმებს გადაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ მოიპოვა და მას ეს ჯილდო თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა; Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის მარიამ ხაჭვანს ერგო; Tiantan Award საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ნატო მურვანიძეს მიანიჭეს, ფილმისთვის "საშიში დედა". მსახიობი პეკინში არ იმყოფებოდა და მის მაგივრად ეს ჯილდო ცნობილმა მსახიობმა იზაბელ იუპერმა ფილმის რეჟისორ ანა ურუშაძეს გადასცა; Tiantan Award საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მინდია ესაძემ მოიპოვა ფილმისთვის "დედე".

საქართველო პეკინის საერთაშორსო კინოფესტივალთან დაარსების დღიდან (2011 წელი) თანამშრომლობს. შარშან ქართველმა კინემატოგრაფისტებმა, ისევე, როგორც წელს, პეკინში 10 მთავარი ჯილდოდან 4 - მოიპოვეს: კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი გიორგი ბარაბაძის "ლუკა" გახდა. ამავე ფილმში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ლია კაპანაძე დააჯილდოეს. ფილმს "სხვისი სახლი" 2 პრიზი ხვდა წილად - საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. რუსუდან გლურჯიძეს ჯილდო ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟან რენომ გადასცა, რომელიც 2017 წელს პეკინის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი იყო.

იხილეთ ვიდეო: პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის 10 მთავარი ჯილდოდან 4 ქართულ ფილმებს გადაეცა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს