Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინდოდა ბავშვებს დაენახათ მოკლული თამარი, გავახოხე აბაზანისკენ...“ - ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ჩვენების დეტალები
"არ მინდოდა ბავშვებს დაენახათ მოკლული თამარი, გავახოხე აბაზანისკენ...“ - ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ჩვენების დეტალები

ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბას ჩვე­ნე­ბა მის­ცა და ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. ვე­ფხია ბაქ­რა­ძის ჩვე­ნე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რის" 23 აპ­რი­ლის ნო­მერ­ში და­ი­ბეჭ­და. ჩვე­ნე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ მოკ­ლუ­ლი მისი და ნა­თე­ლა გა­ბო­ძის ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, რის გა­მოც ის 13 აპ­რილს თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სარ­კვე­ვად მი­ვი­და.

„13 აპ­რილს, გა­დავ­წყვი­ტე პი­რის­პირ მე­ნა­ხა თა­მა­რი და სა­ბო­ლო­ოდ გა­მერ­კვია, რა­ტომ იყო ჩემი და ნა­თე­ლას ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი. ასე­ვე ვი­ცო­დი, რომ ნა­თე­ლა გვი­ა­ნო­ბამ­დე იქ­ნე­ბო­და სამ­სა­ხურ­ში, ხოლო სახ­ლში მარ­ტო უნდა ყო­ფი­ლი­ყო თა­მა­რი. და­ახ­ლო­ე­ბით 19:00 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რო­დე­საც გა­ვა­ჩე­რე მან­ქა­ნა ე.წ. მრგვალ ბაღ­თან და ფე­ხით გა­და­ვე­დი მათ სახ­ლში. კა­რე­ბი ღია დამ­ხვდა. შე­ვე­დი და დავ­რწმუნ­დი, რომ არა­ვინ იყო. გა­ვა­ღე მა­ცი­ვა­რი, გა­მო­ვი­ღე საჭ­მე­ლი და არა­ყი. დავ­ლიე რამ­დე­ნი­მე ჭიქა და გა­მო­ვე­დი სახ­ლი­დან. წა­ვე­დი ტაქ­სით კოს­ტა­ვას ქუ­ჩის­კენ, რად­გან მან­ქა­ნა­ში აღარ მქონ­და ბენ­ზი­ნი. შე­ვირ­ბი­ნე "გალ­ფის" ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე, შე­ვი­ძი­ნე საწ­ვა­ვი და ტაქ­სით ამო­ვე­დი ისევ ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე, ისევ თა­მა­რის სა­ნა­ხა­ვად. ისევ არ დამ­ხვდა“, - წერს ჩვე­ნე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი.

ვე­ფხია ბაქ­რა­ძის ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, მან ნა­თე­ლა გა­ბო­ძის რამ­დე­ნი­მე ტან­საც­მლის დაჭ­რა და დაწ­ვა გა­და­წყვი­ტა, რის­თვი­საც ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან დანა ამო­ი­ტა­ნა. ბაქ­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან დაჭ­რილ ტან­საც­მელს ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა, თუმ­ცა მათი დაწ­ვა გა­და­ი­ფიქ­რა.

იხი­ლეთ ვი­დეო: რას იხ­სე­ნებს ბრალ­დე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის დღე­ზე? - ვე­ფხია ბაქ­რა­ძე ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს

„გა­დავ­წყვი­ტე და­წყნა­რე­ბა და ჩავ­ჯე­ქი „კრეს­ლო­ში“, რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ მო­ვიდ­ნენ თა­მა­რი და მისი ბავ­შვე­ბი. მი­ვე­სალ­მე. მან მი­თხრა, რა­ტომ შე­მა­ში­ნეო, შემ­დეგ ატე­ხა ყვი­რი­ლი და გა­იქ­ცა ფან­ჯრის­კენ. ვუ­თხა­რი, გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო, რად­გან მსურ­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, რად­გან იგი უშ­ლი­და ნა­თე­ლას ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. თა­მარ­მა თხო­ვა თა­ვის შვი­ლებს და მეც ვთხო­ვე, ბავ­შვე­ბი ცალ­კე ოთახ­ში შე­ეყ­ვა­ნა. მათ ვუ­თხა­რი, რომ ვი­ყა­ვი ლი­კას შვი­ლე­ბის ბა­ბუა და არ შე­ში­ნე­ბო­დათ. თა­მარ­მა ამის შემ­დეგ ისი­ნი შე­იყ­ვა­ნა ოთახ­ში და მი­ხუ­რეს კა­რე­ბი, რის შემ­დე­გაც ისევ ყვი­რი­ლით გა­იქ­ცა შე­მო­სას­ვლე­ლი კა­რის­კენ. ამის და­ნახ­ვა­ზე გა­ვე­კი­დე და და­ვე­წიე, მან­ქა­ნი­დან ამო­ტა­ნი­ლი დიდი ზო­მის და­ნით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში მი­ვა­ყე­ნე მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა, რის შე­დე­გა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა ად­გილ­ზე­ვე. ვი­ნა­ი­დან არ მინ­დო­და და­ე­ნა­ხათ ბავ­შვებს მოკ­ლუ­ლი თა­მა­რი, ია­ტაკ­ზე გა­ვა­ხო­ხე აბა­ზა­ნის­კენ“, - აღ­ნიშ­ნავს ჩვე­ნე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი.

წა­ი­კი­თხეთ მეტი "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში"

"არ მინდოდა ბავშვებს დაენახათ მოკლული თამარი, გავახოხე აბაზანისკენ...“ - ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ჩვენების დეტალები

"არ მინდოდა ბავშვებს დაენახათ მოკლული თამარი, გავახოხე აბაზანისკენ...“ - ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ჩვენების დეტალები

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა დაკავების შემდეგ გამოძიებას ჩვენება მისცა და ჩადენილი დანაშაულის შესახებ ისაუბრა. ვეფხია ბაქრაძის ჩვენების მცირე ნაწილი გაზეთ „კვირის პალიტრის" 23 აპრილის ნომერში დაიბეჭდა. ჩვენებაში ბრალდებული ამბობს, რომ მოკლული მისი და ნათელა გაბოძის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, რის გამოც ის 13 აპრილს თამარ გამრეკელაშვილთან ურთიერთობის გასარკვევად მივიდა.

„13 აპრილს, გადავწყვიტე პირისპირ მენახა თამარი და საბოლოოდ გამერკვია, რატომ იყო ჩემი და ნათელას ურთიერთობის წინააღმდეგი. ასევე ვიცოდი, რომ ნათელა გვიანობამდე იქნებოდა სამსახურში, ხოლო სახლში მარტო უნდა ყოფილიყო თამარი. დაახლოებით 19:00 საათი იქნებოდა, როდესაც გავაჩერე მანქანა ე.წ. მრგვალ ბაღთან და ფეხით გადავედი მათ სახლში. კარები ღია დამხვდა. შევედი და დავრწმუნდი, რომ არავინ იყო. გავაღე მაცივარი, გამოვიღე საჭმელი და არაყი. დავლიე რამდენიმე ჭიქა და გამოვედი სახლიდან. წავედი ტაქსით კოსტავას ქუჩისკენ, რადგან მანქანაში აღარ მქონდა ბენზინი. შევირბინე "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე, შევიძინე საწვავი და ტაქსით ამოვედი ისევ ბარნოვის ქუჩაზე, ისევ თამარის სანახავად. ისევ არ დამხვდა“, - წერს ჩვენებაში ბრალდებული.

ვეფხია ბაქრაძის ჩვენების თანახმად, მან ნათელა გაბოძის რამდენიმე ტანსაცმლის დაჭრა და დაწვა გადაწყვიტა, რისთვისაც ავტომანქანიდან დანა ამოიტანა. ბაქრაძის ინფორმაციით, მან დაჭრილ ტანსაცმელს ბენზინი გადაასხა, თუმცა მათი დაწვა გადაიფიქრა.

იხილეთ ვიდეო: რას იხსენებს ბრალდებული მკვლელობის დღეზე? - ვეფხია ბაქრაძე ბარნოვის ქუჩაზე მომხდარის დეტალებზე საუბრობს

„გადავწყვიტე დაწყნარება და ჩავჯექი „კრესლოში“, რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ თამარი და მისი ბავშვები. მივესალმე. მან მითხრა, რატომ შემაშინეო, შემდეგ ატეხა ყვირილი და გაიქცა ფანჯრისკენ. ვუთხარი, გაჩუმებულიყო, რადგან მსურდა მასთან ურთიერთობის მოწესრიგება, რადგან იგი უშლიდა ნათელას ჩემთან ურთიერთობას. თამარმა თხოვა თავის შვილებს და მეც ვთხოვე, ბავშვები ცალკე ოთახში შეეყვანა. მათ ვუთხარი, რომ ვიყავი ლიკას შვილების ბაბუა და არ შეშინებოდათ. თამარმა ამის შემდეგ ისინი შეიყვანა ოთახში და მიხურეს კარები, რის შემდეგაც ისევ ყვირილით გაიქცა შემოსასვლელი კარისკენ. ამის დანახვაზე გავეკიდე და დავეწიე, მანქანიდან ამოტანილი დიდი ზომის დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მივაყენე მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ადგილზევე. ვინაიდან არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ“, - აღნიშნავს ჩვენებაში ბრალდებული.

წაიკითხეთ მეტი "კვირის პალიტრაში"

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს