სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლა ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხორციელდება. ამასთან, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას “სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტი, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს.
გუშინ, სოფელ ბაგრატაშენში, დემონსტრანტების მიერ გზის გადაკეტვის გამო, სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლა შეფერხებული იყო. შედეგად, ავტობუსები, მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები საბაჟო-გამშვებ პუნქტის მიმართულებით ვერ გადაადგილდებოდნენ.