Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს განსხვავებული წესებით შეაფასებენ
"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს განსხვავებული წესებით შეაფასებენ

2 აპ­რი­ლი­დან ახა­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" და­ი­წყო "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში. პრო­ექ­ტში ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა ჟღერს და მას­ში უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. პრო­ექ­ტის ჟი­უ­რიმ უკვე შე­არ­ჩია 10 მო­ნა­წი­ლე, რომ­ლე­ბიც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ტი­ტუ­ლის­თვის 23 აპ­რი­ლი­დან და­ი­წყე­ბენ ბრძო­ლას.

"რუს­თა­ვი 2~-ის ახალ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტს მსგავ­სი შო­უ­ე­ბის­გან ისიც გა­მო­არ­ჩევს, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხმის მი­ცე­მის წესი აქვს, რა­ზეც კონ­კურ­სის ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რი, ფოლკ­ლო­რის­ტი გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ჩვე­ნი შოუს ხმის მი­ცე­მის წესი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი იმ მუ­სი­კა­ლურ მე­გა­შო­უ­ებს და კონ­კურ­სებს შო­რის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ფი­ლა. სა­მარ­თლი­ა­ნი ხმის მი­ცე­მის სის­ტე­მა იმას ნიშ­ნავს, რომ პრო­ცეს­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, ჟი­უ­რის წევ­რე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი. თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლის შე­სა­ფა­სებ­ლად, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქულა 100-ია. აქე­დან 50 ქულა ჟი­უ­რის 5 წევ­რის შე­ფა­სე­ბით უნდა დაგ­როვ­დეს. ეს მაქ­სი­მუ­მია (თი­თო­ე­ულს 10 ქუ­ლის და­წე­რა შე­უძ­ლია). შემ­დეგ კი, ვინც მა­ყუ­რებ­ლე­ბის ზა­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ რა­ო­დე­ნო­ბას მი­ი­ღებს, ის და­აგ­რო­ვებს 50 ქუ­ლას.

- და და­ე­მა­ტე­ბა კი­დეც ჟი­უ­რის ქუ­ლებს, არა?

- დიახ. ჟი­უ­რის ქუ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს - 40-45 და ა.შ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მა­ყუ­რე­ბელს შე­უძ­ლია მხო­ლოდ ერთ კონ­კურ­სანტს მის­ცეს ხმა, ანუ და­ურ­ე­კოს. თუმ­ცა, და­რეკ­ვა თი­თო­ჯერ ყვე­ლას­თან შე­უძ­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზარი უფა­სოა. და­მა­ტე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც მე­გა­შო­უ­ე­ბი აწე­სე­ბენ, არ არის და­წე­სე­ბუ­ლი (გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტუ­ლი ტა­რი­ფე­ბი). ერთი ლარი რომ არის ხოლ­მე, და­რეკ­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ასე არ იქ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვამ­ბობთ, რომ ზარი უფა­სოა. გა­და­იხ­დი­ან იმ­დენს, რამ­დე­ნიც მის კომ­პა­ნი­ას აქვს და­წე­სე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად შე­ჯამ­დე­ბა და ამის მერე გა­მოვ­ლინ­დე­ბა აუტ­სა­ი­დე­რიც და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც.

ასე რომ, ჟი­უ­რის ხელ­შია გარ­კვე­უ­ლი ბერ­კე­ტე­ბი. სი­ტყვა­ზე, თუ კარგ მომ­ღე­რალს ნაკ­ლე­ბი მხარ­და­ჭე­რა აქვს, მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი და­უ­წე­როს, შე­სა­ბა­მი­სად, თუ ვი­ღა­ცას არ მო­ე­წო­ნე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, იმას აჩ­ვე­ნებს, რომ ჟი­უ­რის არ მო­ე­წო­ნა და და­ბალ ქუ­ლებს და­უ­წერს.

- ე.ი. გარ­კვე­ულ ამინდს კონ­კურ­სზე შემ­სრუ­ლე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟი­უ­რი ქმნის.

- დიახ. ქუ­ლებს ჟი­უ­რი პირ­და­პირ ეთერ­ში წერს. ასე რომ, ჟი­უ­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მა­ყუ­რე­ბე­ლი ად­ვი­ლად და­ი­ნა­ხავს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ხმის მი­ცე­მა მხო­ლოდ შოუს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მო­მენ­ტში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი! ნო­მერ­ზე ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ქარ­თვე­ლებ­მა უცხო­ე­თი­დან დარ­ე­კონ და ცხა­დია, ის ზა­რე­ბიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ით­ვლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს განსხვავებული წესებით შეაფასებენ

"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს განსხვავებული წესებით შეაფასებენ

2 აპრილიდან ახალი გრანდიოზული მუსიკალური პროექტი "მხოლოდ ქართული" დაიწყო "რუსთავი 2"-ის ეთერში. პროექტში ქართული მუსიკა ჟღერს და მასში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას. პროექტის ჟიურიმ უკვე შეარჩია 10 მონაწილე, რომლებიც გამარჯვებულის ტიტულისთვის 23 აპრილიდან დაიწყებენ ბრძოლას.

`რუსთავი 2~-ის ახალ მუსიკალურ პროექტს მსგავსი შოუებისგან ისიც გამოარჩევს, რომ კონკურსანტების შესაფასებლად განსხვავებული ხმის მიცემის წესი აქვს, რაზეც კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი გვესაუბრება:

- ჩვენი შოუს ხმის მიცემის წესი განსხვავებულია და ჩემი აზრით, ყველაზე სამართლიანი იმ მუსიკალურ მეგაშოუებს და კონკურსებს შორის, რაც საქართველოში ყოფილა. სამართლიანი ხმის მიცემის სისტემა იმას ნიშნავს, რომ პროცესში ფაქტობრივად, ჟიურის წევრები არიან ჩართული. თითოეული მონაწილის შესაფასებლად, ყველაზე მაღალი ქულა 100-ია. აქედან 50 ქულა ჟიურის 5 წევრის შეფასებით უნდა დაგროვდეს. ეს მაქსიმუმია (თითოეულს 10 ქულის დაწერა შეუძლია). შემდეგ კი, ვინც მაყურებლების ზარების ყველაზე დიდ რაოდენობას მიიღებს, ის დააგროვებს 50 ქულას.

- და დაემატება კიდეც ჟიურის ქულებს, არა?

- დიახ. ჟიურის ქულები შეიძლება იყოს - 40-45 და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელს შეუძლია მხოლოდ ერთ კონკურსანტს მისცეს ხმა, ანუ დაურეკოს. თუმცა, დარეკვა თითოჯერ ყველასთან შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ზარი უფასოა. დამატებითი ღირებულება, რომელსაც მეგაშოუები აწესებენ, არ არის დაწესებული (გამოიყენება არსებული სტანდარტული ტარიფები). ერთი ლარი რომ არის ხოლმე, დარეკვის ღირებულება, ასე არ იქნება. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ზარი უფასოა. გადაიხდიან იმდენს, რამდენიც მის კომპანიას აქვს დაწესებული. მოკლედ, ყველაფერი ერთად შეჯამდება და ამის მერე გამოვლინდება აუტსაიდერიც და გამარჯვებულიც.

ასე რომ, ჟიურის ხელშია გარკვეული ბერკეტები. სიტყვაზე, თუ კარგ მომღერალს ნაკლები მხარდაჭერა აქვს, მაღალი ქულები დაუწეროს, შესაბამისად, თუ ვიღაცას არ მოეწონება, ბუნებრივია, იმას აჩვენებს, რომ ჟიურის არ მოეწონა და დაბალ ქულებს დაუწერს.

- ე.ი. გარკვეულ ამინდს კონკურსზე შემსრულებელთან დაკავშირებით ჟიური ქმნის.

- დიახ. ქულებს ჟიური პირდაპირ ეთერში წერს. ასე რომ, ჟიურის დამოკიდებულებას მაყურებელი ადვილად დაინახავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხმის მიცემა მხოლოდ შოუს მიმდინარეობის მომენტში იქნება შესაძლებელი! ნომერზე ასევე შესაძლებელია ქართველებმა უცხოეთიდან დარეკონ და ცხადია, ის ზარებიც ჩვეულებრივად ჩაითვლება.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს