პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მეორე ვაჟის მშობლები იანვარში გახდნენ. თომა მარგველაშვილი ახლა 3 თვისაა და მშობლებმა ის უკვე მონათლეს. ნათლობის ფოტოები პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
დღეს კი AMBEBI.GE ექსკლუზიურად გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც დუშეთში, პრეზიდენტის სახლშია გადაღებული. ფოტოებზე 3 თვის თომა დედასთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად პოზირებს ფოტოობიექტივის წინ.
"თომა არის ბრაზიანი, მსუნაგი და მძინარა" - ასე დაახასიათა საქართველოს პრეზიდენტმა ახლადშეძენილი ვაჟი ერთ-ერთ ტელეეთერში საუბრისას. გიორგი მარგველაშვილმა იხუმრა კიდეც, რომ ორი ბავშვის "გადამკიდე" ის "დუშეთიდან ევროპასა და ამერიკაში გაიქცა".
"ასევე მინდა ვთქვა, რომ თემო თომას ძალიან კარგად ექცევა, ეფერება და მის ყველა თვისებას დადებითად უყურებს" - აღნიშნა მარგველაშვილმა.
პირველმა ლედიმ კი ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ თომაზე ორსულობა მაშინ გაიგო, როცა 3 თვის ფეხმძიმე იყო:
"თემო ძალიან დაგეგმილი ბავშვი იყო, ველოდებოდით, 2 თვე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ეს კი სრულიად მოულოდნელად გამოგვეცხადა... 3 თვისამ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი" - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ ინტერვიუში.
მაკა ჩიჩუასა და გიორგი მარგველაშვილის პირველი საერთო ვაჟი თემო მარგველაშვილი სამი წლისაა, წყვილს წინა ქორწინებებიდან ქალიშვილები - ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა ჰყავთ.