10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქვს თუ არა მირზა სუბელიანს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები - პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს
აქვს თუ არა მირზა სუბელიანს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები - პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი, რომ­ლის შვი­ლიც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ­ში ფი­გუ­რი­რებს, გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცი­ხი­დან გაყ­ვა­ნის კად­რე­ბი აქვს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სუ­ბე­ლი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, სწო­რედ გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ა­ტა­რა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა და დად­გინ­და, რომ რა­საც მე­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებ­და ტყუ­ი­ლი და წი­ნას­წარ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლი იყო.

მისი თქმით, რე­ა­ლუ­რად ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი საკ­ნი­დან არა­ვის გა­უყ­ვა­ნია.

„უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ვაკ­ვირ­დე­ბი ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, დაკ­ვირ­ვე­ბით ვუ­ყუ­რებ და ვუს­მენ დაც­ვის მხა­რის ად­ვო­კა­ტე­ბის კო­მენ­ტა­რებს, დე­ტა­ლუ­რად ვა­დევ­ნებ თვალს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და გა­დავ­წყვი­ტე, რომ მეც და­ვა­ფიქ­სი­რო ჩემი პო­ზი­ცია აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. სრუ­ლად მაქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, თუ რამ­ხე­ლა ტრა­გე­დია მოხ­და იმ დღეს ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე და სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებ გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბის ტკი­ვილს და უბე­დუ­რე­ბას. სწო­რედ იმი­ტომ, რომ ჩემი შვი­ლი იყო ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ვინც ბავ­შვებს შო­რის მომ­ხდარ ჩხუბ­ში რა­ღაც ფორ­მით მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მე პირ­ვე­ლი­ვე დღეს, მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა და დავ­ტო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი იყო ის, რომ მო­მა­ვალ­ში ერთ ადა­მი­ანს მა­ინც არ დარ­ჩე­ნო­და კი­თხვის ნი­შა­ნი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის მი­მართ. წი­ნას­წარ ვი­ცო­დი, რომ ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი გახ­დე­ბო­და შემ­დგომ­ში გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის­თვის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მე მათ­თვის ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა პირ­ვე­ლი­ვე დღეს მსურ­და, რომ მო­მეს­პო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დღეს უკვე ვხე­დავ და ვის­მენ არა­ერთ სი­ბინ­ძუ­რეს და არ შე­მიძ­ლია ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გან­მარ­ტე­ბე­ბი არ გა­ვა­კე­თო. ვინ­მე ზვი­ად კუპ­რა­ვა, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ზონ­დე­რია, ამა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის მი­თი­თე­ბით, პირ­და­პირ ახ­დენს სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. იმ­დე­ნად ამო­რა­ლუ­რი და ბინ­ძუ­რია ეს ჯგუ­ფი, რომ კუპ­რა­ვას ხე­ლით, გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის და მათი ოჯა­ხე­ბის ტრა­გე­დია სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეს. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, სა­დაც ყვე­ლას აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უმ­კაც­რე­სად აგე­ბენ პა­სუხს, ხოლო მე­ო­რე მხრივ ას­პა­რეზ­ზე გა­მოჩ­ნდა ვინ­მე კუპ­რა­ვა, მისი და მისი უფ­რო­სე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბით, იმ­დე­ნად ბინ­ძუ­რი და ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლია ეს ხალ­ხი, რომ არ მო­ე­რიდ­ნენ ამ უბე­დუ­რე­ბის სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბას და ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც ეხე­ბა ორ გარ­დაც­ვლილ ბავ­შვს და მათ უკან მდგომ უბე­დურ მშობ­ლებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გა­სახ­სე­ნებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს. ბრალ­დე­ბა, რომ თით­ქოს მე მაქვს მსჯავ­რდე­ბუ­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცი­ხი­დან გაყ­ვა­ნის კად­რე­ბი, იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლია, რომ კო­მენ­ტა­რა­დაც კი არ ღირს, უბ­რა­ლოდ მოკ­ლედ გან­ვმარ­ტავ, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, სწო­რედ გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ა­ტა­რა სრულ­ყო­ფი­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა და და­ვად­გი­ნეთ, რომ რა­საც მე­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებ­და იყო ტყუ­ი­ლი, წი­ნას­წარ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლი და რე­ა­ლუ­რად მის საკ­ნი­დან გაყ­ვა­ნას ად­გი­ლი არ ქო­ნია. ჩემი ამ გან­ცხა­დე­ბის მი­ზა­ნი ის კი არ არის, რომ მაქვს იმე­დი, კუპ­რა­ვა და მის უკან მდგო­მი მისი უფ­რო­სე­ბი გონს მო­ე­გე­ბი­ან და შე­წყვე­ტენ ამ ბინ­ძურ კამ­პა­ნი­ას, არა­მედ ჩემი მი­ზა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს სი­მარ­თლე. ჩემ­თვის უაღ­რე­სად მტკივ­ნე­უ­ლია, რომ ამ ბინ­ძურ კამ­პა­ნი­ა­ში ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ ჩარ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და საკ­მა­ოდ მძი­მე მო­სას­მე­ნი და სა­ნა­ხა­ვია მისი და კუპ­რა­ვას თან­ხვედ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნი კი ის ფაქ­ტია, რომ კუპ­რა­ვას და მის უფ­რო­სებს ეს ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თოდ არ აღელ­ვებთ და მათ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი აქვთ. ორი ბავ­შვის სიკ­ვდი­ლი არა მხო­ლოდ მათი ოჯა­ხე­ბის, არა­მედ პი­რა­დად ჩემი და ჩემი ოჯა­ხის ტრა­გე­დი­აა. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო, რომ საქ­მე­ზე დად­გე­ნი­ლი­ყო სი­მარ­თლე, ახ­ლაც ამ აზ­რზე ვარ და მჯე­რა, რომ სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს ობი­ექ­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბათ იმ პი­რებს, ვინც ამ ტრა­გე­დი­ას სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ატყუ­ე­ბენ და ცდი­ლო­ბენ, დესტრუქ­ცია შე­ი­ტა­ნონ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, მჯე­რა, რომ ვე­რა­სო­დეს მი­აღ­წე­ვენ თა­ვი­ანთ მი­ზანს, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა­ფერს ნათ­ლად ხე­დავს და სწორ დას­კვნებ­საც აკე­თებს“, - აცხა­დებს მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა რე­ფორ­მი­რე­ბის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ზვი­ად კუპ­რა­ვამ გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ მას აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საკ­ნი­დან გაყ­ვა­ნის ამ­სახ­ვე­ლი კად­რებს მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ინა­ხავს, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს გე­ნინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სი იყო. მი­სი­ვე თქმით, სუ­ბე­ლი­ა­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რას ამ კად­რე­ბით აშან­ტა­ჟებს, ვი­ნა­ი­დან არ სურს, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში სხვა პი­რე­ბი მი­ეც­ნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

აქვს თუ არა მირზა სუბელიანს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები - პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს

აქვს თუ არა მირზა სუბელიანს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები - პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მომხდარში ფიგურირებს, გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს იმის თაობაზე, თითქოს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუბელიანმა განუცხადა, სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობის პერიოდში, სწორედ გენერალურმა ინსპექციამ მისი ხელმძღვანელობით ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება და დადგინდა, რომ რასაც მერაბიშვილი აცხადებდა ტყუილი და წინასწარ მოფიქრებული სპექტაკლი იყო.

მისი თქმით, რეალურად ვანო მერაბიშვილი საკნიდან არავის გაუყვანია.

„უკვე რამდენიმე თვეა ვაკვირდები ხორავას ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, დაკვირვებით ვუყურებ და ვუსმენ დაცვის მხარის ადვოკატების კომენტარებს, დეტალურად ვადევნებ თვალს სასამართლო პროცესების მიმდინარეობას და გადავწყვიტე, რომ მეც დავაფიქსირო ჩემი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სრულად მაქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა ტრაგედია მოხდა იმ დღეს ხორავას ქუჩაზე და სრულად ვიზიარებ გარდაცვლილი ბავშვების მშობლების ტკივილს და უბედურებას. სწორედ იმიტომ, რომ ჩემი შვილი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ბავშვებს შორის მომხდარ ჩხუბში რაღაც ფორმით მონაწილეობდა, მე პირველივე დღეს, მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დავწერე განცხადება და დავტოვე საქართველოს პროკურატურა. ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ მომავალში ერთ ადამიანს მაინც არ დარჩენოდა კითხვის ნიშანი სამართლებრივი პროცესების მიმართ. წინასწარ ვიცოდი, რომ ჩემი სახელი და გვარი გახდებოდა შემდგომში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის მანიპულირების შესაძლებლობა და მე მათთვის ეს შესაძლებლობა პირველივე დღეს მსურდა, რომ მომესპო. მიუხედავად ამისა, დღეს უკვე ვხედავ და ვისმენ არაერთ სიბინძურეს და არ შემიძლია ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოებისთვის განმარტებები არ გავაკეთო. ვინმე ზვიად კუპრავა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერია, ამავე პოლიტიკური დაჯგუფების მითითებით, პირდაპირ ახდენს სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას. იმდენად ამორალური და ბინძურია ეს ჯგუფი, რომ კუპრავას ხელით, გარდაცვლილი ბავშვების და მათი ოჯახების ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს სასამართლოში მიმდინარე პროცესები, სადაც ყველას აქვს მოლოდინი, რომ დამნაშავეები აუცილებლად უმკაცრესად აგებენ პასუხს, ხოლო მეორე მხრივ ასპარეზზე გამოჩნდა ვინმე კუპრავა, მისი და მისი უფროსების პოლიტიკური მიზნებით, იმდენად ბინძური და ყველაფერზე წამსვლელია ეს ხალხი, რომ არ მოერიდნენ ამ უბედურების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას და ტრაგედია, რომელიც ეხება ორ გარდაცვლილ ბავშვს და მათ უკან მდგომ უბედურ მშობლებს, საზოგადოებისთვის ვანო მერაბიშვილის სახელისა და გვარის გასახსენებლად გამოიყენეს. ბრალდება, რომ თითქოს მე მაქვს მსჯავრდებული მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები, იმდენად აბსურდულია, რომ კომენტარადაც კი არ ღირს, უბრალოდ მოკლედ განვმარტავ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობის პერიოდში, სწორედ გენერალურმა ინსპექციამ ჩემი ხელმძღვანელობით ჩაატარა სრულყოფილი სამსახურებრივი შემოწმება და დავადგინეთ, რომ რასაც მერაბიშვილი აცხადებდა იყო ტყუილი, წინასწარ მოფიქრებული სპექტაკლი და რეალურად მის საკნიდან გაყვანას ადგილი არ ქონია. ჩემი ამ განცხადების მიზანი ის კი არ არის, რომ მაქვს იმედი, კუპრავა და მის უკან მდგომი მისი უფროსები გონს მოეგებიან და შეწყვეტენ ამ ბინძურ კამპანიას, არამედ ჩემი მიზანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. ჩემთვის უაღრესად მტკივნეულია, რომ ამ ბინძურ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიედ ჩართული აღმოჩნდა ერთ-ერთი დაზარალებული და საკმაოდ მძიმე მოსასმენი და სანახავია მისი და კუპრავას თანხვედრი განცხადებები, ყველაზე ამაზრზენი კი ის ფაქტია, რომ კუპრავას და მის უფროსებს ეს ადამიანი საერთოდ არ აღელვებთ და მათ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. ორი ბავშვის სიკვდილი არა მხოლოდ მათი ოჯახების, არამედ პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის ტრაგედიაა. პირველივე დღიდან ჩემთვის მთავარი იყო, რომ საქმეზე დადგენილიყო სიმართლე, ახლაც ამ აზრზე ვარ და მჯერა, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. რაც შეეხებათ იმ პირებს, ვინც ამ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური გეგმებისთვის იყენებენ საზოგადოებას ატყუებენ და ცდილობენ, დესტრუქცია შეიტანონ მართლმსაჯულების პროცესში, მჯერა, რომ ვერასოდეს მიაღწევენ თავიანთ მიზანს, რადგან საზოგადოება ყველაფერს ნათლად ხედავს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს“, - აცხადებს მირზა სუბელიანი.

შეგახსენებთ, რომ "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გუშინ განაცხადა, რომ მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამსახველი კადრებს მირზა სუბელიანი ინახავს, რომელიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსი იყო. მისივე თქმით, სუბელიანი პროკურატურას ამ კადრებით აშანტაჟებს, ვინაიდან არ სურს, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში სხვა პირები მიეცნენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ