მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა ფაჩულია ოჯახთან ერთად ESPN-ს სიუჟეტში - "ის ყველაზე ცუდი მოცეკვავეა მათ შორის, ვინც შემხვედრია..."
ზაზა ფაჩულია ოჯახთან ერთად ESPN-ს სიუჟეტში - "ის ყველაზე ცუდი მოცეკვავეა მათ შორის, ვინც შემხვედრია..."

სპორ­ტულ­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხმა ESPN-მა ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და. სი­უ­ჟე­ტი ქარ­თვე­ლი ცენ­ტრის შვი­ლე­ბის კო­მენ­ტა­რით იწყე­ბა, რომ­ლებ­საც თა­ვი­ანთ საყ­ვა­რელ კა­ლათ­ბურ­თელ­ზე ეკი­თხე­ბი­ან.

სა­ბას სტეფ კარი მოს­წონს, და­ვი­თი კი კე­ვინ დუ­რან­ტის ფა­ნია; მა­რი­ა­მის თქმით, მისი საყ­ვა­რე­ლი მო­თა­მა­შე კლეი ტომპსო­ნია, რა­საც ზა­ზას მხრი­დან კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვე­ბა: "გი­ლო­ცავ, კლეი". ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას ყვე­ლა­ზე ახლო მე­გო­ბა­რი "გოლ­დენ სტე­ი­ტში" სწო­რედ კლეი ტომპსო­ნია.

სი­უ­ჟეტ­ში ზაზა ოჯახ­თან ერ­თად მუ­ზე­უმს ეს­ტუმ­რა. ავ­ტო­რი ამ­ბობს, რომ "გოლ­დენ სტე­ი­ტის" კა­ლათ­ბურ­თელ­მა მე­უღ­ლე 11 წლის წინ გა­იც­ნო. მა­შინ თიკა ერთ-ერთ ქარ­თულ ან­სამ­ბლში ცეკ­ვავ­და.

კი­თხვა­ზე:"ზა­ზას­თან ერ­თად თუ გი­ცეკ­ვია?" თიკა ალა­ვი­ძე-ფა­ჩუ­ლია პა­სუ­ხობს - "ის ყვე­ლა­ზე ცუდი მო­ცეკ­ვა­ვეა მათ შო­რის, ვინც კი შემ­ხვედ­რია. ის ძა­ლი­ან მო­უქ­ნე­ლია".

- ბო­რო­ტი თუ მო­უქ­ნე­ლი? სჯობს, ეს კი­თხვა თა­ვად ფა­ჩუ­ლი­ას და­ვუს­ვათ.

"ვიცი, რა­საც გუ­ლის­ხმობთ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ინ­ცი­დენ­ტი კა­ვა­ის­თან უიღ­ბლო­ბას შეგ­ვიძ­ლია მი­ვა­წე­როთ. ცხოვ­რე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი­თაა სავ­სე და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ხში­რად ხდე­ბა.

წი­ნას­წარ გაზ­რა­ხუ­ლი იყო თუ არა ჩემი საქ­ცი­ე­ლი? რა თქმა უნდა, არა, ეს სი­სუ­ლე­ლეა. ამა­ვეს თქმა შე­მიძ­ლია რა­სელ უესტბ­რუკ­თან ინ­ცი­დენტზე.

უკ­ნი­დან ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლის, ნიკ იან­გის ფეხი ვიგ­რძე­ნი და ამის გამო და­ვე­ცი ვესტბ­რუკს. არ ვიცი, მან რა­ტომ გა­ა­კე­თა შემ­დეგ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი.

ჩვენ აღ­ნიშ­ნუ­ლი მატ­ჩი 20 ქუ­ლით მო­ვი­გეთ და მას შეხ­ვედ­რა არ წა­უ­ვი­და და შე­საძ­ლოა, ამ გან­ცხა­დე­ბით ფაქ­ტის გა­და­ფარ­ვას ცდი­ლობ­და".

- ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ თქვენ მოკ­ვლით გე­მუქ­რე­ბოდ­ნენ?

"დიახ, ნამ­დვი­ლად ასე იყო. ყვე­ლა­ზე ცუდი ის იყო, რომ ჩემი ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი იდ­გნენ ამ საფრ­თხის წი­ნა­შე", - ამ­ბობს ზაზა.

"ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი პე­რი­ო­დი იყო... პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნით ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვენ მი­მართ. ჩვენ მუ­ქა­რის მე­სი­ჯებს ვი­ღებ­დით და ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბას იცავ­დნენ", - ამ­ბობს თიკა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად და ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ზაზა ფაჩულია ოჯახთან ერთად ESPN-ს სიუჟეტში - "ის ყველაზე ცუდი მოცეკვავეა მათ შორის, ვინც შემხვედრია..."

ზაზა ფაჩულია ოჯახთან ერთად ESPN-ს სიუჟეტში - "ის ყველაზე ცუდი მოცეკვავეა მათ შორის, ვინც შემხვედრია..."

სპორტულმა სატელევიზიო არხმა ESPN-მა ზაზა ფაჩულიას შესახებ სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტი ქართველი ცენტრის შვილების კომენტარით იწყება, რომლებსაც თავიანთ საყვარელ კალათბურთელზე ეკითხებიან.

საბას სტეფ კარი მოსწონს, დავითი კი კევინ დურანტის ფანია; მარიამის თქმით, მისი საყვარელი მოთამაშე კლეი ტომპსონია, რასაც ზაზას მხრიდან კომენტარი მოჰყვება: "გილოცავ, კლეი". ზაზა ფაჩულიას ყველაზე ახლო მეგობარი "გოლდენ სტეიტში" სწორედ კლეი ტომპსონია.

სიუჟეტში ზაზა ოჯახთან ერთად მუზეუმს ესტუმრა. ავტორი ამბობს, რომ "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელმა მეუღლე 11 წლის წინ გაიცნო. მაშინ თიკა ერთ-ერთ ქართულ ანსამბლში ცეკვავდა.

კითხვაზე:"ზაზასთან ერთად თუ გიცეკვია?" თიკა ალავიძე-ფაჩულია პასუხობს - "ის ყველაზე ცუდი მოცეკვავეა მათ შორის, ვინც კი შემხვედრია. ის ძალიან მოუქნელია".

- ბოროტი თუ მოუქნელი? სჯობს, ეს კითხვა თავად ფაჩულიას დავუსვათ.

"ვიცი, რასაც გულისხმობთ. სიმართლე გითხრათ, ინციდენტი კავაისთან უიღბლობას შეგვიძლია მივაწეროთ. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და ასეთი რაღაცები ხშირად ხდება.

წინასწარ გაზრახული იყო თუ არა ჩემი საქციელი? რა თქმა უნდა, არა, ეს სისულელეა. ამავეს თქმა შემიძლია რასელ უესტბრუკთან ინციდენტზე.

უკნიდან ჩემი თანაგუნდელის, ნიკ იანგის ფეხი ვიგრძენი და ამის გამო დავეცი ვესტბრუკს. არ ვიცი, მან რატომ გააკეთა შემდეგ ასეთი განცხადებები.

ჩვენ აღნიშნული მატჩი 20 ქულით მოვიგეთ და მას შეხვედრა არ წაუვიდა და შესაძლოა, ამ განცხადებით ფაქტის გადაფარვას ცდილობდა".

- ამ ინციდენტის შემდეგ თქვენ მოკვლით გემუქრებოდნენ?

"დიახ, ნამდვილად ასე იყო. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ჩემი ოჯახი და შვილები იდგნენ ამ საფრთხის წინაშე", - ამბობს ზაზა.

"ძალიან უცნაური პერიოდი იყო... პირველად ვიგრძენით ასეთი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. ჩვენ მუქარის მესიჯებს ვიღებდით და ჩვენს უსაფრთხოებას იცავდნენ", - ამბობს თიკა წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი