საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი ძიძა გვყავს, ჩემი დასავითაა..." - როგორია ნუცა შანშიაშვილის ამერიკული ცხოვრება
"ქართველი ძიძა გვყავს, ჩემი დასავითაა..." - როგორია ნუცა შანშიაშვილის ამერიკული ცხოვრება

მომ­ღე­რა­ლი ნუცა შან­ში­აშ­ვი­ლი თა­ვი­სი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სი­ახ­ლე­ე­ბის, შვი­ლის - ნი­კუ­შას შე­სა­ხებ და დი­ა­სახ­ლი­სურ-კუ­ლი­ნა­რი­ულ თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რა.

- ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­დის. ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორ­კის მე­რი­ამ და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კონ­ცერ­ტზე ჯილ­დო გად­მომ­ცა - ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის, ნიუ-იორ­კის პო­ლი­ცი­ამ და­მა­ჯილ­დო­ვა, რო­გორც ქა­ლა­ქის სა­პა­ტიო წევ­რი. გარ­და ამი­სა, ვლა­დი­მერ ვი­სოც­კის 80 წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი იუ­ბი­ლეს­თვის გა­ა­კე­თეს ქან­და­კე­ბა - ხელი, რო­მელ­საც აწე­რია - "Vysotsky Legacy Award" და აღ­ნიშ­ნეს, რომ მისი სიმ­ღე­რა, რო­მელ­საც მე ვმღე­რი, ქა­ლე­ბი­დან ასე კარ­გად არა­ვის შე­უს­რუ­ლე­ბი­აო... ახალ სიმ­ღე­რებს ვწერ, ვმუ­შა­ობ, სოლო კონ­ცერ­ტის­თვის ვემ­ზა­დე­ბი - "მე და რო­ი­ა­ლი". მა­ნ­ჰე­ტენ­ზე მექ­ნე­ბა - "პი­ა­ნო ლავ სტო­რი", ეს ერთი და მე­ო­რე - ჯა­ზის ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად, ახალ პროგ­რა­მას ვამ­ზა­დებ. ჩემი მე­გო­ბა­რი - ბელ­ლა გურ­ფე­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ინ­ჟი­ნე­რია, ჩემ­თან ერ­თად, "ნუ­ცას სტუ­დი­ოს" ხსნის, სა­დაც ბავ­შვებს ნი­ჭი­ე­რი პე­და­გო­გე­ბი ას­წავ­ლი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა ფერ­წე­რას, ახა­ლი კონ­ცერ­ტის­თვის ახალ ნა­ხა­ტებს "ვა­კე­თებ", თი­თო­ე­უ­ლი სიმ­ღე­რა ნა­ხა­ტით მინ­და წარ­მო­ვად­გი­ნო, დიდ ეკ­რან­ზე იქ­ნე­ბა და წე­სით, ლა­მა­ზი უნდა გა­მო­ვი­დეს.

- სტე­რე­ო­ტი­პი, რომ საქ­მი­ან ქალს ოჯა­ხის საქ­მე არ გა­მოს­დის, თით­ქოს ნელ-ნელა ინ­გრე­ვა. და­ო­ჯა­ხე­ბულ ქალ­ბა­ტო­ნებს, რაც უნდა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყ­ვნენ, მა­ინც უწევთ კერ­ძე­ბის კე­თე­ბა, სახ­ლის და­ლა­გე­ბა. თქვენ რო­გო­რი დი­ა­სახ­ლი­სი და კუ­ლი­ნა­რი ხართ?

- რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა ზოგ­ჯერ მეც მი­წევს. კუ­ლი­ნა­რი­ას ისე ვუდ­გე­ბი, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბას. მიყ­ვარს რა­ღა­ცე­ბის მო­გო­ნე­ბა, შექ­მნა, ახალ-ახალ კერ­ძებს ვსწავ­ლობ და როცა დრო მაქვს, ცხა­დია, ვამ­ზა­დებ. თუმ­ცა, ეს ხში­რად ვერ ხერ­ხდე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ. ცხოვ­რე­ბა­ში იმ­დე­ნი რა­ღაც მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ ამის ფონ­ზე, ალ­ბათ გა­საკ­ვი­რიც იქ­ნე­ბა ვთქვა, ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ძა­ლი­ან მა­გა­რი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი დი­ა­სახ­ლი­სი ვარ-მეთ­ქი. ძი­რი­თა­დად, ყვე­ლა­ფერ­ში დედა მეხ­მა­რე­ბა და ბავ­შვის­თვი­საც ის ამ­ზა­დებს კერ­ძებს. ნი­კუ­შას ძა­ლი­ან უყ­ვარს კატ­ლე­ტი, მა­კა­რო­ნი, შემ­წვა­რი კარ­ტო­ფი­ლი, კან­ფე­ტი, ნა­ყი­ნი, ტორ­ტი, ნამ­ცხვა­რი და ისე­თი საჭ­მე­ლე­ბი, რაც ბავ­შვებს მოს­წონთ. დე­და­სა­ვით, რეს­ტო­რან­ში სი­ა­რუ­ლი უყ­ვარს (იცი­ნის). მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი ტკბი­ლე­უ­ლი მივ­ცეთ, რად­გან ვი­ცით, მავ­ნე­ბე­ლია. დე­და­ჩე­მი ზრუ­ნავს, ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი აჭა­მოს. მეც ასე გამ­ზარ­და - ხე­ლით გა­მო­წუ­რულ წვენს მა­ს­მევ­და და ნი­კა­საც უწუ­რავს ხილს, ბოსტნე­ულს. მე ახ­ლაც ასე ვარ, რა­ი­მე "ფრე­ში" რომ არ დავ­ლიო ყო­ველ­დღე, არ შე­მიძ­ლია...

- რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს 5 წლის ნი­კუ­შას?

- მა­ტა­რებ­ლებ­ზე გიჟ­დე­ბა და ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში და­ბა­დე­ბულს, რა­ტომ­ღაც გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, რომ კონ­სტრუქ­ტო­რი, ინ­ჟი­ნე­რი და მშე­ნე­ბე­ლი გახ­დეს, გზე­ბი და მა­ტა­რებ­ლე­ბი აა­შე­ნოს ან სა­ერ­თოდ, დის­პე­ჩე­რად იმუ­შა­ოს მეტ­რო­ში (იცი­ნის). იმ­დე­ნად უყ­ვარს, რომ ზოგ­ჯერ მეტ­რო­ში შე­მიყ­ვანს და ვდგა­ვართ ასე, მა­ტა­რე­ბელს ვე­ლო­დე­ბით, რო­დის მოვა, რომ ჩავ­სხდეთ, გა­ვი­სე­ირ­ნოთ, მერე უკან მოვ­ბრუნ­დეთ და ვნა­ხოთ, ეს მა­ტა­რე­ბე­ლი სად მი­დის და ა.შ. ცივა თუ ცხე­ლა, არ აინ­ტე­რე­სებს. პარკში ბევ­რი გა­სარ­თო­ბია, სა­ქა­ნე­ლებ­ზე ქა­ნა­ო­ბა კი არ აინ­ტე­რე­სებს იმ­დე­ნად, უყუ­რებს, რკი­ნე­ბი რო­გო­რაა ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაბ­მუ­ლი, რა "შუ­რუ­პე­ბი­თაა" და­მაგ­რე­ბუ­ლი, კონ­სტრუქ­ცია აინ­ტე­რე­სებს. სა­ო­ცარ დე­ტა­ლებს აკ­ვირ­დე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო ბავ­შვია. ქარ­თვე­ლი ძიძა გვყავს, ჩემი და­სა­ვი­თაა, ოჯა­ხის წევ­რია დაჯი. ნი­კუ­შა ამ­ბობს, ისე­თი მა­ტა­რე­ბე­ლი უნდა ავა­შე­ნო, და­ჯი­კო ჩაჯ­დეს და თბი­ლი­სი­დან პირ­და­პირ ნიუ-იორკში გა­მოფ­რინ­დე­სო (იცი­ნის). გა­ი­სად სკო­ლა­ში მი­დის და წი­ნა­სას­კო­ლო მო­სამ­ზა­დე­ბელ ბაღ­ში და­დის, სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გი აუ­რაა, სხვა­ნა­ი­რი ბავ­შვე­ბი არი­ან, ში­ნა­გა­ნად გა­ცის­კროვ­ნე­ბუ­ლი, უბო­რო­ტო.

- რთუ­ლია იყო კარ­გი დედა?

- რთუ­ლი შე­კი­თხვაა... შე­მეძ­ლო ისევ ისე მევ­ლო, რო­გორც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დავ­დი­ო­დი - ხან მოს­კოვ­ში, ხან თბი­ლის­ში, ნიუ-იორკში, პა­რიზ­ში, თან გას­ტრო­ლე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი და ა.შ. ცხოვ­რე­ბის ამ ეტაპ­ზე, მინ­და თუ არა, ნიუ-იორკში უნდა ვიყო, ნიკა აქ უნდა გა­ი­ზარ­დოს. ბავ­შვს მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­ვუ­კე­თო ყვე­ლა­ფე­რი და მერე უკვე, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ექ­ნე­ბა. სა­ნამ პა­ტა­რაა, ვეც­დე­ბი, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მივ­ცე; სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი, გვერ­დში ყოფ­ნა ვა­ჩუ­ქო, ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა დედა აკე­თებს...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ქართველი ძიძა გვყავს, ჩემი დასავითაა..." - როგორია ნუცა შანშიაშვილის ამერიკული ცხოვრება

"ქართველი ძიძა გვყავს, ჩემი დასავითაა..." - როგორია ნუცა შანშიაშვილის ამერიკული ცხოვრება

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი თავისი ამერიკული ცხოვრების, შემოქმედებითი სიახლეების, შვილის - ნიკუშას შესახებ და დიასახლისურ-კულინარიულ თემებზე გვესაუბრა.

- ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება ძალიან საინტერესოდ მიდის. ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკის მერიამ და ადმინისტრაციამ კონცერტზე ჯილდო გადმომცა - ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ნიუ-იორკის პოლიციამ დამაჯილდოვა, როგორც ქალაქის საპატიო წევრი. გარდა ამისა, ვლადიმერ ვისოცკის 80 წლის აღსანიშნავი იუბილესთვის გააკეთეს ქანდაკება - ხელი, რომელსაც აწერია - "Vysotsky Legacy Award" და აღნიშნეს, რომ მისი სიმღერა, რომელსაც მე ვმღერი, ქალებიდან ასე კარგად არავის შეუსრულებიაო... ახალ სიმღერებს ვწერ, ვმუშაობ, სოლო კონცერტისთვის ვემზადები - "მე და როიალი". მანჰეტენზე მექნება - "პიანო ლავ სტორი", ეს ერთი და მეორე - ჯაზის ვარსკვლავებთან ერთად, ახალ პროგრამას ვამზადებ. ჩემი მეგობარი - ბელლა გურფელი, რომელიც ცნობილი ინჟინერია, ჩემთან ერთად, "ნუცას სტუდიოს" ხსნის, სადაც ბავშვებს ნიჭიერი პედაგოგები ასწავლიან. რაც შეეხება ფერწერას, ახალი კონცერტისთვის ახალ ნახატებს "ვაკეთებ", თითოეული სიმღერა ნახატით მინდა წარმოვადგინო, დიდ ეკრანზე იქნება და წესით, ლამაზი უნდა გამოვიდეს.

- სტერეოტიპი, რომ საქმიან ქალს ოჯახის საქმე არ გამოსდის, თითქოს ნელ-ნელა ინგრევა. დაოჯახებულ ქალბატონებს, რაც უნდა წარმატებული იყვნენ, მაინც უწევთ კერძების კეთება, სახლის დალაგება. თქვენ როგორი დიასახლისი და კულინარი ხართ?

- რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის კეთება ზოგჯერ მეც მიწევს. კულინარიას ისე ვუდგები, როგორც ხელოვნებას. მიყვარს რაღაცების მოგონება, შექმნა, ახალ-ახალ კერძებს ვსწავლობ და როცა დრო მაქვს, ცხადია, ვამზადებ. თუმცა, ეს ხშირად ვერ ხერხდება, რადგან ძალიან დაკავებული ვარ. ცხოვრებაში იმდენი რაღაც მაქვს გაკეთებული, რომ ამის ფონზე, ალბათ გასაკვირიც იქნება ვთქვა, ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან მაგარი და მოხერხებული დიასახლისი ვარ-მეთქი. ძირითადად, ყველაფერში დედა მეხმარება და ბავშვისთვისაც ის ამზადებს კერძებს. ნიკუშას ძალიან უყვარს კატლეტი, მაკარონი, შემწვარი კარტოფილი, კანფეტი, ნაყინი, ტორტი, ნამცხვარი და ისეთი საჭმელები, რაც ბავშვებს მოსწონთ. დედასავით, რესტორანში სიარული უყვარს (იცინის). მაქსიმალურად ვცდილობთ, შედარებით ნაკლები ტკბილეული მივცეთ, რადგან ვიცით, მავნებელია. დედაჩემი ზრუნავს, ჯანსაღი საკვები აჭამოს. მეც ასე გამზარდა - ხელით გამოწურულ წვენს მასმევდა და ნიკასაც უწურავს ხილს, ბოსტნეულს. მე ახლაც ასე ვარ, რაიმე "ფრეში" რომ არ დავლიო ყოველდღე, არ შემიძლია...

- რა ინტერესები აქვს 5 წლის ნიკუშას?

- მატარებლებზე გიჟდება და ხელოვანების ოჯახში დაბადებულს, რატომღაც გადაწყვეტილი აქვს, რომ კონსტრუქტორი, ინჟინერი და მშენებელი გახდეს, გზები და მატარებლები ააშენოს ან საერთოდ, დისპეჩერად იმუშაოს მეტროში (იცინის). იმდენად უყვარს, რომ ზოგჯერ მეტროში შემიყვანს და ვდგავართ ასე, მატარებელს ველოდებით, როდის მოვა, რომ ჩავსხდეთ, გავისეირნოთ, მერე უკან მოვბრუნდეთ და ვნახოთ, ეს მატარებელი სად მიდის და ა.შ. ცივა თუ ცხელა, არ აინტერესებს. პარკში ბევრი გასართობია, საქანელებზე ქანაობა კი არ აინტერესებს იმდენად, უყურებს, რკინები როგორაა ერთმანეთზე გადაბმული, რა "შურუპებითაა" დამაგრებული, კონსტრუქცია აინტერესებს. საოცარ დეტალებს აკვირდება, საინტერესო ბავშვია. ქართველი ძიძა გვყავს, ჩემი დასავითაა, ოჯახის წევრია დაჯი. ნიკუშა ამბობს, ისეთი მატარებელი უნდა ავაშენო, დაჯიკო ჩაჯდეს და თბილისიდან პირდაპირ ნიუ-იორკში გამოფრინდესო (იცინის). გაისად სკოლაში მიდის და წინასასკოლო მოსამზადებელ ბაღში დადის, სადაც ძალიან კარგი აურაა, სხვანაირი ბავშვები არიან, შინაგანად გაცისკროვნებული, უბოროტო.

- რთულია იყო კარგი დედა?

- რთული შეკითხვაა... შემეძლო ისევ ისე მევლო, როგორც მთელი ცხოვრება დავდიოდი - ხან მოსკოვში, ხან თბილისში, ნიუ-იორკში, პარიზში, თან გასტროლები, შეხვედრები და ა.შ. ცხოვრების ამ ეტაპზე, მინდა თუ არა, ნიუ-იორკში უნდა ვიყო, ნიკა აქ უნდა გაიზარდოს. ბავშვს მაქსიმალურად უნდა გავუკეთო ყველაფერი და მერე უკვე, თავისი ცხოვრება ექნება. სანამ პატარაა, ვეცდები, კარგი განათლება მივცე; სითბო, სიყვარული, გვერდში ყოფნა ვაჩუქო, ისევე, როგორც ყველა დედა აკეთებს...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ