პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორები არიან თანამედროვე მშობლები და რა განსხვავებაა ძველი და ახალი თაობის აღზრდის მეთოდებში - ცნობილი ფსიქოლოგის პასუხები
როგორები არიან თანამედროვე მშობლები და რა განსხვავებაა ძველი და ახალი თაობის აღზრდის მეთოდებში - ცნობილი ფსიქოლოგის პასუხები

ცნო­ბილ­მა ფსი­ქო­ლოგ­მა თა­მარ გა­გო­ში­ძემ mshoblebi.ge-ის­თვის მი­ცე­მულ ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში მშობ­ლე­ბის­თვის აქ­ტუ­ა­ლურ ბევრ შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა. ამ­ჯე­რად გთა­ვა­ზობთ მის პა­სუ­ხებს ძვე­ლი და ახა­ლი თა­ო­ბის მშობ­ლებს შო­რის სხვა­ო­ბა­ზე და ასე­ვე სიმ­კაც­რის თე­მა­ზე.

- რა შე­და­რე­ბას გა­ა­კეთ­დე­ბით ძვე­ლი თა­ო­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე თა­ო­ბის მშობ­ლებს შო­რის?

- ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ცხოვ­რობ­დნენ, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ იყო გათ­ვლი­ლი. ადა­მი­ა­ნებს ხვა­ლინ­დე­ლი დღის არ ეში­ნო­დათ. ბა­ზი­სუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, თავს ასე თუ ისე უსაფრ­თხოდ გრძნობ­დნენ - ჰქონ­დათ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო, ხელ­ფა­სი, თავ­საც არა­ვინ იკ­ლავ­და მუ­შა­ო­ბით. ხელ­ფა­სი სრუ­ლი­ად სამ­ყო­ფი იყო მი­ნი­მა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფსი­ქო­ლო­გია არ ჰქონ­და. მა­ღა­ზი­ებ­ში თით­ქმის არა­ფე­რი იყი­დე­ბო­და და ყვე­ლას ჰქონ­და თა­ნას­წო­რო­ბის გან­ცდა. წი­ნას­წარ იცოდ­ნენ, სად ის­წავ­ლიდ­ნენ, ჰქონ­დათ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო. ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი შფოთ­ვა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. 90-იან წლებ­ში, როცა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ინ­გრა, ახა­ლი რე­ა­ლო­ბა გაჩ­ნდა, რომ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბაც ჩვენს თა­ო­ბას არ ჰქონ­და. ჩვე­ნი შვი­ლე­ბი შფოთვის მქო­ნე მშობ­ლე­ბის შვი­ლე­ბი არი­ან. სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში რო­გო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­იზ­რდე­ბოდ­ნენ. გან­სხვა­ვე­ბა იცით, რა­შია? სა­მა­მუ­ლო ომის დრო­საც უჭირ­დათ ადა­მი­ა­ნებს და სტრეს­შიც იყ­ვნენ, მაგ­რამ ჩვენ მიჩ­ვე­უ­ლი კომ­ფორ­ტი, მშვი­დო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა წაგ­ვარ­თვეს, შეჩ­ვე­უ­ლი ცხე­ლი წყა­ლი, სი­ნათ­ლე, სიმ­შვი­დე ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გაქ­რა. ეს ბევ­რად დიდი სტრე­სია.

დღეს ასე­თი ვი­თა­რე­ბა გვაქვს: ლუკ­მა­პუ­რი სა­შოვ­ნე­ლად და­წყე­ბულ­მა მიგ­რა­ცი­ულ­მა პრო­ცე­სებ­მა და­შა­ლა ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, და­ირ­ღვა ფუნ­და­მენ­ტუ­რი ოჯა­ხუ­რი ბირ­თვი, რო­მელ­საც ეყ­რდნო­ბო­და საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ადა­მი­ა­ნი. ოჯახ­თა შო­რის უწყვე­ტო­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­და­ცე­მა, ერ­თო­ბის გან­ცდა, თან­და­თან გაქ­რა. სხვა­თა შო­რის, კვლე­ვე­ბით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ოჯახს წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს. ქარ­თვე­ლე­ბი ოჯახს აყე­ნე­ბენ სამ­შობ­ლო­სა და სხვა და­ნარ­ჩენ­ზე წინ. სწო­რედ ეს ოჯა­ხი გა­მო­ე­ცა­ლა ადა­მი­ანს. ბე­ბია, ბა­ბუა, წა­ვიდ­ნენ, ზოგი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­იქ­ცა ან აქა­ურ მიგ­რა­ცი­ულ პრო­ცე­სებ­ში მოჰ­ყვნენ და მუ­შა­ო­ბენ იმის­თვის, რომ ლუკ­მა-პუ­რის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა გა­მო­მი­მუ­შა­ონ. ამ ფაქ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბი თავს და­ცუ­ლად ვე­ღარ გრძნო­ბენ, მხარ­და­ჭე­რის იმე­დი არ აქვთ. ასეთ სა­წყალ, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ დღე­ვან­დე­ლი მშობ­ლე­ბი, სულ მიკ­ვირ­და, რო­გორ ახერ­ხებ­და დე­და­ჩე­მი სტუმ­რად მო­სუ­ლი ოცი კა­ცის­თვის სუფ­რის გაშ­ლას, სამ­სა­ხუ­რი­დან მო­სუ­ლი და დაღ­ლი­ლი. მე რომ ეგ ვინ­მემ შე­მომ­თა­ვა­ზოს, გა­და­ვი­რე­ვი კი­დეც. 20 კაცი კი არა, 3 კაცი თუ მო­ვი­და, მა­გის თა­ვიც შე­იძ­ლე­ბა არ მქონ­დეს. მა­შინ სხვა ენერ­გე­ტი­კა ჰქონ­დათ და ეს იყო მათი გა­დარ­ჩე­ნის მთა­ვა­რი გზა. ადაპ­ტა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მი გკარ­ნა­ხობ­და, რომ შენ, ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად რა­ღაც­ნა­ი­რად გა­დარ­ჩე­ბო­დი. დღეს რა არის ჩვე­ნი ადაპ­ტა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მი, არ ვიცი.

დღეს ჩვენ მარ­ტოდ­მარ­ტო, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვფიქ­რობთ გა­დარ­ჩე­ნა­ზე, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლია, რად­გან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ადა­მი­ა­ნი ვერ გა­დარ­ჩე­ბა. ახ­ლან­დე­ლი თა­ო­ბა მუდ­მი­ვად არის შფოთვის და ბრძო­ლის პო­ზი­ცი­ა­ში. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ჩხუ­ბობს. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო უკომ­პრო­მი­სოდ იცავს თა­ვის უფ­ლე­ბებს. მა­შინ, როცა სხვი­სი უფ­ლე­ბე­ბი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს და ამი­ტომ ეს არის ნამ­დვი­ლად პოსტტრავ­მუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ახ­ლან­დე­ლი მშობ­ლებს უსაფრ­თხო­ე­ბის და მხარ­და­ჭე­რის მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი არ აქვთ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც არი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი, არც იცი­ან, ხვალ რა ელო­დე­ბათ. მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ელე­მენ­ტა­რუ­ლი სურ­ვი­ლე­ბი და­უკ­მა­ყო­ფი­ლოს შვილს და ოჯახს, რა­საც ეწი­რე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი. ამ სურ­ვი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა ფული და ფული თვით­მიზ­ნად ექ­ცე­ვათ. რომ ეკი­თხე­ბი, ფული რის­თვის გინ­და, ადა­მი­ა­ნი ვერც გპა­სუ­ხობს, არა­და ფუ­ლის გამო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს. ამა­ში კი თა­ვად იხ­დის ძა­ლი­ან დიდ სა­ფა­სურს.

ეს არის ერთი ფაქ­ტო­რი. მე­ო­რე ისაა, რომ ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ. ძა­ლი­ან ხში­რად ჩემ­თვის უთ­ქვამთ ახალ­გაზ­რდა დე­დებს, რომ ურ­ჩევ­ნი­ათ სამ­სა­ხურ­ში წა­ვიდ­ნენ და თუნ­დაც არ ჰქონ­დეთ დიდი ხელ­ფა­სი. იმ ხელ­ფასს, რა­საც იღე­ბენ, უხ­დი­ან ძი­ძას და ამ­ბო­ბენ: "მე არ შე­მიძ­ლია სახ­ლში დაჯ­დო­მა, ბავ­შვი გა­იზ­რდე­ბა, სხვა სამ­სა­ხურს კი ვერ ვი­პო­ვი". სწო­რედ ამას ჰქვია ხვა­ლინ­დე­ლი დღის შიში. შე­დე­გად კი რა თან­ხა­საც შო­უ­ლობს, უხ­დის ძი­ძას. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია ორი­ვე, ბავ­შვიც და მშო­ბე­ლიც. ამას­თა­ნა­ვე აკ­ლი­ათ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბაც, არ აქვთ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი. ახლა რომ და­ვუბ­რუნ­დეთ თქვენს კი­თხვას, არ იქ­ნე­ბა მარ­თე­ბუ­ლი. იმი­ტომ, რომ ვერ შე­ვა­და­რებთ ამ ორ თა­ო­ბას ერ­თმა­ნეთს. იმი­ტომ, რომ ახლა სხვა რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვართ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

როგორები არიან თანამედროვე მშობლები და რა განსხვავებაა ძველი და ახალი თაობის აღზრდის მეთოდებში - ცნობილი ფსიქოლოგის პასუხები

როგორები არიან თანამედროვე მშობლები და რა განსხვავებაა ძველი და ახალი თაობის აღზრდის მეთოდებში - ცნობილი ფსიქოლოგის პასუხები

ცნობილმა ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ mshoblebi.ge-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში მშობლებისთვის აქტუალურ ბევრ შეკითხვას უპასუხა. ამჯერად გთავაზობთ მის პასუხებს ძველი და ახალი თაობის მშობლებს შორის სხვაობაზე და ასევე სიმკაცრის თემაზე.

- რა შედარებას გააკეთდებით ძველი თაობისა და თანამედროვე თაობის მშობლებს შორის?

- ჩვენი მშობლები საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ, სადაც ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი. ადამიანებს ხვალინდელი დღის არ ეშინოდათ. ბაზისური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული ჰქონდათ, თავს ასე თუ ისე უსაფრთხოდ გრძნობდნენ - ჰქონდათ გარანტირებული სამუშაო, ხელფასი, თავსაც არავინ იკლავდა მუშაობით. ხელფასი სრულიად სამყოფი იყო მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

საზოგადოებას სამომხმარებლო ფსიქოლოგია არ ჰქონდა. მაღაზიებში თითქმის არაფერი იყიდებოდა და ყველას ჰქონდა თანასწორობის განცდა. წინასწარ იცოდნენ, სად ისწავლიდნენ, ჰქონდათ გარანტირებული სამუშაო. ჩვენს საზოგადოებაში კი შფოთვა ძალიან მაღალია. 90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, ახალი რეალობა გაჩნდა, რომლის გამოცდილებაც ჩვენს თაობას არ ჰქონდა. ჩვენი შვილები შფოთვის მქონე მშობლების შვილები არიან. სულ მაინტერესებდა, ასეთ ვითარებაში როგორი ადამიანები გაიზრდებოდნენ. განსხვავება იცით, რაშია? სამამულო ომის დროსაც უჭირდათ ადამიანებს და სტრესშიც იყვნენ, მაგრამ ჩვენ მიჩვეული კომფორტი, მშვიდობა და კეთილდღეობა წაგვართვეს, შეჩვეული ცხელი წყალი, სინათლე, სიმშვიდე ერთ მშვენიერ დღეს გაქრა. ეს ბევრად დიდი სტრესია.

დღეს ასეთი ვითარება გვაქვს: ლუკმაპური საშოვნელად დაწყებულმა მიგრაციულმა პროცესებმა დაშალა ოჯახური ურთიერთობები, დაირღვა ფუნდამენტური ოჯახური ბირთვი, რომელსაც ეყრდნობოდა საბჭოთა პერიოდის ადამიანი. ოჯახთა შორის უწყვეტობა, გამოცდილების გადაცემა, ერთობის განცდა, თანდათან გაქრა. სხვათა შორის, კვლევებით არის დადასტურებული, რომ ქართველი ადამიანის ცნობიერებაში ოჯახს წამყვანი ადგილი უჭირავს. ქართველები ოჯახს აყენებენ სამშობლოსა და სხვა დანარჩენზე წინ. სწორედ ეს ოჯახი გამოეცალა ადამიანს. ბებია, ბაბუა, წავიდნენ, ზოგი საზღვარგარეთ გაიქცა ან აქაურ მიგრაციულ პროცესებში მოჰყვნენ და მუშაობენ იმისთვის, რომ ლუკმა-პურისთვის საჭირო თანხა გამომიმუშაონ. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ადამიანები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ, მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. ასეთ საწყალ, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ დღევანდელი მშობლები, სულ მიკვირდა, როგორ ახერხებდა დედაჩემი სტუმრად მოსული ოცი კაცისთვის სუფრის გაშლას, სამსახურიდან მოსული და დაღლილი. მე რომ ეგ ვინმემ შემომთავაზოს, გადავირევი კიდეც. 20 კაცი კი არა, 3 კაცი თუ მოვიდა, მაგის თავიც შეიძლება არ მქონდეს. მაშინ სხვა ენერგეტიკა ჰქონდათ და ეს იყო მათი გადარჩენის მთავარი გზა. ადაპტაციის მექანიზმი გკარნახობდა, რომ შენ, ახლობლებთან ერთად რაღაცნაირად გადარჩებოდი. დღეს რა არის ჩვენი ადაპტაციის მექანიზმი, არ ვიცი.

დღეს ჩვენ მარტოდმარტო, ინდივიდუალურად ვფიქრობთ გადარჩენაზე, რაც ძალიან რთულია, რადგან ინდივიდუალურად ადამიანი ვერ გადარჩება. ახლანდელი თაობა მუდმივად არის შფოთვის და ბრძოლის პოზიციაში. მთელი საქართველო ჩხუბობს. მთელი საქართველო უკომპრომისოდ იცავს თავის უფლებებს. მაშინ, როცა სხვისი უფლებები არავის აინტერესებს და ამიტომ ეს არის ნამდვილად პოსტტრავმული საზოგადოება. ახლანდელი მშობლებს უსაფრთხოების და მხარდაჭერის მოთხოვნილებები არ აქვთ დაკმაყოფილებული, ამიტომაც არიან შეშფოთებულები, არც იციან, ხვალ რა ელოდებათ. მათი მთავარი მიზანია, ელემენტარული სურვილები დაუკმაყოფილოს შვილს და ოჯახს, რასაც ეწირება ადამიანური ფაქტორები. ამ სურვილების დაკმაყოფილებისთვის სჭირდება ფული და ფული თვითმიზნად ექცევათ. რომ ეკითხები, ფული რისთვის გინდა, ადამიანი ვერც გპასუხობს, არადა ფულის გამო ყველაფერს აკეთებს. ამაში კი თავად იხდის ძალიან დიდ საფასურს.

ეს არის ერთი ფაქტორი. მეორე ისაა, რომ ადამიანებს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა არ აქვთ. ძალიან ხშირად ჩემთვის უთქვამთ ახალგაზრდა დედებს, რომ ურჩევნიათ სამსახურში წავიდნენ და თუნდაც არ ჰქონდეთ დიდი ხელფასი. იმ ხელფასს, რასაც იღებენ, უხდიან ძიძას და ამბობენ: "მე არ შემიძლია სახლში დაჯდომა, ბავშვი გაიზრდება, სხვა სამსახურს კი ვერ ვიპოვი". სწორედ ამას ჰქვია ხვალინდელი დღის შიში. შედეგად კი რა თანხასაც შოულობს, უხდის ძიძას. დაზარალებულია ორივე, ბავშვიც და მშობელიც. ამასთანავე აკლიათ თავდაჯერებულობაც, არ აქვთ საკუთარი თავის იმედი. ახლა რომ დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, არ იქნება მართებული. იმიტომ, რომ ვერ შევადარებთ ამ ორ თაობას ერთმანეთს. იმიტომ, რომ ახლა სხვა რეალობის წინაშე ვართ. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ