პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიდგომა, რომ ბავშვს არაფერი ავუკრძალოთ, დამღუპველია ბავშვისთვის" - ფსიქოლოგის პასუხები მშობლებისთვის აქტუალურ კითხვებზე
"მიდგომა, რომ ბავშვს არაფერი ავუკრძალოთ, დამღუპველია ბავშვისთვის" - ფსიქოლოგის პასუხები მშობლებისთვის აქტუალურ კითხვებზე

მშობ­ლე­ბი ხში­რად სვა­მენ ამ შე­კი­თხვას - რა­ტომ არის ბავ­შვი უინ­ტე­რე­სო, არა­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, რა­ტომ ეზა­რე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, სწავ­ლის ჩათ­ვლით? უნდა ავუკ­რძა­ლოთ თუ არა მას რამე, თუ ყვე­ლაფ­რის ნება მივ­ცეთ? აქ­ტუ­ა­ლურ შე­კი­თხვებ­ზე გვპა­სუ­ხობს ცნო­ბი­ლი ფსი­ქო­ლო­გი თა­მარ გა­გო­ში­ძე.

- ხში­რად მშო­ბე­ლი ფიქ­რობს, რომ თუ შვილს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოფს და იყი­დის იმას, რაც და­აკ­ლო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ყვე­ლა­ფერს აა­ნა­ზღა­უ­რებს. ამ ბოლო დროს ხში­რად მეს­მის ტექ­სტე­ბი: ბავ­შვებს 6 წლამ­დე არა­ფე­რი არ უნდა ავუკ­რძა­ლოთ, იმი­ტომ, რომ ნერ­ვე­ბი აეშ­ლე­ბათ. ბევრ მშო­ბელს უთ­ქვამს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვს რა­ი­მე ავუკ­რძა­ლო იმი­ტომ, რომ ტი­რი­ლით ნერ­ვე­ბი აეშ­ლე­ბა.ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა და­უ­ზი­ან­დე­ბა, სტრეს­ში ჩა­ვარ­დე­ბა, მერე უკვე ცუდი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი ექ­ნე­ბა. მერე მოჰ­ყავთ მა­გა­ლი­თი, აი, ია­პო­ნი­ა­ში 5-6 წლამ­დე თურ­მე ბავ­შვებს არა­ფერს უკ­რძლა­ვენ. შემ­დეგ უც­ბად ავი­წყდე­ბა თა­ვი­სი სენ­ტენ­ცია, რომ ბავ­შვს სტრე­სი არ უნდა მი­ა­ყე­ნოს და გა­და­დის თმის მო­წიწკვნა­ზე, ყუ­რის აწე­ვა­ზე და ცე­მა­ზე. იმი­ტომ, რომ სხვა­ნა­ი­რად ვე­ღარ ახერ­ხებს „თავ­გა­სუ­ლი“ ბავ­შვის მარ­თვას. ვე­უბ­ნე­ბი მშო­ბელს, რა­ტომ იშლი ნერ­ვებს, როცა შე­გიძ­ლია ჩარ­ჩოს და­წე­სე­ბა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე. ყვე­ლა ბავ­შვი ითხოვს ჩარ­ჩოს. იმი­ტომ, რომ ბავ­შვის ტვი­ნი ისეა მო­წყო­ბი­ლი, წვრთნა სჭირ­დე­ბა. თუ ბავ­შვი გა­იწ­ვრთნე­ბა, პრობ­ლე­მაც არ იქ ნება.

მიდ­გო­მა, რომ ბავ­შვს არა­ფე­რი ავუკ­რძა­ლოთ, დამ­ღუპ­ვე­ლია ბავ­შვის­თვის. ფსი­ქო­ლო­გე­ბი ვამ­ბობთ, რომ თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბას სჭირ­დე­ბა წრთო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება არის არ­ჩე­ვა­ნი, ცუდ­სა და კარ­გს შო­რის. არ­ჩე­ვა­ნი ერთ ქმე­დე­ბა­სა და მე­ო­რე ქმე­დე­ბას შო­რის. არ­ჩე­ვა­ნი მო­სა­ლოდ­ნელ ქმე­დე­ბა­სა და არ­სე­ბულ ქმე­დე­ბას შო­რის. ტვინს სჭირ­დე­ბა ვარ­ჯი­ში და გა­რე­მო­დან თუ არ იქნა იფორ­მა­ცია და სტი­მუ­ლი, ტვი­ნი ვერ სწავ­ლობს. ბავ­შვის ტვინს უნდა ვას­წავ­ლოთ იმ­პულ­სის შე­კა­ვე­ბა. კან­ფე­ტი ახლა არა, მერე ჭამე. სა­თა­მა­შო ახლა არა - ხვალ. ეს უნდა გა­ი­თა­ვი­სოს ბავ­შვმა და უნდა ივარ­ჯი­შოს იმა­ში, რომ დაბ­რკო­ლე­ბა გა­და­ლა­ხოს. ეს ახლა არ შე­გიძ­ლია, ცოტა ხან­ში შეძ­ლებ. ბავ­შვი ის­წავ­ლის ტვი­ნის და­გეგ­მვას და იმ­პულ­სე­ბის შე­კა­ვე­ბას. კონ­ტრო­ლის, თვით­რე­გუ­ლა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­უ­მუ­შავ­დე­ბა და გა­იზ­რდე­ბა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"მიდგომა, რომ ბავშვს არაფერი ავუკრძალოთ, დამღუპველია ბავშვისთვის" - ფსიქოლოგის პასუხები მშობლებისთვის აქტუალურ კითხვებზე

"მიდგომა, რომ ბავშვს არაფერი ავუკრძალოთ, დამღუპველია ბავშვისთვის" - ფსიქოლოგის პასუხები მშობლებისთვის აქტუალურ კითხვებზე

მშობლები ხშირად სვამენ ამ შეკითხვას - რატომ არის ბავშვი უინტერესო, არამოტივირებული, რატომ ეზარება ყველაფერი, სწავლის ჩათვლით? უნდა ავუკრძალოთ თუ არა მას რამე, თუ ყველაფრის ნება მივცეთ? აქტუალურ შეკითხვებზე გვპასუხობს ცნობილი ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.

- ხშირად მშობელი ფიქრობს, რომ თუ შვილს მატერიალურად უზრუნველყოფს და იყიდის იმას, რაც დააკლო ფსიქოლოგიურად, ყველაფერს აანაზღაურებს. ამ ბოლო დროს ხშირად მესმის ტექსტები: ბავშვებს 6 წლამდე არაფერი არ უნდა ავუკრძალოთ, იმიტომ, რომ ნერვები აეშლებათ. ბევრ მშობელს უთქვამს, რომ არ შეიძლება ბავშვს რაიმე ავუკრძალო იმიტომ, რომ ტირილით ნერვები აეშლება.ნერვული სისტემა დაუზიანდება, სტრესში ჩავარდება, მერე უკვე ცუდი პიროვნული თვისებები ექნება. მერე მოჰყავთ მაგალითი, აი, იაპონიაში 5-6 წლამდე თურმე ბავშვებს არაფერს უკრძლავენ. შემდეგ უცბად ავიწყდება თავისი სენტენცია, რომ ბავშვს სტრესი არ უნდა მიაყენოს და გადადის თმის მოწიწკვნაზე, ყურის აწევაზე და ცემაზე. იმიტომ, რომ სხვანაირად ვეღარ ახერხებს „თავგასული“ ბავშვის მართვას. ვეუბნები მშობელს, რატომ იშლი ნერვებს, როცა შეგიძლია ჩარჩოს დაწესება ადრეული ასაკიდანვე. ყველა ბავშვი ითხოვს ჩარჩოს. იმიტომ, რომ ბავშვის ტვინი ისეა მოწყობილი, წვრთნა სჭირდება. თუ ბავშვი გაიწვრთნება, პრობლემაც არ იქ ნება.

მიდგომა, რომ ბავშვს არაფერი ავუკრძალოთ, დამღუპველია ბავშვისთვის. ფსიქოლოგები ვამბობთ, რომ თავისუფალ ნებას სჭირდება წრთობა, თავისუფალი ნება არის არჩევანი, ცუდსა და კარგს შორის. არჩევანი ერთ ქმედებასა და მეორე ქმედებას შორის. არჩევანი მოსალოდნელ ქმედებასა და არსებულ ქმედებას შორის. ტვინს სჭირდება ვარჯიში და გარემოდან თუ არ იქნა იფორმაცია და სტიმული, ტვინი ვერ სწავლობს. ბავშვის ტვინს უნდა ვასწავლოთ იმპულსის შეკავება. კანფეტი ახლა არა, მერე ჭამე. სათამაშო ახლა არა - ხვალ. ეს უნდა გაითავისოს ბავშვმა და უნდა ივარჯიშოს იმაში, რომ დაბრკოლება გადალახოს. ეს ახლა არ შეგიძლია, ცოტა ხანში შეძლებ. ბავშვი ისწავლის ტვინის დაგეგმვას და იმპულსების შეკავებას. კონტროლის, თვითრეგულაციის მექანიზმი გამოუმუშავდება და გაიზრდება ნორმალური ადამიანი...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ