პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნის საერთაშორისო დღე „ბიბლუსში“ და შეხვედრა თანამედროვე ქართველ მწერლებთან
წიგნის საერთაშორისო დღე „ბიბლუსში“ და შეხვედრა თანამედროვე ქართველ მწერლებთან

23 აპ­რილს მსოფ­ლი­ო­ში წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე აღი­ნიშ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­რი­ღია კი­თხვის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის.

წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ბიბ­ლუ­სი“ ყო­ველ­წლი­უ­რად ეხ­მი­ა­ნე­ბა ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რიღს და წელს, 23 აპ­რილს „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა“ ქარ­თველ მწერ­ლებს ციკო ინა­ურ­სა და ლუკა ბა­ქა­ნი­ძეს უმას­პინ­ძლებს - მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა პი­რა­დად გა­იც­ნოს ეს ორი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო თა­ნა­მედ­რო­ვე მწე­რა­ლი. ლუკა ბა­ქა­ნი­ძის წიგნ­მა „სად ხარ ლა­ზა­რე?“ 2017 წელს მი­ი­ღო პრე­მია „საბა“ სა­უ­კე­თე­სო ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნის კა­ტე­გო­რი­ა­ში. ბეჭ­დუ­რი სა­ხით კი პირ­ვე­ლად ახ­ლა­ხანს გა­მო­ი­ცა და გა­ყიდ­ვა­ში სწო­რედ 23 აპ­რი­ლი­დან ჩა­ეშ­ვე­ბა.

კი­ნოთმცოდ­ნე ციკო ინა­უ­რის­თვის კი „ასო­ცი­ა­ლუ­რი თევ­ზი“ სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნია, რო­მელ­მაც გა­მოს­ვლი­დან ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა და სა­უ­კე­თე­სოდ გა­ყიდ­ვად წიგ­ნებს შო­რი­საც და­ი­კა­ვა სა­პა­ტიო ად­გი­ლი.

„წიგ­ნის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით იგეგ­მე­ბა ორი წიგ­ნის წარ­დგე­ნა და ვფიქ­რობ კარ­გია, რომ სწო­რედ ჩემი წიგ­ნი მოხ­ვდა მათ შო­რის ლუ­კას ნა­წარ­მო­ებ­თან ერ­თად. მგო­ნია, მსუ­ბუ­ქი და კარ­გი პრე­ზენ­ტა­ცია იქ­ნე­ბა: ორი­ვე ახალ­გაზ­რდე­ბი ვართ და სიმ­ბო­ლუ­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი „ბიბ­ლუს­ში“ რომ ხდე­ბა. წიგ­ნი პირ­ვე­ლად პა­ლიტ­რა L-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში მი­ვი­ტა­ნე, რად­გან მათი წიგ­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარ­და და თარ­გმა­ნე­ბიც ძა­ლი­ან კარ­გი აქვთ, ჩავ­თვა­ლე რომ წიგ­ნი სა­ი­მე­დო ხელ­ში იქ­ნე­ბო­და, ასეც მოხ­და. ამას­თა­ნა­ვე, ვფიქ­რობ, „ბიბ­ლუ­სი“ ყვე­ლა­ზე მე­ტად ეხ­მა­რე­ბა ახალ­გაზ­რდა მწერ­ლებს წიგ­ნე­ბის პო­პულ­რი­ზა­ცი­ა­ში“- აღ­ნიშ­ნა ციკო ინა­ურ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

მწერ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა 23 აპ­რილს 19:00 სა­ათ­ზე ჭავ­ჭა­ვა­ძის #7-ში მდე­ბა­რე „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა. აღ­სა­ნიშ­ვია, რომ სა­ღა­მო­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი წიგ­ნე­ბი -20%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით გა­ი­ყი­დე­ბა.

წიგნის საერთაშორისო დღე „ბიბლუსში“ და შეხვედრა თანამედროვე ქართველ მწერლებთან

წიგნის საერთაშორისო დღე „ბიბლუსში“ და შეხვედრა თანამედროვე ქართველ მწერლებთან

23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღია კითხვის მოყვარულთათვის.

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ ყოველწლიურად ეხმიანება ამ მნიშვნელოვან თარიღს და წელს, 23 აპრილს „ბიბლუსი გალერეა“ ქართველ მწერლებს ციკო ინაურსა და ლუკა ბაქანიძეს უმასპინძლებს - მკითხველს საშუალება ექნება პირადად გაიცნოს ეს ორი საკმაოდ საინტერესო თანამედროვე მწერალი. ლუკა ბაქანიძის წიგნმა „სად ხარ ლაზარე?“ 2017 წელს მიიღო პრემია „საბა“ საუკეთესო ელექტრონული წიგნის კატეგორიაში. ბეჭდური სახით კი პირველად ახლახანს გამოიცა და გაყიდვაში სწორედ 23 აპრილიდან ჩაეშვება.

კინოთმცოდნე ციკო ინაურისთვის კი „ასოციალური თევზი“ სადებიუტო რომანია, რომელმაც გამოსვლიდან ძალიან მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა და საუკეთესოდ გაყიდვად წიგნებს შორისაც დაიკავა საპატიო ადგილი.

„წიგნის დღესთან დაკავშირებით იგეგმება ორი წიგნის წარდგენა და ვფიქრობ კარგია, რომ სწორედ ჩემი წიგნი მოხვდა მათ შორის ლუკას ნაწარმოებთან ერთად. მგონია, მსუბუქი და კარგი პრეზენტაცია იქნება: ორივე ახალგაზრდები ვართ და სიმბოლურია, ეს ყველაფერი „ბიბლუსში“ რომ ხდება. წიგნი პირველად პალიტრა L-ის გამომცემლობაში მივიტანე, რადგან მათი წიგნები განსაკუთრებულად მიყვარდა და თარგმანებიც ძალიან კარგი აქვთ, ჩავთვალე რომ წიგნი საიმედო ხელში იქნებოდა, ასეც მოხდა. ამასთანავე, ვფიქრობ, „ბიბლუსი“ ყველაზე მეტად ეხმარება ახალგაზრდა მწერლებს წიგნების პოპულრიზაციაში“- აღნიშნა ციკო ინაურმა ჩვენთან საუბარში.

მწერლებთან შეხვედრა 23 აპრილს 19:00 საათზე ჭავჭავაძის #7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება. აღსანიშვია, რომ საღამოზე წარმოდგენილი წიგნები -20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს